საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის და მათი დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 05.11.2007
ძალის დაკარგვა 01.02.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №1612
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.011079
გამოქვეყნების წყარო სსმ, 158, 09/11/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 28.01.2008
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის და მათი დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 42.55pt 45.0pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.011.079
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1612
2007 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის და მათი დებულების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის და „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. შეიქმნას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ა) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ბ) ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
გ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
დ) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია.
2. დამტკიცდეს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დებულება (დანართი 1);
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დებულება (დანართი 2);
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დებულება (დანართი 3);
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დებულება (დანართი 4).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
დ. ჩანტლაძე
დანართი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. ადმინისტრაცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით და, მათ შორის, ამ დებულების საფუძველზე. ადმინისტრაციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
4. ადმინისტრაციას აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომელთა დიზაინსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
5. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ალვანი.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის მართვის სფერო
ადმინისტრაციის მართვის სფეროს წარმოადგენს თუშეთის დაცული ტერიტორიების (შემდგომში – დაცული ტერიტორიები) შემდეგი კატეგორიები:
ა) თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი;
ბ) თუშეთის ეროვნული პარკი.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის ფუნქციები
თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტთან (შემდგომში – დეპარტამენტი) შეთანხმებით არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევის წარმართვაზე თანხმობის გაცემა, ხელშეკრულების გაფორმება და ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ბ) დასაშვები საგანმანათლებლო საქმიანობის განსაზღვრა და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;
გ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა. მარშრუტების სარგებლობის წესების დაწესება და ამ წესების დაცვაზე კონტროლი;
დ) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;
ე) საკადასტრო სამუშაოების წარმოება;
ვ) დაცვის რეჟიმის წესების დაცვაზე კონტროლი;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
თ) დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი;
ი) სამენეჯმენტო გეგმით დაშვებული ტრანსპორტით გადაადგილებაზე კონტროლი;
კ) ეკოტურიზმის განვითარებისთვის და ამ მიზნით ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და კონტროლი ეროვნულ პარკში;
ლ) ვიზიტორთა ყოფნაზე და გადაადგილებაზე დაწესებული წესების დამრღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება;
მ) გარემოს დაცვასთან და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;
ნ) დაშვებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებითა და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თევზჭერის, თიბვის, ძოვების, საშეშე მერქნის მოპოვების კვოტების დადგენა და კონტროლი ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში;
ო) ანთროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენა;
პ) არსებული ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;
ჟ) ადგილობრივ მცენარეთა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით კომპლექსური ღონისძიებების გატარება;
რ) ეროვული პარკისა და ნაკრძალის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოება;
ს) ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება ტრადიციული გამოყენების ზონაში;
ტ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
უ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ფ) საქართველოს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოებისთვის, მათდამი დაქვემდებარებული უწყებებისა და ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს ადმინისტრაციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
ქ) სათანადო წესით განახორციელოს გამაფრთხილებელი და აღკვეთის ღონისძიებები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ, რომელთა საქმიანობა არღვევს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
ღ) ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებისთვის სატენდერო წესებისა და პირობების შემუშავება და ტენდერის ჩატარება;
ყ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიის შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციის და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
შ) მასმედიის საშუალებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გათვითცნობიერება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით;
ჩ) სამარკეტინგო საქმიანობის წარმართვა;
ც) შემოსავლების განკარგვა;
ძ) ტერიტორიების დაგეგმვის, მოვლა-პატრონობის, დაცვა-აღდგენის, მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის და სხვა პროგრამების ხარჯებთან დაკავშირებით გამოყოფილი ფინანსური სახსრების განკარგვა;
წ) მენეჯმენტის გეგმის პროექტის მომზადება;
ჭ) ტურისტული მომსახურების გაწევა.
მუხლი 4🔗. დირექტორი
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. დირექტორი უფლებამოსილია:
ა) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციაზე მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) იმოქმედოს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები და კონტროლი გაუწიოს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას;
დ) დეპარტამენტს ყოველწლიურად შესათანხმებლად წარუდგინოს მომავალი წლის სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა;
ე) აწარმოოს მოლაპარაკება, მოამზადოს და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ვ) დეპარტამენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს ადმინისტრაციის თანამშრომლები;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს ადმინისტრაციის თანამშრომლების სახელფასო და საპრემიო ფონდი;
თ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების საფასური;
ი) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე დაამტკიცოს ადმინისტრაციის შემოსავლების განკარგვის და მიღების ყოველწლიური გეგმები;
კ) განკარგოს ადმინისტრაციის შემოსავლები;
ლ) დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა თანამშრომლებს მუშაობაში დაშვებული დარღვევებისათვის;
მ) დაამტკიცოს ადმინისტრაციის შინაგანაწესი;
ნ) განახორციელოს კანონით ნებადართული სხვა საქმიანობა.
3. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.
