⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.08.2007)
გაუქმებულია:

სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.10.2006
ძალის დაკარგვა 13.08.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1169
სარეგისტრაციო კოდი 01 10
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 16/10/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,149 სიტყვა · ~26 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2006 მიღება
13.08.2007 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
რეგიონის კოდი  რაიონის კოდი 01 10
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC"; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly; color:black;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:33.3pt 37.9pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.009.463 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1169 2006 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, ,,სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის, ,,საქართვე-ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის“ თანდართული წესები. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №627 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. მერაბიშვილი სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებისა და მართვის მოწმობის გაცემის წესები თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. წესების რეგულირების სფერო 1. ეს წესები არეგულირებს სატრანსპორტო საშუალებების, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანების მართვის უფლების მისაღებად გამოცდების ჩატარების, მძღოლების სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების სამართავად და სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანების სამართავად დაშვების საკითხებს. იგი გამომდინარეობს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციიდან, ,,პოლიციის შესახებ“, ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“, ,,სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“, ,,განათლების შესახებ“ და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებიდან. 2. ყველა სატრანსპორტო საშუალება მათი ტიპის, დანიშნულებისა და მართვის თავისებურებების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,D“, ,,E“, ,,ტრამვაი“, ,,ტროლეიბუსი“, ხელით სამართავი ავტომობილი და ,,მოტოეტლი“, რომელთა სამართავად გაიცემა ნებადართული კატეგორიის აღნიშვნით როგორც მძღოლის ერთიანი ნიმუშის ეროვნული, ისე საერთაშორისო მოწმობა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო ტიპის ტრანსპორტზე გაიცემა ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობა ,,ტრაქტორისტის მართვის მოწმობა“. 3. ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,D“ და ,,E“ კატეგორიების მართვის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ მართონ: ა) ,,A“ – მოტოციკლები, მოტოროლერები, მოტონარტები და სხვა მოტოსატრანსპორტო საშუალებები; ბ) ,,B“ – ავტომობილები, რომელთა სრული მასა არ აღემატება 3500 კგ-ს, ხოლო საჯდომი სავარ-ძლების რაოდენობა, მძღოლის სავარძლის გარდა 8-ს; გ) ,,C“ – სატვირთო ავტომობილები, რომელთა სრული მასა აღემატება 3500 კგ-ს; დ) ,,D“ – ავტომობილები, განკუთვნილი მგზავრების გადასაყვანად, რომლებსაც მძღოლის სავარძლის გარდა აქვთ 8-ზე მეტი საჯდომი ადგილი; ე) ,,E“ – სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობები საწევრებით, განკუთვნილი ,,C“, ,,BC“ ან ,,D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის; ვ) ,,ტრამვაი“ – მძღოლს ნებართვა აქვს მართოს მხოლოდ ტრამვაი; ზ) ,,ტროლეიბუსის“ მძღოლს ნებართვა აქვს მართოს მხოლოდ ტროლეიბუსი; თ) ,,მოტოეტლის“ – მძღოლს ნებართვა აქვს მართოს მხოლოდ მოტოეტლი; ი) ,,ტრაქტორისტის მართვის მოწმობის“ მქონე მძღოლს ნებართვა აქვს მართოს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო ტრანსპორტი. შენიშვნა: I. სრული მასა – მაქსიმალურად დასაშვები სატრანსპორტო საშუალების წონა ტვირთით, მძღოლით და მგზავრებით, რომელიც განისაზღვრება ქარხანა-დამამზადებლის მიერ. II. მგზავრების გადასაყვან ავტომობილებს განეკუთვნება ავტობუსები და მიკროავტობუსები, ქარხანა-დამამზადებლის მიერ სერიულად დამზადებული მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოფურგონები, აგრეთვე ხალხის გადასაყვანად მოწყობილი სატვირთო ავტომობილები. 4. ,,B“, ,,C“ და ,,D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს ნება ეძლევათ აგრეთვე მარ-თონ ავტომობილი მისაბმელით, რომლის სრული მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ხოლო 750 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე მისაბმელის ან შეპირაპირებული ავტობუსის სამართავად მძღოლს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობაში ,,E“ კატეგორიის ნებადამრთველი აღნიშვნა. შენიშვნა: ,,B“ კატეგორიის ავტომობილს შეუძლია ბუქსირით წაიყვანოს მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური წონა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება დაუტვირთავი ავტომობილის წონას, თუ ამგვარი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური წონა 3560 კგ-ზე მეტი არ არის.     მუხლი 2🔗. ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სატრანსპორტო საშუალებები – ავტომობილები, ხელით სამართავი ავტომობილი, მოტოეტლი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა; ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორები, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანები, რომელთა რეგისტრაცია სავალდებულოა დადგენილი წესით; გ) ტრაქტორისტის მართვის მოწმობა (დანართი №4) – სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვის უფლების დამადასტურებელი ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობა, რომელსაც გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები (შემდგომში – საგამოცდო სამსახური); დ) ტრაქტორისტ-მემანქანე – პირი, რომელსაც ამ ბრძანებით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ტრაქტორისტის მართვის მოწმობა.     