საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს (სატყეო მეურნეობების) ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.10.2006
ძალის დაკარგვა 06.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №1077
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.023.009462
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 16/10/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,555 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2006 მიღება
06.03.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს (სატყეო მეურნეობების) ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 37.3pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.009.462 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №1077 2006 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს (სატყეო მეურნეობების) ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე, ამავე ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს (სატყეო მეურნეობების) ტიპური დებულება“. 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. ტყეშელაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს (სატყეო მეურნეობების) ტიპური დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიულ ორგანოების ფუნქციებს, ამოცანებსა და საქმიანობის საგანს, ეს დებულება არ ვრცელდება დეპარტამენტის შემდეგ ტერიტორიულ ორგანოებზე: ყორნისის სატყეო მეურნეობაზე, ჯავის სატყეო მეურნეობაზე, სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის საბაზისო სანერგე მეურნეობაზე და საქართველოს ტყის ჯიშთა თესლების საკონტროლო სადგურზე. 2. სატყეო მეურნეობა არის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო (შემდგომში – სატყეო მეურნეობა), რომელიც შექმნილია ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №131 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულების“ მოთხოვნათა შესაბამისად. 3. სატყეო მეურნეობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 4. სატყეო მეურნეობა თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმო­ადგენს დეპარტამენტს. 5. სატყეო მეურნეობას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში, სახაზინო სამსახურში მცირე სა-ხელმწიფო გერბიანი მრგვალი ბეჭედი და კუთხოვანი შტამპი საკუთარი სახელწოდებით. 6. სატყეო მეურნეობის ქონება სახელმწიფო საკუთრებაა. 7. სატყეო მეურნეობის საქმიანობის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 8. სატყეო მეურნეობა ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის წინაშე.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №131 ბრძანების მე-8 მუხლის თანახმად სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია: ა) ადიგენის სატყეო მეურნეობა (მისამართი – დ. ადიგენი, მესხეთის ქ. №5); ბ) ამბროლაურის სატყეო მეურნეობა (მისამართი – ქ. ამბროლაური, სოფ. სადმელი 5); გ) ახალგორის სატყეო მეურნეობა (მისამართი – დ. ახალგორი, რუსთაველის ქ. №2); დ) ახალციხის სატყეო მეურნეობა (მისამართი – ქ. ახალციხე, ასპინძის ქ. №38); ე) ახმეტის სატყეო მეურნეობა (მისამართი –   ქ. ახმეტა, რუსთაველის ქ. №58); ვ) ბაღდათის სატყეო მეურნეობა (მისამართი – ქ. ბაღდათი, სოფ. ნერგეთი); ზ) ბოლნისის სატყეო მეურნეობა (მისამართი – ქ.