,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემისა და რისკების მართვის სისტემის საფუძველზე გამარტივებული საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 09.01.2008
ძალის დაკარგვა 31.12.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.011329
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 10/01/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,036 სიტყვა · ~20 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.01.2008 მიღება
31.12.2008 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემისა და რისკების მართვის სისტემის საფუძველზე გამარტივებული საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 55.35pt 45.0pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.329 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №12 2008 წლის 9 იანვარი ქ. თბილისი ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემისა და რისკების მართვის სისტემის საფუძველზე გამარტივებული საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 64-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 89-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია ,,საქარ­თველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტრო­ლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატი­ზებული სისტემა ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით გამო­საყენებელი რისკების მართვის სისტემისა და რისკების მართვის სისტემის საფუძველზე გამარტივებული საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ“. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 15 იანვრიდან. ნ. გილაური ინსტრუქცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემისა და რისკების მართვის სისტემის საფუძველზე გამარტივებული საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა ,,ASYCUDA“-ს მეშვეო­ბით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემისა და რისკების მართვის სისტემის საფუძველზე გამარტივე­ბული საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესა­ხებ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) გან­საზ­­ღვრავს: ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში (შემდგომში – იმპორტი) მოსაქცევად განკუთვნილი ან იმპორტში მოსაქცევად სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით (შემდგომში – დეკლა­რაცია) დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ფორმის შერჩევის შესახებ გადაწყვეტი­ლების მიღების წესს საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებუ­ლი სისტემა ,,ASYCUDA“-ს (შემდგომში – ,,ASY­CU­DA“) მეშვეობით; ბ) სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით წინას­წარ გათვალისწინებული, ამ ინსტრუქციით მო­ცემული წესით დამტკიცებული რისკის პროფილების საფუძველზე და რისკების ინდიკატორებით გათვალისწი­ნებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამარ­ტივებული საბაჟო კონტროლის განხორციელების წესს საქართველოს საწარმოს ან ორგანიზაციის მიერ შემოტანილი საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო რეჟი­მის გამოყენებისას.     მუხლი 2🔗 ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) რისკი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის პოტენციური დარღვევის ალბათობა; ბ) რისკის პროფილი – რისკების კრიტერიუმების ერთობლიობა, რომლის შინაარსი ისაზღვრება მოპოვე­ბული ინფორმაციის ანალიზისა და განსაზღვრული კა­ტე­გორიის მიხედვით კლასიფიცირების საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული და შერჩევის დადგენილი კრიტერიუმების ფარგლებში; გ) რისკის ინდიკატორი – განსაზღვრული კრიტერიუმების ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგე­ნენ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ობიექტის განსაზღვრისა და შერჩევის პრაქტიკულ ინსტრუმენტს; დ) რისკის კრიტერიუმი – წინასწარ გარკვეული ნიშნით განსაზღვრული მონაცემი, რომლის თანხვედრა დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემებთან იძლევა საბაჟო კონტროლის გამოსაყენებელი ღონის­ძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და რომელიც გამოიყენება რისკის აღმოსაფხვრელად; ე) დერეფანი – (მწვანე, ყვითელი, წითელი და ლურჯი) საბაჟო კონტროლის ღონისძიება, რომელიც საბაჟო მოხელემ უნდა განახორციელოს დეკლარირებუ­ლი საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის კრიტერიუმ­თან თანხვედრის ან არათანხვედრის შემთხვევაში; ვ) შეტყობინება – საბაჟო მოხელისათვის დამატე­ბით ელექტრონული სახით მიწოდებადი მითითება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიება უნდა