⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.03.2009)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესტიის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.10.2006
ძალის დაკარგვა 26.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №863
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.009467
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 16/10/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,126 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.10.2006 მიღება
26.03.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესტიის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:27.0pt 42.5pt 44.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.467 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №863 2006 წლის 11 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესტიის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების წესდების დამტკიცების შესახებ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესტიის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების თანდართული წესდება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესტიის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მესტიის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) ახორციელებს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშთა სააღმზრდელო საქმიანობას. 2. დაწესებულება წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 3. დაწესებულება დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,განათლების შესახებ“, ,,ზოგადი განათლების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით. 4. დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. დაწესებულების მისამართია: მესტიის რ-ნი, თამარ მეფის ქ. №4.     მუხლი 2🔗. დაწესებულების მიზნები და ამოცანები 1. დაწესებულების ძირითადი მიზანია: ა) ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითრებას; ბ) აღსაზრდელთა სოციალური დაცვის, ფსიქოსამედიცინო, პედაგოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; გ) სააღმზრდელო პროგრამების ათვისება, აღსაზრდელთა სწავლება და პიროვნების აღზრდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით; დ) აღსაზრდელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა; ე) აღსაზრდელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა; ვ) აღსაზრდელთა ნიჭის, უნარისა და პოტენციალის გამოვლენისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა. 2. დაწესებულების საქმიანობა აგებულია დემოკრატიულ და პიროვნების თავისუფალი განვითარების, ბავშვის უფლებებსა და მისი საუკეთესო ინტერესის დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით.     მუხლი 3🔗. აღსაზრდელთა პროცესის ორგანიზება 1. დაწესებულებაში აღზრდის პროცესის ორგანიზება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად. 2. დაწესებულებაში ინახება ბავშვის პირადი საქმე, რომელიც მოიცავს: ა) ბავშვის სახელს და გვარს, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაციას, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს; ბ) დაწესებულებაში ბავშვის მიღების შესახებ დოკუმენტაციას, მათ შორის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნას ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვის დაწესებულებაში განთავსების შესახებ; გ) სამედიცინო ჩანაწერს ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ; დ) ინფორმაციას აღსაზრდელის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ბავშვის ფსიქოემოციურ დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე (მაგ., გაქცევის მცდელობა, ფიზიკური დაზიანებები და ა.შ) თარიღებისა და საქმესთან დაკავშირებული პირებისა და გარემოებების გათვალისწინებით; ე) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგინა ბავშვის მეურვემ ან მზრუნველმა თუ მშობელმა.     მუხლი 4🔗. აღსაზრდელთა განთავსების წესი 1. დაწესებულებაში განთავსდება 5-დან 18 წლამდე ასაკის შემდეგი აღსაზრდელი: ა) ობოლი; ბ) რომლის მშობლები სასამართლოს მიერ აღიარებულნი არიან ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად; გ) რომლის მშობლები სასამართლოს მიერ აღიარებულნი არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; დ) რომლის მშობლები იმყოფებიან წინასწარი პატიმრობის ადგილებში ან სასამართლოს განაჩენით – სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ე) რომლის მშობლები თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობის მიღებას, რის გამოც ჩამოერთვათ მშობლის უფლება ან ჩამოერთვათ ბავშვი მშობლის უფლების შეზღუდვის გარეშე; ვ) რომლის მშობლები ვერ ახორციელებენ სრულყოფილად ბავშვის აღზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო და ჩამოერთვათ ბავშვი მშობლის უფლების ჩამორთმევის გარეშე სასამართლოს მიერ ან საკუთარი ინიციატივით მიმართვის შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ; ზ) რომლის მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია, მაგრამ მშობლები არ არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილნი სასამართლოს მიერ. 2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი დასკვნის გარეშე ბავშვის დაწესებულებაში განთავსება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბავშვი ნაპოვნია და ესაჭიროება დროებითი თავშესაფარი. 