ბოლნისი, დუმბაძის ქ. №37); თ) ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობა (მისა-მართი – ქ. ბორჯომი, დუმბაძის ქ. №7); ი) დუშეთის სატყეო მეურნეობა (მისამართი – ქ. დუშეთი, სტალინის ქ. №45); კ) ზემო სვანეთის სატყეო მეურნეობა (მისამართი – რ-ნი მესტია, სოფ.ხაიში); ლ) თბილისის სატყეო მეურნეობა (მისამართი – ქ. თბილისი, თბილისის ზღვა. №1); მ) თეთრიწყაროს სატყეო მეურნეობა (მისამართი – ქ. თეთრიწყარო, რუსთაველის ქ. №34); ნ) თელავის სატყეო მეურნეობა (მისამართი –  ქ. თელავი, ჭავჭავაძის ქ.№243); ო) თიანეთის სატყეო მეურნეობა (მისამართი – დ. თიანეთი, რუსთაველის ქ.№62); პ) კასპის სელექციური სატყეო მეურნეობა (მისამართი – ქ. კასპი, სოფ. ახალქალაქი); ჟ) კოლხეთის სატყეო მეურნეობა (მისამართი – ხობი, ნოჯიხევი); რ) ლენტეხის სატყეო მეურნეობა (მისამართი – დ. ლენტეხი, სოფ. ლესემა); ს) მარტვილის სატყეო მეურნეობა (მისამართი – ქ. მარტვილი, 1 მაისის ქ. №15); ტ) მცხეთის სატყეო მეურნეობა (მისამართი – მცხეთის რ-ნი, სოფ. საგურამო); უ) ოდიშის სატყეო მეურნეობა (მისამართი –  ქ. წალენჯიხა, რუსთაველის ქ. №26); ფ) ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო მეურნეობა (მისამართი – ქ. ოზურგეთი, თაყაიშვილის ქ. №39); ქ) ონის სატყეო მეურნეობა (მისამართი – ქ. ონი, დავით აღმაშენებლის ქ. №17); ღ) საგარეჯო – გურჯაანის სატყეო მეურნეობა (მისამართი – ქ. საგარეჯო, ლეონიძის ქ. №9); ყ) ჭიათურა – საჩხერის სატყეო მეურნეობა (მისა-მართი – ქ. საჩხერე, ფეიქართა ქ. №14); შ) ქიზიყის სატყეო მეურნეობა (მისამართი –   ქ. სიღნაღი, რუსთაველის ქ. №11); ჩ) ქუთაისის სატყეო მეურნეობა (მისამართი – ქ. წყალტუბო სოფ. გუმბრა); ც) ყვარლის სატყეო მეურნეობა (მისამართი – ქ.ყვარელი, აღმაშენებლის შესახვევი); ძ) ჩოხატაურის სატყეო მეურნეობა (მისამართი – დ. ჩოხატაური, დუმბაძის ქ. №31); წ) ცაგერის სატყეო მეურნეობა (მისამართი –  ქ. ცაგერი, კოსტავას ქ. №11); ჭ) ცხინვალის სატყეო მეურნეობა (მისამართი – გორის რ-ნი, სოფ. ქურთა); ხ) ხარაგაულის სატყეო მეურნეობა (მისამართი – დ. ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №23); ჯ) ხაშური-ქარელის სატყეო მეურნეობა (მისამართი – ქ. ხაშური, სტალინის ქ. №14).     მუხლი 3🔗. სატყეო მეურნეობის ამოცანები და ფუნქციები: 1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სატყეო მეურნეობის ამოცანებია: ა) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის დაცვა და აღდგენა, ტყის მოვლა, ტყის პროდუქტიულობის გაზრდა, სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის აღრიცხვა, მისი მერქნითი და არამერქნითი რესურსების გამოყენების ორგანიზება; ბ) ნიადაგდაცვითი, წყალშემნახავი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარიულ-ჰიგიენური, რეკრეაციული და სხვა ფუნქციების მქონე ტყეების ძვირფასმერქნიანი ტყის მასივების შენარჩუნება და ხარისხობრივი გაუმჯობესება; გ) ტყის რესურსებით უწყვეტი და თანაბარი სარგებლობის უზრუნველყოფა მერქანსა და ტყის სხვა პროდუქციაზე მოთხოვნილებათა გეგმაზომიერი დაკმაყოფილებისათვის; დ) ტყეების დაცვა ხანძრისა და მავნებელ-დაავადებებისაგან. 