რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა
მიღების თარიღი 18.04.2007
ძალის დაკარგვა 10.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №135/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.350.010213
გამოქვეყნების წყარო სსმ, 54, 18/04/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 08.04.2009
დოკუმენტის ტექსტი
რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.213
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №135/ნ
2007 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა
,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის 31
პუნქტის ,,ა.გ“ და ,,ა.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი (დანართი 1);
ბ) იმ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა (დანართი 2).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ირ. გიორგობიანი
დანართი 1
რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი
მუხლი 1🔗
რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადება ხორციელდება დადგენილი წესით აკრედიტებულ სარეზიდენტო პროგრამის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების უფლება აქვს ნებისმიერი აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტის კურსდამთავრებულს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიიღო დადებითი შეფასება.
მუხლი 3🔗
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ძალაშია 2 წლის განმავლობაში. თუ სპეციალობის მაძიებელმა არ დაიწყო მზადება აღნიშულ პერიოდში და 2 წლის განმავლობაში არ გაიარა შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამის მოდულების საერთო რაოდენობის 1/4, გამოცდის შედეგები უქმდება და მზადების დასაწყებად მან განმეორებით უნდა ჩააბაროს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა.
მუხლი 4🔗
სპეციალობის მაძიებლის მიერ შესაბამისი სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი მოდულების გავლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობას 2-ჯერ. ვადის ათვლა იწყება პირველი მოდულის დაწყების დღიდან.
მუხლი 5🔗
რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების (მოდულების გავლის) პერიოდში სპეციალობის მაძიებელი აწარმოებს დღიურს, რომელიც შესაბამისი სპეციალობის რეზიდენტის დღიურის ანალოგიურია.
მუხლი 6🔗
სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს მოდულის განმახორციებელი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება აკრედიტაციით განსაზღვრულ მოდულში/მოდულებში მაძიებელთა რაოდენობის შესაბამისი ლიმიტის (კვოტის) მიხედვით.
მუხლი 7🔗
სპეციალობის მაძიებლის საქმიანობის შეფასება ხდება ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი სპეციალობის რეზიდენტის შეფასების ანალოგიურად, დარგობრივი რეზიდენტურის პროგრამ-დირექტორატის მიერ.
მუხლი 8🔗
სამედიცინო დაწესებულება დიპლომისშემდგომ მზადებას ახორციელებს სარეზიდენტო პროგრამის მხოლოდ იმ მოდულის/მოდულების ფარგლებში, რომლებზედაც გავლილი აქვს აკრედიტაცია და გააჩნია სათანადო მოწმობა.
მუხლი 9🔗
სარეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული მოდულების ამოწურვის შემდგომ მიღებული ცოდნის შეფასება (პირველადი შეფასება) პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოსავლენად ხორციელდება საგამოცდო პრინციპით, დარგობრივი რეზიდენტურის პროგრამ-დირექტორატის მიერ.
მუხლი 10🔗
პროგრამით გათვალისწინებული მოდულების წარმატებით დასრულების შემდეგ, სპეციალობის მაძიებელზე გაიცემა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი მოწმობა.
დანართი 2
იმ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აკრედიტაციის მიზანია დაადასტუროს, რომ სამედიცინო დაწესებულება აკმაყოფილებს სარეზიდენტო პროგრამის და/ან მისი შემადგენელი ნაწილის (მოდული/მოდულები) განხორციელების კრიტერიუმებს.
2. სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაციას ახორციელებს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეშვეობით.
3. საბჭოს მიერ სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაციის საფუძველზე, შესაბამისი მოწმობის გაცემის ორგანიზაციას უზრუნველყოფს სააგენტო.