მუხლი 3🔗. სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებზე ერთიანი ნიმუშის ეროვნული და საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემის წესი 1. ტრაქტორისტის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ხელით სამართავი ავტომობილის, მოტოეტლის, აგრეთვე ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,D“ და ,,E“ კატეგორიების მძღოლების, ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლას, დაკარგულის აღდგენას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები (შემდგომში – საგამოცდო სამსახური). 2. მძღოლის ერთიანი ნიმუშის ეროვნული, აგრეთვე საერთაშორისო მოწმობები, წარმოადგენს ,,საგ-ზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის კონვენციის №6 და №7 დანართების შესაბამისად დამზადებულ დოკუმენტებს. 3. მძღოლის საერთაშორისო მოწმობა დამატებით, როგორც მინიმუმი, შეიცავს სავალდებულო ენებს: ფრანგულს, ინგლისურს, ესპანურს, რუსულს, გერმანულს (სურვილის მიხედვით შეიძლება სხვა ენების დამატებაც). 4. მძღოლის ერთიანი ნიმუშის ეროვნული მოწმობა გაიცემა უვადოდ, ხოლო საერთაშორისო მოწმობა ერთიდან სამ წლამდე ვადით, ეროვნული მოწმობის საფუძველზე და მოქმედებს საქართველოს გარეთ ნებისმიერ ქვეყანაში. 5. ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,D“ და ,,E“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების პროფესიული მომზადება – გადამზადება (კვალიფიკაციის ამაღლება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებით, ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შესაბამისად. 6. პირები, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,D“ და ,,E“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებები, ვალდებულნი არიან საგამოცდო სამსახურებს წარუდგინონ მოქალაქის ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა (შემდგომში – სამედიცინო ცნობა) და გაიარონ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსები შესაბამისი პროგრამებით ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ანალოგიურად ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ხელით სამარ-თავი ავტომობილის, მოტოეტლის, ტრამვაისა და ტროლეიბუსის მძღოლთა პროფესიული მომზადება და გადამზადება, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 7. მძღოლების ან/და ტრაქტორისტ-მემანქანეების პროფესიული მომზადებისა და გადამზადების (კვალიფიკაციის ამაღლება) სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული მოწმობები, რომელიც ვარგისია 10 წლის განმავლობაში და რომლის შინაარსი (რეკვიზიტები) დადგენილია სტანდარტით. 8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური საგამოცდო სამსახურები მძღოლის და ტრაქტორისტ-მემანქანის მოწმობების გაცემას, შეცვლას, დაკარგულის აღდგენასა და გამოცდების მიღებას აწარმოებენ რეგიონალური პრინციპებით მოქალაქეთა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. შენიშვნა: კადრის (საკონტრაქტო) და ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებზე მართვის მოწმობის გაცემა წარმოებს სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით. 9. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ საკვალიფიკაციო გამოცდებზე კატეგორიების მიხედვით დაიშვებიან შემდეგი ასაკის პირები: ა) ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,BC“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების, მოტოეტლების და ხელით სამართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სამართავად – 18 წლიდან; ბ) ,,ტრამვაისათვის“ – 20 წლიდან; გ) ,,D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისა და ,,ტროლეიბუსისათვის“– 21 წლიდან; დ) ,,E“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისა – 21 წლიდან; ე) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სამართავად – 18 წლიდან. შენიშვნა: კადრის (საკონტრაქტო) და ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც აქვთ ,,C“ ან ,,BC“ კატეგორიის მძღოლის მოწმობა და ავტომანქანაზე მუშაობის ერთი წლის სტაჟი, ,,D“ ან ,,E“ კატეგორიის მისაღებად გამოცდებზე დაიშვებიან 19 წლის შესრულების შემდეგ, სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობის შუამდგომლობის საფუძველზე. 10. მოსწავლეები, საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრებისა და ავტოსაქმის სწავლების სრული კურსის გავლისას, გამოცდაზე დაიშვებიან 18 წლის ასაკის შესრულების შემდეგ. 11. უმაღლესი და საშუალო სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრებისას, სადაც გათვალისწინებულია საავტომობილო საქმის სწავლება, გაიცემა ,,A“ ან ,,B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ. 12. უმაღლესი და სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრებისა და ავტოსაქმის შესწავლის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება დიპლომის ასლი და მისი დანართი (ამონაწერი საგამოცდო უწყისიდან). 13. ,,C“ კატეგორიაზე გადამზადებული მძღოლები გამოცდებზე დაიშვებიან, თუ მოწმობაში აქვთ ,,B“ ან ,,D“ კატეგორიის ნებადამრთველი აღნიშვნა. 14. ,,D“ კატეგორიაზე გადამზადებული მძღოლები გამოცდებზე დაიშვებიან, თუ მოწმობაში აქვთ ,,B“, ,,C“ ან ,,BC“ კატეგორიის ნებადამრთველი აღნიშვნა და მძღოლად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 15. ,,E“ კატეგორიაზე გადამზადებული მძღოლები გამოცდებზე დაიშვებიან, თუ მოწმობაში აქვთ ,,C“, ,,BC“, ,,CD“ ან ,,BCD“ კატეგორიის ნებადამრთველი აღნიშვნა და 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე ინდივიდუალურ ან სახელმწიფო ავტოტრანსპორტზე მძღოლად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 16. ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად კანდიდატები გამოცდაზე დაიშვებიან სასოფლო-სამეურნეო წარმოების ოსტატთა და ფართო პროფილის ტრაქტორისტ-მემანქანეთა მომზადების პროგრამების განმახორციელებელი სასწავლებლის მიერ გაცემული ტრაქტორისტ-მემანქანის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ. შენიშვნა: I. ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებში მითითებული სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტად ითვლება ცნობა სამსახურიდან მძღოლად მუშაობის შესახებ ან საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა ან მინდობილობა სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად ან ორი წელი შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის აღებიდან. II. ,,C“, ,,D“ ან ,,E“ კატეგორიაზე გადამზადებული მძღოლები საგამოცდო სამსახურში წარადგენენ ,,სამედიცინო ცნობას“ და აბარებენ გამოცდას საგზაო მოძრაობის წესებსა და ავტომანქანის პრაქტიკულ ტარებაში. III. პირებმა, რომლებმაც ,,C“, ,,D“ ან ,,E“ კატეგორიაზე გადაბარებისას ვერ ჩააბარეს გამოცდა გზებზე მოძრაობის წესებში, ძველი მართვის მოწმობა არ უბრუნდებათ თეორიული გამოცდის ჩაბარებამდე. IV. ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად, ამ მუხლის მე-16 პუნქტში მითითებული მოწმობის წარმოდგენის შემდეგ კანდიდატები აბარებენ მხოლოდ თეორიულ გამოცდას. 17. ,,C“ ან ,,D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირებს ,,A“ ან ,,B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიეცემა ამ კატეგორიის შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ. 18. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე: ა) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებააკრძალულ პირებს (1 წელი და მეტი), მძღოლის მოწმობა უბრუნდებათ თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ; ბ) ალკოჰოლურ, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებააკრძალულ პირებს მძღოლის მოწმობა უბრუნდებათ ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენისა და თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ; გ) სასამართლოს მიერ თავისუფლებააღკვეთილ პირებს, რომელთაც არა აქვთ აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის შუამდგომლობის საფუძველზე მძღოლის მოწმობა გადაეგზავნებათ სასჯელის მოხდის ადგილზე.     მუხლი 4🔗. სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მოსამზადებელი (გადასამზადებელი) ჯგუფების რეგისტრაციის წესი 1. სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მოსამზადებელი და გადასამზადებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების დაწყებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალურ საგამოცდო სამსახურებში ჯგუფის რეგისტრაციისათვის წარადგენენ განაცხადს მსმენელთა (მოქალაქეთა) სიებთან ერთად, რომლებიც რეგისტრირებულ სიებს განაცხადის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა აგზავნიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე მუშავდება მომდევნო თვის გამოცდების ჩატარების გეგმა-გრაფიკი. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოცდო სამსახურისათვის დასაშვებია შემუშავდეს წლიური საგამოცდო გეგმა-გრაფიკი, რომლის კორექტირება შეიძლება წლის განმავლობაში.     მუხლი 5🔗. გამომცდელის უფლება-მოვალეობანი 1. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების (მძღოლის მოწმობის ან/და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის), მისაღებ გამოცდებს ატარებს პოლიციის სპეციალური წოდების მქონე საგამოცდო სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც შეუსრულდა 23 წელი (შემდგომში – გამომცდელი). 2. გამომცდელს უნდა გააჩნდეს: ა) უმაღლესი ტექნიკური (საავტომობილო) ან იურიდიული განათლება; ბ) შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; გ) ავტოტრანსპორტის პრაქტიკული მართვის მინიმუმ სამი წლის სტაჟი.     მუხლი 6🔗. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებისა და სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების წესი 1. ყველა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდები ტარდება (გამოცდების ჩატარების მეთოდიკის შესაბამისად) საგამოცდო სამსახურის უფროსის მითითებით შექმნილი კომისიის მიერ, რომელსაც თავმჯდომარეობს თვითონ ან ამავე სამსახურის თანამშრომელი. გამოცდას შეიძლება დაესწროს როგორც დაინტერესებული სასწავლო ორგანიზაციის (გარდა ჯგუფის მასწავლებლისა), ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი. 2. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით გამოცდები შეიძლება მიღებულ იქნეს როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის საგამოცდო სამსახურებში. 3. მძღოლის ან/და ტრაქტორისტის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დასაშვებად კანდიდატებმა უნდა წარადგინონ: ა) განცხადება; ბ) სატრანსპორტო საშუალების იმ კატეგორიის (შესაბამისი) სწავლების დამადასტურებელი მოწმობა, რომელზეც გაიარეს პროფესიული მომზადება ან გადამზადება; გ) ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად სასოფლო-სამეურნეო წარმოების ოსტატთა და ფართო პროფილის ტრაქტორისტ-მემანქანეთა მომზადების პროგრამების განმახორციელებელი სასწავლებელის მიერ გაცემული ტრაქტორისტ-მემანქანის მოწმობა; დ) სამედიცინო ცნობა; ე) მოქალაქის პირადობის მოწმობა; ვ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. შენიშვნა: კადრის (საკონტრაქტო) სამხედრო სამსახურში მყოფმა სამხედრო მოსამსახურემ უნდა წარადგინოს (მოქალაქის) პირადობის მოწმობა, ხოლო გაწვევით ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფმა მოსამსახურემ – სამხედრო ბილეთი, ცნობა სამხედრო ნაწილიდან სამსახურისა და საცხოვრებელი ადგილის ჩვენებით. 4. პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის დაეჭვების შემთხვევაში, საგამოცდო სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გააგზავნოს იგი საკონფლიქტო კომისიაზე ხელმეორედ გადასამოწმებლად. 5. მძღოლის ან/და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღები სამედიცინო ცნობა (ან მისი ასლი) რჩება მასალებში. 6. თეორიული გამოცდები ტარდება საგზაო მოძრაობის წესებსა და მოძრაობის უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნაში, ხოლო პრაქტიკული გამოცდა – სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკულ ტარებაში. 7. თეორიულ გამოცდაში მიღებული დადებითი შეფასება მოქმედია ერთი თვის განმავლობაში. 8. პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე არ დაიშვება. 9. პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდა, დამატებით გამოცდაზე დაიშვება რვა დღის შემდეგ. 10. სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე კანდიდატის დაშვება შესაძლებელია კანონით დადგენილი სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ. 11. კანონით დადგენილი სარეგისტრაციო მოსაკრებლის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა ხდება თეორიულ გამოცდაზე გასვლის დროს, ხოლო ამ ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როცა მართვის მოწმობის მისაღებად პირი აბარებს მხოლოდ თეორიულ ან მხოლოდ პრაკტიკულ გამოცდას, სარეგისტრაციო მოსაკრებლის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარადგინოს გამოცდაზე გასვლისას. 12. გამოცდების შედეგები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 13. ,,A“ და ,,B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია მძღოლობის კანდიდატთა დამოუკიდებელი მომზადება, რომელთა გამოცდებზე დაშვების საკითხს განიხილავს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ან მის მიერ ამისათვის უფლებამოსილი პირი (პირები). 14. პირებმა, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდა, მძღოლისა ან/და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად უნდა წარადგინონ: ა) მოქალაქის პირადობის მოწმობა; ბ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენიდან არა უგვიანეს 7 დღის ვადაში გამოიწერება მძღოლის ან/და ტრაქტორისტის მართვის მოწმობები, რომელთა რეკვიზიტები ფიქსირდება კომპიუტერში და აისახება შესაბამის რეესტრში. 16. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო ცნობას აქვს შეზღუდული ვადა, მძღოლის ან ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გრაფაში ,,ძალაშია“ კეთდება ჩანაწერი ,,სამედიცინო ცნობა აუცილებელია“. 17. მძღოლის ან/და ტრაქტორისტის მართვის მოწმობაში ჩანაწერთა სისწორე და გაცემის საფუძვლიანობა მოწმდება საგამოცდო სამსახურის თანამშრომლების მიერ. 18. ტრამვაის, ტროლეიბუსის, ხელით სამართავი ავტომობილის, მოტოეტლის მართვის უფლების მიღებისას მძღოლის მოწმობაში ნებადამრთველი კატეგორიების აღნიშვნების გრაფაში კეთდება ჩანაწერი შესაბამისად: ,,ტრამვაი“, ,,ტროლეიბუსი“, ,,ხელით სამართავი ავტომობილი“, ,,მოტოეტლი“.     მუხლი 7🔗. მძღოლის, ტრაქტორისტ-მემანქანის მართვის მოწმობის შეცვლისა და დაკარგულის აღდგენის წესი 1. მძღოლის ან/და ტრაქტორისტ-მემანქანის მართვის მოწმობის შეცვლა წარმოებს მოქალაქის პირადობის მოწმობის, განცხადების, მძღოლის ან/და ტრაქტორისტ-მემანქანის ბარათის (დასტურის) წარმოდგენისა და კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის შემდეგ. შენიშვნა: ,,C“, ,,D“ ან ,,E“ კატეგორიის მინიჭებით მოწმობის შეცვლისას მძღოლმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს მოქალაქის ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა. 2. დაკარგულის ნაცვლად გაიცემა მართვის დროებითი მოწმობა 1-დან 3 თვემდე ვადით პიროვნების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით: განცხადების, მძღოლის ან/და ტრაქტორისტ-მემანქანის ბარათის (დასტურის), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფიდან გაცემული სათანადო ცნობის (მოქალაქეს მძღოლის, ან/და ტრაქტორისტის მართვის მოწმობა ჩამორთმეული არა აქვს) წარდგენის შემდეგ, ხოლო დაკარგული მოწმობის აღდგენა ხდება მოქალაქის მიერ განცხადების შეტანიდან არანაკლებ 1 თვის შემდეგ, განმეორებით ანალოგიური ცნობის (რაიმე დარღვევებზე მასალები არ შემოსულა) წარდგენისას. 3. დაკარგულის ნაცვლად გაცემული მართვის დროებითი მოწმობა ფიქსირდება ცალკე წიგნში, ხოლო ახალი მოწმობის გაცემის შემდეგ იგი დაერთვის აღდგენის მასალებს. 4. მართვის დროებითი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, მისი აღდგენა ხორციელდება დამატებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფიდან გაცემული სათანადო ცნობის (რაიმე დარღვევაზე მასალები არ შემოსულა) წარდგენის შემდეგ. 5. ხანძრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური უბედურების დროს, მძღოლის ან/და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის განადგურებისას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით, აგრეთვე დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მძღოლის ან/და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, თუ იგი დადასტურებულია ცნობით სისხლის სამართლის დევნის შესახებ, მოწმობის აღდგენა ხდება პიროვნების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფიდან გაცემული ცნობის (რაიმე დარღვევაზე მასალები არ შემოსულა) წარდგენის შემდეგ. 6. დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენისთვის დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საგამოცდო სამსახურში ამ ბრძანებით დადგენილ დოკუმენტებთან ერთად, დამატებით უნდა წარადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121​1 მუხლის I პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 7. ნაპოვნი მოწმობა ბარდება საგამოცდო სამსახურს და ითვლება ძალადაკარგულად, თუ მის სანაცვ-ლოდ გაცემულია ახალი. 8. ძველი ნიმუშის მოწმობა ახლით იცვლება საერთო წესების საფუძველზე, ამასთან, მძღოლის ახალ მოწმობაში ნებადართული კატეგორიები აღინიშნება შემდეგნაირად: ა) მოტოციკლის მძღოლი – კატეგორია ,,A“; ბ) ,,მძღოლ-მოყვარული“ – კატეგორია ,,B“; გ) მესამე კლასის მძღოლ-პროფესიონალი – კატეგორია ,,BC“; დ) მეორე კლასის მძღოლი (პიროვნების სურვილისამებრ) – კატეგორია ,,BCD“ ან ,,BCE“ ან ,,BCDE“; ე) პირველი კლასის მძღოლი – კატეგორია ,,BCDE“. 9. გაუქმებული მოწმობები ნადგურდება საგამოცდო სამსახურის შემოწმების პროცესში სათანადო აქტის შედგენით. განადგურებას ექვემდებარება: ა) მძღოლის ან/და ტრაქტორისტის მართვის მოწმობები, რომელთა მფლობელებს სამედიცინო კომისიის დასკვნით აეკრძალებათ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; ბ) ნაპოვნი მძღოლის ან\და ტრაქტორისტის მართვის მოწმობები, რომელთა ნაცვლად გაცემულია ახალი; გ) მძღოლის ან\და ტრაქტორისტის მართვის მოწმობები, რომელთა მფლობელებმაც სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების აკრძალვის ვადის გასვლის შემდეგ 1 წლის განმავლობაში არ მიაკითხეს საგამოცდო სამსახურებს. მძღოლის ან\და ტრაქტორისტ-მემანქანის მოწმობის გაცემის რეესტრში კომპიუტერის მეშვეობით კეთდება აღნიშვნა მძღოლის ან\და ტრაქტორისტ-მემანქანის მართვის მოწმობის გაუქმების შესახებ. 