განხორ­ციელდეს რისკის პროფილის საფუძველზე დეკლარაციის შესაბამის დერეფანში განთავსების შემთხვევაში. თავი II რისკების მართვის სისტემა     მუხლი 3🔗 1. რისკის პროფილების შექმნა ხორციელდება სა­ქარ­თვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფ­რო­სი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცე­ბულ კომისიასთან შეთანხმებით. აღნიშნული აქტები, რომლებითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფისა და კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი, წარმოად­გენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავ­ლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსა­ხური) საიდუმლო ინფორმაციას და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლით დადგენილი წესით. 2. რისკის პროფილები იქმნება ,,ASYCUDA“-ს მონა­ცემთა დამუშავების, საბაჟო კანონმდებლობის დარ­ღვევების შესახებ არსებული მასალების, საერთა­შორისო კონვენციების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, რისკების მართვის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე. რისკის პროფილები იქმნება გარკვეული ვადით ან უვადოდ და წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. არსებული რისკის პროფილების შეცვლა ან გაუქმება გარკვეული პერიოდულობით ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ხელთ არსებული ინფორმა­ციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე. 3. რისკის პროფილები მტკიცდება სამსახურის უფრო­სის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლებრივი აქტით. 4. ამ მუხლის შესაბამისად დამტკიცებული რისკის პროფილი ,,ASYCUDA“-ში ინტეგრირების მიზნით გადაეცემა შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.     მუხლი 4🔗 1. ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის კრიტერიუმებთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერე­ფანი, რაც გულისხმობს საბაჟო კონტროლის განსა­ხორციელებელ შემდეგ ღონისძიებებს: ა) მწვანე დერეფანი – საქონლის მიმართ იმპორ­ტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორ­ციე­ლებისას საქონლის გაშვებას დეკლარაციის და თანდარ­თული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე; ბ) ყვითელი დერეფანი – საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციე­ლებისას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენ­ტების კამერალურ შემოწმებას; გ) წითელი დერეფანი – საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორ­ციელებისას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენ­ტების კამერალურ შემოწმებას, აგრეთვე დეკლარი­რებული საქონლის დათვალიერებას; დ) ლურჯი დერეფანი – საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორ­ციელებისას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენ­ტების კამერალური შემოწმების შედეგად საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარო­ბისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმებას. 2. დერეფნის განსაზღვრასთან ერთად, ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით ელექტრონული სახით ხდება შეტყობინების მიწოდება (საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორ­ციელების ადგილზე დათვალირე­ბისათვის განკუთვნილი დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევის გარდა), რომელ­შიც მიეთითება საბაჟო კონტროლის დამატებით გამო­საყენებელი ღონისძიების შესახებ. 3. განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის დეკ­ლა­რაციებით (გარდა იმ დეკლარირებული საქონლისა, რომლის დეკლარაციისთვის რისკის პროფილის საფუძ­ველზე უკვე განისაზღვრა დერეფანი) დეკლარირებული საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას წითელი დერეფნის მსგავსად საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე. დათვალირებისათვის განკუთვნილი დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევა ხორციელდება ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პრო­ცენტული მაჩვენებელი კონფიდენციალურია და მტკიცდება ინსტრუქციის მე-3 მუხლით დადგენილი წესით. 5. დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფ­ნის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო დამუშავების ოპერა­ციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მოხელე ელექტრონულად იღებს შეტყობინებას. 6. ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის მიუხე­დავად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ, სათანადო წერილობითი დასაბუთების საფუძ­ველზე და ზემდგომ თანამდებობის პირთან შეთანხმებით, შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება. 7. დეკლარირებული საქონლის მიმართ დერეფნის შესაბამისად გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგები სავალდებულოა, რომ აისახოს ელექტრონულად ,,ASYCUDA“-ში საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ. ,,ASYCUDA“-ში საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგების ასახვის წესი მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თავი III გამარტივებული საბაჟო კონტროლი     მუხლი 5🔗 ამ თავით გათვალისწინებული რისკის ინდიკატო­რებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამარტივებული საბაჟო კონტროლის განხორციელების უფლება პირს არ უკრძალავს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საქონლის შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტო­რიაზე და იმპორტის საბაჟო რეჟიმის განსაზღვრის დასრულება.     მუხლი 6🔗 ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე (შემდგომში – თანამშრომლობის მონაწილე) – ამ თავით დადგენილი რისკების ინდიკატორებით გათვალის­წინებული პირობების დამაკმაყოფილებელი საქართვე­ლოს საწარმო ან ორგანიზაცია; ბ) კანდიდატი – საქართველოს საწარმო, რომელიც ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს ამ თავით დადგენილი რისკების ინდიკატორებით გათვალისწი­ნებული პირობების დაკმაყოფილების თაობაზე; გ) საქონელი – თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით ამ ინსტრუქციის შესაბა­მისად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტა­ნილი, საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოსაქ­ცევად განკუთვნილი საქონელი, გარდა ქვემოთ მითითე­ბული საქონლისა: გ.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები (იმ შემთხვე­ვის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღებია ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო); გ.ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირ­თვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები, რადი­აქტიუ­რი ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირ­თვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადე­ბულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღებია ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწი­ნებული სამინისტრო); გ.გ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები; გ.დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემ­თხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღებია ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული სამინის­ტრო); გ.ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები; გ.ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგა­დამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი; გ.ზ) თანამშრომლობის მონაწილე პირთა მიერ ან მათი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალე­ბით ერთდროულად გადაადგილებული საქონლის თავი­სუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი ან/და სხვა საქო­ნელი, რომლის მიმართ თანამშრომლობის მონა­წილე პირის მიერ გამოყენებულ იქნება სხვა საბაჟო დამუ­შავების ოპერაცია; გ.თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით ერთდროუ­ლად გადაადგილებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი, რომლის მიმღებს თანამშრომლობის მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი თანამ­შრომ­ლობის მონაწილეა); გ.ი) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (გარდა 871110000 კოდით კლასი­ფიცირებული საქონლისა) და 8716 სასაქონლო პოზი­ციებში აღწერილი და კლასიფიცირებული საქონელი; გ.კ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2402 10; 2402 20 სასაქონლო სუბპოზიციების საქონელი; სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები; თამბაქო ,,ჰომოგენიზირებული“ ან ,,აღდგენილი“, თამბაქოს ექსტრატები და ესენციები 2403 (გარდა 2403 10 900 00, 2403 99 900 00); გ.ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2709 00 900 00; 2713 20 000 00; 2713 90 900 00; 3403 19 100 00; 3403 19 910 00; 3403 19 990 00; 3403 99 100; 3403 99 900; 2710 11 110 00-2710 99 000 00; 2711 11 000 00-2711 19 000 00; 2901 10 100 00-2901 29 800 00; 3911 10 000 00-3911 90 990 00; 2707 10 100 00-2707 60 600 00 (გარდა ნაფტალინისა – 2707 40 000 00); 2902 11 100 000-2902 43 000 00; 2905 11 000 00-2905 16 800 00; 3811 11 100 00-3811 90 000 00; 3814 00 100 00, 3814 00 900 00; 2712 20 000 00, 2712 20 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული საქონელი. დ) თანამშრომლობის მონაწილის საწყობი – თანამშრომლობის მონაწილის მფლობელობაში არსებუ­ლი საწყობი ან სხვა შემოფარგლული ტერიტორია, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის დაცულობას და შენახვას.     