კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.01.2008
ძალის დაკარგვა 25.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 220020040.18.011.011449
გამოქვეყნების წყარო სსმ, 15, 30/01/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 50.35pt .5in 54.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.040.18.011.011.449
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №15
2008 წლის 22 იანვარი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების თანდართული წესი.
2. საქართველოში მოქმედმა ყველა კომერციულმა ბანკმა, მათ შორის, უცხოეთის ბანკის ფილიალმა და შვილობილმა ბანკმა, უზრუნველყოს 2008 წლის და ყველა შემდეგი წლის წლიური ფინანსური ანგარიშგების გარეაუდიტორული შემოწმების მიზნით, 2008 წლის 1 აპრილამდე გარე აუდიტორთან გაფორმებული ხელშეკრულების გადასინჯვა და მისი ,,კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების წესით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დ. ამაღლობელი
კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების
წ ე ს ი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და ,,აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების, ასევე აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე და არეგულირებს კომერციული ბანკების გარეაუდიტორულ შემოწმებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს და საქართველოს ეროვნულ ბანკსა (შემდგომში – ეროვნული ბანკი) და კომერციული ბანკების გარე აუდიტორებს შორის ურთიერთობებს.
2. საქართველოში მოქმედმა ყველა კომერციულმა ბანკმა, მათ შორის, უცხოეთის ბანკის ფილიალმა და შვილობილმა ბანკმა (შემდგომში – ბანკი) უნდა უზრუნველყოს ყოველწლიურად გარე აუდიტორის მოწვევა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ბანკის და მისი შვილობილი საწარმოების წლიური ფინანსური ანგარიშგების გარეაუდიტორული შემოწმება.
3. უცხოეთის ბანკმა, რომლის ფილიალი ან შვილობილი ბანკი ფუნქციონირებს საქართველოში, უნდა უზრუნველყოს, რომ ამ ბანკის გარე აუდიტმა მოიცვას საქართველოში მოქმედი მისი ფილიალის ან შვილობილი ბანკის აუდიტიც.
4. ბანკსა და მის შვილობილ საწარმოებს უნდა ემსახურებოდეს ერთი და იგივე აუდიტორი ან აუდიტური ფირმა. ასევე, უცხოეთის ბანკს და საქართველოში მოქმედ მის ფილიალს და/ან შვილობილ ბანკს უნდა ემსახურებოდეს ერთი და იგივე აუდიტური ფირმა. ეროვნულ ბანკს, გარემოებების და დასაბუთებული მოტივების გათვალისწინებით, უფლება აქვს გაათავისუფლოს ბანკი ამ პუნქტის მოთხოვნისაგან.
5. ბანკებმა აუდიტორისა და აუდიტური ფირმის შეცვლა უნდა განახორციელონ ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც. თუ ეს მოთხოვნა ეწინააღმდეგება უცხოეთის ბანკის ან უცხოეთის ჰოლდინგური კომპანიის მოთხოვნებს, ეროვნულ ბანკს შეუძლია უარი თქვას ამ მოთხოვნაზე იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს ასეთი უცხოეთის ბანკის ან უცხოეთის ჰოლდინგური კომპანიის კონსოლიდირებული აუდიტის პროცესს.
6. გარეაუდიტორული შემოწმება და შესაბამისად, გარე აუდიტორის მიერ გაკეთებული დასკვნა და ანგარიში – ,,სარეკომენდაციო წერილი ხელმძღვანელობისათვის“ (შემდგომში – სარეკომენდაციო წერილი) უნდა მომზადდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად შედგენილ ფინანსურ ანგარიშგებაზე.
7. ბანკმა, აუდიტორმა და/ან აუდიტურმა ფირმამ უნდა უზრუნველყონ, რომ აუდიტის მასშტაბები მისაღები იყოს ეროვნული ბანკისათვის. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოითხოვოს, რომ გაფართოვდეს ბანკის და მისი შვილობილი საწარმოების აუდიტის მასშტაბები და მოიცვას ის საკითხები, რომლებიც კონკრეტულად აინტერესებს ეროვნულ ბანკს.
8. ფინანსური ანგარიშგებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად შედგენისა და მათი მომხმარებლისათვის წარდგენისათვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბანკის დირექტორატს.
