ქალაქ თბილისის მერის მოადგილეების აპარატის (სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.07.2011
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260000.52.101.016034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110718005, 19/07/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მერის მოადგილეების აპარატის (სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.9pt 56.9pt 56.9pt 56.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ქ. თბილისის მერის
ბრძანება №24
2011 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მერის მოადგილეების აპარატის (სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, ,,ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №
1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერის მოადგილეების
აპარატის (სამსახურის) დებულება, დანართის თანახმად.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ
. უგულავა
დანართი:
ქალაქ თბილისის მერის მოადგილეების აპარატის (სამსახურის) დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. ქალაქ თბილი
სის მერის მოადგილეების აპარატი (სამსახური) (შემდგომში – აპარატი) არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მერის მოადგილეების საქმიანობას.
2. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ,,ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. აპარატი ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილისა (ვიცე-მერის) და მერიის ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.
მუხლი 2🔗. აპარატის უფლება-მოვალეობანი
1. აპარატი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია იმოქმედოს ქალაქ თბილისის მერის მოადგილეების სახელით და მისი დავალებით მოითხოვოს და მიიღოს მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, სახელმწიფო და თვითმმართველობის სხვა ორგანოებიდან ის ინფორმაციები, რომელიც ესაჭიროება აპარატს,
მერის მოადგილეების დავალებათა შესასრულებლად.
2. აპარატის ვალდებულებებს განეკუთვნება:
ა) ქალაქ თბილისის მერიის, ქალაქ თბილისის მერის მოადგილეების სახელზე შემოსული კორესპონდენციების მიღება, მომზადება და შესაბამისი წინადადებებით (რეზოლუციის პროექტი, მოსაზრება) მერის მოადგილეებისათვის წარდგენა;
ბ) ქალაქ თბილისის მერის მოადგილეების მიერ განხილული კორესპონდენციების ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურისთვის ოპერატიულად მიწოდება;
გ) ქალაქ თბილისის მერის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაციული და დოკუმენტური უზრუნველყოფა ინფორმაციის წინასწარი მოპოვებისა და დამუშავების გზით;
დ) მოქალაქეთა მიღების პროცესში ქალაქ თბილისის მერის მოადგილეების მიერ გაცემული დავალებების აღრიცხვა და ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისათვის გადაცემა;
ე) მერის მოადგილეების ოფიცია
ლური მიღებებისა და ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად;
ვ) ქალაქ თბილისის მერის მოადგილეების ბრიფინგების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად;
ზ) ქალაქ თბილისის მერის მოადგილეების მიერ სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
მუხლი 3🔗. აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.
2. აპარატის უფროსი:
ა) უშუალოდ წარმართავს და ხელმძღვანელობს აპარატის საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს აპარატზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;
გ) უზრუნველყოფს აპარატის მუშაობის ორგანიზებას, თანამშრომელთა შორის მოვალეობის განაწილებასა და მათი შესრულების კონტროლს;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მერის მოადგილეების და მერიის ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.
მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები
1. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
2. აპარატის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება, ლიკვიდაცია) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.