მუხლი 7🔗 გამარტივებული საბაჟო კონტროლის განხორ­ციელე­ბისთვის ამ ინსტრუქციით ისაზღვრება რისკის ინდიკატორები შემდეგი ნიშნებით: ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განმახორ­ციელებელი სუბიექტის მიხედვით; ბ) საბაჟო ორგანოში დაფიქსირებული საგარეო-ეკონო­მიკური საქმიანობის ამსახველი რისკის ინდიკატო­რების მიხედვით.     მუხლი 8🔗 ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში მოცემული ნიშნით ისაზღვრება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი შემდეგი სუბიექტები: ა) დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია; ბ) საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის საელჩო; გ) საკონსულო დაწესებულება; დ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინის­ტრო; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენ­ლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა/მერია) ორგანოები; ვ) საქართველოს საწარმო, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლით განსაზღვრული რისკების ინდიკატორებით გათვალისწინებულ პირობებს და რომლის მიმართ გამოცემულია სამსახურის უფროსის ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.     მუხლი 9🔗 ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტში მოცემული ნიშნით ისაზღვრება საბაჟო ორგანოში დაფიქსირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი რისკის შემდეგი ინდიკატორები: ა) ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლით გათვალისწინე­ბული განცხადების წარდგენის თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის (დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდა­რული თვისაგან) განმავლობაში: ა.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუ­ფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 10,0 მლნ ლარისა; ა.ბ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდე­ნობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 1,8 მლნ ლარისა, ან საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით წარდგენილი დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100 ცალისა; ბ) საბაჟო და საგადასახადო დავალიანების არქონა; გ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 240-ე – 242-ე, 248-ე მუხლებით გათვალისწინებული საბაჟო სამარ­თალ­დარღვევებისათვის ან/და საქართველოს სა­გადასა­ხადო კოდექსის 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 132-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახა­დო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებ­ლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვე­ტილების არარსებობა (როცა გასულია ერთ კალენ­დარული წელი აღნიშნული სამართალდარღვევებისათ­ვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვე­ტი­ლებების ძალაში შესვლიდან); აგრეთვე კანდიდატის ან/და იმ პირის, რომელიც კანდიდატის ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენ­ლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, აღ­კვე­­თის ღონისძიების, გამამტყუნებელი გადაწყვეტი­ლების, ნასამართლობის არარსებობა, იმ დანაშაულის­თვის, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის­სამარ­თლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე და 218-ე მუხლე­ბით; იურიდიული პირის – კანდიდატის მიმართ სის­ხლის­სამართლებრივი დევნის დაწყების, სისხლისსამარ­თლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების არარსებობა იმ დანაშაულისთვის, რომლისთვისაც გათვალისწინებულია იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია; ე) ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლით განსაზღვრული განცხადების წარდგენის თვის პირველ რიცხვამდე წინა ორი წლის (დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 24 კალენდარული თვისაგან) პერიოდში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის გამოც­დილება.     მუხლი 10🔗 1. კანდიდატს უფლება აქვს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად შემოსავლების სამსახურს წერილობით წარუდგინოს განცხადება, რომელშიც აისახება ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლით დადგენილი რისკის ინდიკატორების დაცვის დამადასტურებელი ინფორმაცია. თუ კანდიდატს სურვილი აქვს, საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში (საწყობებში), დამატებით წარმოადგენს ინფორმაციას ასეთი საწყობის (საწყობების) სახეობის, მისამართისა და კუთვნილების თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებუ­ლი განცხადების საფუძველზე კანდიდატის თანამშრომ­ლობის მონაწილეთა სიაში რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ ინდივი­დუ­ალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადაა განცხადების რეგისტრაციიდან 1 კალენდარული თვე. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია 1 კალენდა­რულ თვეზე მეტი ვადა, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი, განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 15 დღისა, იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. 4. კანდიდატის თანამშრომლობის მონაწილეთა სიაში რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმი­ნის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას: ა) მონაწილეს მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუ­შავების სისტემის გამოყენებით დეკლარაციის შევსების, წარდგენის მიზნით ენიჭება დეკლარანტის სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) იმ შემთხვევაში, როცა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად წარდგენილი იყო საწყობის ან საწყობების შესახებ ინფორმაცია, თითოეულ საწყობს ცალკეული მისამარ­თის მიხედვით ენიჭება არასაბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი დანიშნულების ადგილის კლასიფიკა­ტორის მიხედვით, რომელიც მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლებ­რივი აქტით და ცხადდება საჯაროდ საქართვე­ლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად. 5. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ ინდივი­დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დღიდან, ერთი კალენდარული წლის შემდეგ საწარმოს შეუძლია განმეორებით მიმართოს შემოსავ­ლების სამსახურს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით. 6. შემოსავლების სამსახური კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ახორციელებს თანამშრომ­ლობის მონაწილეთა მიერ ამ მუხლის პირველი პუნ­ქტით განსაზღვრული რისკის ინდიკატორებით გათვა­ლის­წინებული პირობების დაკმაყოფილების მდგომა­რეობის შემოწმებას, რომლის დაწყების თარიღი განისაზ­ღვრება სამსახურის უფროსის დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. მონაწილის მიერ ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლით განსაზღვრული რისკის ინდიკატორების დაუკმაყოფილებ­ლობის შემთხვევაში ხორციელდება თანამშრომლობის მონაწილეთა სიიდან ამოღება დასაბუთებული ინდივი­დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. 8. საქართველოს საბაჟო კოდექსის 240-ე – 242-ე, 248-ე მუხლებით გათვალისწინებული საბაჟო სამარ­თალ­დარღვევებისათვის ან/და საქართველოს საგადასახა­დო კოდექსის 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 132-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საგადასა­ხადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებ­ლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწ­ყვეტილება, აგრეთვე საბაჟო-სავაჭრო თანამშრომ­ლობის მონაწილის ან/და იმ პირის, რომელიც საბაჟო-სავაჭრო თანამშრომ­ლობის მონაწილის ორგანიზაციაში ახორციელებს ხელ­მძღვანელობით, წარმომადგენ­ლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, მიმართ სისხლის­სამარ­თლებრივი დევნის დაწყების ფაქტი იმ დანაშაუ­ლისთვის, რომლისთვისაც გათვალის­წინებულია იური­დიუ­ლი პირის სისხლისსამართლებ­რივი პასუხის­მგებლობა, აგრეთვე საქართველოს სის­ხლის სამართლის კოდექსის 214-ე და 218-ე მუხლებით, ან/და ამ ინ­სტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენ­ტების დად­გენილ ვადაში დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარუდგენლობა წარმოადგენს თანამშრომ­ლობის მონაწილის თანამშრომლობის მონაწილეთა სიიდან დაუყოვნებლივ ამოღების საფუძველს. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის მონაწილეთა სიიდან ამოღების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლებ­რივი აქტის ძალაში შესვლის თარიღის შემდგომ დანიშნულების საბაჟო ორგანოში უკვე დეკლარი­რებული, თანამშრომლობის ყოფილი მონაწილის დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაად­გილ­დება ამ ინსტრუქციისგან განსხვავებული, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 11🔗 1. მონაწილეს უფლება აქვს საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქარ­თვე­ლოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე არა­უმეტეს 10 დღით ადრე ან/და საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წარადგინოს საბაჟო დეკლარაცია. 2. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუ­შავების ოპერაცია. 