3. ნაპოვნი, აგრეთვე ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწესებულებას არ მოეპოვება ინფორმაცია, განთავსდება სხვა აღსაზრდელებისაგან განცალკევებით. ბავშვის ჯანმრთელობისა და ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება დაწესებულებაში, სხვა აღსაზრდელებთან ერთად. 4. აღსაზრდელის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ან მისი გარდაცვალებისას, დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მის მშობელს ან შესაბამის რესურსცენტრს.     მუხლი 5🔗. აღსაზრდელის უფლებები 1. დაწესებულების აღსაზრდელს უფლება აქვს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს განათლება; ბ) ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ; გ) თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს აღმზრდელის, დირექტორის, დაწესებულების სხვა თანამშრომლის ან დაწესებულების უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა; ე) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან; ვ) განავითაროს თავისი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები. 2. აღსაზრდელი ვალდებულია შეასრულოს დაწესებულების შინაგანაწესი, გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, პატივი სცეს სხვა აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს.     მუხლი 6🔗. დაწესებულების ექიმი და ფსიქოლოგი 1. აღსაზრდელთა პირველად სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად დაწესებულებაში აუცილებლად უნდა იყოს პირი (პირები), რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საექიმო საქმიანობას. 2. ექიმი (ექიმები) დაწესებულებაში უზრუნველყოფს: ა) აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ფიზიკურ და ნევროფსიქიკურ განვითარებაზე დაკვირვებასა და სამედიცინო კონტროლს; ბ) სანიტარიულ-ჰიგიენურ და ეპიდემიის საწინააღმდეგო რეჟიმზე სამედიცინო კონტროლს; გ) კონტროლის განხორციელებას კვების ხარისხზე და რაციონალური რეჟიმის დაცვაზე. 3. დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესის ფსიქოლოგიურ უზრუნველყოფას, საკონსულტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს ფსიქოლოგი.     მუხლი 7🔗. დაწესებულების მართვა დაწესებულების მართვას ახორციელებს: ა) დირექცია; ბ) სამეთვალყურეო საბჭო.     მუხლი 8🔗. დირექცია 1. დაწესებულების დირექცია შედგება დირექტორის, დირექტორის მოადგილის/მოადგილეების და ბუღალტრისაგან; 2. დაწესებულებას მართავს დირექტორი, რომელიც ინიშნება 4 წლის ვადით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ ამ წესდებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. დირექტორად პირი შეიძლება დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 3. დირექტორის დანიშვნა ხორციელდება სამინისტროს მიერ ჩატარებული შესარჩევი კონკურსისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი კანდიდატების სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმების საფუძველზე. 4. დირექტორის კანდიდატების ნუსხა, რომლებიც დააკმაყოფილებენ დადგენილ აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, წარედგინება დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს მათი სასურველი კანდიდატის შერჩევისათვის. 5. სამეთვალყურეო საბჭო შერჩეულ სასურველ კანდიდატს წარუდგენს მინისტრს, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს დირექტორს. 6. დირექტორს ათავისუფლებს მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს ნიშნავს დაწესებულების დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში – დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 8. დაწესებულების დირექცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს საქმისწარმოებას, ზედამხედველობს წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებათა შესრულებას.     მუხლი 9🔗. დირექტორის უფლება-მოვალეობები 1. დაწესებულების დირექტორი: ა) წარმართავს დაწესებულების საერთო საქმიანობას, ახდენს ადმინისტრაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის კოორდინაციას; ბ) ზედამხედველობას ახორციელებს დაწესებულების აღმზრდელობით და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე, პასუხისმგებელია ამ პროცესების ორგანიზაციაზე; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს დაწესებულების სახელით; დ) უზრუნველყოფს აღმზრდელებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს დაწესებულების ტექნიკურ თანამშრომლებთან; ე) უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება აღმზრდელებთან, სხვა თანამშრომლებთან, ხელშეკრულების პირობის დარღვევის, სამსახურისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისათვის; ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს აღმზრდელთა, აღსაზრდელთა და დაწესებულების სხვა თანამშრომელთა საჩივრებს; ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს; თ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუჯეტს; ი) უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით და წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. 