მუხლი 2🔗. სამედიცინო დაწესებულების სააკრედიტაციო დოკუმენტაციის წარმოდგენა და გადაწყვეტილების მიღება
1. სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაციისათვის საბჭოს სამდივნოში უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია, ორ ეგზემპლარად:
ა) განცხადება – სამედიცინო დაწესებულების დასახელების, მისამართის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით; განცხადებაში ასევე უნდა მიეთითოს სარეზიდენტო პროგრამის და/ან მოდულის (მოდულების) დასახელება, რომელთა განხორციელების უფლების მიღება სურს დაწესებულებას;
ბ) იმ სამედიცინო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომელზედაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულებას მიღებული აქვს ლიცენზია (გენერალური, სპეციალური) და, აგრეთვე, იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება არალიცენზირებად სამედიცინო საქმიანობებს;
გ) აკრედიტებულ უმაღლეს სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი (პროფილის გათვალისწინებით);
დ) ამბულატორიულ დაწესებულებებში არსებული განყოფილებების (კაბინეტების) პროფილი მათში დასაქმებულ ექიმ-სპეციალისტთა რაოდენობის მითითებით და სპეციალიზებული კაბინეტების პროფილი მათში დასაქმებულ ექიმ-სპეციალისტთა რაოდენობის მითითებით (სტომატოლოგიურ დაწესებულებებში, დამატებით, შესაბამისი პროფილის სავარძლების რაოდენობების მითითებით);
ე) სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული განყოფილებების პროფილი საწოლების შესაბამისი რაოდენობებისა და მათში დასაქმებულ ექიმ-სპეციალისტთა რაოდენობის მითითებით;
ვ) ამბულატორიული დაწესებულების დატვირთვა (ვიზიტების რაოდენობა) შესაბამისი პროფილის (საოჯახო მედიცინა, თერაპიული, ქირურგიული, პედია-ტრიული, სამეანო-გინეკოლოგიური, ფთიზიატრიული, ფსიქიატრიული, სტომატოლოგიური) ფარგლებში;
ზ) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვისა და საწოლზე საშუალო დაყოვნების მაჩვენებლები, ხოლო ქირურგიული და სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის შემთხვევაში, დამატებით, საოპერაციო აქტივობების, მანიპულაცია/პროცედურების, მშობიარობების რაოდენობები შესაბამისი პროფილის (თერაპიული, ქირურგიული, სამეანო-გინეკოლოგიური, პედიატრიული, ფსიქიატრიული, ფტიზიატრიული, ინფექციური, ანესთეზიოლოგია-რეანიმაციული) ფარგლებში;
თ) დაწესებულებაში რეზიდენტების/მაძიებლების რაოდენობა მიმდინარე პერიოდში, მათი მზადების ვადის დასაწყისისა და დამთავრების ჩვენებით;
ი) რომელი დიაგნოსტიკური, სამკურნალო, პროფილაქტიკური პროცედურები ტარდება დაწესებულებაში იმ ჩამონათვალიდან, რომელიც სარეზიდენტო პროგრამის შესაბამის მოდულებშია გათვალისწინებული და ასევე აღნიშნული პროცედურებისა და ჩარევების რაოდენობა, რომლებიც ჩატარდა დაწესებულებაში განვლილი კალენდარული წლის განმავლობაში;
კ) დაწესებულებაში სარეზიდენტო მზადების ხელმძღვანელის/მოდულის განმახორციელებლის ვინაობა, მათი აკადემიური/სამეცნიერო ხარისხისა და პედაგოგიური საქმიანობის სტაჟის ჩვენებით (სრული/ასოცირებული პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი პედაგოგიური გამოცდილების არანაკლებ 5-წლიანი სტაჟით) და პედაგოგების რაოდენობა;
ლ) რეზიდენტების/მაძიებლების თეორიული მზადებისათვის გამოყოფილი ფართი;
მ) დაწესებულების ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი, რათა განხორციელდეს პროგრამით და/ან მოდულით (მოდულებით) გათვალისწინებული საკითხების სწავლება და შესაბამისი უნარ-ჩვევების ათვისება;
ნ) დაწესებულებაში კონფერენციის, კონსილიუმის, სემინარის ჩატარებისათვის საჭირო სათანადოდ აღჭურვილი ფართი;
ო) დაწესებულებაში სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის არსებობა;
პ) პროგრამის და/ან მოდულის (მოდულების) მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი პირის (ჯგუფი) მონაცემები.
2. თუ წარმოდგენილი დოკმენტაცია სრულყოფილია, განაცხადი რეგისტრირდება საბჭოს სამდივნოს მიერ შესაბამის ჟურნალსა და მონაცემთა კომპიუტერულ ბაზაში.
3. საბჭოს სამდივნო, რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში დოკუმენტაციას გადასცემს სააგენტოს.
4. სააგენტო განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და ადგილზე შეისწავლის დაწესებულების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ასახული მონაცემების შესაბამისობას არსებულ მდგომარეობასთან.
5. სააგენტო წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვისა და დაწესებულების ადგილზე შესწავლის შემდეგ აფასებს მოპოვებულ ინფორმაციას აკრედიტაციის თანდართული კრიტერიუმების გათვალისწინებით (დანართი 21
), ამზადებს შესაბამის ინფომაციას და წარუდგენს საბჭოს.
6. საბჭო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას შესაძლო ლიმიტის (კვოტის) ფარგლებში აკრედიტაციის ან აკრედიტაციაზე უარის თქმის თაობაზე.
7. საბჭოს გადაწყვეტილება საბჭოს სამდივნოს მიერ რეგისტრირდება შესაბამის ჟურნალში და მონაცემთა კომპიუტერულ ბაზაში.
