⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.02.2009)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.03.2008
ძალის დაკარგვა 01.02.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.027.011600
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40, 17/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,844 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2008 მიღება
01.02.2009 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 53.85pt 45.1pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.600 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №59 2008 წლის 17 მარტი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №199 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. გვარამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით.     მუხლი 4🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.     მუხლი 5🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეპარტამენტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე.     მუხლი 6🔗 დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, რომლის აღწერილობას, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს მინისტრი. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები     მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა; ბ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა; გ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა; ე) ნოტარიატის სფეროში კანონით დადგენილ მინისტრის (სამინისტროს) უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა; ვ) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისათვის ხელშეწყობა; ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა; თ) პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და კანონით განსაზღვრული სხვა იურიდიული პირების რეგისტრაცია; ი) კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის მომზადება და გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა; კ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, ლიცენზიებისა და ნებართვების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა; ლ) ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის დადგენილი წესით კონტროლი.     მუხლი 8🔗 დაკისრებული ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხების გადაწყვეტა; გ) იმსჯელოს და გადაწყვიტოს ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) იქონიოს მსჯელობა მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ე) განახორციელოს პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და კანონით განსაზღვრული სხვა იურიდიული პირების რეგისტრაცია; ვ) განახორციელოს ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციები; ზ) კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემისათვის მოსამზადებელი პროცედურები, აგრეთვე განახორციელოს გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა; თ) უზრუნველყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, ლიცენზიებისა და ნებართვების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოება; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის კონტროლი; კ) განახორციელოს სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული, აგრეთვე მინისტრის დავალებების შესაბამისი უფლებამოსილებები. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურა     მუხლი 9🔗 დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის: ა) მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველო; ბ) ნოტარიატის სამმართველო; გ) რეგისტრაციის სამმართველო.     მუხლი 10🔗 1. მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველო: ა) განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე საქმის მასალებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; ბ) განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის თაობაზე საქმის მასალებს; გ) უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების აღსრულებას; დ) უზრუნველყოფს მოქალაქეობის საინფორმაციო ბანკის ფორმირებას; ე) უზრუნველყოფს მოქალაქეობის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადებას; ვ) განიხილავს ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ საქმის მასალებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ზ) განიხილავს უცხოელთა საქართველოდან გაძევების თაობაზე საქმის მასალებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით; თ) განხილავს პირის ემიგრაციაში წასვლის თაობაზე საქმის მასალებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ი) უზრუნველყოფს მიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირებას; კ) ამზადებს მიგრაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებებს; ლ) განიხილავს თავისი კომპეტენციის სფეროში შემავალ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს. 2. ნოტარიატის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სანოტარო ბიუროთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას; ბ) განიხილავს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს, აგრეთვე ახორციელებს კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნოტარიუსთა პალატის მიერ კანონმდებლობის შესრულებაზე; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ზედამხედველობას ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე; დ) უზრუნველყოფს ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე მასალების მომზადებას; ე) ნოტარიატის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის მიზნით ამზადებს შესაბამის წინადადებებს; ვ) ხელს უწყობს საქართველოს ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესს; ზ) უზრუნველყოფს ნოტარიუსების მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებების სტატისტიკური ანგარიშგების განხილვას; თ) უზრუნველყოფს ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების განხორციელებას; ი) ამზადებს შესაბამის წინადადებებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და კონკურსის ჩატარების თაობაზე; კ) განიხილავს თავისი კომპეტენციის სფეროში შემავალ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს. 3. რეგისტრაციის სამმართველო: ა) ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვას, სამართლებრივ ექსპერტიზას, სარეგისტრაციო პროცედურების მომზადებასა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მომზადებას; ბ) კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის საკითხის მომზადებას, აგრეთვე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვას; გ) ახორციელებს მაკონტროლებელ ორგანოთა რეგისტრაციის თაობაზე განცხადებების განხილვას, მათი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებას, რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემასა და მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის წარმოებას; დ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარიტების), მაკონტროლებელი ორგანოების, ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრის წარმოებას; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის კონტროლს; ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ იურიდიულ პირთა მიერ მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესწავლას და ანალიზს; ზ) ახორციელებს თავისი კომპეტენციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადებას; თ) განიხილავს თავისი კომპეტენციის სფეროში შემავალ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს. თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები     მუხლი 11🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.     მუხლი 12🔗 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებსა და მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) ამზადებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) მინისტრსა და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; თ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად; ი) წარუდგენს მინისტრს და კურატორი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ლ) მინისტრთან და შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; მ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ნ) წარუდგენს ანგარიშს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ო) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.     მუხლი 13🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოვალეობებს. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე. 5. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 14🔗 1. დეპარტამენტის სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას, ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ვიზას ადებს და ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის ცალკეულ დავალებებს. 3. სამმართველოს უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე. 4. სამმართველოს უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი მრჩეველი.     მუხლი 15🔗 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) სამმართველოს მრჩევლები; ბ) სამმართველოს სპეციალისტები; გ) დეპარტამენტის სპეციალისტი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. თავი V დასკვნითი დებულება     მუხლი 16🔗 დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.