10. საგამოცდო სამსახურის მიერ განადგურებული მოწმობის აღდგენა წარმოებს: მოქალაქის პირადობის მოწმობის, განცხადების, საგამოცდო სამსახურიდან ცნობის წარმოდგენის (რომ მოქალაქეს ნამდვილად გააჩნდა შესაბამისი სერიის და ნომრის მძღოლის ან\და ტრაქტორისტ-მემანქანის მართვის მოწმობა), კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლის გადახდისა და თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ. 11. მძღოლის მოწმობის სიყალბის გამოვლენის მიზნით შემოწმება ხდება ულტრაიისფერი გამოსხივების მქონე ხელსაწყოთი. 12. საერთაშორისო მართვის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენა ხორციელდება განცხადების, კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.     მუხლი 8🔗. უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე მძღოლის მოწმობების გაცემისა და შეცვლის წესი 1. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა მოქმედია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩამოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული მოწმობა უნდა შეიცვალოს საქართველოს ეროვნული მოწმობებით. 2. საქართველოში უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა თანამშრომლებმა მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარმოადგინონ: ა) დიპლომატიური ბარათის ასლი; ბ) პირადი პასპორტი (სურათიანი და ვიზიანი გვერდების ასლები); გ) ნოტარიალურად დამოწმებული მართვის მოწმობის თარგმანი; დ) წერილი საკონსულოდან საცხოვრებელი ადგილის მისამართის ჩვენებით. 3. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც აქვთ თავიანთი ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა და მიიღეს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ცხოვრების უფლება, პასპორტში უნდა ჰქონდეთ აღნიშნული საცხოვრებელი ადგილის აღმნიშვნელი რეგისტრაცია. 4. მართვის მოწმობა შეიცვლება კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლის გადახდისა და პირადი პასპორტის წარმოდგენის შემდეგ. საქართველოში ყოფნის პერიოდში მიღებული ძველი ნიმუშის მართვის მოწმობა თან ერთვის შეცვლის მასალებს, ხოლო უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მოწმობა უბრუნდება მფლობელს. 5. მართვის უფლების არმქონე პირებს ან დაკარგული აღდგენის შემთხვევაში მართვის უფლება მიეცემათ საერთო წესების საფუძველზე. 6. მძღოლის მოწმობის მისაღებად (კვალიფიკაციის ასამაღლებლად) მოქალაქემ (მძღოლმა) საგამოცდო სამსახურში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება; ბ) ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული მომზადების (გადამზადების) კურსების გავლის დამადასტურებელი მოწმობა; გ) სამედიცინო ცნობა; დ) მოქალაქის პირადობის მოწმობა; ე) კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 7. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საერთაშორისო მოწმობის შეცვლა ან დაკარგულის შემთხვევაში მისი აღდგენა დაუშვებელია. 8. საქართველოს მოქალაქეებზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მოწმობები შეიცვლება შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობებით.     მუხლი 9🔗. მძღოლის მოწმობისა და სხვა დოკუმენტების დამზადება-შენახვის წესი 1. მძღოლის მოწმობები მზადდება და ივსება კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ქართული და ლათინური შრიფტით. ანალოგიური წესით მზადდება ტრაქტორისტის მართვის მოწმობაც. 2. საგამოცდო სამსახურის მიერ მართვის მოწმობაში დაშვებული უზუსტობის არსებობის შემთხვევაში მართვის მოწმობა შეიცვლება სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის გარეშე. დაზიანებული მართვის მოწმობა განადგურდება კომისიური წესით. 3. მძღოლის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის ბლანკები, პაუჭები, ბეჭდები და შტამპები ინახება საგამოცდო სამსახურში. 4. საგამოცდო სამსახურში არსებული დოკუმენტაციის (ოქმები, წიგნები, პირველადი მასალები) შენახვის ვადები განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) მძღოლის ან/და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის შეცვლის პირველადი მასალები (განცხადება, მძღოლის ან/და ტრაქტორისტის მართვის მოწმობა, ქვითარი და სხვ.) – ორი წელი; ბ) საგამოცდო კომისიის ოქმების ჟურნალი, აგრეთვე სასწავლო ორგანიზაციების რეგისტრირებული სასწავლო ჯგუფების სიები და მომართვები – 10 წელი; გ) მძღოლის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობების გაცემის რეესტრები – 60 წელი. 5. პრაქტიკული დახმარების მიზნით, რეგიონალური საგამოცდო სამსახურების საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ წლის განმავლობაში არანაკლებ ერთისა. თავი II გამოცდების ჩატარების მეთოდიკა     მუხლი 10🔗. თეორიული გამოცდის შინაარსი 1. თეორიულ გამოცდაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მსმენელთა მთელი ჯგუფი ან მისი ნაწილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ბილეთებით ტესტური გამოკითხვის მეთოდით. 2. გამოცდის ფორმა უნდა იყოს ისეთი, რომ შეიძლებოდეს განსაზღვრა, იცის თუ არა მძღოლობის ან/და ტრაქტორისტ-მემანქანეობის კანდიდატმა: ა) გზებზე მოძრაობის წესები; ბ) მოძრაობის უსაფრთხოების საფუძვლები; გ) მძღოლის მუშაობის ხანგრძლივობისა და დასვენების რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნები; დ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის მოქმედების წესი; ე) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შედეგად დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მეთოდები. 3. საგამოცდო ბილეთი შეიცავს 50 კითხვას. თავის მხრივ, კითხვას გააჩნია 2-დან 6-მდე სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი. 4. მძღოლ-კანდიდატებისაგან ან/და ტრაქტორისტ-მემანქანეობის კანდიდატებისგან საგამოცდო ბილეთების დაზეპირების შემთხვევების გამორიცხვის მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბილეთების რამდენიმე მოქმედი ვარიანტი. 5. გამოცდების შედეგების გაფორმებისათვის გამოიყენება სპეციალური საგამოცდო ბარათი, რომლებშიც გამომცდელი აღნიშნავს თითოეულ შეკითხვაზე სწორი პასუხის ნომერს.     