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სატყეო მეურნეობის ფუნქციებია: ა) სატყეო მეურნეობის ტერიტორიის ფარგლებში სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მართვა; ბ) სატყეო მეურნეობის განვითარების პერსპექტიული და წლიური გეგმების პროექტების შემუშავება, ამ პროექტების და გამოყოფილი ტყეკაფების მასალების დეპარტამენტში წარდგენა; გ) ტყის ხანძრების აღკვეთის მიზნით პროფილაქტიკური ღონიძიებების გატარება (ჩახერგილობისგან ფართობების გაწმენდა, წიწვოვან კორომებში ხეთა ვარჯის ფორმირება, ხანძარსაწინააღმდეგო გზებისა და ბილიკების მოწყობა, ხანძარსაწინააღმდეგო მექანიკური ზოლების მოწყობა და სხვა); დ) ტყის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება-გატარება; ე) საანგარიშო ტყეკაფის დასადგენად მასალების წარდგენა სატყეო მეურნეობის დეპარტამენტში; ვ) ტყის მოვლის მიზნით მოვლითი ჭრების ჩატარება, ტყის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის გაზრდის ხელშეწყობის ღონისძიებათა გატარება; ზ) იმ ფართობების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვენ სამელიორაციო სამუშაოების ჩატარებას (დაშრობა, გაწყლოვანება, ეროზიასთან ბრძოლა), მათზე საჭირო წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტში წარდგენა; თ) ნაკაფარებსა და ველობებზე ტყის დროული აღდგენა, იაფფასიანი ტყის კორომების რეკონს-ტრუქცია მეურნეობრივად ძვირფასი სწრაფმოზარდი და ნაყოფმომცემი ნარგაობების დარგვის გზით, ტყის კულტურების აღრიცხვა, სატყეო კულტურების ტყით დაფარულ ფართობებში გადაყვანა; ი) ტყის მეთესლეობის საქმის ორგანიზაცია და განვითარება, ტყის სანერგეებში სარგავი მასალის გამოყვანა (აღზრდა), მიზნობრივად პლანტაციების გაშენება, მერქნიანი და ბუჩქოვანი ჯიშების თესლების დამზადება; კ) სატყეო-სამეურნეო და ხანძარსაწინააღმდეგო გზების ბილიკების და მექანიკური ზოლების მოწყობა და წესრიგში მოყვანა; ლ) მანქანა-იარაღების და ტექნიკის რაციონალური და ეფექტური გამოყენება; მ) მოსამსახურეთა მატერიალური სტიმულირების უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა; ნ) ინჟინერ-ტექნიკური მუშაკების, მოსამსახურეების და ტყის დაცვის მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლება.     მუხლი 4🔗. სატყეო მეურნეობის უფლება-მოვალეობანი 1. მონაწილეობა მიიღოს ტყის მოწყობის მოსამზადებელ სამუშაოებში, განახორციელოს სისტემატური ზედამხედველობა ტყეთმოწყობის და ტყის გამოკვლევის სამუშაოებზე და უზრუნველყოს აღნიშნულ სამუშაოთა მიღება. დადგენილი წესის შესაბამისად დააწესოს კონტროლი მიწათმოსარგებლეთათვის სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან სახელმწიფოებრივი ან სხვა საჭიროებისათვის მიწების გადაცემისა და დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე. 2. ,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით განსაზღვრულ სატყეო მეურნეობის მოსამსახურეებს უფლება აქვთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი. 3. ტყეებში უკანონო და უნებართვო ჭრების, ხანძრების და სხვა სამართალდარღვევების შემთხვევაში შეადგინოს სათანადო აქტები, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს უკანონოდ მოპოვებული ტყის პროდუქცის ჩამორთმევა. 4. ტყეებში უკანონო და უნებართვო ჭრების, ხანძრების და ტყის დაცვის წესების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად წარუდგინოს მოთხოვნა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში წარადგინოს სარჩელი სასამართლოში. 5. საჭიროების შემთხვევაში დამრღვევებზე შედგენილი საქმეები და მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს, იყოს წარმომადგენელი სასამართლოში საქმეების განხილვისას. 