⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.08.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს ნავსადგურებში სამგზავრო-საკრუიზო გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ტარიფებზე შეღავათების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 21.12.2005
ძალის დაკარგვა 06.08.2007
გამომცემი ორგანო საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარე
ნომერი №63/ა
სარეგისტრაციო კოდი 310020000.28.020.007955
გამოქვეყნების წყარო სსმ, 149, 23/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 491 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2005 მიღება
06.08.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ნავსადგურებში სამგზავრო-საკრუიზო გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ტარიფებზე შეღავათების დადგენის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 1.0in 42.55pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.020.000.28.020.007.955 საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №63/ა 2005 წლის 21 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს ნავსადგურებში სამგზავრო-საკრუიზო გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ტარიფებზე შეღავათების დადგენის შესახებ „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის, ასევე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოს ნავსადგურებში გემების სახაზო მიმოსვლის სტიმულირების მიზნით, ვბრძანებ: 1. დადგინდეს საქართველოს ნავსადგურებში შემოსული სამგზავრო-საკრუიზო გემებისათვის სატონაჟო, ნავმისადგომთან დგომის, შუქურას მომსახურების, სალოცმანო, ბუქსირით მომსახურების, გემის მიბმის, გემების დაცვის, სანიტარიული მომსახურების, სახელმწიფო საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის, ნაოსნობის (სანავიგაციო) მართვისა და საზღვაო ჰოსპიტლის ტარიფების შემდეგი განაკვეთები: ა) სატონაჟო ტარიფი – 0,185 აშშ დოლარი; ბ) ნავმისადგომთან დგომის ტარიფი – 0,02 აშშ დოლარი; გ) შუქურას მომსახურების ტარიფი – 0,02 აშშ დოლარი; დ) სალოცმანო მომსახურების ტარიფი – 0,026 აშშ დოლარი; ე) ბუქსირით მომსახურების ტარიფი – 0, 09 აშშ დოლარი; ვ) გემის მიბმის ტარიფი – 100 აშშ დოლარი; ზ) დაცვის ტარიფი – 0,013 აშშ დოლარი; თ) სანიტარიული მომსახურების ტარიფი – 0,015 აშშ დოლარი; ი) სახელმწიფო საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის ტარიფი – 60 აშშ დოლარი; კ) ნაოსნობის (სანავიგაციო) მართვის ტარიფი – 100 აშშ დოლარი; ლ) საზღვაო ჰოსპიტლის მომსახურების ტარიფი – 30 აშშ დოლარი. 2. მომსახურების ტარიფის გადახდა გემების მომსახურებისათვის ამოიღება გემის საერთო ტევადობიდან (საერთო სარეგისტრაციო ტონაჟი) ისე, როგორც ეს აღნიშნულია გემის საერთაშორისო განზომილებათა მოწმობაში და გაცემულია 1969 წლის „ხომალდების გაზომვის შესახებ” საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად (წესი 2, პუნქტი 4 და დანართი I, წესი 1 და წესი 3) შესაბამისი შესწორებებით. 3. სალოცმანო, ბუქსირით მომსახურების და გემის მიბმის ოპერაციები მოიცავენ გემის შესვლა/გამოსვლის, გემის ნავმისადგომთან დაყენებისას/ ნავმისადგომიდან გაყვანისას მიბმის და ბუქსირზიდვის ერთ ოპერაციას და, შესაბამისად ტარიფის ამოღება ხდება როგორც ერთიანი ოპერაციის შესრულება. 4. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. შენიშვნა: ანგარიშსწორება იწარმოებს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური საბანკო კურსის შესაბამისად. რ. ბერიძე