მუხლი 11🔗. თეორიული გამოცდის ჩატარება 1. გამოცდა მიიღება რამდენიმე პირისაგან ერთდროულად, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება საგამოცდო ოთახის ფართობისა და აღჭურვილობის, აგრეთვე ყველა გამოსაცდელის ქცევისადმი ზედამხედველობის შესაძლებლობის გათვალისწინებით. გამოცდის დაწყებამდე, გამოსაცდელთა ყველა აუცილებელი დოკუმენტის შემოწმების შემდეგ მათ ხელზე მიეცემათ საგამოცდო ბილეთები. მძღოლობის ან/და ტრაქტორისტ-მემანქანის კანდიდატებს ბილეთების პასუხები შეაქვთ საგზაო მოძრაობის წესების საგამოცდო ბარათში (დანართი №1). 2. საკონტროლო მოწყობილობის ან საგამოცდო აპარატების დახმარებით თეორიული გამოცდების ჩატარების წინ საგამოცდო სამსახურის მუშაკმა უნდა განუმარტოს გამოსაცდელებს ამ მოწყობილობების და აპარატების გამოყენების წესები. 3. საგამოცდო ბილეთებისა და ბარათების მოხმარების წესის განმარტების შემდეგ გამოსაცდელებს აუცილებელია შესთავაზონ ბილეთის არჩევა. გამოსაცდელის მიერ ბილეთის მიღებიდან იწყება დროის აღრიცხვა და განისაზღვრება 40 წუთით.   4. გამოსაცდელის მიერ ბილეთზე მუშაობა გამოიხატება შემდეგში: ა) წაიკითხოს თითოეული დასმული კითხვა და შემოთავაზებულ პასუხთაგან ამოირჩიოს სწორი პასუხი; ბ) თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხის ნომერი გამოსაცდელს შეაქვს საგამოცდო ბარათში; გ) ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა, აგრეთვე ტრამვაის, ტროლეიბუსის, მოტოციკლების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მძღოლებმა უნდა უპასუხონ 50 შეკითხვას; დ) საგამოცდო ბილეთში დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ გამოსაცდელი საგამოცდო ბარათს აბარებს გამომცდელს; ე) დადებითი შეფასება ,,ჩააბარა“ იწერება იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა შემოთავაზებული კითხვებიდან სწორი პასუხი გასცა 43 შეკითხვას. სხვა შემთხვევაში იწერება შეფასება ,,ვერ ჩააბარა“. 5. გამოცდის დამთავრებისას საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე და წევრი საგამოცდო ბარათებს ამოწმებენ ხელმოწერით.     მუხლი 12🔗. პრაქტიკული გამოცდის შინაარსი 1. მძღოლობის კანდიდატებისაგან პრაქტიკული გამოცდის მიღება წარმოებს იმ კატეგორიის მექანიკური გადამცემი კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც გავლილი აქვთ სწავლების სრული კურსი: ა) ,,B“ – ავტომობილებზე, რომელთა სრული მასა არ აღემატება 3500 კგ-ს, დასაჯდომი სავარძლების რაოდენობა მძღოლის სავარძლის გარდა 8-ს; ბ) ,,C“ – 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო ავტომობილებზე; გ) ,,D“ – ავტომობილებზე, განკუთვნილი მგზავრების გადასაყვანად, რომლებსაც მძღოლის სავარძლის გარდა აქვთ რვაზე მეტი საჯდომი ადგილი; დ) ,,E“ – სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაზე: დ.ა) რომელთა საწევარა წარმოადგენს ,,C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას, ნახევარმისაბმე-ლით, აქვთ არა ნაკლებ ორი ღერძი, რომელთა შორის დაშორება 1 მეტრზე მეტია; დ.ბ) ,,D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის – შეპირაპირებულ ავტობუსზე. 2. პრაქტიკული გამოცდის მიღებისათვის განკუთვნილი ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს დამატებითი გადამბულობის სატერფულებით და მუხრუჭებით, გამომცდელისათვის მოწყობილი უკანა ხედვის სარკით. 3. პრაქტიკული გამოცდა მიიღება იმ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულების ფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელმაც გამოსაცდელ პირზე გასცა სასწავლო პროგრამის გავლის დამადასურებელი დოკუმენტი. 4. ,,A“ და ,,B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დამოუკიდებლად მომზადებული მძღოლობის კანდიდატებს, უფლება აქვთ პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად თავად წარმოადგინონ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პარამეტრებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალება.     მუხლი 13🔗. სატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდების მიღების ორგანიზაცია 1. გამოცდების მიღება ხორციელდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი: ა) ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე (დანართი №3); ბ) ავტოდრომი ან დახურული მოედანი წარმოადგენს იზოლირებულ და გამოცდების მისაღებად შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილ მყარსაფარიან ტერიტორიას. ავტოდრომის ან დახურული მოედნის ზომები და მათი მოწყობილობის ელემენტები განისაზღვრება ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) იზოლირებულ ტერიტორიაზე გამოცდების პირველი ეტაპის ჩატარების მიზანია მძღოლობის კანდიდატთა მიერ ავტომობილის ტარების ელემენტების შესრულების უნარისა და ჩვევების შემოწმება, რათა შემდგომ ეტაპზე საგზაო მოძრაობის რეალურ პირობებში მოხდეს მათ მიერ მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ მოთხოვნათა შეფასება; დ) ტერიტორიებს, რომლებიც გამოიყენება ,,B“, ,,C“, ,,D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდების პირველი ეტაპის ჩასატარებლად, უნდა გააჩნდეს შემდეგი აუცილებელი პირობები: დ.ა) აღმართიანი უბანი (დახრა არანაკლები 16%); დ.ბ) შემოსაბრუნებელი უბანი შეზღუდული სიგანის სავალი ნაწილის არსებობისას; დ.გ) ბოქსი ავტომობილის უკუსვლით სადგომზე დასაყენებლად; ე) როცა არ არის სტაციონარული ავტოდრომები ან დახურული მოედნები, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოძრაობისაგან იზოლირებული სხვა ტერიტორიები, რომელთა მოწყობა წარმოებს გადატანითი საშუალებების დახმარებით, კერძოდ: ე.ა) მსუბუქი ავტომობილებისათვის, ,,სავალი ნაწილის შეზღუდული სიგანის არსებობისას შემოსაბრუნებელი უბნის ელემენტები და ბოქსი ავტომობილის უკუსვლით სადგომზე დასაყენებლად“ აღიჭურვება ხასხასა ფერებით შეღებილი მტკიცესადგრიანი 1,2 მეტრის სიმაღლის სადგარებით, რომელთა წვერზე დამაგრებულია ალმები; ე.