6. დეპარტამენტში წარსადგენად ან სხვა საჭიროებისათვის მოამზადოს მასალები სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწებიდან მიწის ნაკვეთის გამოყოფის, სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის შემადგენლობაში მიწების მიღების, ტყეების ერთი კატეგორიიდან მეორეში გადაყვანის და ტყეებზე სანიხრე თანრიგების მიკუთვნების საკითხებზე. 7. შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის საფუძველზე მოახდინოს ტყეკაფების გამოყოფა და გადაცემა ხე-ტყის დამამზადებლებზე, კონტროლი დააწესოს ტყეკაფის ფონდის რაციონალურ გამოყენებაზე, დამამზადებლის მიერ ხე-ტყის დამზადების სამუშაოების ჩატარების სისწორეზე, ხე-ტყის დამზადებისა და გამოზიდვის სამუშაოებზე, მომქმედი წესების დაცვაზე და ჭრის ადგილების ნარჩენებისა და ჩახერგილებისაგან გაწმენდაზე. 8. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცეს ხე-ტყის კანონიერების, ხე-ტყის წარმოშობის და საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები. 9. უზრუნველყოს, ხანძარსაწინააღმდეგო ოპერატიული გეგმების შემუშავება და მათი ყოველწლიური წარდგენა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში დასამტკიცებლად, ჩაუტაროს ახსნა-განმარტებითი მუშაობა ტყის სახალხო მეურნეობრივ მნიშვნელობაზე და მისი სიმდიდრის დაცვის საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობას, ტურისტებს, მონადირეებს, საგამოკვლევო და საძიებო ექსპედიციის მუშაკებს. 10. დაიცვას სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწები თვითნებური გამოყენებისაგან (განაშენიანება, მოხვნა და სხვა), მოუაროს და შეინახოს სათანადო წესით სამიჯნე ნიშნები, საზღვრები, განაკაფები და ვიზირები.     მუხლი 5🔗. სატყეო მეურნეობის მართვა 1. სატყეო მეურნეობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 2. სატყეო მეურნეობის დირექტორი პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე. 3. სატყეო მეურნეობაში დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე (მთავარი მეტყევე) და რაიონის მთავარი მეტყევე. მთავარ მეტყევეს დეპატამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ხოლო რაიონის მთავარ მეტყევეს სატყეო მეურნეობის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 4. მთავარ ბუღალტერს და სატყეოს უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე სატყეო მეურნეობის დირექტორის წარდგინებით. 5. სატყეო მეურნეობის შემადგენლობაში შედის სახელმწიფო ტყის დაცვის სამსახური, რომელიც მოქმედებს ტყის დაცვის სფეროში არსებული ნორმატიული აქტების შესაბამისად.     მუხლი 6🔗. სატყეო მეურნეობის დირექტორის უფლება-მოვალეობანი სატყეო მეურნეობის დირექტორის უფლება-მოვალეობანია: ა) ტყის დაცვისა და მოვლის სამუშაოთა სრულყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, გამოვლენილ დარღვევებზე შედგენილი აქტების შემოწმება და მასალების გადაცემა სამართალდამცავ ორგანოებზე; ბ) რეაგირებისათვის მასალების დეპარტამენტში წარდგენა ხე-ტყის დამამზადებლების მიერ ტყის რესურსებით სარგებლობის დადგენილი წესების დარღვევების საკითხებზე; გ) გაუწიოს ორგანიზება სატყეო მეურნეობის მუშაობას და იყოს პასუხისმგებელი მის საქმიანობაზე, სატყეო მეურნეობის გამგებლობაში არსებული ტყეებისა და ქონების დაცვაზე; დ) იმოქმედოს მინდობილობის გარეშე სატყეო მეურნეობის სახელით. კანონის შესაბამისად განაგოს დაწესებულების ქონება და სახსრები, გასცეს მინდობილობები; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე დანიშნოს (მათ შორის, დროებითი შრომითი ხელშეკრულებით) და გაათავისუფლოს მოსამსახურეები დადგენილი ნომენკლატურის მიხედვით, განახორციელოს წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონიძიებები; ვ) უზრუნველყოს სატყეო მეურნეობაში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულების მოსამსახურეთა და სამსახურების მიერ დოკუმენტებისა და მონაცემების გაფორმებისა და სააღრიცხვო სამსახურებისათვის დროულად წარდგენა, ბუღალტრული დოკუმენტების შენახვა ათი წლის განმავლობაში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.     მუხლი 7🔗. მთავარი მეტყევის უფლება-მოვალეობანი მთავარი მეტყევის უფლება-მოვალეობანია: ა) ტყის მეურნეობის წარმოების წესების, მითითებებისა და ინსტრუქციების მოთხოვნების საფუძველზე ტყეების დაცვის, აღდგენა-განახლების, მოვლისა და სატყეო-სამეურნეო სამუშაოთა ორგანიზება და მათ შესრულებაზე ოპერატიული კონტროლი; ბ) მთავარი მეტყევის განკარგულებანი ტყის დაცვის, აღდგენა-განახლების, მოვლის და სატყეო-სამეურნეო სამუშაოთა წარმოებაზე სავალდებულოა შესასრულებლად სატყეო მეურნეობის ყველა მოსამსახურისათვის; გ) სატყეო მეურნეობის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მთავარი მეტყევე.     მუხლი 8🔗. რაიონის მთვარი მეტყევის უფლება-მოვალეობანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რაიონის მთვარი მეტყევის უფლება-მოვალეობანია: ა) გაუწიოს ორგანიზება სატყეო მეურნეობის, სატყეოების ეფექტურ მუშაობას და განახორციელოს კონტროლი ტყის წესების დარღვევებისაგან დაცვის ყველა ღონისძიებაზე; ბ) შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და გადაუგზავნოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს); გ) ჩაატაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები ტყეების მავნებელი დაავადებებისა და ხანძრებისაგან დასაცავად.     მუხლი 9🔗. სატყეოს უფროსის უფლება-მოვალეობანი სატყეოს უფროსის უფლება-მოვალეობანია: ა) გაუწიოს ორგანიზება მოვლითი და მათავარი სარგებლობის ჭრების, ტყის აღდგენისა და ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სამუშაოების ჩატარებას, ტყეების უნებართვო ჭრებისაგან, ხანძრებისაგან, დაავადებებისაგან და მავნებლებისაგან დაცვის სამუშაოებს, ტყეკაფის ფონდის გამოყოფის და ხე-ტყის ძირზე გაცემის სამუშაოებს; ბ) განახორციელოს ზედამხედველობა ტყეების შემადგენლობისა და ტყის რესურსების რაციონალურად გამოყენების შესამოწმებლად, ასევე ჭრის ადგილების და დამზადებული ხე-ტყის შემოწმება; გ) მიიღოს ზომები ტყის დაცვის წესების დარღვევების აღსაკვეთად და მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები ტყის დაცვის წესების დარღვევისათვის.     მუხლი 10🔗. ტყის დაცვის ინჟინრის უფლება-მოვალეობანი ტყის დაცვის ინჟინრის უფლება-მოვალეობანია: ა) სამცველოებში და სატყეოებში ტყის დაცვის მდგომარეობის კონტროლი; ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; გ) ტყის დაცვის საქმიანობაში დადგენილი ანგარიშების და აღრიცხვის წარმოება; დ) სატყეო მეურნეობის ფარგლებში ტყითსარგებლობისა და ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის შემოწმება.     მუხლი 11🔗. ტყის მეურნეობის ინჟინრის უფლება-მოვალეობანი ტყის მეურნეობის ინჟინრის უფლება-მოვალეობანია: ა) სატყეო მეურნეობის მასშტაბით ტყითსარგებლობის სამუშაოების ჩატარების ორგანიზება; ბ) ტყის რესურსების რაციონალური გამოყენების კონტროლი, სატყეოების მიერ გამოყოფილი ტყეკაფისა და ტექნიკური დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი.     