4. დირექტორის არყოფნის დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე ან სამსახურის უფროსი.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურა
ადმინისტრაციის სტრუქტურაა:
ა) დაცვის სამსახური;
ბ) ადმინისტრაციული სამსახური.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია
1. დაცვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების (ქონების ჩათვლით) ფიზიკური დაცვა;
ბ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება – მათ შორის: აღნიშნულ ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის (ფიზიკური პირები) პირადობის დამადასტურებელი საბუთებისა და საჭიროების შემთხვევაში ახსნა-განმარტების მოთხოვნა; მათი ქმედებების შეჩერება (აღკვეთა), რაც ეწინააღმდეგება ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების დადგენილ რეჟიმს; დამრღვევთათვის დარღვევის იარაღისა და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ჩამორთმევა;
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;
დ) საქართველოს „ტყის კოდექსის“ 48-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
ე) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელება;
ვ) ტყით სარგებლობის უბნების ნატურაში განსაზღვრა (იდენტიფიკაცია), ტყით სარგებლობის კონკრეტულ ოდენობათა გაანგარიშება და შესაბამისი დოკუმენტაციის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული ტყით სარგებლობის უბნების (ტყეკაფების) გამოყოფა (მათი მატერიალურ-ტექნიკური შეფასების უწყისებისა და ჭრის ტექნოლოგიური რუკების შედგენის ჩათვლით) და ჭრაში ზეზემდგომი ხეების დადგენილი წესით დადამღვა;
ზ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობაზე შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა;
თ) საკადასტრო სამუშაოების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ი) წელიწადში ორჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) გეგმური და საკონტროლო რევიზიის ჩატარება;
კ) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კვლევა-მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება;
ლ) კონსერვაციისა და აღდგენითი ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;
მ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცულ ტერიტორიებზე განთავსებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ არსებული მასალების ანალიზი და განზოგადების საფუძველზე შესაბამისი დასკვნების, წინადადებების, რეკომენდაციებისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;
ნ) კარტოგრაფიული მასალების აღრიცხვა და შენახვა;
ო) ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა ბაზის შექმნა და წარმოება;
პ) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;
ჟ) საქართველოს „ტყის კოდექსის“ 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
რ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების განვითარების საგეგმო სამუშაოების (სამენეჯმენტო გეგმისა და ამ გეგმით გათვალისწინებული განვითარების ინტეგრალური პროგრამების პროექტების დამუშავების) განხორციელების ორგანიზება და მათი ხელშეწყობა;
ს) გეოინფორმაციული მონაცემების შედგენა;
ტ) ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაციის სამუშაოების ორგანიზაციის ხელშეწყობა და ამ სამუშაოებში მონაწილეობა;
უ) მუდმივი სანიმუშო ფართობების (სატყეო, ბოტანიკური, გეობოტანიკური, ზოოლოგიური, ორნითოლოგიური და სხვა) მოწყობაში მონაწილეობა და ამ ფართობებზე დაკვირვებების წარმოება და მიმდინარე ბუნებრივი პროცესების ანალიზი;
ფ) ბუნების მატიანეს შედგენა და დეპარტამენტში წარდგენა, ასევე ყოველწლიური სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზაცია.
2. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტრაქტების გაფორმება და სხვა სამეურნეო საქმიანობის განხორციელება;
ბ) ადმინისტრაციის ფუნქციონირების საბუღალტრო საქმიანობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდური უზრუნველყოფა;
გ) ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
დ) ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციულ-საოქმო უზრუნველყოფა;
ე) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ნომენკლატურის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება როგორც თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების და დაწინაურების, ასევე მათი წახალისება-დაჯილდოვებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დადების შესახებ;
ვ) შრომითი დისციპლინის კონტროლი, რეკომენდაციების შემუშავება, ზომების მიღება დარღვევებისა და ხარვეზების გამოვლენის თავიდან ასაცილებლად;
ზ) რეინჯერების კვალიფიკაციის ამაღლებისა და წვრთნის საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
თ) ადმინისტრაციის სამართლებრივ საკითხებში კონსულტაციების გაწევა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახალი ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ი) ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობათა კოორდინაცია და ორგანიზაცია;
კ) ეკოლოგიური განათლებისა და პროგრამების ორგანიზება და განხორციელება;
ლ) ადმინისტრაციის ბეჭდვითი, აუდიო-ვიზუალურ და ელექტრონული გამოცემების მომზადება და მათი გამოცემის ორგანიზება. აგრეთვე, ადმინისტრაციის სუვენირების სარეკლამო-საინფორმაციო დაფებისა და სპეციალური საინფორმაციო ნიშნების მაკეტების მომზადება და შეთანხმება;
მ) უცხოეთის შესაბამისი პროფილის დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება და მათთან სათანადო ინფორმაციისა და ლიტერატურის ურთიერთგაცვლა;
ნ) ადმინისტრაციის საქმიანობის თაობაზე პრესკონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება;
ო) ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
პ) დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ეკოტურისტული მომსახურების უზრუნველყოფა;
ჟ) ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის მუშაობის კოორდინაცია და გაძღოლა;
რ) დაცულ ტერიტორიაზე ეკო-ტურიზმისა და რეკრეაციის პრობლემებთან დაკავშირებული ორგანიზაციული, ინსტიტუციონალური, მარკეტინგული, საინფორმაციო და საფინანსო-ეკონომიკური საკითხების დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ს) დაცულ ტერიტორიაზე ეკო-ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების ორგანიზება;
ტ) ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზება;
უ) დაცულ ტეირიტორიაზე ვიზიტორთა ეკო-ტურისტული მომსახურების უზრუნველყოფისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და მათი შეთანხმების ორგანიზება დადგენილი წესით.