9. აუდიტორს და/ან აუდიტურ ფირმას, რომელიც ახორციელებს ბანკის აუდიტს, ეკრძალება ამავე ბანკისთვის, მისი შვილობილი საწარმოებისთვის ან ბანკის მაკონტროლებელი, ან ბანკის ჰოლდინგ კომპანიად მიჩნეული კომპანიებისთვის სხვა ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც არ არის დაკავშირებული აუდიტთან (საგადასახადო მომსახურების გარდა). გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არააუდიტორული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი აუდიტორის და/ან აუდიტური ფირმის წლიური შემოსავლის მთლიანი თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია.
მუხლი 2🔗. განმარტებები
ამ წესის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებანი:
ა) აუდიტორი – ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი და რეგისტრირებულია აუდიტორთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში, ასევე პირი, რომელსაც აქვს ,,სერტიფიცირებული საჯარო ბუღალტრის“ (CPA) და ,,სერტიფიცერებული პროფესიონალი ბუღალტრის“ ( ACCA ) საკვალიფიკაციო სერტიფიკატები;
ბ) აუდიტური ფირმა – საწარმო, რომლის ერთადერთი საწესდებო მიზანია აუდიტორული საქმიანობა და რეგისტრირებულია აუდიტური ფირმების ერთიან სახელმწიფო რეესტრში;
გ) აუდიტორული დასკვნა – აუდიტორის მიერ სათანადო წესით შედგენილი, ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული ოფიციალური საბუთი, რომელშიც წარმოდგენილია დასკვნა ბანკის და მისი შვილობილი საწარმოების ანგარიშგების უტყუარობის, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის სისრულის და მოქმედ კანონმდებლობასა და დადგენილ ნორმატივებთან მისი შესაბამისობის შესახებ;
დ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი ფლობს წილის 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს;
ე) ჰოლდინგური კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც მიუხედავად მისი რეგისტრაციის ქვეყნისა, ფლობს ბანკის საწესდებო კაპიტალის 50 და 50-ზე მეტ პროცენტს ან სხვაგვარად აკონტროლებს ამ ბანკის აქციებს და ფლობს სხვა საწარმო(ებ)ს, მათ შორის ბანკ(ებ)ს;
ვ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია;
ზ) ბანკთან დაკავშირებული პირები – ბანკის ადმინისტრატორები, აქციონერები, მათთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან ან მათთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები;
თ) დაკავშირებული პირები – პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობას შეუძლია უშუალო ზეგავლენის მოხდენა, მათ შორის, გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
თ.ა)– პირები არიან ერთი იურიდიული პირის აქციონერები (მოწილეები), თუ მათი ჯამური წილი შეადგენს არანაკლებ 20 პროცენტს;
თ.ბ)– ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი შეადგენს არანაკლებ 20 პროცენტს;
თ.გ)– ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორეს ან ერთი პირი ექვემდებარება მეორე პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლს;
თ.დ) – პირები წარმოადგენენ შვილობილ საწარმოებს ან ექვემდებარებიან მესამე პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლს;
თ.ე)– პირები ერთად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;
თ.ვ)– პირები არიან ნათესავები (პირები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან).