მუხლი 12🔗. ტყის მცველის უფლება-მოვალეობანი ტყის მცველის უფლება-მოვალეობანია: ა) მის სამოქმედო ტერიტორიაზე ტყის, ზეზეურად ხის გაცემის, სახანძრო უსაფრთხოების, თიბვის და ტყეში სხვა სახის სარგებლობის წესების დაცვის უზრუნველყოფა; ბ) ხე-ტყის უკანონო ჭრებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა.     მუხლი 13🔗. ანგარიშგება და კონტროლი 1. სატყეო მეურნეობის მიერ ჩატარებული ყველა სამუშაო გამოხატულებას ჰპოვებს მის ბალანსში. 2. სატყეო მეურნეობა აწარმოებს დამთავრებულ საბუღალტრო აღრიცხვას, აგრეთვე თავის საქმიანობის ოპერატიულ სტატისტიკურ ანგარიშგებას, რომლებსაც დადგენილ ვადებში დამტკიცებული ფორმების მიხედვით უდგენს დეპარტამენტს და შესაბამის უწყებებს მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სატყეო მეურნეობის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 14🔗. სატყეო მეურნეობების სტრუქტურა 1. ადიგენის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) კურცხანის სატყეო; გ) წახნის სატყეო; დ) ორპირის სატყეო; ე) ადიგენის სატყეო; ვ) უტყისუბნის სატყეო; ზ) კეხოვნის სატყეო; თ) ღაღვის სატყეო. 2. ამბროლაურის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ურავის სატყეო; გ) ლიხეთის სატყეო; დ) სადმელის სატყეო; ე) ღვიარის სატყეო; ვ) ჭრებალოს სატყეო; ზ) თხმორის სატყეო; თ) ილუღის სატყეო; ი) სხვავის სატყეო; კ) ნიკორწმინდის სატყეო; ლ) აბანოეთის სატყეო. 3. ახალციხის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ახალციხის სატყეო; გ) ასპინძის სატყეო; დ) ოთის სატყეო; ე) ზველის სატყეო; ვ) ზედაველის სატყეო; ზ) ახალქალაქის სატყეო; თ) თეთრობის სატყეო; ი) ჭობარეთის სატყეო; კ) ნინოწმინდის სატყეო; ლ) განძის სატყეო; მ) ვალის სატყეო; ნ) სვირის სატყეო; ო) წინუბნის სატყეო; პ) თისელის სატყეო; ჟ) ურავლის სატყეო. 4. ახალგორის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ახალგორის სატყეო; გ) ახმაჯის სატყეო; დ) კორინთის სატყეო; ე) ლარგვისის სატყეო; ვ) ლეხუმის სატყეო. 5. ახმეტის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ახმეტის სატყეო; გ) მატანის სატყეო; დ) ოლტოს სატყეო; ე) მაღრანის სატყეო; ვ) ქისტაურის სატყეო; ზ) ხოდაშნის სატყეო; თ) პანკისის სატყეო; ი) მთათუშეთის სატყეო. 6. ბაღდათის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) საირმის სატყეო; გ) წყალთაშუის სატყეო; დ) ზეკარის სატყეო; ე) ქერშავეთის სატყეო; ვ) ზეგანის სატყეო; ზ) ხანის სატყეო; თ) ლაშურას სატყეო. ი) ვანის სატყეო; კ) ყემურის სატყეო; ლ) სულორის სატყეო; მ) ზეინდრის სატყეო; ნ) საირმე-ვანის სატყეო 7. ბოლნისის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ფახრალოს სატყეო; გ) ფოლადაურის სატყეო; დ) დარბაზის სატყეო; ე) კაზრეთის სატყეო; ვ) ლოქ-ჯანდარის სატყეო ზ) დმანისის სატყეო; თ) პატარა დმანისის სატყეო; ი) ბოსლებ ორმაშენის სატყეო; კ) გომარეთის სატყეო. ლ) წერაქვის სატყეო; მ) სიონის სატყეო; ნ) ოფრეთის სატყეო 8. ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ბორჯომის სატყეო; გ) ტაძრისის სატყეო; დ) დვირის სატყეო; ე) ჭობისხევის სატყეო; ვ) ჩარხისწყლის სატყეო; ზ) ახალდაბის სატყეო; თ) ნეძვის სატყეო; ი) ბაკურიანის სატყეო; კ) წაღვერის სატყეო; ლ) მაჭარწყლის სატყეო; მ) თორის სატყეო; ნ) ციხისჯვრის სატყეო. 