ბ) სატვირთო ავტომობილებისათვის აღნიშნული ელემენტები აჭიღურვება სადგრებით და მათ შორის დაჭიმული ფერადალმებიანი გვარლების საშუალებით, გვარლის დაჭიმვის სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს სატვირთო ავტომობილის პლატფორმის დონეს; ვ) ,,აღმართიანი უბნის“ ელემენტი ყველა ტიპის ავტომობილებისათვის შეიძლება აღიჭურვოს ესტაკადით, რომელიც უზრუნველყოფს მასზე გასვლის უსაფრთხოებას; ზ) დახურულ მოედანზე მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს ელემენტების იმგვარი განლაგება, რომლის დროსაც შეიქმნება ორი ან მეტი ავტომობილებით მინიმალურ დროში მათ მიერ შესაბამისი მანევრირების ერთდროული შესრულების შესაძლებლობა; თ) გადაადგილების წესის ორგანიზება წარმოებს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების დახმარებით შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით; ი) საგამოცდო სამსახურებში მძღოლ-კანდიდატებისათვის წინასწარი გაცნობის მიზნით რეკომენდირებულია თვალსაჩინო, მოხერხებულ ადგილზე მოეწყოს დახურულ მოედანზე მოძრაობის სქემა მასზე აღნიშნული საგამოცდო ელემენტებით; კ) მძღოლობის კანდიდატმა, რომელმაც პირველ ეტაპზე ვერ მიიღო დადებითი შეფასება, მეორე ეტაპზე არ დაიშვება და ეწერება შეფასება ,,ვერ ჩააბარა“. 2. მეორე ეტაპი, გამოცდების მიღება საგამოცდო მარშრუტზე ინტენსიური საგზაო მოძრაობის პირო-ბებში: ა) საგამოცდო მარშრუტი უნდა ითვალისწინებდეს მძღოლობის კანდიდატთა მოქმედების აუცილებელი შემოწმების შესაძლებლობას შემდეგ პირობებში: ა.ა) ,,დაუთმოთ გზა“ ან 2.5 ,,მოძრაობა შეუჩერებლად აკრძალულია“ ნიშნებიანი გზაჯვარედინების გავლა; ა.ბ) გზის მონაკვეთების გავლა, რომლებიც აღჭურვილია სხვადასხვა გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნებით ან მძღოლისათვის განკუთვნილი სხვა ინფორმაციით; ა.გ) ორი მარცხნივ მოხვევის ან გზაჯვარედინზე ერთი შემობრუნების შესრულება; ა.დ) ორი მარჯვნივ მოხვევის შესრულება; ა.ე) გასვლა გზაზე, რომელსაც გააჩნია ორი ან მეტი სამოძრაო რიგი ერთი მიმართულებით; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფებისათვის საგამოცდო მარშრუტები საგზაო ქსელის სიგრძის, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის მხრივ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეირჩევა ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით; გ) საგამოცდო მარშრუტი ფორმდება 200მმx300მმ ფორმატის სამარშრუტო რუკის სახით. თითოეულ მარშრუტს ენიჭება რიგითი ნომერი; დ) მძღოლ-კანდიდატთა საგამოცდო დროის შემოკლების მიზნით მიზანშეწონილია, რომ თითოეული მარშრუტი დაიწყოს და დამთავრდეს ერთსა და იმავე ადგილზე (მაგალითად, საგამოცდო პუნქტთან); ე) რეკომენდებულია არსებობდეს საგამოცდო მარშრუტების პერიოდული შეცვლისათვის მათი სარევიზიო ვარიანტები; ვ) გამოცდების მეორე ეტაპის დაწყების წინ გამომცდელი მძღოლების კანდიდატს გამოცდის მიღე-ბამდე აცნობს სამარშრუტო რუკას საგამოცდო მარშრუტებზე მოძრაობისათვის. 3. გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობა უნდა იყოს საკმარისი შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის მძღოლობის კანდიდატის ცოდნის სრულყოფილად განსაზღვრისათვის. 4. პირველ ეტაპზე გამოცდის ხანგრძლივობა რეკომენდირებულია 5 წუთამდე, ხოლო მეორეზე – 10 წუთი. სულ გამოსაცდელისათვის გამოცდის საერთო ხანგრძლივობა – 15 წუთი. 5. პირველი ეტაპის გამოცდის ელემენტების შესრულებაზე კონტროლს გამომცდელი აწარმოებს ვიზუალურად ან ტექნიკური საშუალებების დახმარებით. ამასთან, გამომცდელი შეიძლება იმყოფებოდეს საგამოცდო ავტომობილში ან მის გარეთ (გამოცდის მსვლელობაზე მეთვალყურეობისათვის მოსახერხებელ ადგილზე). შენიშვნა: პირველ ეტაპზე გამოცდისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა განისაზღვრება ავტოდრომის ან დახურული მოედნის ფართობისა და კონტროლის ტექნიკური საშუალებების არსებობის შესაბამისად. 6. მეორე ეტაპზე კონტროლს გამომცდელი ახორციელებს ვიზუალურად, საგამოცდო ავტომობილში მყოფი იმგვარად, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ჩაერიოს ავტომობილის მართვაში. 7. სატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდების ორივე ეტაპის მიღების შესაბამისად ივსება ავტომობილის მართვის საგამოცდო ბარათი (დანართი №2).     მუხლი 14🔗. სატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდების მიღების ეტაპები მძღოლობის კანდიდატების მომზადების დონის განსაზღვრისათვის ითვალისწინებენ მის მიერ საგამოცდო ეტაპზე შესაბამისად განსაზღვრული ელემენტების შესრულებას. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს: ა) პირველ ეტაპზე: ა.ა) აღმართზე ავტომობილის დაძვრა-გაჩერება, რის შემდეგ უნდა განაგრძოს მოძრაობა, ამასთან დაძვრა უნდა შესრულდეს მდორედ, ძრავა არ უნდა გამოირთოს, ხოლო ავტომობილი არ უნდა დაგორდეს 20 სმ-ზე მეტად; ა.ბ) სიგანეშეზღუდულ სავალ ნაწილზე შემობრუნება. შეზღუდული ზომის უბანზე შესვლა, შემობრუნება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვისას. შემობრუნების დროს ავტომობილი არ უნდა გასცდეს შეზღუდვის ფარგლებს; ა.გ) ავტომობილის უკუსვლით დაყენება ბოქსში; ა.დ) უკუსვლისას მოხვევით შესვლა მოძრაობის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ბოქსში, უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით, გაჩერების შემდეგ, ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მოექცეს ბოქსის შიდა არეალში; ბ) მეორე ეტაპზე, მოძრაობის დაწყებისათვის მომზადება, სხვა სატრანსპორტო საშუალებისადმი ყურადღების გამოჩენა, კერძოდ: ბ.ა) გამაფრთხილებელი სიგნალების დროული ჩართვა; ბ.ბ) უკან ხედვის სარკეებით სარგებლობა; ბ.გ) ადგილიდან დაძვრის სინარნარე; ბ.დ) გაქანება და გადაცემის გადართვა; ბ.ე) სწორზე მოძრაობა; ბ.ვ) სავალ ნაწილზე სწორი განლაგების შერჩევა; გ) მოძრაობის დროს რეკომენდებული სიჩქარის დაცვა, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებებს შორის დისტანციისა და ინტერვალის დაცვა; დ) მანევრირება გზაზე, რომელსაც აქვს ორი ან მეტი სამოძრაო ზოლი ერთი მიმართულებით; ე) გამაფრთხილებელი სიგნალების დროულად გამოყენება; ვ) გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, საერთო სარგებლობის ავტოტრანსპორტისა და სხვა წინაღობათა შემოვლის სისწორე; ზ) ერთი ზოლიდან მეორეში გადაადგილების წესის დაცვა; თ) მოძრაობის სხვა მონაწილეთა მიერ მიცემულ სიგნალზე შესაბამისი რეაგირება; ი) მოწესრიგებული გზაჯვარედინის გავლისას: ი.