საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 27.02.2008
ძალის დაკარგვა 06.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.011599
გამოქვეყნების წყარო სსმ, 33, 04/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; letter-spacing:1.0pt;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; letter-spacing:1.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 46.35pt .5in 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.011.559
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №36
2008 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ბაქრაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) რუსეთის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის ძირითადი ამოცანაა რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორული, კეთილმეზობლური და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება, რუსეთის ფედერაციის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი, წინადადებათა შემუშავება.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) რუსეთის ფედერაციის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი, რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
ბ) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციათა წარდგენა;
გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზაციის სრულყოფის მიზნით;
დ) რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოლაპარაკებების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება;
ე) რუსეთის ფედერაციასთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;
ვ) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი პოლიტიკისა და კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების კოორდინაცია, მათ შორის, საზღვრის დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ზ) რუსეთის ფედერაციასთან საგარეო-ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა, არსებული მდგომარეობის შესწავლა, სამომავლო პერსპექტივების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მათ შორის, საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული კომისიის ქართული მხარის საქმიანობის კოორდინაცია;
თ) რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების, ბიზნეს-კონფერენციებისა და ფორუმების მუშაობაში მონაწილეობის მიღება და სათანადო ცნობების მომზადება;
ი) რუსეთის ფედერაციასთან კულტურის, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა, არსებული მდგომარეობის შესწავლა, სამომავლო პერსპექტივების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
კ) რუსეთის ფედერაციაში ქართული კულტურის, სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობა;
ლ) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს დღეების ორგანიზების, ხელოვნებისა და სამეცნიერო სფეროებში გამოფენების, ასევე სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების ხელშეწყობა;
მ) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს კულტურული ცენტრების დაარსებისა და მათი შემდგომი ფუნქციონირების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ნ) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ერთიანი საგარეო-პოლიტიკური კურსის თანმიმდევრული გატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ო) კომპეტენციის ფარგლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მუშაობის კოორდინაცია;
პ) საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან თანამშრომლობა;
ჟ) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს წლიური ანგარიშის საფუძველზე დასკვნის მომზადება;
რ) დსთ-ის საწესდებო და სხვა ორგანოებთან და დსთ-ის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მოვლენების შესახებ, აგრეთვე დსთ-ის ფარგლებში თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე;
დ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შესახებ;
ე) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მისი საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
ვ) აწარმოოს მონიტორინგი რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მუშაობაზე, მისი წლიური ანგარიშის საფუძველზე და მონიტორინგის შედეგების მიხედვით მოამზადოს დასკვნები და რეკომენდაციები საელჩოს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესს;
დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ორგანიზებას უკეთებს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების სტაჟირების, მივლინების, მათთვის რანგის მინიჭებისა ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) საჭიროების შემთხვევაში ხელს აწერს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსათვის გადასაცემ დოკუმენტებს და სარგებლობს უფლებით მოითხოვოს საელჩოდან კორესპონდენცია;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით მონაწილეობს მოლაპარაკებებში;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
გ) მინისტრისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;
დ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.