8. სააკრედიტაციო დოკუმენტების წარმოდგენიდან გადაწყვეტილების მიღებამდე დროის შუალედი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
9. აკრედიტაციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებაში დეტალურად უნდა მიეთითოს უარის თქმის საფუძველი.
10. აკრედიტაციის მოწმობა გაიცემა:
ა) სარეზიდენტო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაზე შესაბამისი პროგრამის ხანგრძლივობის ვადით;
ბ) მოდულის/მოდულების განმახორციელებელ დაწესებულებაზე სამი წლის ვადით.
11. საბჭო განსაზღვრავს დიპლომისშემდგომ მზადებაზე სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაციის შედეგის შესახებ დაწესებულებისათვის გასაცემი მოწმობის ფორმას.
12. საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. გარდამავალი დებულებები
იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებსაც 2005 წლის 1 სექტემბრამდე მიღებული ჰქონდათ უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების ლიცენზია, საბჭოს მიერ დროებით მინიჭებული აკრედიტაციის შესაბამისად, უფლება აქვთ აკრედიტაციამდე (2008 წლის 1 იანვრამდე) განაგრძონ მაძიებელთა უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება შესაბამისი პროფილის მიხედვით.
დანართი 21
აკრედიტაციის კრიტერიუმები
1. ამბულატორიული დაწესებულების დატვირთვა შესაბამისი პროფილის ფარგლებში – არანაკლებ 60%-ისა წელიწადში.
2. ამბულატორიულ დაწესებულებაში ვიზიტების რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით პროფილის მიხედვით:
ა) საოჯახო მედიცინა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 2200 ვიზიტზე;
ბ) თერაპიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1000 ვიზიტზე;
გ) ქირურგიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1000 ვიზიტზე;
დ) პედიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 2200 ვიზიტზე;
ე) სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1000 ვიზიტზე;
ვ) ფთიზიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე;
ზ) ფსიქიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე.
3. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვისა და საწოლზე საშუალო დაყოვნების მაჩვენებლები (შესაბამისი პროფილის ფარგლებში) – საწოლის საშუალო დატვირთვა წელიწადში არანაკლებ 60 %-ისა, ფსიქიატრია – არანაკლებ 65%-ისა, ფთიზიატრია – არანაკლებ 82%-ისა (წელიწადში არანაკლებ 200 საწოლდღისა, ფსიქიატრია – არანაკლებ 240, ფტიზიატრია – არანაკლებ 300 საწოლდღისა), საწოლზე საშუალო დაყოვნება – არა უმეტეს 10 საწოლდღისა, ფსიქიატრია – არა უმეტეს 74, ფთიზიატრია – არა უმეტეს 58, ხოლო კარდიოქირურგია – არა უმეტეს 15 საწოლდღისა.
4. სტაციონარულ დაწესებულებაში საწოლების რაოდენობა (ქირურგიულ და სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის შემთხვევაში – საოპერაციო აქტივობები, მანიპულაცია/პროცედურები, მშობიარობები) ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით განყოფილებების პროფილის მიხედვით:
ა) თერაპიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 6 საწოლზე;
ბ) ქირურგიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 6 საწოლზე:
ბ.ა) საოპერაციო აქტივობა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში ჩატარებულ არანაკლებ 90 ოპერაციაზე;
ბ.ბ) მანიპულაცია/პროცედურები – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში ჩატარებულ არანაკლებ 120 მანიპულაცია/პროცედურაზე;
გ) სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 6 საწოლზე:
გ.ა) მშობიარობა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში არანაკლებ 65 მშობიარობაზე;
გ.ბ) საოპერაციო აქტივობა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში არანაკლებ 30 ოპერაციაზე;
დ) პედიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 6 საწოლზე;
ე) ფსიქიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 7 საწოლზე;
ვ) ფთიზიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 7 საწოლზე;
ზ) ინფექციური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 7 საწოლზე;
თ) ანესთეზიოლოგია-რეანიმაციული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 2 საწოლზე.
5. სტომატოლოგიურ დაწესებულებაში არა უმეტეს ორი რეზიდენტი/მაძიებელი 1 სავარძელზე.
6. ქირურგიული პროფილის ერთ პედაგოგზე არა უმეტეს 4 რეზიდენტის/მაძიებლისა; თერაპიული პროფილის ერთ პედაგოგზე არა უმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; ანესთეზია-რეანიმაციის ერთ პედაგოგზე არა უმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა.
7. რეზიდენტების/მაძიებლების თეორიული მზადებისათვის გამოყოფილი ოთახის ფართობი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გადაანგარიშებით უნდა შეადგენდეს 2,5მ2
-ს.