⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.12.2009)
გაუქმებულია:

სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის წესისა და პირობების შესახებ

მიღების თარიღი 20.12.2005
ძალის დაკარგვა 29.12.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №312/ნ
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.035.007964
გამოქვეყნების წყარო სსმ, 152, 29/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,147 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2005 მიღება
29.12.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის წესისა და პირობების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 37.9pt 35.45pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.035.007.964 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის   ერთობლივი ბრძანება №312/ნ-1235 2005 წლის 5–20 დეკემბერი ქ. თბილისი სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის წესისა და პირობების შესახებ ,,ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, სააფთიაქო დაწესებულებათა (I ჯგუფის აფთიაქის, II ჯგუფის აფთიაქისა და სააფთიაქო პუნქტის) მოწყობის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №176 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: 1. დამტკიცდეს დებულება „სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის წესისა და პირობების შესახებ” (დანართი №1). 2. დამტკიცდეს სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა (დანართი №2). 3. დამტკიცდეს სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმის შედგენის წესი (დანართი №3) 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლ. ჭიპაშვილი ა. ალექსიშვილი დანართი №1 დებულება სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის წესისა და პირობების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სამკურნალო საშუალების იმპორტი და ექსპორტი, გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა, ექვემდებარება წინამდებარე წესით საბაჟო აღნუსხვას. 2. სამკურნალო საშუალების საბაჟო აღნუსხვას ახორცილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი (ან მისი ტერიტორიული ორგანო) საბაჟო რეჟიმის განხორციელებისას.     მუხლი 2🔗. საბაჟო აღნუსხვის წესი 1. დეკლარანტი ვალდებულია შეავსოს ,,სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა” ორ პირად, სადაც სავალდებულო წესით მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ა) იმპორტიორი (ექსპორტიორი) პირის დასახელება და სამკურნალო საშუალებების განთავსების მისამართი; ბ) სამკურნალო საშუალების დასახელება, ფორმა, დოზა საჭიროების შემთხვევაში კონცენტრაცია, შეფუთვაში პრეპარატის ფორმის რაოდენობა; გ) მწარმოებელი და მწარმოებელი ქვეყანა; დ) რაოდენობა სერიების მიხედვით; ე) ერთეულის ფასი და ჯამური თანხა; ვ) სამკურნალო საშუალების სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი; ზ) ტვირთის დანიშნულება (კომერციული, ჰუმანიტარული ან ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა); თ) იმპორტის შემთხვევაში მომწოდებელი (მისამართი) და მომწოდებელი ქვეყანა და ექსპორტის შემთხვევაში მიმღები (მისამართი) და მიმღები ქვეყანა. 2. სამკურნალო საშუალების მიერ ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გადმოკვეთაზე უარის თქმის საფუძველია: ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაუკმაყოფილებლობა; ბ) არარეგისტრირებული (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ფალსიფიცირებული, გაუვარგისებული, წუნდებული სამკურნალო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის მცდელობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობა, შესაბამისად, სამკურნალო საშუალება(ები) შენახვის პირობების სავალდებულო უზრუნველყოფით რჩება საბაჟო კონტროლზე საკითხის გარკვევამდე და არ გადაეცემა პირს განკარგულებაში. 3. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია სამკურნალო საშუალების ხარისხთან ან/და წარმომავლობასთან მიმართებაში საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ტვირთის საბაჟო დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს წამლის სააგენტო. ასევე წამლის სააგენტო უფლებამოსილია ანალოგიური ინფორმაციის ფლობისას მოითხოვოს ტვირთის საბაჟო დათვალიერებაში მონაწილეობის მიღება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს საბაჟოს მიერ. 4. საბაჟო ორგანო ვალდებულია 2 დღის ვადაში წამლის სააგენტოს გადასცეს საბაჟოს მიერ დამოწმებული ,,სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმის” 1 ეგზემპლიარი. 