მუხლი 3🔗. ეროვნული ბანკის უფლებები და ვალდებულებები
1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს ბანკს და მის შვილობილ საწარმოებს [(ასევე უცხოეთის ბანკის ფილიალს და შვილობილ ბანკს) (წლიური გარეაუდიტორული დასკვნის გარდა)] შუალედური პერიოდის გარეაუდიტორული შემოწმება. შუალედური პერიოდის გარე აუდიტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ანაზღაურებულ უნდა იქნეს ბანკის მიერ;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი საქართველოში მოქმედი ბანკის ან მისი შვილობილი საწარმოს გარე აუდიტის ჩასატარებლად;
გ) ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს აუდიტორის ან აუდიტური ფირმის შეცვლა, თუ მიიჩნევს, რომ ის ატარებს არაადეკვატურ შემოწმებას ან არა აქვს დამოუკიდებლობა, ან არ იცავს დადგენილ პროფესიულ სტანდარტებს და სხვ.;
დ) მოსთხოვოს ბანკს თავისი და/ან შვილობილი საწარმოების აუდიტის მასშტაბის გაფართოება ეროვნული ბანკისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო კონკრეტული ამოცანებითა და საკითხებით, რომელთა შესახებაც აუდიტორის (აუდიტური ფირმის) დასკვნა ასახული იქნება მის მიერ მომზადებულ სარეკომენდაციო წერილში;
ე) შეხვდეს ბანკის აუდიტორს და/ან აუდიტურ ფირმას და აუდიტის გეგმაში შეტანის მიზნით, მიაწოდოს ინფორმაცია ეროვნული ბანკისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო კონკრეტული ამოცანებისა და საკითხების შესახებ. ეროვნული ბანკის მიერ მიცემული დავალება უნდა იყოს კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული. ეროვნული ბანკის მიერ აუდიტორის და/ან აუდიტური ფირმისათვის მიცემული დავალება არ უნდა სცდებოდეს მათი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების ფარგლებს. ამასთან, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მიცემული დავალებები უნდა ავსებდეს რეგულარულ აუდიტორულ სამუშაოს;
ვ) მოსთხოვოს ბანკს და/ან მის აუდიტორს და/ან აუდიტურ ფირმას, რომ სარეკომენდაციო წერილმა მოიცვას დეტალები მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო კონკრეტული ამოცანებისა და საკითხების შესახებ;
ზ) აუდიტის ჩატარების პროცესში ან მისი დამთავრების შემდეგ აუდიტთან დაკავშირებულ საკითხებზე წერილობით მიმართოს ან შეხვდეს აუდიტორს და/ან აუდიტურ ფირმას;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო რეაგირებისათვის აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული აუდიტორის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესახებ.
2. ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას ეროვნული ბანკი გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) აუდიტორი ან აუდიტური ფირმა ვერ აკმაყოფილებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობის, ან აუდიტორის ეთიკის კოდექსის ანდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების, ან ამ წესითა და დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ბ) აუდიტი ჩატარებულია დაბალ დონეზე;
გ) აუდიტორი ან აუდიტური ფირმა ვერ დაადგენს ან არ შეიტანს დასკვნაზე თანდართულ შენიშვნებში იმ არსებით (მნიშვნელოვან) მონაცემებს, რომლებიც ფინანსურ ანგარიშგებებთან ან სარეკომენდაციო წერილთანაა დაკავშირებული;
დ) ბანკის წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირებიდან ერთი წლის განმავლობაში, რომელზეც აუდიტორის მიერ გაცემული იყო უპირობო დასკვნა, ბანკი გახდა გადახდისუუნარო;
ე) არსებობს ინფორმაცია ან ეჭვი იმისა, რომ აუდიტორის ან აუდიტური ფირმის რეპუტაცია შელახულია.
3. აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით, აუდიტორის და/ან აუდიტური ფირმისათვის ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად მიწოდებულ ინფორმაციისათვის ეროვნულ ბანკს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
4. ეროვნულმა ბანკმა უნდა დაიცვას აუდიტორის და/ან აუდიტური ფირმის მიერ მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალობა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში იქნება მოცემული.
მუხლი 4🔗. აუდიტორისა და/ან აუდიტური ფირმის ვალდებულებები და უფლებები
1. აუდიტორი და/ან აუდიტური ფირმა, რომელიც ატარებს ბანკის აუდიტს, ვალდებულია:
ა) ჩაატაროს აუდიტი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) აუდიტის განხორციელებისას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით;
გ) აღმოჩენიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ეროვნულ ბანკს შეატყობინოს იმ ნებისმიერი ფაქტობრივი ან სავარაუდო მდგომარეობის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ბანკის შემდგომ ფუნქციონირებას, ან მნიშვნელოვანი გაყალბების (მაქინაციის), ან ბანკის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტების შესახებ, ან სხვა იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ეროვნული ბანკის (როგორც საბანკო საქმიანობის ზედამხედველის) სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს;
დ) საჭიროების შემთხვევაში, აუდიტის დამთავრებიდან, მაგრამ აუდიტორული დასკვნისა და სარეკომენდაციო წერილის დაწერამდე, არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, შეხვდეს ეროვნულ ბანკს და განიხილოს აუდიტორული დასკვნისა და სარეკომენდაციო წერილის ყველა ასპექტი;
ე) პირდაპირ გადასცეს ეროვნულ ბანკს აუდიტორული დასკვნა, სარეკომენდაციო წერილი და აუდიტის პროცესში მოპოვებული ინფორმაცია (აუდიტის ფაილი);
ვ) დაიცვას ეროვნული ბანკის მიერ მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
ზ) მიზეზების მითითებით შეატყობინოს ეროვნულ ბანკს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ იგი უარს ამბობს ბანკის აუდიტზე, ან ბანკის გადაწყვეტილების შესახებ, რომ გამოიცვალოს აუდიტორი ან აუდიტური ფირმა.
