⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2008)
გაუქმებულია:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №281 ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.06.2005
ძალის დაკარგვა 01.10.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №281
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.007463
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 803 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.06.2005 მიღება
01.10.2008 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №281 ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Dumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.22.022.007.463 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №281 2005 წლის 8 ივნისი ქ. თბილისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო” ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის  „ნ” ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის თანდართული ფორმა (დანართი 1). 2. დიპლომის ფორმა წარმოადგენს მეორე კატეგორიის ,,დაცულ’’ ფორმას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დანართი 2-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. თანდართული ფორმის შესაბამისი დიპლომის კონკრეტული ფორმების შემუშავებას, დიპლომების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრასა და პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებას ახორციელებენ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალსუბიექტები დიპლომის კონკრეტული ფორმის ორ ეგზემპლარს შესათანხმებლად წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი წარწერით ,,შეთანხმებულია’’ უბრუნდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალსუბიექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებულ დიპლომის კონკრეტულ ფორმას სარეგისტრაციოდ წარადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. 6. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალსუბიექტები ამტკიცებენ დიპლომის კონკრეტული ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს, აგრეთვე ნიშნავენ შესაბამის პასუხისმგებელ პირს. 7. ამ ბრძანების მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი. 8. არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ფორმის დიპლომის გაცემა აკრძალულია. 9. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 10. ამ ბრძანების მე-8 პუნქტი ამოქმედდეს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი ინსტიტუციური აკრედიტაციის დასრულებისთანავე. ა. ლომაია  დანართი 1 უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა (ტექსტი დიპლომში იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე) წარწერა „საქართველო“, მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული სახელწოდება; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სიმბოლიკა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); (საგანმანათლებლო საფეხურის დასახელება) დიპლომი სერია, ნომერი ეძლევა (სახელი, გვარი) მასზე, რომ იგი –––––– წელს ჩაირიცხა და –––––– წელს დაამთავრა (საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, ფაკულტეტის დასახელება) -----------------ის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, დიპლომირებული სპეციალისტი) სრული კურსი ––––––სპეციალობით. (კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ორგანო)-ს (წელი, რიცხვი, თვე) -ს გადაწყვეტილებით, (სახელი, გვარი)-ს მიენიჭა ––––––––––––––––––––––––––-ის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, დიპლომირებული სპეციალისტი) აკადემიური ხარისხი და ––––––––––––––––– კვალიფიკაცია. ფაკულტეტის დეკანის, რექტორის (პრორექტორის) ხელმოწერები, ქალაქი, რომელშიც გაცემულ იქნა დიპლომი და დიპლომის გაცემის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე), დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი ფაკულტეტის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების) რეესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭედი. ფორმაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი არანაკლებ 6-ნიშნა ციფრით. დანართი 2 უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომისათვის წაყენებული მოთხოვნები: 1. დიპლომი უნდა დამზადდეს წყლის ნიშნიან ქაღალდზე A4 ზომით. 2. დიპლომის მთელი ზედაპირი უნდა იყოს დაფარული დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით. 3. ულტრაიისფერი სხივების ქვეშ დიპლომის სერიისა და ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას. 4. ყველა ხაზი დიპლომში უნდა იყოს შესრულებული მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით. 5. საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით. 6. დიპლომის სახიან მხარეზე უნდა იყოს დატანილი ნიშანი (ლოგო), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.