5. ფიზიკური პირი უფლებამოსილია პირადი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით საქართველოში შემოიტანოს და მის ფარგლებს გარეთ გაიტანოს სამკურნალო საშუალებები კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინამდებარე მუხლით დადგენილი საბაჟო აღნუსხვის გარეშე. 6. საბაჟო ორგანო ვალდებულია სამკურნალო საშუალებებზე განხორციელებული იმპორტის შესახებ ყოველი თვის დამთავრებიდან ხუთი დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია წამლის სააგენტოს თვის განმავლობაში განხორციელებული იმპორტ-ექსპორტის შესახებ. დანართი N3 სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმის შედგენის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი არეგულირებს სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო აღნუსხვის ფორმის შედგენის წესს. 2. განმცხადებელი პირი (შემდგომში – განმცხადებელი) სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმას ავსებს 2 ეგზემპლარად.     მუხლი 2🔗. სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმის შედგენის წესი 1. სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა ივსება კომპიუტერული წესით საბუთების ფორმის შესაბამისად. შესწორება საბუთში არ დაიშვება. სიტყვების შემოკლება უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებს. 2. რეკვიზიტის კოდი განთავსდეს რეკვიზიტისაგან მარ-ჯვნივ. 3. რეკვიზიტში მიეთითება განმცხადებლის მიერ სამკურნალო საშუალებათა საბაჟო აღნუსხვის ფორმისათვის მინიჭებული ნომერი და თარიღი, რომელიც უნდა მეორდებოდეს ყოველ მეორე გვერდზე. 4. რეკვიზიტში 2 ,,პირი იმპორტიორი”, (ექსპორტიორი) მიეთითება განმცხადებელი პირის სრული დასახელება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით. 5. რეკვიზიტში 3 ,,საიდენტიფიკაციო კოდი” მიეთითება განმცხადებლისათვის შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი. 6. რეკვიზიტში 4 „სამკურნალო საშუალებების განთავსების მისამართი” მიეთითება სამკურნალო საშუალებების განთავსების ადგილმდებარეობა ტვირთის განბაჟების შემდეგ. მისამართის ცვლილების შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია წამლის სააგენტოს. 7. რეკვიზიტში 5 „ტვირთის დანიშნულება” მიეთითება, შესაბამისად, სამკურნალო საშუალებათა გამოყენების მიზნობრიობა: კომერციული, ჰუმანიტარული, სახელმწიფო შესყიდვა, კლინიკური ნიმუში, სარეგისტრაციო ნიმუში და ა.შ. 8. რეკვიზიტში 6 ,,მომწოდებელი (მიმღები)” მიეთითება იმ ორგანიზაციის სრული დასახელება, რომელიც ყიდის (იმპორტისას) ან/და ყიდულობს საქონელს (ექსპორტის დროს). 9. რეკვიზიტში 7 ,,იურიდიული მისამართი” მიეთითება იმ ორგანიზაციის იურიდიული მისამართი, რომელიც ყიდის (იმპორტის დროს) ან/და ყიდულობს საქონელს (ექსპორტისას). 10. რეკვიზიტში 8 ,,მომწოდებელი (მიმღები) ქვეყანა” მიეთითება ქვეყნის დასახელება, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება საქონლის გამყიდველი (იმპორტისას) ან მყიდველი (ექსპორტისას), ასევე მისი კოდი მსოფლიო ქვეყნების კლასიფიკაციით. 11. რეკვიზიტში 9 „N” მიეთითოს რიგითი ნომერი. 12. რეკვიზიტში 10 „სამკურნალო საშუალებების დასახელება” მიეთითება სამკურნალო საშუალებების დასახელება, მისი ფორმა, დოზა, საჭიროების შემთხვევაში – კონცენტრაცია, შეფუთვაში პრეპარატის ფორმის რაოდენობა. 13. რეკვიზიტში 11 ,,ათვლის ერთეული” მიეთითება ათვლის ერთეულის დასახელება (ფლაკონი, შეფუთვა, ამპულა და ა.შ.). 14. რეკვიზიტში 12 ,,რაოდენობა” მიეთითოს საქონლის რაოდენობა, რეკვიზიტში 11 – აღნიშნული ათვლის ერთეულით. 15. რეკვიზიტში 13 ,,სერია” მიეთითება სამკურნალო საშუალებების სერიის ნომერი. 16. რეკვიზიტში 14 ,,მწარმოებელი ქვეყანა” მიეთითოს იმ ქვეყნის დასახელება, სადაც აწარმოეს სამკურნალო საშუალება. 17. რეკვიზიტში 15 ,,მწარმოებელი კომპანია” მიეთითება იმ კომპანიის დასახელება, რომელიც აწარ-მოებს სამკურნალო საშუალებას. 18. რეკვიზიტში 16 ,,ერთეულის ფასი” მიეთითება რეკვიზიტში 11 აღნიშნული ათვლის ერთეულის ღირებულება (დასაშვებია პ.ე-ში). 19. რეკვიზიტში 17 “თანხა” მიეთითება რეკვიზიტში 9 აღნიშნული სამკურნალო საშუალების მთლიანი ღირებულება. 20. რეკვიზიტში 18 “სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი” მიეთითება სამკურნალო საშუალების სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალების შემოტანისას მიეთითოს შესაბამისი წერილის (კლინი-კამ-დელი და კლინიკური კვლევისათვის, სახელმწიფო რეგისტრაციისათვის) ან შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი და თარიღი. 21. რეკვიზიტში 19 ,,განმცხადებელი პირის ხელმოწერა” მიეთითება განმცხადებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა. დამოწმდეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით. 22. რეკვიზიტში 20 ,,საბაჟოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა მიეთითება საბაჟოს იმ პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება.