საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოთა სისტემის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.12.2007
ძალის დაკარგვა 28.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №390
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.011223
გამოქვეყნების წყარო სსმ, 177, 14/12/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოთა სისტემის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 45.0pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.011.223
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №390
2007 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოთა სისტემის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოთა სისტემის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მისდამი დაქვემდებარებული სასჯელაღსრულების დაწესებულებების პირად შემადგენლობას.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ე. ტყეშელაშვილი
დანართი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოთა სისტემის მოსამსახურეთა
ეთიკის კოდექსი
მუხლი 1🔗. კოდექსის მიზნები და ამოცანები, მოქმედების სფერო
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების (შემდგომში – ორგანო) სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში სასჯელაღსრულების სისტემის პრესტიჟის ამაღლებას; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და, ზოგადად, ხელისუფლების მიმართ საზოგადოების წევრთა ნდობის განმტკიცებას.
2. კოდექსის ამოცანაა მოსამსახურეთა პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულების, მაღალი ზნეობრიობის განმტკიცება და სამსახურებრივ მოვალეობებთან მიმართებაში პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.
3. კოდექსის სამართლებრივი წყაროებია:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
გ) საქართველოს კანონი ,,პატიმრობის შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტები.
4. კოდექსის მოქმედება ვრცელდება ორგანოებში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 2🔗. მოსამსახურეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1. მოსამსახურეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მას საზოგადოების წინაშე აღებული აქვს საჯარო სამსახურისათვის დამახასიათებელი ეთიკური ვალდებულებები.
2. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის (შემდგომში – პატიმრის) კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მოსამსახურე უნდა იყოს მტკიცე და ტაქტიანი, რათა არ შეურაცხყოს ადამიანის ღირსება.
4. მოსამსახურემ მასზე დაკისრებული ამოცანები უნდა შეასრულოს კანონის ფარგლებში, მიუკერძოებლად, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე.
5. მოსამსახურემ არ უნდა ჩაიდინოს ან/და დაუშვას ისეთი ქმედება, როგორიცაა წამება ან სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა.
6. მოსამსახურეებმა ნებისმიერ სიტუაციასა და გარემოებაში უნდა იცავდნენ კოლეგიურობის პრინციპს და უზიარებდნენ ერთმანეთს სამუშაო გამოცდილებას.
7. სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი პირები ყურადღებით უნდა ადევნებდნენ თვალყურს, რომ მათი თანამშრომლები სწორად ასრულებდნენ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობებს. მათ უნდა გამოავლინონ და აღკვეთონ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
8. გამჭვირვალობა სასჯელაღსრულების სისტემის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია.
9. მოსამსახურე ვალდებულია საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი, კეთილგანწყობილი. წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი, თავაზიანი და დამაჯერებელი ფორმით.
10. საზოგადოების წევრების მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროცედურების გამოყენება უნდა ხდებოდეს სამართლიანობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინებით, ეთიკური ნორმების უმკაცრესი დაცვით.
11. მოსამსახურეს უნდა ახსოვდეს, რომ:
ა) მის მიერ ეთიკური ნორმების განუხრელი დაცვა მთელი სასჯელაღსრულების სისტემის ავტორიტეტისა და პრესტიჟის დაცვაა საზოგადოების თვალში;
ბ) მის მიერ კანონის დარღვევა სახელს უტეხს სახელმწიფო ხელისუფლებას და მოქალაქეებში არყევს საკუთარი სახელმწიფოსადმი ნდობას.
მუხლი 3🔗. პირადი პასუხისმგებლობა
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ყოველთვის უნდა იყოს მოწესრიგებული და წესრიგში იქონიოს სამსახურებრივი ფორმა.
2. აკრძალულია სამსახურებრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება და გამოყენება კერძო ინტერესებისთვის.
3. ყოველი მოსამსახურე, მიუხედავად მისი ადგილისა სამსახურებრივ იერარქიაში, პირადად აგებს პასუხს თავის ქმედებებზე და იმ დავალებებზე, რომლებსაც ის აძლევს მასზე დაქვემდებარებულ პირებს.
4. მოსამსახურე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, ვალდებულია წინ აღუდგეს აშკარად უკანონო ბრძანებას.
5. მოსამსახურე მოწოდებული უნდა იყოს პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
6. დაუშვებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამსახურის ნარკოტიკული, ალკოჰოლური ან/და სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.
7. მოსამსახურეს არა აქვს უფლება ეწეოდეს სხვა სახის ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.
მუხლი 4🔗. პატიმრებთან მოპყრობის ეთიკა
1. მოსამსახურე პატიმარს უნდა ეპყრობოდეს ჰუმანურად, თავაზიანად და არ უნდა ლახავდეს მის პატივსა და ღირსებას.
2. მოსამსახურეს ეკრძალება პატიმართან ან მის ახლო ნათესავთან შევიდეს ისეთ ურთიერთობებში, რომლებიც არ არის განპირობებული სამსახურის ინტერესებით.
3. არც ერთი პატიმრის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამება, სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობა. არანაირი გარემოება არ შეიძლება იყოს ასეთი ქმედების გამართლების საფუძველი.
4. მოსამსახურეებმა უნდა დაიცვან პატიმრის უსაფრთხოება.
5. ინფორმაცია პატიმრის ან/და პატიმრის ოჯახის წევრების შესახებ, რომელიც ცნობილი გახდა მოსამსახურისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, უნდა იყოს კონფიდენციალური და გამოიყენებოდეს მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე.
მუხლი 5🔗. კორუფციასთან ბრძოლა
1. თითოეული მოსამსახურე შეურიგებელი უნდა იყოს კორუფციის ნებისმიერი გამოვლინებისადმი. იგი ვალდებულია კორუფციის ფაქტების შესახებ მოახსენოს ზემდგომ თანამდებობის პირებს და სისტემის სათანადო დანაყოფს.
2. მოსამსახურემ არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და გამოიყენოს იგი კანონსაწინააღმდეგო ინტერესებისათვის.
მუხლი 6🔗. დისციპლინური ღონისძიებები
1. სასჯელაღსრულების სისტემის ნებისმიერი რანგის ხელმძღვანელი პირის მოვალეობებში შედის დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა ქცევის ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მუდმივი კონტროლი. ზოგ შემთხვევაში ხელმძღვანელი შეიძლება შემოიფარგლოს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებთან გასაუბრებით, რასაც შეიძლება მიეცეს ინსტრუქტაჟის სახე.
2. მოსამსახურის მიერ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა ჩაითვლება სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევად.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები
წინამდებარე კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.