3. დეკლარაცია წარედგინება საქართველოს ფინან­სთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორ­მით. ამასთან, ამ მუხლით დადგენილი წესით დეკლარი­რებული საქონლის გაშვება განხორციელდება იმ შემ­თხვევაში, თუ ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავ­ნილი საქონელი სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედ­გინება ერთდროულად, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. თუ სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონლის ერთდროულად წარდგენა ვერ ხორციელდება 1 სთ და 30 წთ-ის განმავლობაში, სასაქონლო პარტიის ყოველი წარდგენილი ნაწილის გაშვება სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის გამოწერით (იხურება იქვე). ამასთან დეკლარაცია არ ამოიბეჭდება მთელი დეკლარირებული საქონლის ბოლო ნაწილის გაშვებამდე. 5. დეკლარაციის პირველ გრაფაში ოპერაციის (იმ­­პორ­­ტის) ციფრული კოდი ,,40“-ის ნაცვლად მიე­თითება – ,,44“. 6. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება საქართვე­ლოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქონლის თავი­სუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები (შესაძლებელია მონაწილის მიერვე დამოწმებული ასლების წარდგენაც), საბაჟო გადასახდე­ლების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით. 7. დეკლარაციის მიღების შემდეგ საბაჟო დამუშა­ვების განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს უფლება­მოსილი მოხელე ახორციელებს დეკლარაციის შემოწ­მებას, წარმოდგენილ დოკუმენტებთან მისი შესაბამი­სობისა და საბაჟო გადასახდელების გადახდის დადასტუ­რების მიზნით, რის შემდეგაც დეკლარაციას ენიჭება C (სტატისტიკური) ნომერი მონაცემთა ბაზის ელექ­ტრო­ნული დამუშავების სისტემის გამოყენებით. 8. დეკლარაციის შემოწმების ვადა არ უნდა აღემა­ტებოდეს 2 საათს. 9. სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგე­ნის დროს საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის (ASYCUDA) ბაზაში რეგისტრირებული დეკ­ლა­რა­ციის გამოძახებისას, სისტემაში ინტეგრირებული რისკების მართვის სისტემის მეშვეობით რისკის კრიტე­რიუმებთან თანხვედრისა და საბაჟო კონტროლისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე დეკლარაციისათვის განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მწვანე, ლურჯი ან წითელი დერეფანი. ამასთან, მწვანე დერეფანი ნიშნავს იმ შემთხვევას, როცა დეკლარაცია არ გადაიყვანება წითელ ან ლურჯ დერეფანში. რისკის პროფილები და შემთხვევითი საბაჟო კონტროლის ღონისძიების პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, მტკიცდება ამ ინ­სტრუქციის მე-3 მუხლით დადგენილი წესით. 10. მწვანე დერეფნის შემთხვევაში (დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის (ASYCUDA) მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს A და K ნომრები) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები: ა) დეკლარაციისა და ზოგადი დეკლარირების მიზნით წარდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტაციის მიხედვით დეკლარირებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საქონლის მფლობელისა და მესაკუთრის იდენტიფიცირება; ბ) სატრანსპორტო საშუალების გარეგანი დათვა­ლიერება, სატრანსპორტო საშუალებებზე დადებული ლუქების – საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის შემოწმება, ზენორმატიული დატვირ­თვასთან დაკავშირებული (ამასთან, ზენორმატიულ დატვირთვის შედეგად სასაზღვრო-საბაჟო ორგანოში საქონლის იმავე ან სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადანაწილება არ იწვევს ამ ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების განხორციელების შეჩერებას), აგრეთვე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი სასაზღვრო სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები; გ) დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარა­ციის C გრაფაში – საბაჟო ორგანოს დამღის: ,,გაშვება ნებადართულია“ დასმა, რის შემდეგაც საქონელი გაიშვება მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრან­სპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა; დ) საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლია­ნობის დარღვევის, დაულუქავი სატრანსპორტო საშუა­ლების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრან­სპორტო საშუალების დალუქვა) შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოსთან უახლოეს დანიშნულების ადგი­ლამ­დე საქონლის საბაჟო კონტროლს ქვეშ გადაად­გილება. 11. ლურჯი დერეფნის შემთხვევაში, ხორციელ­დება ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული პროცე­დურები და იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი გაშვების შემდგომ პერიოდში ექვემდებარება დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმებას. 