3. ადმინისტრაციის სამსახურს (სტრუქტურულ ქვედანაყოფს) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის დირექტორის წინაშე.
მუხლი 7🔗. ადმინისტრაციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
1. დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით იქმნება მისი სამეთვალყურეო ორგანო – სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო შედგება არა უმეტეს 12 წევრისაგან.
3. საბჭო ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ადგილობრივი პრობლემატიკის სრულფასოვან ასახვას დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით ადმინისტრაციას უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას და კონსულტაციას.
4. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაციები:
ა) გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებათა და ვიზიტორთა კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით;
გ) თუშეთის დაცულ ლანდშაფტზე დასაშვები საქმიანობის, რეგულირების და დაცვის წესების (ტერიტორიის გარეთ რეგულირების წესები და დროებითი რეგულირების წესები) საკითხებთან დაკავშირებით;
დ) მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით.
5. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე, რომლებიც იმართება კვარტალში ერთხელ მაინც. ყოველ სხდომაზე საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, როდესაც მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედისა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.
მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ადმინისტრაციის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ადმინისტრაციის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 9🔗. ადმინისტრაციის ქონება და ფინანსები
1. ადმინისტრაციას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ადმინისტრაციის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დაგენილი წესის თანახმად.
2. ადმინისტრაციის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ) სახელმწიფო და სხვა შეკვეთის ან ხელშეკრულების შესრულებით მიღებული შემოსავლები;
გ) საერთაშორისო ან ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი ან დახმარებები;
დ) გრანტები;
ე) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონდებობით დაშვებული საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ამ სახსრების ხსვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
4. ადმინისტრაციის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ადმინისტრაციის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდეგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. ადმინისტრაცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის, ამ დებულების საფუძველზე. ადმინისტრაციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
4. ადმინისტრაციას აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომელთაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
5. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ალვანი.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის მართვის სფერო
ადმინისტრაციის მართვის სფეროს წარმოადგენს ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების (შემდგომში – დაცული ტერიტორიები) შემდეგი კატეგორიები:
ა) ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი;
ბ) ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი;
გ) ილტოს აღკვეთილი.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის ფუნქციები
ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტთან (შემდგომში – დეპარტამენტი) შეთანხმებით არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევის წარმართვაზე თანხმობის გაცემა, ხელშეკრულების გაფორმება და ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ბ) დასაშვები საგანმანათლებლო საქმიანობის განსაზღვრა და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;
გ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით დაცულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა; მარშრუტების სარგებლობის წესების დაწესება და ამ წესების დაცვაზე კონტროლი;
დ) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;
ე) საკადასტრო სამუშაოების წარმოება;
ვ) დაცვის რეჟიმის წესების დაცვაზე კონტროლი;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
თ) დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი;
ი) სამენეჯმენტო გეგმით დაშვებული ტრანსპორტით გადაადგილებაზე კონტროლი;
კ) ეკოტურიზმის განვითარებისთვის და ამ მიზნით ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და კონტროლი აღკვეთილში;
ლ) ვიზიტორთა ყოფნაზე და გადაადგილებაზე დაწესებული წესების დამრღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება;
მ) გარემოს დაცვასთან და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;
ნ) აღკვეთილის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებითა და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თევზჭერის, თიბვის, ძოვების, საშეშე მერქნის მოპოვების კვოტების დადგენა და კონტროლი აღკვეთილში;
ო) ანთროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენა;
პ) არსებული ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;
ჟ) ადგილობრივ მცენარეთა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით კომპლექსური ღონისძიებების გატარება;
რ) ნაკრძალის და აღკვეთილის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოება;
ს) ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება;
ტ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
უ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ფ) საქართველოს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოებისთვის, მათდამი დაქვემდებარებული უწყებებისა და ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს ადმინისტრაციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
ქ) სათანადო წესით განახორციელოს გამაფრთხილებელი ღონისძიებები და აღკვეთის მოთხოვნა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ, რომელთა საქმიანობა არღვევს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
ღ) ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებისთვის სატენდერო წესებისა და პირობების შემუშავება და ტენდერის ჩატარება;
ყ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიის შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციის და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
შ) მასმედიის საშუალებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გათვითცნობიერება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით;
ჩ) სამარკეტინგო საქმიანობის წარმართვა;
ც) შემოსავლების განკარგვა;
ძ) ტერიტორიების დაგეგმვის, მოვლა-პატრონობის, დაცვა-აღდგენის, მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის და სხვა პროგრამების ხარჯებთან დაკავშირებით გამოყოფილი ფინანსური სახსრების განკარგვა;
წ) მენეჯმენტის გეგმის პროექტის მომზადება;
ჭ) ტურისტული მომსახურების გაწევა.