2. აუდიტორს და/ან აუდიტურ ფირმას, რომელიც ატარებს ბანკის აუდიტს, უფლება აქვს:
ა) ბანკთან ხელშეკრულების გაფორმებამდე არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, შეხვდეს ეროვნულ ბანკს აუდიტის მასშტაბების განხილვისა და აუდიტის გეგმაში დამატებით შესატანი ეროვნული ბანკისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ამოცანებისა და საკითხების გაგების მიზნით. ამ შეხვედრებისას, აუდიტორს შეუძლია მიიღოს ეროვნული ბანკისგან ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს აუდიტის ჩასატარებლად, მათ შორის ინფორმაცია შემოწმების აქტიდან ან ინფორმაცია ბანკის კლიენტებთან დაკავშირებით, ანდა ინფორმაცია ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებისა და ადმინისტრატორების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული აუდიტის მასშტაბების გაფართოება, რათა მან მოიცვას ყველა ის საკითხი, რომელიც ასეთი შეხვედრების დროს იქნება განხილული;
ბ) აუდიტის მომზადების, აუდიტის მასშტაბების დადგენისა და განხორცილების მიზნით მოსთხოვოს ეროვნულ ბანკს ბანკის ბოლო შემოწმების აქტის ასლი;
გ) აუდიტის ჩატარების პროცესში ან მისი დამთავრების შემდეგ აუდიტთან დაკავშირებულ საკითხებზე წერილობით მიმართოს ან შეხვდეს ეროვნულ ბანკს.
3. აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკისათვის ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციისათვის აუდიტორს ან აუდიტურ ფირმას პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
მუხლი 5🔗. აუდიტორულ შემოწმებაზე დამკვეთთან დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. აუდიტური შემოწმება ხორციელდება აუდიტორსა (აუდიტურ ფირმასა) და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. აუდიტორთან ან აუდიტურ ფირმასთან დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი:
ა) აუდიტური ფირმისა და აუდიტის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი აუდიტორ(ებ)ის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) აუდიტორის ვალდებულება, რომ მისი საქმიანობა წარიმართება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
გ) აუდიტის საგანი, მასშტაბი და მომსახურების მოცულობა;
დ) აუდიტის შესრულებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ აუდიტორული დასკვნის ბანკისათვის წარდგენის ვადები ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად;
ე) აუდიტორისა და/ან აუდიტური ფირმის განცხადება, რომ გაცნობილი არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებულ ,,კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების წესს“ და თანახმა არიან დაიცვან ამ წესის ყველა მოთხოვნა;
ვ) ბანკის დირექტორატის თანხმობა აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით, აუდიტორს და/ან აუდიტური ფირმასა და ეროვნულ ბანკს შორის ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლის შესახებ;
ზ) აუდიტორისა და/ან აუდიტური ფირმის ანაზღაურების ოდენობა და პირობები;
თ) მხარეთა პასუხისმგებლობები და სხვ.