2. დირექტორი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები; დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს; ბ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო და დაწესებულების ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები; გ) უზრუნველყოს სააღმზრდელო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი; დ) მიაწოდოს ინფორმაცია სამეთვალყურეო საბჭოს სააღმზრდელო და საფინანსო საქმიანობის შესახებ. 3. დირექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისა და/ან მის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი საქმიანობის გამოვლენისას, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია განიხილოს დაწესებულების დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი და მიმართოს სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.     მუხლი 10🔗. სამეთვალყურეო საბჭო 1. დაწესებულებაში იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა შეიძლება იყოს არანაკლებ 4-ისა და არა უმეტეს 6-ისა. 3. სამეთვალყურეო საბჭო აირჩევა ოთხი წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) 1 წევრი – სამინისტროს მიერ დანიშნული სოციალური მუშაკი; ბ) 1 წევრი – აღმზრდელთა წარმომადგენელი; გ) სამინისტროს მიერ დანიშნული 2 სხვა წევრი; დ) სამინისტროს მიერ დანიშნული 2 წევრი, რომელიც წარმოადგენს მეწარმეთა ან საზოგადოების სხვა წარმომადგენელს. 5. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ უბრალო უმრავლესობით აირჩევა. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა მესამედს და დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით. 7. სამეთვალყურეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს დახურული კენჭისყრით. 8. აღმზრდელთა წარმომადგენლის არჩევა ხდება აღმზრდელთა საბჭოს მიერ ამ წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები სამეთვალყურეო საბჭო: ა) მოიზიდავს შემოსავლებს; ბ) აკონტროლებს დაწესებულების შემოსავლების რაციონალურად განკარგვას; გ) ამტკიცებს დირექტორის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს; დ) ამტკიცებს დაწესებულების სამოქმედო გეგმას; ე) ირჩევს დირექტორის კანდიდატურისაგან სასურველ კანდიდატურას და დასანიშნად წარუდგენს მინისტრს; ვ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს შინაგანაწესს; ზ) ამტკიცებს დაწესებულების საქმიანობასა და ფინანსურ ანგარიშს; თ) დაწესებულების თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს თანამშრომელთა კონკურსის წესს, ხოლო არსებული თანამშრომლების შეფასების მიზნით – თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმებსა და წესს.     მუხლი 12🔗. აღმზრდელთა საბჭო და აღმზრდელთა წარმომადგენლის არჩევა დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოში 1. აღმზრდელთა საბჭო წარმოადგენს დაწესებულების აღმზრდელთა გაერთიანებას, რომელიც შეიმუ-შავებს წინადადებებს დაწესებულების დირექციისა და სამეთვალყურეო საბჭოსადმი დაწესებულების მართვასთან და საქმიანობასთან დაკავშირებით. 2. აღმზრდელთა საბჭო თავისი შემადგენლობიდან, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით 2 წლის ვადით ირჩევს აღმზრდელთა საბჭოს თავმჯდომარეს და აღმზრდელთა წარმომადგენელს სამეთვალყურეო საბჭოში. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აღმზრდელთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.     მუხლი 13🔗. დაწესებულების ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად დაწესებულებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სათანადო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს ბალანსი და განსახილველად წარუდგინოს სამინისტროს. დაწესებულების წლიურ ბალანს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 14🔗. დაწესებულების დაფინანსება 1. დაწესებულების საფინანსო სახსრების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. დაწესებულების სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. დაწესებულების სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.     მუხლი 15🔗. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი 1. დაწესებულების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დაწესებულების მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები დაწესებულების ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციე-ლებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას. 4. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების დირექტორის არამართლ-ზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 16🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაწესებულების წესდებას ამტკიცებს მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 17🔗. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორცილებს სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.     მუხლი 18🔗. გარდამავალი დებულებანი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მესტიის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება წარმოადგენს მესტიის №3 საჯარო სკოლის უფლებამონაცვლეს.