ა) გზაჯვარედინთან მიახლოებისას საგზაო სიტუაციის სწორი შეფასება, აუცილებლობის შემთხ-ვევაში გამაფრთხილებელი სიგნალების ჩართვა; ი.ბ) გზაჯვარედინთან გაჩერების სისწორე; ი.გ) გაჩერების შემდეგ ადგილიდან დაძვრის სინარნარე; ი.დ) შუქნიშნის ან მომწესრიგებლის სიგნალების მოთხოვნათა შესრულება; კ) მოუწესრიგებელი გზაჯვარედინის გავლისას: კ.ა) გზაჯვარედინთან მიახლოებისას საგზაო სიტუაციის სწორი შეფასება, საგზაო ნიშნების, მონიშვნების, სხვა მოთხოვნების გათვალისწინება; კ.ბ) გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებთან პრიორიტეტის დაცვა; კ.გ) სიჩქარის შერჩევა გზაჯვარედინთან მიახლოებისას, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელების უსაფრთხოდ გავლა; ლ) მოხვევისას (შემობრუნებისას): ლ.ა) მოსახვევში შესვლის სიჩქარის შერჩევა; ლ.ბ) მოსახვევში შესვლისა და გამოსვლის სინარნარე და ტრაექტორია; მ) გასწრებისას: მ.ა) გასწრების დაწყების წინ საგზაო სიტუაციის სწორი შეფასება, საგზაო ნიშნების მონიშვნების მოთ-ხოვნებისა და მოძრაობის სხვა მონაწილეთა მოქმედების გათვალისწინება; მ.ბ) გამაფრთხილებელი სიგნალების დროული ჩართვა; მ.გ) სიჩქარის რეჟიმის შერჩევა გასწრებისას კონკრეტული პირობების გათვალისწინებით; მ.დ) გასწრების დაწყებისა და დასრულების ტრაექტორია მოძრაობის უსაფრთხოების პირობების დაცვით; ნ) სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებისას: (26.08.2005, №874) ნ.ა) გამაფრთხილებელი სიგნალების დროული ჩართვა და ზოლიდან ზოლში გადასვლის წესების დაცვა; ნ.ბ) მოძრაობის სიჩქარის მდორედ შეცვლა; ნ.გ) სავალ ნაწილებზე (გვერდულზე) ავტომობილების სწორად გაჩერება.     მუხლი 15🔗. მძღოლობის კანდიდატის მომზადების შეფასება 1. მომზადების დონეს გამომცდელი აფასებს ამ დებულებით გათვალისწინებული ავტომობილის მართვის ელემენტების შესრულებისას დაშვებული შეცდომებისა და დარღვევების შესაბამისად, კერძოდ: ა) საგამოცდო ეტაპების მიხედვით მძღოლობის კანდიდატის შეფასებას გამომცდელი აღნიშნავს ავტომობილის მართვის საგამოცდო ბარათში (დანართი №2); ბ) პირველი ეტაპის გავლის შემდეგ გამომცდელი საგამოცდო ბარათში შეფასებას აღნიშნავს ჩანაწერით ,,ჩააბარა“ ან ვერ ,,ჩააბარა“. ,,ვერ ჩააბარა“ იწერება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა ერთ-ერთი ელემენტი ვერ შეასრულა ან დაუშვა ორი ან მეტი ტექნიკური შეცდომა. კანდიდატმა, რომელმაც I ეტაპზე მიიღო შეფასება ,,ვერ ჩააბარა“, II ეტაპზე არ დაიშვება. 2. მეორე ეტაპის შეფასება ხდება შემდეგნაირად: ა) ყველა პუნქტის უშეცდომოდ გავლის შემთხვევაში მძღოლობის კანდიდატი ღებულობს შეფასებას ,,ჩააბარა“, სატრანსპორტო საშუალების მართვის ელემენტების შესრულების დროს დაშვებული ორი ან მეტი შეცდომისა და დარღვევის შემთხვევაში ღებულობს შეფასებას ,,ვერ ჩააბარა“; ბ) თუ გამომცდელი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩაერიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაში, იწერება შეფასება ,,ვერ ჩააბარა“; გ) გამოცდის დამთავრებისას გამომცდელი განუმარტავს მძღოლობის კანდიდატს მის მიერ დაშვებულ შეცდომებს და აცნობს საბოლოო შედეგს; დ) მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს გამომცდელის მოთხოვნა, რომელიმე ელემენტის განმეორებით შესრულებაზე; ე) ავტომობილის მართვის საგამოცდო ბარათი (დანართი №2) განეკუთვნება მძღოლის მოწმობის გაცემის ერთ-ერთ საფუძველს და ინახება პირველად მასალებთან ერთად.     მუხლი 16🔗. მოტოციკლის მართვის უფლების მისაღები გამოცდების ორგანიზაცია და მოთხოვნები 1. მართვის უნარი და ჩვევები, როგორც წესი, მოწმდება უეტლო მოტოციკლზე ან მოტოროლერზე. 2. მძღოლობის კანდიდატს უნდა შეეძლოს შემდეგი მანევრების შესრულება: ა) მოძრაობა სწორზე გადაცემის გადართვით დაბლიდან მაღალზე და პირიქით; ბ) მოტოციკლის მართვა მინიმალური სიჩქარის დროს, საფეხურიდან ფეხის აუღებლად; გ) მცირე რადიუსის მოხვევისა და მობრუნების (,,საგაბარიტო წრე“, ,,ზიგზაგი“, ,,რვიანი“) შესრულება. 3. გამოცდა აღარ გრძელდება, თუ გამოსაცდელმა ვერ შეასრულა ,,ზიგზაგი“ ან ,,რვიანი“. 4. მოტოციკლების მართვის ელემენტების შესრულებისას ორი და მეტი შეცდომის დაშვების შემთხვევაში კეთდება შეფასება ,,ვერ ჩააბარა“: ა) ,,წრის“ ან ,,ზიგზაგის“, ან ,,რვიანის“ შესრულებისას შეეხო საგზაო ვაკისს; ბ) გაჩერებისას, როცა ძრავი მუშაობდა, ვერ შეძლო გადაცემის გამორთვა.     მუხლი 17🔗. მოტოეტლების მართვის უფლების მისაღები გამოცდების ორგანიზაცია და მოთხოვნები 1. მოტოეტლის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვებიან ინვალიდები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური კურსები. 2. საგამოცდო კომისიას, თუ არ გააჩნია დამატებითი სატერფულებით აღჭურვილი სასწავლო ეტლი, გამოცდა ტარდება მფლობელის ეტლის გამოყენებით. 3. ქუჩაში (გზაში) გამოცდის ჩატარებას წინ უსწრებს სპეციალურ მოედანზე პრაქტიკული ცოდნის შემოწმება: ა) ძრავის ამუშავება; ბ) მოძრაობა სწორზე, გადაცემების დაბალიდან-მაღალზე და მაღალიდან-დაბალზე გადართვით; გ) მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევა; დ) წინა და უკუსვლით შემობრუნება; ე) უკუსვლით მოძრაობა პირობით ჭიშკარში შესვლით. 4. მოტოეტლების მართვის ელემენტების შესრულების დროს დაშვებული ორი ან მეტი შეცდომის დაშვების შემთხვევაში კეთდება შეფასება ,,ვერ ჩააბარა“: ა) აღმართზე ადგილიდან დაძვრისას მოტოეტლის უკან დაგორება; ბ) მოტოეტლის სადგომზე დაყენებისას არ მუხრუჭდება ხელის მუხრუჭით. შენიშვნა: საგამოცდო სამსახურის მიერ ექვს თვეში ერთხელ კეთდება ანალიზი ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ. თავი III დასკვნითი დებულებანი     მუხლი 18🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №3 დანართი №4                  საქართველო GE  Georgia AA№0000001 1. გვარი               Surname 2. სახელი Name 3. დაბადების თარიღი  Date of birth  4. მისამართი  Addres ძალაშია   ____________                                Validiti დანართი №4 საქართველო GE  Georgia მართვის მოწმობა უფლება აქვს მართოს სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო  ტექნიკა   T გაცემულია        Issued რეგიონის კოდი  რაიონის კოდი      01 10 თანამდებობის პირის ხელმოწერა:                                           ბ.ა.