მუხლი 6🔗. სარეკომენდაციო წერილთან დაკავშირებული მოთხოვნები
ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ აუდიტორის მიერ მომზადებულმა სარეკომენდაციო წერილმა მოიცვას, მაგრამ არ შემოიფარგლოს ისეთი მოთხოვნებითა და მონაცემებით, როგორიცაა:
ა) აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ბ) ბანკსა და მის შვილობილ საწარმოებთან დაკავშირებული პირების ჩამონათვალი;
გ) თითოეულ დაკავშირებულ პირზე ან პირთა ჯგუფზე გაცემული თანხების ოდენობა და მათი კლასიფიკაცია;
დ) დეტალები დაკრედიტების ლიმიტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, დებიტორების ვინაობა, კლასიფიკაცია და დაკრედიტების დარღვეული ლიმიტის ოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი;
ე) დეტალები მოქმედი კანონდებლობისა და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ვ) დეტალები ბუღალტრული აღრიცხვის გამოყენების შესახებ, რომლებიც არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებს ან ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს (ფასს) და მათი გავლენა ბანკის ფინანსურ ანგარიშგებაზე;
ზ) კაპიტალის ადეკვატურობის გამოთვლა;
თ) დეტალები საერთო ღია სავალუტო პოზიციისა და ბანკის მიერ დადებული ნებისმიერი სავალუტო კონტრაქტის შეფასების შესახებ;
ი) დეპოზიტებისა და სესხების კონცენტრაცია მსესხებლების და დეპოზიტარების სახელების მითითებით;
კ) კლასიფიცირებული აქტივების ჩამონათვალი;
ლ) ინფორმაცია აქციონერთა ვინაობის შესახებ, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ბანკის აქციათა 10 ან მეტი პროცენტის მფლობელები არიან ან, ჰოლდინგური კომპანიის შემთხვევაში, ამ კომპანიის აქციონერები არიან. ასევე ინფორმაცია ბანკის ბენეფიციარების ვინაობის შესახებ, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობენ აქციების (წილის) 5 ან 5-ზე მეტ პროცენტს (ოდენობის მითითებით);
მ) გუდვილის ღირებულების შეფასება;
ნ) ეროვნული ბანკისათვის მნიშვნელოვანი კონკრეტული საკითხები (ასეთის არსებობის შემთვევაში).
მუხლი 7🔗. ბანკების ვალდებულება
1. ბანკი ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს, რომ გარეაუდიტორების მიერ ბანკისა და მისი შვილობილი საწარმოების წლიური ფინანსური ანგარიშგებების გარეაუდიტორული შემოწმება განხორციელდეს ისეთ ვადებში, რომ აუდიტორული დასკვნა მიღებულ იქნეს არა უგვიანეს მომდევნო წლის 31 მარტისა.
2. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით, ბანკი ვალდებულია ყოველწლიურად წარადგინოს ეროვნულ ბანკში:
ა) აუდიტორთან ან აუდიტურ ფირმასთან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად დადებული ხელშეკრულების ასლი – არა უგვიანეს საანგარიშგებო წლის 31 დეკემბრისა;
ბ) აუდიტორული დასკვნა, ფინანსური ანგარიშგება, რომელზეც ეს დასკვნაა შედგენილი და აუდიტორის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წერილი – არა უგვიანეს მომდევნო წლის 30 აპრილისა;
გ) FXXXYYYY სტანდარტით შედგენილი საანგარიშგებო წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება დოკუმენტური და ელექტრონული ფორმით, თანდართული ინფორმაციით ყველა იმ კორექტირების შესახებ, რომლებიც ასახავს ცვლილებებს საანგარიშგებო წლის აუდიტირებულ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებასა და ამავე პერიოდის დეკემბრის თვის ფინანსურ ანგარიშგებას (FXXX12YYYY) შორის – არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 მაისისა.
3. საქართველოში მოქმედი უცხოეთის ბანკის ფილიალმა ან შვილობილმა ბანკმა, ასევე უცხოეთის ჰოლდინგური კომპანიის შვილობილმა ბანკმა ყოველწლიურად ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინოს ამ უცხოეთის ბანკის ან უცხოეთის ჰოლდინგური კომპანიის წლიური გარეაუდიტორული დასკვნა, სარეკომენდაციო წერილი და აუდიტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია – ფისკალური წლის დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 მაისისა.
4. ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით დადგენილი ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებიც აუდიტორის მიერ მომზადებულია უცხო ენაზე, წარადგინოს ეროვნულ ბანკში ქართულ ენაზე, თანდართული დედნებით.
5. ბანკის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 23 მაისის № 145 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესით“.
მუხლი 8🔗. სანქციები
ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკების მიმართ გამოიყენოს ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები. ამასთან, ამავე წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკებს დააკისრებს და გადაახდევინებს ფულად ჯარიმას მის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.