12. წითელი დერეფნის შემთხვევაში (დეკლარაციას არა აქვს მინიჭებული A და K ნომრები): ა) დეკლარაცია არ ამოიბეჭდება; ბ) დადგენილი წესით (,,საქონლის ან/და სატრან­სპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ გამოწე­რით) ხორციელდება მონაწილის საწყობის ამ მის მიერ შერჩეული, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოესი, საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის საბაჟო კონტროლს ქვეშ გადაადგილება; გ) ხორციელდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული პროცედუ­რები ჩვეულებრივი (საერთო) წესით, მაგრამ გარანტიით უზრუნველყოფის გარეშე.     მუხლი 12🔗 1. როდესაც საქონელზე არ არის დეკლარაცია წარდგენილი, მონაწილის მიერ შემოტანილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენისას დადგენილი წესით ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება და აგრეთვე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი სასაზღვრო სახელმწიფო კონ­ტრო­ლის ღონისძიებები. 2. გამოიწერება ,,საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“ (გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისა), რომლითაც ხორციელდება საქონლის მონაწილის საწყობის ამ მის მიერ შერჩეული, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოესი, საბაჟო საწყობის დანიშნუ­ლებით საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაად­გილება. 3. საქონელი გადაადგილდება გარანტიით უზრუნველ­ყოფის გარეშე. 4. მონაწილის საწყობის (ან საბაჟო საწყობის) დანიშ­ნულებით საბაჟო კონტროლის ქვეშ ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის გაადგილებისას აღრიც­ხვის მოწმობის მე-4 გრაფაში მიეთითება ციფრი – ,,44“. TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ივსება შესაბამისი გრაფა. 5. საწყობში საქონლის წარდგენის დადასტურება და ინფორმაციიის საბაჟო დამუშავების განმახორციე­ლებელი საბაჟო ორგანოსათვის გადაცემა ხორციელ­დება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-13 მუხლის შესაბამისად. 6. საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები არ იხსნება და საქონელი არ ჩამოიტვირთება. 7. თანამშრომლობის მონაწილის მიერ საბაჟო დამუშავე­ბის ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარედგინება დეკლარაცია კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. 8. დეკლარაციის მიღების შემდეგ საბაჟო დამუშავე­ბის ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე ახორციელებს დეკლარაციის შემოწმებას, წარმოდგენილ დოკუმენტებთან მისი შესა­ბამისობისა და საბაჟო გადასახდელების გადახდის დადასტურების მიზნით, რის შემდეგაც დეკლარაციას ენიჭება C (სტატისტიკური) ნომერი მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით. 9. დეკლარაციის შემოწმების ვადა არ უნდა აღემა­ტებოდეს 2 საათს. 10. სისტემაში ინტეგრირებული რისკების მართვის სისტემის მეშვეობით რისკის კრიტერიუმებთან თანხვედ­რისა და საბაჟო კონტროლისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე დეკლარაციისათვის განისაზ­ღვრება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნ­ქტით გათვალისწინებული მწვანე, ლურჯი ან წითელი დერეფანი, რომელიც განსაზღვრავს საქონლის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ფორმას (პროცე­დურებს). 11. დეკლარაციისთვის განსაზღვრული დერეფნის მიხედვით საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციე­ლებელ საბაჟო ორგანოში ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები: ა) მწვანე დერეფნის შემთხვევაში (დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის (ASYCUDA) მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს A და K ნომრები) ამოიბეჭდება დეკლარაცია, C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა – ,,გაშვება ნებადართულია“, ხოლო საქონელი დათვალიერების გარეშე გაიშვება თანამშრომ­ლობის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრან­სპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა; ბ) ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული პროცედურები და იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი გაშვების შემდგომ პერიოდში ექვემდებარება დოკუმენ­ტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიც­ხვის სისწორის შემოწმებას; გ) წითელი დერეფნის შემთხვევაში ტარდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორ­ციელებასთან დაკავშირებული პროცედურები მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.     მუხლი 13🔗 1. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ხორციელდება სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან, TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონ­ლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ მიეთითება: ა) TIR წიგნაკით საქართველოს საბაჟო ტერიტო­რიაზე გადაადგილების საბაჟო კონტროლისთვის გათვა­ლის­წინებული პირველი (თეთრი) და მეორე (მწვანე) მოსახევი ფურცლების მე-18 გრაფაში – სასაზღვრო საბაჟო ორგანო; მე-19 გრაფაში – ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში, კვადრატში აღინიშნება სიმბოლო X; მე-20 გრაფაში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალე­ბის წარდგენიდან საქონლის მონაწილის საწყობში გამოცხადების ვადა (თუ საქონლის გაშვება ხდება სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან, მიეთითება გაშვების ფაქტობ­რივი ვადა); 21-ე გრაფის პირველ ნაწილში – ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი საბაჟო ორგა­ნოები­სა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგი­ლების კლასიფიკატორის მიხედვით; 21-გრაფის მეორე ნაწილში – საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა ,,ASYCUDA“-ს მიერ მინიჭებული „D“ ნომე­რი; 22-ე გრაფაში მიეთითება ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი (); 23-ე გრაფაში ამ სასაზღვრო საბა­ჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი (კონტროლზე აყვანის თარიღი), საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი; ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგი­ლების საბაჟო კონტროლისთვის გათვალისწინებული TIR წიგნაკის პირველი (თეთრი) ყუის პირველ გრაფაში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლა­სიფიკატორის მიხედვით; მე-2 გრაფაში – სატრან­სპორტო საშუალებების და საქონლის შესახებ ინფორმაციის პროგრამა ,,ASYCUDA“-ს მონაცემთა ბაზის მიერ მინიჭებული ,,D“ ნომერი; მე-3 გრაფაში მიეთ­ით­ება სიმბოლო — (ტირე); მე-4 გრაფაში აღი­ნიშნება სიმბოლო X ადრე დადებული საბაჟო იდენ­ტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში; მე-5 გრაფაში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი; მე-6 გრაფაში – ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალე­ბების წარდგენის თარიღი (კონტროლზე აყვანის თარი­ღი), საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელ­მოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი; გ) საქონლის გაშვებისას TIR წიგნაკის მეორე (მწვანე) ფურცლის 24-ე გრაფაში – საბაჟო ორგანოს კოდი (სადაც დასრულდება TIR-წიგნაკით გადაზიდვა); 25-ე გრაფაში აღინიშნება სიმბოლო X ადრე დადებუ­ლი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში; 26-ე გრაფაში მიეთითება სატვირთო ადგილების რაოდენობა, რომლის მიმართაც დასტურდება TIR გადაზიდვის დასრულება; 27-ე გრაფა­ში – საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა ,,ASYCUDA“-ს მიერ მინიჭებული ,,R“ ნომერი; 28-ე გრაფაში, დაესმება პირადნომრიანი ბეჭედი, აისახება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა და თარიღი; დ) საქონლის გაშვებისას TIR წიგნაკის მეორე (მწვა­ნე) ყუის პირველ გრაფაში სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი (საბაჟო ორგანოს კოდი (სადაც დას­რულ­დება TIR-წიგნაკის მოქმედება)) საბაჟო ორგანოე­ბისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორის მიხედვით; მე-2 გრაფაში აღინიშნება სიმბოლო X ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვე­ვაში; მე-3 გრაფაში მიეთითება სატვირთო ადგილების რაოდენობა, რომლის მიმართაც დასტურდება TIR გადა­­ზიდვის დასრულება; მე-4 გრაფაში აღინიშნება სიმბოლ­ო  – (ტირე) ადრე დადებული საბაჟო იდენტი­ფი­­კაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში; მე-5 გრაფაში – სატრანსპორტო საშუა­ლებების და საქონლის შესახებ ინფორმაციის პროგრამა ,,ASYCUDA“-ს მონაცემთა ბაზის მიერ მინიჭებული ,,R“ ნომერი. მე-6 გრაფაში – ამ სასაზ­ღვრო საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრან­სპორ­ტო საშუალე­ბების წარდგენის თარიღი (კონ­ტროლ­ზე აყვანის თარი­ღი), საბაჟო ორგანოს პასუხის­მგებელი მოხელის ხელ­მოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი. 2. TIR წიგნაკის მოსახევი ფურცლები ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი მოსახევი ფურცელი (თეთრი) დაიტოვება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხ­სნის შემდგომ 7 დღის ვადაში ეგზავნება ზემდგომ საბა­ჟო ორგანოს; ბ) მეორე მოსახევი ფურცელი (მწვანე) საქონლის გაშვების შემდგომ დაიტოვება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში ეგზავნება ზემდგომ საბაჟო ორგანოს.