9. ცაგერის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ცაგერის სატყეო; გ) ქულბაქის სატყეო; დ) ორბელის სატყეო; ე) ზუბის სატყეო; ვ) ტვიშის სატყეო. 10. ჩოხატაურის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ჩოხატაურის სატყეო; გ) ზოტის სატყეო; დ) ბახმაროს სატყეო; ე) ზემოსურების სატყეო; ვ) შუასურების სატყეო; ზ) მჟავეწყლის სატყეო. 11. ცხინვალის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ცხინვალის სატყეო; გ) კეხვის სატყეო; დ) ვანათ-ბელოთის სატყეო; ე) ქსუისის სატყეო; ვ) დრომის სატყეო. 12. დუშეთის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) დუშეთის სატყეო; გ) მჭადიჯვრის სატყეო; დ) ჭოპორტის სატყეო; ე) ბულაჩაურის სატყეო; ვ) ჟინვალის სატყეო; ზ) თვალივის სატყეო; თ) მაღაროსკარის სატყეო; ი) ბარისახოს სატყეო; კ) ანანურის სატყეო; ლ) ფასანაურის სატყეო. 13. კასპის სელექციური სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ახალქალაქის სატყეო; გ) კავთისხევის სატყეო; დ) რკონის სატყეო; ე) იგოეთის სატყეო; ვ) ქსნის სატყეო; ზ) ორთაჭალის სანერგე სატყეო. 14. კოლხეთის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ხობის სატყეო; გ) ხეთის სატყეო; დ) ნოჯიხევის სატყეო; ე) აბაშის სატყეო; ვ) სირიაჩქინის სატყეო; ზ) ფოთის სატყეო; თ) პატარა ფოთის სატყეო; ი) სენაკის სატყეო; კ) ეკის სატყეო; ლ) ნოქალაქევის სატყეო. 15. ყვარლის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) გრემის სატყეო; გ) საბუის სატყეო; დ) შილდის სატყეო; ე) დურუჯის სატყეო; ვ) ყვარლის სატყეო; ზ) ახალსოფელის სატყეო; თ) მთისძირის სატყეო; ი) ბაისუბნის სატყეო; კ) ფონის სატყეო; ლ) აფენის სატყეო; მ) ალაზნის სატყეო. 16. ლენტეხის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ლენტეხის სატყეო; გ) ხელდის სატყეო; დ) ხოფურის სატყეო; ე) ჩოლორის სატყეო; ვ) ლაშხეთის სატყეო. 17. მარტვილის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) გაჭედილის სატყეო; გ) სალხინოს სატყეო; დ) ტალერის სატყეო; ე) კურზუს სატყეო; ვ) ლებარდეს სატყეო; ზ) დიდი ჭყონის სატყეო. 18. მცხეთის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) გალავანის სატყეო; გ) ჯვრის სატყეო; დ) ძეგვის სატყეო; ე) ცხვარიჭამიის სატყეო უბანი; ვ) გლდანის სატყეო უბანი; ზ) ლისის სატყეო უბანი. 19. ოდიშის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ჭურის სატყეო; გ) დარჩულის სატყეო; დ) ხუდონის სატყეო; ე) მაგანის სატყეო; ვ) ჟვარის სატყეო; ზ) წალენჯიხის სატყეო; თ) ჩაქურის სატყეო; ი) მუხურის სატყეო; კ) თაიას სატყეო; ლ) ნადიბახოვის სატყეო; მ) ჩხოროწყუს სატყეო. 20. ონის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) შოვის სატყეო; გ) ღების სატყეო; დ) ჭიორის სატყეო; ე) უწერის სატყეო; ვ) ღარის სატყეო; ზ) ბაჯიხევის სატყეო; თ) ონის სატყეო; ი) შარდომეთის სატყეო; კ) სიორის სატყეო. 21. ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) მთისპირის სატყეო; გ) შემოქმედის სატყეო; დ) ლიხაურის სატყეო; ე) ვაკიჯვრის სატყეო; ვ) ზღვისპირის სატყეო; ზ) გომის მთის სატყეო თ) ჯუმათის სატყეო; ი) მთის სატყეო; კ) ლანჩხუთის სატყეო. 22. ქიზიყის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) დედოფლისწყაროს სატყეო; გ) გედიქის სატყეო; დ) ქედის სატყეო; ე) ელდრის სატყეო; ვ) სიღნაღის სატყეო; ზ) ხირსის სატყეო; თ) ჭიაურის სატყეო. 