შპს "ჯიქია"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2011 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი: მოვალე – შპს ,,ჯიქია’’
საიდენტიფიკაციო კოდი 205166559
წარმომადგენელი: ივანე ცაგურია (დირექტორი)
მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა;
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოვალე შპს ,,ჯიქიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2011 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯიქიას“ დირექტორმა ივანე ცაგურიამ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა ირაკლი გაფრინდაშვილი, 2011 წლის 21 მარტს სასამართლოს განჩინებით მოწვეულ იქნა კრედიტორთა პირველი კრება. 2011 წლის 10 მაისის კრედიტორთა კრებაზე დანიშნულ იქნა მომრიგებელთა საბჭოს სამი წევრი.
მომრიგებელთა საბჭოს მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება შპს ,,ჯიქიას’’ რეაბილიტაციის შესახებ, რეგლამენტი კრედიტორთა კომიტეტის შექმნის შესახებ და კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი დაგვიანებული მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება.
კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები: მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა შპს ,,ჯიქიას’’ რეაბილიტაციის, დაგვიანებული კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და კრედიტორთა კომიტეტის შექმნა.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8, მე-9, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 29 ივლისს 13:00 (ცამეტი) საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6, დარბაზი №1).
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლოს ვებგვერდზე – www. tcc.gov.ge.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ამავე სასამართლოში მხარეებისათვის განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თ. ჭუნიაშვილი