⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2010)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2008
ძალაში შესვლა 01.01.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №211
სარეგისტრაციო კოდი 480040050.22.030.012534
გამოქვეყნების წყარო სსმ, 186, 30/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,156 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2008 მიღება
01.01.2009 ძალაში შესვლა
01.01.2010 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 საქ. საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევრობის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან
2 საქ. საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
3 საქ. საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში
4 საქ. საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში
5 საქ. საელჩო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქ. მუდმივი წარმომადგენლობა
6 საქ. საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში
7 საქ. მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან
8 საქ. საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
9 საქ. საელჩო დანიასა და ნორვეგიის სამეფოებში
10 საქ. საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიის რესპუბლიკაში
11 საქ. მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში
12 საქ. საელჩო ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში
13 საქ. მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან
14 საქ. საელჩო ესპანეთის სამეფოში
15 საქ. საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 52.15pt 35.45pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.050.22.030.012.534 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №211 2008 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის 21-ე მუხლისა და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული: ა) „ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლო­მატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინე­ბულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარ­ჯე­ბის ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ“ (დანართი №1); ბ) „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახუ­რეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები“ (დანარ­თი №2); გ) „ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი“ (დანართი №3). 2. გეგმურ სავალუტო კურსად განისაზღვროს 1 აშშ დოლარი – 1,68 ლარი და 1 ევრო – 2,35 ლარი. 3. საანგარიშგებო პერიოდში როტაციის წესით სამუ­შაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებისათვის გაანგარიშების საბაზი­სო თანხა განისაზღვროს 5 700 (ხუთი ათას შვიდასი) ლა­რის ოდენობით. 4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმო­მადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახუ­რეს და მის ოჯახის წევრებს როტაციისას ერთჯე­რა­დად აუნაზღაურდებათ: ა) მგზავრობის ღირებულება – „ეკონომ“ (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთებზე დადგენილი ტარიფების მიხედვით (ორი მიმართულებით); ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე 80 კგ-ის ოდენობით, საერთო ღირებულებით არა უმეტეს „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ისა, ხოლო ოჯახზე – არა უმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირე­ბულებით არა უმეტეს „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავ­რო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებუ­ლების 200 %-ისა. 5. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახუ­რეს, რომელიც როტაციის დროს მგზავრობს მისი ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ავტო­მანქანით, ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასლის) წარმოდგენის საფუძველზე, ერთჯერადი გასაცემლის სახით, ეძლევა მგზავრობის საკომპენსაციო თანხა ერთი „ეკონომ“ კლასის სამგზავ­რო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებუ­ლების 100%-ის ოდენობით. 6. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახუ­რეს როტაციისას უნაზღაურდება მისი და მისი ოჯახის წევრების პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც მოიცავს: ა) ბინის დაქირავებამდე ხარჯებს (სასტუმროს და სხვა ხარჯები); ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (სატრანსპორტო, მაკლერის და სხვა ხარჯები); გ) პირველად საყოფაცხოვრებო მოწყობასთან დაკავ­შირებულ ხარჯებს (საოჯახო ინვენტარი, მოწყობი­ლობა და სხვა). 7. ამ ბრძანების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯებისათვის მოსამსახურეებს ერთჯერადი დახმარების სახით მიეცემათ „მოსამსახუ­რეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზ­ღაუ­რების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუ­ტით ანაზღაურების სადღეღამისო ნორმების სამოცმაგი ოდენობის თანხა. 8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახუ­რეს და მის ოჯახის წევრებს ყოველწლიურად კუთვნილ შვებულებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდება: ა) მოსამსახურეს – გრძელვადიანი სამუშაო მივლი­ნების ყოველთვიური განაკვეთით – კუთვნილი ერთი თვის თანხა (დანართი №1); ბ) მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს – „ეკო­ნომ“-კლასის (ან შესაბამისი) სამგზავრო ბილეთების (ორივე მიმართულებით) ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოში მგზავრობის ღირებულებას „ეკონომ“ კლასის სამგზავრო ავიბილეთებზე (ორივე მიმართულებით) დადგენილი ტარიფების მიხედვით; გ) მოსამსახურის (გარდა მოსამსახურისა, რომელსაც სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუწყდება შვებულება) მიერ ყოველწლიური შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების შემთხვევაში მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ ერთხელ, ამავე ბრძანების მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; დ) მოსამსახურის არყოფნის პერიოდში, მის ნაცვლად დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ მოსამსახურის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურება გადაანგარიშებას არ ექვემდება­რება. 9. ნება დაერთოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახუ­რეზე ავანსის სახით გასცენ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხები არა უმეტეს სამი თვის ბინის ქირის ოდენობისა. საავანსო თანხის ხელ­მეო­რედ გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-11 პუნქტის შესაბამისად მოსამსახურის მიერ ავანსის დაბრუნების შემდეგ. 10. ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ავანსის გარდა სხვა ავანსის გაცემა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 11. ავანსად გაცემული საავანსო თანხის არა უმეტეს ექვსი თვის ვადაში დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ეკის­რება მოსამსახურეს, ხოლო კონტროლის განხორ­ციე­ლების ვალდებულება – დიპლომატიური წარმომად­გენ­ლობისა და საკონსულო დაწესებულების ხელმძღვა­ნელს. 12. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსა­ხურეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვე­თამ­დე უნაზღაურდება დაკავებული თანამდებობრივი სარგო სრული ოდენობით, ხოლო საქართველოს სა­ხელ­მწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდგომ უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის 5 (ხუ­თი) პროცენტი. 13. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართვე­ლოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დე­კემბრის №196 ბრძანება. 14. წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული ღონის­ძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგა­რეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგ­ნე­ბების ფარგლებში. 15. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი და პასუ­ხისმგებლობა დაევალოთ საზღვარგარეთ საქარ­თველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს. 16. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან. გ. ვაშაძე დანართი №1 ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ     მუხლი 1🔗 დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფი­ციენტების გამოანგარიშებისათვის გამოიყენება შემდეგი ძირითადი ელემენტები: ა) კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები; ბ) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო; გ) ფეხსაცმელი და ტანსაცმელი; დ) ბინის დაქირავების, ექსპლუატაციის, კომუნალუ­რი და სხვა ხარჯები; ე) ბინის ინვენტარი; ვ) სამედიცინო დაზღვევა; ზ) განათლების ხარჯები; თ) სატრანსპორტო ხარჯები; ი) კულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხარჯები; კ) გაუთვალისწინებელი ხარჯები.     მუხლი 2🔗 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარ­მომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების შემად­გენე­ლი ძირითადი ელემენტებია: ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბაზისო თანხა; ბ) დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტები: ბ.ა) ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი (დგინდება გაეროს მიერ ყოველი წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ცირკულარის საფუძველზე); ბ.ბ) ბინის ქირის ხვედრითი წილი (დგინდება გაეროს მიერ ყოველი წლის ნოემბერში გამოქვეყნე­ბული ცირკულარის საფუძველზე).     მუხლი 3🔗 1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარი­შება ხორციელდება შემდეგი წესით: ა) გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველ­თვიური განაკვეთი (S) გაიანგარიშება ფორმულით: S = D + (– T + F) სადაც: D არის სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი; T – სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი; F – ბინის ქირის სუბსიდია.  ბ) სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი გაიანგარიშება ფორმულით: D = (H x A x K ) x (100+C x Q)% სადაც: H არის საბაზისო თანხა; A – თანამდებობრივი მაჩვენებელი პროცენტებში; K – ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კორექტირებული კოეფიციენტი; C – ოჯახის წევრთა რაოდენობა; Q – ადგილსამყოფელ ქვეყანაში მყოფი (საქართვე­ლოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან) ოჯახის თითოეულ წევრზე პროცენტული დანამატი (Q=7). გ) სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი (T) გაიანგარიშება ფორმულით: T = D x E სადაც: D – სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი; E – ბინის ქირის ხვედრითი წილი პროცენტებში. დ) ბინის ქირის სუბსიდია (F) გაიანგარიშება: დ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ბინის ქირა (G) ნულის ტოლია, მაშინ ბინის ქირის სუბსიდიაც ტოლია ნულის: G = 0 = F დ.ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც G < T, მაშინ: F = T დ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც G > T, მაშინ: დ.გ.ა) დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვა­ნელებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 80%, ანუ  F = T + (G - T) x 80%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 200%-ის – (G - T) x 80% <= 2 x T; დ.გ.ბ) დიპლომატიური დაწესებულების დანარჩენ მოსამსახურეებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 50%, ანუ F = T + (G - T) x 50%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 100%-ის – (G - T) x 50% <= T. 2. გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშებისას გამოიყენება წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული გეგმური სავალუტო კურსი.     მუხლი 4🔗 1. საზღვარგარეთ საქართველოს ერთსა და იმავე დიპ­­ლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწე­სე­ბუ­ლებაში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინე­ბული მოსამსახურის ოჯახის ორი ან მეტი წევრის შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრებზე დანამატს მიიღებს მხოლოდ ის, რომელიც ამ ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული თანამდებობრივი მაჩვენებლებით უფრო მაღალ კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო ბინის დაქი­რავება უნდა განახორციელოს, მათ შორის, ერთ-ერთმა.