საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.03.2008
ძალის დაკარგვა 28.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.027.011605
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40, 17/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 46.35pt .5in 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.605
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №64
2008 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 ივლისის №657 ბრძანება;
ბ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 ივლისის №656 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტს აქვს ორი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით.
თავი II
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ბიუჯეტის პროექტების ფორმირება, განაწილება და ოპერატიული მართვა, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) სამინისტროს სისტემის ორგანიზაციების ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური ანგარიშგების ანალიზი და განხილვა, წინადადებების შემუშავება არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით;
დ) სამინისტროს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის ტენდერის ჩატარების ორგანიზება, ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან კანონმდებლობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მომზადებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
ვ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ამ მიზნით არსებული სისტემის ტექნიკური და მეთოდოლოგიური სრულყოფა;
ზ) სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დროულად წარდგენა;
თ) ყოველკვარტალურად სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დეტალური ანალიზის წარდგენა და არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის შესაბამისი წინანადებების მომზადება;
ი) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საფინასო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი;
კ) სამინისტროს სისტემაში ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;
ლ) სამინისტროს სისტემის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ცენტრალიზებული აღრიცხვა;
მ) ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით კაპიტალური სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა-წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) სამინისტროს სისტემის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება.
თავი III
დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
მუხლი 8🔗
ეკონომიკური დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ბიუჯეტისა და სპეციალური სახსრების შემოსავლებისა და ხარჯთა ნუსხის საპროგნოზო მაჩვენებლების წარმოდგენა დამტკიცებული ვადების შესაბამისად;
ბ) ბიუჯეტის პროექტის შედგენის, დაფინანსების, ანგარიშგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში შესაბამისი ახსნა-განმარტების მისაცემად მოიწვიოს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები;
გ) შეზღუდოს ან, აუცილებლობის შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით შეაჩეროს სახაზინო სამსახურის მიერ იმ სტრუქტურული ერთეულის დაფინანსება, რომელსაც არა აქვს წარმოდგენილი ხარჯების გაწევის აუცილებლობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტები ან რომელთა მიმართ გამოვლინდა საბიუჯეტო და სპეციალური სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტები;
დ) სამინისტროს ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის მიზნით, შეიმუშავოს პროექტები, სამუშაო გეგმები და ამ პროცესში ითანამშრომლოს სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებებთან და სხვა ორგანიზაციებთან.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 9🔗
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;
ბ) ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვების სამმართველო;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
მუხლი 10🔗
1. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო:
ა) ახორციელებს წინასწარ კონტროლს საბუთების თავისდროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების კანონიერებაზე;
ბ) აწესებს კონტროლს სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯთანუსხის შესაბამისად დადგენილი წესით მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, აგრეთვე ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე;
გ) უზრუნველყოფს მოსამსახურეების ხელფასების დარიცხვასა და დროულად გაცემას;
დ) უზრუნველყოფს ხარჯთანუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა თავისდროულ წარმოებას;
ე) უზრუნველყოფს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებას, ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროულ განსაზღვრასა და აღრიცხვაში მის ასახვას;
ვ) აწესებს კონტროლს სალაროს მუშაობაზე;
ზ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებიდან ბალანსების დროულად და ხარისხიანად მიღებას. ადგენს სამინისტროს ნაერთ ბალანსს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
2. ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვების სამმართველო:
ა) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესს, უზრუნველყოფს ბიუჯეტის პროექტის შედგენა-მომზადებას, მის დამუშავებას, დასამტკიცებლად წარდგენას და ორგანიზაციებზე დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრების დაშვებას;
ბ) ახდენს სამინისტროს სისტემის თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების კვარტალურ განწერას, აგრეთვე ბიუჯეტის ხარჯების გეგმის ცვლილებებს;
გ) აწარმოებს სახაზინო სამსახურში ყოველდღიურ ოპერაციებს დაშვებული ლიმიტისა და ფაქტობრივად მიღებული დაფინანსების ფარგლებში, იღებს ოპერატიულ ინფორმაციას;
დ) აზუსტებს წლის მანძილზე შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მოცულობას, განსაზღვრავს ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის წესს;
ე) მონაწილეობს შესყიდვის წლიური გეგმის შემუშავებაში;
ვ) ხელმძღვანელობს ტენდერების გამოცხდების პროცედურას და თანამშრომლობს სატენდერო კომისიებთან, ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას; ამზადებს და ხელმძღვანელობას ხელმოსაწერად წარუდგენს ხელშეკრულებებს ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, ახდენს მათი შესრულების ინსპექტირებას; შეისწავლის ბაზრის კონიუნქტურას ცალ-კეულ შემთხვევებში ერთ პირთან მოლაპარაკების წესით შესყიდვების განხორციელებისათვის. არჩევს მომწოდებელს და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებას შესყიდვის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ;
ზ) სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ყოველ ფაქტზე შეიმუშავებს წინადადებებს დამრღვევის მიმართ გასატარებელი საჯარიმო სანქციების შესახებ და წარუდგენს მას დეპარტამენტის ხელმძღვანელობას;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს შენობაში არსებული შინაგანწესის უცილობელ შესრულებას, ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
ბ) უზრუნველყოფს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას, შეიმუშავებს ღონისძიებებს სახანძრო უსაფრთხოების განმტკიცებისათვის სახანძრო, ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების პერიოდულად განახლების გათვალისწინებით;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და ეზოს მოვლა-პატრონობას, დასუფთავებას და წესრიგს, საყოფაცხოვრებო-სამეურნეო ნარჩენების დროულად გატანას;
დ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების პროცესს;
ე) უზრუნველყოფს შენობის გათბობის საკითხების ორგანიზებას, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავ-საპოხი და სათადარიგო ნაწილებით მომარაგებისათვის საჭირო განაცხადის მომზადებას;
ვ) კონტროლს აწესებს საწვავის ხარჯვასა და სამინისტროს სატელეფონო მომსახურებაზე, სამინისტროში დაშვებული ლიმიტების შესაბამისად;
ზ) ინსპექტირებას უწევს სამინისტროს სამსახურეობრივი ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ქალაქის სხვადასხვა სამსახურებთან ურთიერთობას შენობაში ელექტრო, წყალსაკანალიზაციო და ხანძარ-საწინააღმდეგო სისტემების შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
ი) კოორდინაციას უწევს სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას;
კ) უზრუნველყოფს საკანცელარიო საქონლით მომარაგებისათვის განაცხადის მომზადებას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
თავი V
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 11🔗
1. დეპარტამენტის ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 12🔗
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ორგანიზაციას უწევს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
ვ) საბიუჯეტო პოლიტიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებს, ხარჯების დამტკიცებული კლასიფიკაციის მიხედვით;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ორგანიზაციას უწევს ტენდერების მარკეტინგული სამუშაოების ჩატარებას;
თ) აანალიზებს დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას, არასაგადასახადო შემოსავლების გეგმის შესრულებას, მატერიალური და ფულადი რესურსების დაცვის და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების მდგომარეობას;
ი) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
კ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
მ) წარუდგენს მინისტრს და კურატორი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ნ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ო) ანგარიშს წარუდგენს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
პ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 13🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 14🔗
1. დეპარტამენტის სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ადმინისტრაციის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.
მუხლი 15🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს მრჩევლები;
ბ) სამმართველოს სპეციალისტები;
გ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი VI
დასკვნითი დებულება
მუხლი 16🔗
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.