საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.10.2006
ძალის დაკარგვა 24.01.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1166
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.009457
გამოქვეყნების წყარო სსმ, 145, 24/10/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:46.3pt .75in 26.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.009.457
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1166
2006 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა”, ,,კ” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საგამოძიებო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებებს, საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, პრინციპებსა და მიმართულებებს.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტი არის სამართალდამცავი სტატუსის მქონე საგამოძიებო ორგანო, რომელიც სამინისტროს სისტემაში შედის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დანაშაულთა გამოძიებას.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, ეს დებულება და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 4🔗.
1. დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, დეპარტამენტის სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს.
2. დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა, სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
თავი II
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ძირითადი მიმართულებები
მუხლი 6🔗.
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს ქვემდებარე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოძიებას და ამ მიზნით შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
დეპარტამენტი დაკისრებული ამოცანების შესრულებისას უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) დანაშაულზე აწარმოოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება;
ბ) ჩაატაროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება;
გ) ჩააბას სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისცეს წერილობითი დავალებები ოპერატიულ-სამძებრო ქვედანაყოფებს მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ;
ვ) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა;
ზ) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები
მუხლი 8🔗.
დეპარტამენტის შემადგენლობაშია შემდეგი სტრუქტურული დანაყოფები:
ა) დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა I საგამოძიებო სამმართველო;
ბ) დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა II საგამოძიებო სამმართველო;
გ) დეპარტამენტის საერთო განყოფილება.
მუხლი 9🔗.
დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოები უზრუნველყოფენ სამინისტროს ქვემდებარე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიებას და ამ მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს.
მუხლი 10🔗
1. საერთო განყოფილების ამოცანაა კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ორგანიზაციული კუთხით კოორდინირება, დეპარტამენტის დირექტორისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური, საინფორმაციო და სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფა.
2. დეპარტამენტის საერთო განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) ორგანიზაციას;
ბ) კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვას, მათი შესრულების კონტროლს (ვადების მიხედვით);
გ) კორესპოდენციის მიღება-გაგზავნის, მომზადებული დოკუმენტების რეგისტრაციასა და ადრესატამდე დაგზავნას;
დ) დადგენილი წესით მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღებას, აღრიცხვას, მათი ხელმძღვანელობისათვის და შესაბამისი დანაყოფებისათვის დაგზავნას, აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონტროლს (ვადების შესაბამისად);
ე) დეპარტამენტში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვას;
ვ) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური კუთხით უზრუნველყოფის ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას;
ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას;
თ) ორგანიზებას უკეთებს ოპერატიული თათბირების მომზადებას და შესაბამისი ოქმების გაფორმებას;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
თავი IV
დეპარტამენტის ორგანიზება და ხელმძღვანელობა
მუხლი 11🔗.
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.
2. დეპარტამენტი დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ფუნქციონირებს ერთიანი, ცენტრალიზებული წესით.
3. დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან დეპარტამენტის დირექტორს.
მუხლი 12🔗.
1. დეპარტამენტის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს, პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ზედამხედველობას დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე;
დ) კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს ან დისციპლინურ პასახუხისმგებლობას აკისრებს თანამშრომლებს, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) შუამდგომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე;
ზ) დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებით აქტებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის თანამშრომელთათვის;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილეები.
4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეთა უფლებამოსილებების გამიჯვნა და საქმიანობის სფეროების განსაზღვრა ხორციელდება დეპარტამენტის დირექტორის მიერ.
5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
6. დეპარტამენტის გამომძიებლად ინიშნებიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 13🔗.
1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.