23. ქუთაისის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ქუთაისის სატყეო; გ) წყალტუბოს სატყეო; დ) ცხუნკურის სატყეო; ე) თერჯოლის სატყეო; ვ) ალისუბნის სატყეო. ზ) საწირის სატყეო; თ) შუხურის სატყეო; ი) ტყიბულის სატყეო; კ) გურნის სატყეო; ლ) ორპირის სატყეო. 24. საჩხერე-ჭიათურის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) კვერეთის სატყეო; გ) მოხვის სატყეო; დ) ჭალის სატყეო; ე) ოტრიის სატყეო; ვ) ლიჩის სატყეო; ზ) ჯალაბეთის სატყეო; თ) ცხაშის სატყეო ი) ვანის სატყეო; კ) ხრეითის სატყეო; ლ) კაეხის სატყეო; მ) გეზრელის სატყეო; ნ) მანდაეთის სატყეო; ო) ბერეთისის სატყეო. 25. საგარეჯო-გურჯაანის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) გომბორის სატყეო; გ) უჯარმის სატყეო; დ) ხაშმის სატყეო; ე) პატარძეულის სატყეო; ვ) საგარეჯოს სატყეო; ზ) მანავის სატყეო; თ) კაკაბეთის სატყეო; ი) გურჯაანის სატყეო; კ) ბაკურციხის სატყეო; ლ) მუკუზნის სატყეო; მ) კალაურის სატყეო; ნ) კაჭრეთის სატყეო. 26. თბილისის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) თბილისის ზღვის სატყეო; გ) ზღვის დენდროლოგიური უბანი; დ) მახათას დენდროლოგიური უბანი; ე) საცხენისის სატყეო უბანი; ვ) ვარკეთილის სატყეო უბანი; ზ) წყნეთის სატყეო უბანი; თ) კოჯრის სატყეო უბანი; ი) შავნაბადას სატყეო უბანი; კ) მარაბდას სატყეო უბანი; ლ) ორთაჭალის სატყეო უბანი; მ) კლდეკარის სატყეო უბანი; ნ) გარდაბნის სატყეო უბანი; ო) გამარჯვების სატყეო უბანი; პ) მარტყოფის სატყეო უბანი; ჟ) ლილოს სატყეო უბანი. 27. თელავის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ფშავლის სატყეო; გ) ნაფარეულის სატყეო; დ) იყალთოს სატყეო; ე) თელავის სატყეო; ვ) წინანდლის სატყეო; ზ) აკურის სატყეო. 28. თეთრიწყაროს სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ბირთვისის სატყეო; გ) თეთრიწყაროს სატყეო; დ) გარისის სატყეო; ე) ხრამის სატყეო; ვ) მანგლისის სატყეო; ზ) ორბეთის სატყეო; თ) წალკის სატყეო. 29. თიანეთის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) თიანეთის სატყეო; გ) სიონის სატყეო; დ) ბოჭორმის სატყეო; ე) ღულელების სატყეო; ვ) ახალსოფლის სატყეო; ზ) არტანის სატყეო; თ) ზარიძეების სატყეო; ი) სიმონიანთ ხევის სატყეო. 30. ხარაგაული სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) მოლითის სატყეო; გ) წიფის სატყეო; დ) ზვარის სატყეო; ე) ვარძიის სატყეო; ვ) ხევის სატყეო; ზ) საქსარიის სატყეო; თ) ბორითის სატყეო. ი) ბოსლევის სატყეო; კ) საწაბლის სატყეო; ლ) კვალითის სატყეო. 31. ხაშური-ქარელის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ალის სატყეო; გ) ცედნის სატყეო; დ) სურამის სატყეო; ე) სარამანიშვილისკარის სატყეო; ვ) ძამის სატყეო; ზ) ქარელის სატყეო; თ) ხეობის სატყეო; ი) ზღუდერის სატყეო; კ) გვერძიანეთის სატყეო; ლ) ტყემლოვანის სატყეო; მ) ყორნისის სატყეო. 32. ზემო სვანეთის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა: ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი; ბ) ხუბერის სატყეო; გ) ხაიშის სატყეო; დ) ორმელეთის სატყეო; ე) ჭუბერის სატყეო; ვ) ჯორკვალის სატყეო; ზ) ლახამულის სატყეო; თ) ლატალის სატყეო; ი) იფარის სატყეო; კ) მესტიის სატყეო; ლ) ბეჩოს სატყეო.     მუხლი 15🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სატყეო მეურნეობის ლიკვიდაცია 1. დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. სატყეო მეურნეობის ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.