გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.07.2011
ძალის დაკარგვა 30.12.2013
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016060
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110719012, 21/07/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,263 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.07.2011 მიღება
30.12.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;} p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.FooterChar { } span.PlainTextChar { } span.HeaderChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:21.3pt .5in .5in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 2011 წლის 19 ივლისი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის „ სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების ” (სსმ, 23.06.2011) დამტკიცების შესახებ  „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , გარდაბნ ის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:     მუხლი 1🔗 ძალადაკარგულად იქნეს გამოცხადებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2011 წლის 21 ივნისის №32 დადგენილებით დამტკიცებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის „სახანძრო დაცვის სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულება“     მუხლი 2🔗 დამტკიცებული იქნ ეს „ სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება ” თანახმად დანართისა.     მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.     მუხლი 3🔗. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22 -ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად გარდაბანის რაიონულ სასამართლოში  საკრებულოს თავმჯდომარე გ . ფეიქრიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის „სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება” განსაზღვრავს და აწესრიგებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებს და მოვალეობებს თავი I ზოგადი დებულება  მუხლი 1🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები  სახანძრო დაცვის სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს კანონი „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ”, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ” და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.     მუხლი 2🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (შემდგომში-სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას.     მუხლი 3🔗. მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები. 1.  სამსახურში მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებით, ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებით და მოვალეობებით. 2.  სამსახურში მოსამსახურეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. 3.  უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4.  სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მოსამსახურე სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმის ფარგლებში. 5.  მოსამსახურე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. 6.  სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საფინანსო სახსრებიდან. 7.  სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. დებულების შესაბამისად დგინდება სამსახურის მოსამსახურეთა შემდეგი თანამდებობები: ა)  სამსახურის უფროსი; ბ)  მთავარი სპეციალისტი ; გ) წამყვანი სპეციალისტი ; დ) უფროსი სპეციალისტი ; ე) სპეციალისტი . თავი II სამსახურში მოსამსახურეთა მიღება და მათი გადაადგილება     მუხლი 5🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა მიღების წესი. 1.  სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში საშუალოდ მიიღებიან 18 წლიდან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლება. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნ ეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღმატება 35 წელს. 2.  სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ და სამსახურის პირად შემადგენლობას ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. თავი III სამსახურებრივი დისციპლინა     მუხლი 6🔗. სამსახურის უფროსის მოვალეობა სამსახურეობრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მისი ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე, იგი ვალდებულია: ა)  შექმნას შრომის, დასვენების, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო პირობები; ბ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურეობრივი საქმიანობის შეფასებაში; გ) პატივი სცეს სამსახურს და მოსამსახურის პირად ღირსებას.     მუხლი 7🔗. წახალისება 1.  სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის სამსახურის მოხელეებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება: ა)  მადლობის გამოცხადება; ბ)  ერთდროული ფულადი ჯილდო; გ) ფასიანი საჩუქარი; დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება. 2.  დასაშვებია ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა 3.  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.     მუხლი 8🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობა. 1.  თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, უფლებამოსილია დისციპლინური გადაცდომისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს დისციპლინ ური სასჯელის შემდეგი ფორმები: ა)  შენიშვნა; ბ)  გაფრთხილება; გ) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არაუმეტეს ერთი წლის ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება. 2.  ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.     მუხლი 9🔗. წახალისების და დისციპლინარული სასჯელის გამოყენების წესი. 1.  სამსახურის მოსამსახურეები რომლებიც სამსახურეობრივად არ არიან ერთმანეთთან დაქვემდებარებულნი, შეიძლება იყვნენ უფროსები ან უმცროსები. უფროსობა განისაზღვრება თანამდებობების მიხედვით. 2.  წახალისების და დისციპლინ ური სასჯელის გამოყენების თაობაზე სამსახურის უფროსი მიმართავს შუამდგომლობით მუნიციპალიტეტის გამგებელს. 3.  წახალისება და სასჯელი როგორც წესი ცხადდება შესაბამისი ბრძანებით. წერილობით გამოცხადებული სასჯელი არ შეიძლება მოეხსნას ზეპირად. 4.  დასჯა და წახალისება მოსამსახურეებს ეცნობა პირადად, მწყობრის წინ ან თათბირზე. სასჯელის დადებამდე მოსამსახურეებს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. 5.  დასჯის და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით. თავი IV სამსახურის გავლის პირობები     მუხლი 10🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა. 1.  სახანძრო დაცვის სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილია 40 -საათიანი სამუშაო კვირა და ზოგიერთი კატეგორიის მოხელისათვის ზეგანაკვეთური სამუშაო დრო. 2.  ცვლებში მომუშავე მოხელეებისათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის მიხედვით.     მუხლი 11🔗. მოსამსახურეთა შვებულება მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად. თავი V სამსახურიდან გათავისუფლება და საპენსიო უზრუველყოფა     მუხლი 12🔗. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად.     მუხლი 13🔗. სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VI მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება, შეღავათები და გარანტიები     მუხლი 14🔗. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება 1.  სამსახურში მოსამსახურეები იღებენ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი რანგისთვის გათვალისწინებულ განაკვეთს, დანამატს სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპენსაციებს. 2.  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 3.  ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 15🔗. შეღავათები და გარანტიები 1.  საჯარო მოსამსახურის დაღუპვა ან დასახიჩრების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხით ანაზღაურება ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.  მოსამსახურეს რომელიც სამსახურეობრივ საქმიანიბაში იყენებს პირად სატრასნპორტო საშუალებას, უნაზღაურდება მისი შენახვის და საწვავ-საპოხი მასალების ხარჯები არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.