მუხლი 4🔗. დირექტორი
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. დირექტორი უფლებამოსილია:
ა) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციაზე მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) იმოქმედოს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და კონტროლი გაუწიოს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას;
დ) დეპარტამენტს ყოველწლიურად შესათანხმებლად წარუდგინოს მომავალი წლის სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა;
ე) აწარმოოს მოლაპარაკება, მოამზადოს და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ვ) დეპარტამენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს ადმინისტრაციის თანამშრომლები;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს ადმინისტრაციის თანამშრომლების სახელფასო და საპრემიო ფონდი;
თ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს აღკვეთილის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების საფასური;
ი) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე დაამტკიცოს ადმინისტრაციის შემოსავლების განკარგვის და მიღების ყოველწლიური გეგმები;
კ) განკარგოს ადმინისტრაციის შემოსავლები;
ლ) დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა თანამშრომლებს მუშაობაში დაშვებული დარღვევებისათვის;
მ) დაამტკიცოს ადმინისტრაციის შინაგანაწესი;
ნ) განახორციელოს კანონით ნებადართული სხვა საქმიანობა.
3. დირექტორის არყოფნის დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურა
1. ადმინისტრაცია შედგება ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის – დაცვის სამსახურისაგან.
2. დაცვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების (ქონების ჩათვლით) ფიზიკური დაცვა;
ბ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის: აღნიშნულ ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის (ფიზიკური პირები) პირადობის დამადასტურებელი საბუთებისა და საჭიროების შემთხვევაში ახსნა-განმარტების მოთხოვნა; მათი ქმედებების შეჩერება (აღკვეთა), რაც ეწინააღმდეგება ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების დადგენილ რეჟიმს; დამრღვევთათვის დარღვევის იარაღისა და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ჩამორთმევა;
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;
დ) საქართველოს „ტყის კოდექსის“ 48-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
ე) სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელება;
ვ) ტყით სარგებლობის უბნების ნატურაში განსაზღვრა (იდენტიფიკაცია), ტყით სარგებლობის კონკრეტულ ოდენობათა გაანგარიშება და შესაბამისი დოკუმენტაციის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული ტყით სარგებლობის უბნების (ტყეკაფების) გამოყოფა (მათი მატერიალურ-ტექნიკური შეფასების უწყისებისა და ჭრის ტექნოლოგიური რუქების შედგენის ჩათვლით) და ჭრაში ზეზემდგომი ხეების დადგენილი წესით დადამღვა;
ზ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობაზე შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა;
თ) საკადასტრო სამუშაოების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ი) წელიწადში ორჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) გეგმური და საკონტროლო რევიზიის ჩატარება;
კ) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კვლევა-მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება;
ლ) კონსერვაციისა და აღდგენითი ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;
მ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცულ ტერიტორიებზე განთავსებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ არსებული მასალების ანალიზი და განზოგადების საფუძველზე შესაბამისი დასკვნების, წინადადებების, რეკომენდაციებისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა პროექტების, შემუშავება;
ნ) კარტოგრაფიული მასალების აღრიცხვა და შენახვა;
ო) ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემთა ბაზის შექმნა და წარმოება;
პ) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;
ჟ) საქართველოს „ტყის კოდექსის“ 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
რ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების განვითარების საგეგმო სამუშაოების (სამენეჯმენტო გეგმისა და ამ გეგმით გათვალისწინებული განვითარების ინტეგრალური პროგრამების პროექტების დამუშავების) განხორციელების ორგანიზება და მათი ხელშეწყობა;
ს) გეოინფორმაციული მონაცემების შედგენა;
ტ) ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაციის სამუშაოების ორგანიზაციის ხელშეწყობა და ამ სამუშაოებში მონაწილეობა;
უ) მუდმივი სანიმუშო ფართობების (სატყეო, ბოტანიკური, გეობოტანიკური, ზოოლოგიური, ორნითოლოგიური და სხვა.) მოწყობაში მონაწილეობა და ამ ფართობებზე დაკვირვებების წარმოება და მიმდინარე ბუნებრივი პროცესების ანალიზი;
ფ) ბუნების მატიანეს შედგენა და დეპარტამენტში წარდგენა, ასევე ყოველწლიური სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზაცია;
3. ადმინისტრაციის სამსახურს (სტრუქტურულ ქვედანაყოფს) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის დირექტორის წინაშე.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
1. დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით იქმნება მისი სამეთვალყურეო ორგანო – სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ადგილობრივი პრობლემატიკის სრულფასოვან ასახვას დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით ადმინისტრაციას უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას და კონსულტაციას.
3. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაციები:
ა) გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებათა და ვიზიტორთა კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით;
გ) ახმეტის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დასაშვები საქმიანობის, რეგულირების და დაცვის წესების (ტერიტორიის გარეთ რეგულირების წესები და დროებითი რეგულირების წესები) საკითხებთან დაკავშირებით;
დ) მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით.
4. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე, რომლებიც იმართება კვარტალში ერთხელ მაინც. ყოველ სხდომაზე საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, როდესაც მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედისა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.
მუხლი 7🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ადმინისტრაციის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ადმინისტრაციის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 8🔗. ადმინისტრაციის ქონება და ფინანსები
1. ადმინისტრაციას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ადმინისტრაციის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დაგენილი წესის თანახმად.