­ 2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირის ბინის ქირის ოდენობის ან მისი ოჯახის წევრთა რაო­­დე­ნობის შეცვლის შემდეგ ხორციელდება გრძელ­ვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯის გადაანგა­რიშება დიპლომატიური დაწესებულებისათვის დამტკი­ცებული ასიგნებების ფარგლებში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემ­­­თხვევებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომა­ტიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებუ­ლებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირი ვალდებულია სამი დღის ვადაში წარმოადგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლო­მა­ტიური დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელ­მო­წერილი ცნობა მოსამსახურის ბინის ქირის ოდე­ნობისა ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შესახებ. დანართი №2 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები № თანამდებობის დასახელება მაჩვენებელი პროცენტებში 1 2 3 1 საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგნიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი 100 2 საქართველოს გენერალური კონსული 80 3 საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე 75 4 უფროსი მრჩეველი, კონსული 70 5 მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი 65 6 ვიცე-კონსული, პირველი მდივანი 60 7 მეორე მდივანი 55 8 მესამე მდივანი, ატაშე, რეფერენტი 50 9 კანცელარიის გამგე, სამეურნეო ნაწილის გამგე 45 10 მძღოლი 40 დანართი №3 ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი № საელჩოების დასახელება ადაპტირებული კორექტირებული K ბინა 1 საქ. საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევრობის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან 1.760 21 2 საქ. საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 1.181 24 3 საქ. საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 1.637 28 4 საქ. საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში 1.221 21 5 საქ. საელჩო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქ. მუდმივი წარმომადგენლობა 1.750 18 6 საქ. საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში 1.365 14 7 საქ. მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან 1.882 32 8 საქ. საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 1.793 28 9 საქ. საელჩო დანიასა და ნორვეგიის სამეფოებში 1.903 26 10 საქ. საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიის რესპუბლიკაში 1.982 30 11 საქ. მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში 1.982 30 12 საქ. საელჩო ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში 1.268 21 13 საქ. მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან 1.799 23 14 საქ. საელჩო ესპანეთის სამეფოში 1.710 23 15 საქ. საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში 1.473 20 16 საქ. საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში, ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში 1.573 21 17 საქ. გენ. საკონსულო ქ. სტამბულში 1.573 21 18 საქ. გენ. საკონსულო ქ. ტრაპიზონში 1.573 21 19 საქ. საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთში 1.327 11 20 საქ. საელჩო იაპონიაში 2.202 29 21 საქ. საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ საემფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკაში 1.263 17 22 საქ. საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 1.472 24 23 საქ. საელჩო ისრაელის სახელმწიფოში 1.563 21 24 საქ. საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სანმარინოში და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD, WEP) საქართველოს წარმომადგენლობა 1.791 22 25 საქ. საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში 1.575 20 26 საქ. საელჩო ლატვიის რესპუბლიკებში 1.570 21 27 საქ. საელჩო ლიტვის რესპუბლიკებში 1.514 19 28 საქ. მუდმივი წარმომადგენლობა ნატოსთან 1.750 18 29 საქ. საელჩო ნიდერლანდების სამეფოში 1.711 25 30 საქ. საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში 1.594 21 31 საქ. საელჩო რუსეთის ფედერაციაში 1.716 27 32 საქ. საელჩო რუმინეთსა და მოლდოვას რესპუბლიკებში 1.493 21 33 საქ. საელჩო საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკაში 1.634 17 34 საქ. საელჩო საფრანგეთში, პორტუგალიასა და მონაკოს სამთავროში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში 1.799 23 35 საქ. საელჩო სლოვაკიისა და სლოვენიის რესპუბლიკაში 1.636 20 36 საქ. საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში 1.144 18 37 საქ. საელჩო უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში 1.021 21 38 საქ. საელჩო უკრაინის რესპუბლიკაში 1.227 28 39 საქ. მუდმივი წარმომადგნლობა სუამში 1.227 28 40 საქ. საელჩო უნგრეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში 1.567 24 41 საქ. საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 1.423 23 42 საქ. გენ. საკონსულო ქ. ნიუ-იორკში 1.882 32 43 საქ. გენ. საკონსულო ქ. ოდესაში 1.227 28 44 საქ. გენ. საკონსულო ქ. სალონიკში 1.634 17 45 საქ. საელჩო ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში 1.285 21 46 საქ. საელჩო შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში 1.735 24 47 საქ. საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში – ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა 1.849 23 48 საქ. საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში 1.696 23 49 საქ. საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 1.588 23 50 საქ. საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში) 1.791 22 51 საქ. საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში 1.320 24