2. ადმინისტრაციის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ) სახელმწიფო და სხვა შეკვეთის ან ხელშეკრულების შესრულებით მიღებული შემოსავლები;
გ) საერთაშორისო ან ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი ან დახმარებები;
დ) გრანტები;
ე) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონდებობით დაშვებული საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ამ სახსრების ხსვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
4. ადმინისტრაციის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ადმინისტრაციის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი 3
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. ადმინისტრაცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით და, მათ შორის, ამ დებულების საფუძველზე. ადმინისტრაციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
4. ადმინისტრაციას აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომელთაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
5. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ქ. ლაგოდეხი, ვაშლოვანის ქ. №197.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის მართვის სფერო
ადმინისტრაციის მართვის სფეროს წარმოადგენს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების (შემდგომში – დაცული ტერიტორიები) შემდეგი კატეგორიები:
ა) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი;
ბ) ლაგოდეხის აღკვეთილი.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის ფუნქციები
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტთან (შემდგომში – დეპარტამენტი) შეთანხმებით არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევის წარმართვაზე თანხმობის გაცემა, ხელშეკრულების გაფორმება და ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ბ) დასაშვები საგანმანათლებლო საქმიანობის განსაზღვრა და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;
გ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით დაცულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა. მარშრუტების სარგებლობის წესების დაწესება და ამ წესების დაცვაზე კონტროლი;
დ) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;
ე) საკადასტრო სამუშაოების წარმოება;
ვ) დაცვის რეჟიმის წესების დაცვაზე კონტროლი;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
თ) დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი;
ი) სამენეჯმენტო გეგმით დაშვებული ტრანსპორტით გადაადგილებაზე კონტროლი;
კ) ეკოტურიზმის განვითარებისთვის და ამ მიზნით ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და კონტროლი აღკვეთილში;
ლ) ვიზიტორთა ყოფნაზე და გადაადგილებაზე დაწესებული წესების დამრღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება;
მ) გარემოს დაცვასთან და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;
ნ) აღკვეთილში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებითა და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თევზჭერის, თიბვის, ძოვების, საშეშე მერქნის მოპოვების კვოტების დადგენა და კონტროლი აღკვეთილში;
ო) ანთროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენა;
პ) არსებული ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;
ჟ) ადგილობრივ მცენარეთა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით კომპლექსური ღონისძიებების გატარება;
რ) ნაკრძალის და აღკვეთილის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოება;
ს) ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება;
ტ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
უ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ფ) საქართველოს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოებისთვის, მათდამი დაქვემდებარებული უწყებებისა და ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს ადმინისტრაციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
ქ) სათანადო წესით განახორციელოს გამაფრთხილებელი ღონისძიებები და აღკვეთის მოთხოვნა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ, რომელთა საქმიანობა არღვევს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
ღ) ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებისთვის სატენდერო წესებისა და პირობების შემუშავება და ტენდერის ჩატარება;
ყ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიის შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციის და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
შ) მასმედიის საშუალებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გათვითცნობიერება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით;
ჩ) სამარკეტინგო საქმიანობის წარმართვა;
ც) შემოსავლების განკარგვა;
ძ) ტერიტორიების დაგეგმვის, მოვლა-პატრონობის, დაცვა-აღდგენის, მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის და სხვა პროგრამების ხარჯებთან დაკავშირებით გამოყოფილი ფინანსური სახსრების განკარგვა;
წ) მენეჯმენტის გეგმის პროექტის მომზადება;
ჭ) ტურისტული მომსახურების გაწევა.
მუხლი 4🔗. დირექტორი
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. დირექტორი უფლებამოსილია:
ა) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციაზე მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) იმოქმედოს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და კონტროლი გაუწიოს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას;
დ) დეპარტამენტს ყოველწლიურად შესათანხმებლად წარუდგინოს მომავალი წლის სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა;
ე) აწარმოოს მოლაპარაკება, მოამზადოს და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ვ) დეპარტამენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს ადმინისტრაციის თანამშრომლები;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს ადმინისტრაციის თანამშრომლების სახელფასო და საპრემიო ფონდი;
თ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს აღკვეთილის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების საფასური;
ი) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე დაამტკიცოს ადმინისტრაციის შემოსავლების განკარგვის და მიღების ყოველწლიური გეგმები;
კ) განკარგოს ადმინისტრაციის შემოსავლები;
ლ) დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა თანამშრომლებს მუშაობაში დაშვებული დარღვევებისათვის;
მ) დაამტკიცოს ადმინისტრაციის შინაგანაწესი;
ნ) განახორციელოს კანონით ნებადართული სხვა საქმიანობა.
3. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.
4. დირექტორის არყოფნის დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე ან სამსახურის უფროსი.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურა
1. ადმინისტრაცია შედგება ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის – დაცვის სამსახურისაგან.
2. დაცვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების (ქონების ჩათვლით) ფიზიკური დაცვა;
ბ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის: აღნიშნულ ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის (ფიზიკური პირები) პირადობის დამადასტურებელი საბუთებისა და საჭიროების შემთხვევაში ახსნა-განმარტების მოთხოვნა; მათი ქმედებების შეჩერება (აღკვეთა), რაც ეწინააღმდეგება ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების დადგენილ რეჟიმს; დამრღვევთათვის დარღვევის იარაღისა და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ჩამორთმევა;
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;
დ) საქართველოს „ტყის კოდექსის“ 48-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
ე) სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელება;
ვ) ტყით სარგებლობის უბნების ნატურაში განსაზღვრა (იდენტიფიკაცია), ტყით სარგებლობის კონკრეტულ ოდენობათა გაანგარიშება და შესაბამისი დოკუმენტაციის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული ტყით სარგებლობის უბნების (ტყეკაფების) გამოყოფა (მათი მატერიალურ-ტექნიკური შეფასების უწყისებისა და ჭრის ტექნოლოგიური რუკების შედგენის ჩათვლით) და ჭრაში ზეზემდგომი ხეების დადგენილი წესით დადამღვა;
ზ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობაზე შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა;
თ) საკადასტრო სამუშაოების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ი) წელიწადში ორჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) გეგმური და საკონტროლო რევიზიის ჩატარება;
კ) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კვლევა-მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება;
ლ) კონსერვაციისა და აღდგენითი ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;
მ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცულ ტერიტორიებზე განთავსებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ არსებული მასალების ანალიზი და განზოგადების საფუძველზე შესაბამისი დასკვნების, წინადადებების, რეკომენდაციებისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;
ნ) კარტოგრაფიული მასალების აღრიცხვა და შენახვა;
ო) ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა ბაზის შექმნა და წარმოება;
პ) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;
ჟ) საქართველოს „ტყის კოდექსის“ 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
რ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების განვითარების საგეგმო სამუშაოების (სამენეჯმენტო გეგმისა და ამ გეგმით გათვალისწინებული განვითარების ინტეგრალური პროგრამების პროექტების დამუშავების) განხორციელების ორგანიზება და მათი ხელშეწყობა;
ს) გეოინფორმაციული მონაცემების შედგენა;
ტ) ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაციის სამუშაოების ორგანიზაციის ხელშეწყობა და ამ სამუშაოებში მონაწილეობა;
უ) მუდმივი სანიმუშო ფართობების (სატყეო, ბოტანიკური, გეობოტანიკური, ზოოლოგიური, ორნითოლოგიური და სხვა) მოწყობაში მონაწილეობა და ამ ფართობებზე დაკვირვებების წარმოება და მიმდინარე ბუნებრივი პროცესების ანალიზი;
ფ) ბუნების მატიანეს შედგენა და დეპარტამენტში წარდგენა, ასევე ყოველწლიური სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზაცია.
3. ადმინისტრაციის სამსახურს (სტრუქტურულ ქვედანაყოფს) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის დირექტორის წინაშე.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
1. დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით იქმნება მისი სამეთვალყურეო ორგანო – სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ადგილობრივი პრობლემატიკის სრულფასოვან ასახვას დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით ადმინისტრაციას უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას და კონსულტაციას.
3. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაციები:
ა) გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებათა და ვიზიტორთა კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით;
გ) ლაგოდეხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დასაშვები საქმიანობის, რეგულირების და დაცვის წესების (ტერიტორიის გარეთ რეგულირების წესები და დროებითი რეგულირების წესები) საკითხებთან დაკავშირებით;
დ) მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით.
4. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე, რომლებიც იმართება კვარტალში ერთხელ მაინც. ყოველ სხდომაზე საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, როდესაც მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედისა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.
მუხლი 7🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ადმინისტრაციის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ადმინისტრაციის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 8🔗. ადმინისტრაციის ქონება და ფინანსები
1. ადმინისტრაციას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ადმინისტრაციის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებული იქნეს მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დაგენილი წესის თანახმად.
2. ადმინისტრაციის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ) სახელმწიფო და სხვა შეკვეთის ან ხელშეკრულების შესრულებით მიღებული შემოსავლები;
გ) საერთაშორისო ან ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი ან დახმარებები;
დ) გრანტები;
ე) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონდებობით დაშვებული საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ამ სახსრების ხსვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
4. ადმინისტრაციის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ადმინისტრაციის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი 4
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაშლოვანის დაცულიტერიტორიების ადმინისტრაციის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდეგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. ადმინისტრაცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით და, მათ შორის, ამ დებულების საფუძველზე. ადმინისტრაციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
4. ადმინისტრაციას აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომელთაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
5. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. №5.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის მართვის სფერო
ადმინისტრაციის მართვის სფეროს წარმოადგენს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების (შემდგომში – დაცული ტერიტორიები) შემდეგი კატეგორიები:
ა) ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი;
ბ) ვაშლოვანის ეროვნული პარკი;
გ) ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი;
დ) ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი;
ე) არწივის ხეობის ბუნების ძეგლი.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის ფუნქციები
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტთან (შემდგომში – დეპარტამენტი) შეთანხმებით არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევის წარმართვაზე თანხმობის გაცემა, ხელშეკრულების გაფორმება და ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ბ) დასაშვები საგანმანათლებლო საქმიანობის განსაზღვრა და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;
გ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა. მარშრუტების სარგებლობის წესების დაწესება და ამ წესების დაცვაზე კონტროლი;
დ) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;
ე) საკადასტრო სამუშაოების წარმოება;
ვ) დაცვის რეჟიმის წესების დაცვაზე კონტროლი;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
თ) დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი;
ი) სამენეჯმენტო გეგმით დაშვებული ტრანსპორტით გადაადგილებაზე კონტროლი;
კ) ეკოტურიზმის განვითარებისთვის და ამ მიზნით ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და კონტროლი ეროვნულ პარკში;
ლ) ვიზიტორთა ყოფნაზე და გადაადგილებაზე დაწესებული წესების დამრღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება;
მ) გარემოს დაცვასთან და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;
ნ) ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებითა და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თევზჭერის, თიბვის, ძოვების, საშეშე მერქნის მოპოვების კვოტების დადგენა და კონტროლი ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში;
ო) ანთროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენა;
პ) არსებული ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;
ჟ) ადგილობრივ მცენარეთა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით კომპლექსური ღონისძიებების გატარება;
რ) ეროვნული პარკის და ნაკრძალის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოება;
ს) ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება ტრადიციული გამოყენების ზონაში;
ტ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
უ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ფ) საქართველოს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოებისთვის, მათდამი დაქვემდებარებული უწყებებისა და ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს ადმინისტრაციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
ქ) სათანადო წესით განახორციელოს გამაფრთხილებელი ღონისძიებები და აღკვეთის მოთხოვნა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ, რომელთა საქმიანობა არღვევს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
ღ) ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებისთვის სატენდერო წესებისა და პირობების შემუშავება და ტენდერის ჩატარება;
ყ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიის შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციის და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
შ) მასმედიის საშუალებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გათვითცნობიერება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით;
ჩ) სამარკეტინგო საქმიანობის წარმართვა;
ც) შემოსავლების განკარგვა;
ძ) ტერიტორიების დაგეგმვის, მოვლა-პატრონობის, დაცვა-აღდგენის, მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის და სხვა პროგრამების ხარჯებთან დაკავშირებით გამოყოფილი ფინანსური სახსრების განკარგვა;
წ) მენეჯმენტის გეგმის პროექტის მომზადება
ჭ) ტურისტული მომსახურების გაწევა.
მუხლი 4🔗. დირექტორი
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. დირექტორი უფლებამოსილია:
ა) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციაზე მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) იმოქმედოს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები და კონტროლი გაუწიოს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას;
დ) დეპარტამენტს ყოველწლიურად შესათანხმებლად წარუდგინოს მომავალი წლის სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა;
ე) აწარმოოს მოლაპარაკება, მოამზადოს და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ვ) დეპარტამენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს ადმინისტრაციის თანამშრომლები;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს ადმინისტრაციის თანამშრომლების სახელფასო და საპრემიო ფონდი;
თ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების საფასური;
ი) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე დაამტკიცოს ადმინისტრაციის შემოსავლების განკარგვის და მიღების ყოველწლიური გეგმები;
კ) განკარგოს ადმინისტრაციის შემოსავლები;
ლ) დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა თანამშრომლებს მუშაობაში დაშვებული დარღვევებისათვის;
მ) დაამტკიცოს ადმინისტრაციის შინაგანაწესი;
ნ) განახორციელოს კანონით ნებადართული სხვა საქმიანობა.
3. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.
4. დირექტორის არყოფნის დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე ან სამსახურის უფროსი.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურა
ადმინისტრაციის სტრუქტურაა:
ა) დაცვის სამსახური;
ბ) ადმინისტრაციული სამსახური;
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია
1. დაცვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების (ქონების ჩათვლით) ფიზიკური დაცვა;
ბ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის: აღნიშნულ ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის (ფიზიკური პირები) პირადობის დამადასტურებელი საბუთებისა და საჭიროების შემთხვევაში ახსნა-განმარტების მოთხოვნა; მათი ქმედებების შეჩერება (აღკვეთა), რაც ეწინააღმდეგება ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების დადგენილ რეჟიმს; დამრღვევთათვის დარღვევის იარაღისა და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ჩამორთმევა;
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;
დ) საქართველოს „ტყის კოდექსის“ 48-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
ე) სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელება;
ვ) ტყით სარგებლობის უბნების ნატურაში განსაზღვრა (იდენტიფიკაცია), ტყით სარგებლობის კონკრეტულ ოდენობათა გაანგარიშება და შესაბამისი დოკუმენტაციის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული ტყით სარგებლობის უბნების (ტყეკაფების) გამოყოფა (მათი მატერიალურ-ტექნიკური შეფასების უწყისებისა და ჭრის ტექნოლოგიური რუქების შედგენის ჩათვლით) და ჭრაში ზეზემდგომი ხეების დადგენილი წესით დადამღვა;
ზ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობაზე შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა;
თ) საკადასტრო სამუშაოების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ი) წელიწადში ორჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) გეგმური და საკონტროლო რევიზიის ჩატარება;
კ) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კვლევა-მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება;
ლ) კონსერვაციისა და აღდგენითი ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;
მ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცულ ტერიტორიებზე განთავსებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ არსებული მასალების ანალიზი და განზოგადების საფუძველზე შესაბამისი დასკვნების, წინადადებების, რეკომენდაციებისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;
ნ) კარტოგრაფიული მასალების აღრიცხვა და შენახვა;
ო) ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემთა ბაზის შექმნა და წარმოება;
პ) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;
ჟ) საქართველოს „ტყის კოდექსის“ 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
რ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების განვითარების საგეგმო სამუშაოების (სამენეჯმენტო გეგმისა და ამ გეგმით გათვალისწინებული განვითარების ინტეგრალური პროგრამების პროექტების დამუშავების) განხორციელების ორგანიზება და მათი ხელშეწყობა;
ს) გეოინფორმაციული მონაცემების შედგენა;
ტ) ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაციის სამუშაოების ორგანიზაციის ხელშეწყობა და ამ სამუშაოებში მონაწილეობა;
უ) მუდმივი სანიმუშო ფართობების (სატყეო, ბოტანიკური, გეობოტანიკური, ზოოლოგიური, ორნითოლოგიური და სხვა) მოწყობაში მონაწილეობა და ამ ფართობებზე დაკვირვებების წარმოება და მიმდინარე ბუნებრივი პროცესების ანალიზი;
ფ) ბუნების მატიანეს შედგენა და დეპარტამენტში წარდგენა, ასევე ყოველწლიური სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზაცია.
2. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტრაქტების გაფორმება და სხვა სამეურნეო საქმიანობის განხორციელება;
ბ) ადმინისტრაციის ფუნქციონირების საბუღალტრო საქმიანობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდური უზრუნველყოფა;
გ) ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
დ) ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციულ-საოქმო უზრუნველყოფა;
ე) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ნომენკლატურის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება როგორც თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილებისა და დაწინაურების, ასევე მათი წახალისება-დაჯილდოებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შრომითი დისციპლინის კონტროლი, რეკომენდაციების შემუშავება, ზომების მიღება დარღვევებისა და ხარვეზების გამოვლენის თავიდან ასაცილებლად;
ზ) რეინჯერების კვალიფიკაციის ამაღლებისა და წვრთნის საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
თ) ადმინისტრაციის სამართლებრივ საკითხებში კონსულტაციების გაწევა და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახალი ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ი) ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობათა კოორდინაცია და ორგანიზაცია;
კ) ეკოლოგიური განათლების და პროგრამების ორგანიზება და განხორციელება;
ლ) ადმინისტრაციის ბეჭდვითი, აუდიო-ვიზუალური და ელექტრონული გამოცემების მომზადება და მათი გამოცემის ორგანიზება. აგრეთვე ადმინისტრაციის სუვენირების სარეკლამო-საინფორმაციო დაფებისა და სპეციალური საინფორმაციო ნიშნების მაკეტების მომზადება და შეთანხმება;
მ) უცხოეთის შესაბამისი პროფილის დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება და მათთან სათანადო ინფორმაციისა და ლიტერატურის ურთიერთგაცვლა;
ნ) ადმინისტრაციის საქმიანობის თაობაზე პრესკონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება;
ო) ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
პ) დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ეკოტურისტული მომსახურების უზრუნველყოფა;
ჟ) ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის მუშაობის კოორდინაცია და გაძღოლა;
რ) დაცულ ტერიტორიაზე ეკო-ტურიზმისა და რეკრეაციის პრობლემებთან დაკავშირებული ორგანიზაციული, ინსტიტუციონალური, მარკეტინგული, საინფორმაციო და საფინანსო-ეკონომიკური საკითხების დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ს) დაცულ ტერიტორიაზე ეკო-ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების ორგანიზება;
ტ) ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზება;
უ) დაცულ ტეირიტორიაზე ვიზიტორთა ეკო-ტურისტული მომსახურების უზრუნველყოფისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და მათი შეთანხმების ორგანიზება დადგენილი წესით.
3. ადმინისტრაციის სამსახურს (სტრუქტურულ ქვედანაყოფს) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის დირექტორის წინაშე.
მუხლი 7🔗. ადმინისტრაციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
1. დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით იქმნება მისი სამეთვალყურეო ორგანო – სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ადგილობრივი პრობლემატიკის სრულფასოვან ასახვას დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით ადმინისტრაციას უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას და კონსულტაციას.
3. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაციები:
ა) გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებათა და ვიზიტორთა კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით;
გ) ვაშლოვანის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დასაშვები საქმიანობის, რეგულირების და დაცვის წესების (ტერიტორიის გარეთ რეგულირების წესები და დროებითი რეგულირების წესები) საკითხებთან დაკავშირებით;
დ) მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით.
4. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე, რომლებიც იმართება კვარტალში ერთხელ მაინც. ყოველ სხდომაზე საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, როდესაც მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედისა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.
მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ადმინისტრაციის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ადმინისტრაციის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 9🔗. ადმინისტრაციის ქონება და ფინანსები
1. ადმინისტრაციას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ადმინისტრაციის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დაგენილი წესის თანახმად.
2. ადმინისტრაციის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ) სახელმწიფო და სხვა შეკვეთის ან ხელშეკრულების შესრულებით მიღებული შემოსავლები;
გ) საერთაშორისო ან ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი ან დახმარებები;
დ) გრანტები;
ე) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონდებობით დაშვებული საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ამ სახსრების ხსვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
4. ადმინისტრაციის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ადმინისტრაციის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა