⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.06.2009)
გაუქმებულია:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2005
ძალის დაკარგვა 01.06.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №357
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.026.007980
გამოქვეყნების წყარო სსმ, 152, 30/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,599 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2005 მიღება
01.06.2009 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 59.15pt 35.45pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.007.980 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №357 2005 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საკონკურსო-საატესტაციო კომისიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება. 2. ბრძანებას გაეცნონ მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და უშუალო შემსრულებლები. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.                                                                                            ი. ოქრუაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულება     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს დებულება შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საკონკურსო-საატესტაციო კომისიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, მოხელეთა რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს. 2. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეებზე. თავი II საკონკურსო-საატესტაციო კომისია     მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია), შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიურო საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით. 3. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეებსა და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე, დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან პროფესიული ნიშნით. 4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 5. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიაში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი მეცნიერ-ექსპერტები.     მუხლი 3🔗. კომისიის რეგლამენტი 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მათი მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა. 5. თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს კონკურსის მოწყობისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას.     მუხლი 4🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა 1. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული პრინციპის მიხედვით შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა. 2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. 3. კომისიაში მოწვეულ პირთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 5🔗. კონკურსისა და ატესტაციის პირობები 1. კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პირობებს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით. 2. კონკურსი და/ან ატესტაცია ტარდება ტესტირების და/ან გასაუბრების ფორმით. ტესტირების ან გასაუბრების შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული. ტესტირების საკითხთა პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას. თავი III კონკურსი     მუხლი 6🔗. კონკურსის მიზანი კონკურსის მიზანია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა და მათი რეზერვის ფორმირება.     მუხლი 7🔗. კონკურსის გამოცხადება 1. მოხელის თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსს აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი თავდაცვის მინისტრის წინადადებით. 2. კონკურსი ცხადდება პრესით და/ან სხვა საინფორმაციო საშუალებებით. 3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ გამოცხადების დღიდან.     მუხლი 8🔗. საკონკურსო კომისიის სამდივნო 1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი. 2. სამდივნოს მოვალეობაა კონკურსის ჩატარების მოსამზადებელი ორგანიზებული საკითხების გადაწყვეტა, კანდიდატთა განცხადებების რეგისტრაცია, დოკუმენტების შემოწმება და კომისიისათვის წარდგენა. 3. კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადაა 3 წელი. 4. კონკურსის დამთავრებისა და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.     მუხლი 9🔗. მოთხოვნები, რომლებიც წარედგინება კონკურსში მონაწილე კანდიდატს მოხელის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობით წაყენებულ სხვა მოთხოვნებს.     მუხლი 10🔗. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები 1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საკონკურსო კომისიაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ავტობიოგრაფია; გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა; დ) შრომის წიგნაკი (ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან) ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) ორი ფოტოსურათი; ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 2. კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ორი კვირისა ვაკანტური თანამდებობის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. 3. საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ კანდიდატი მიიღებს სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება მისი რეგისტრაციის ნომერი, კონკურსის ჩატარების დრო, ადგილი და იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც შემოიტანა განცხადება. 4. კანდიდატს, რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით ან გამოიტანოს თავისი განცხადება.  მუხლი 11🔗. კომისიის მიერ კანდიდატის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია ტესტირების და/ან გასაუბრების შემდეგ სხდომაზე კანდიდატის საკითხს განიხილავს მის დაუსწრებლად და აფასებს მის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. კონკრეტულ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 4. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 12🔗. კონკურსის შედეგი 1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, საქართველოს თავდაცვის მინისტრს კი – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიტატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 3. საქართველოს თავდაცვის მინისტრი კომისიის დასკვნების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე. 4. პირი ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე (კომისიის გადაწყვეტილებიდან ორი კვირის განმავლობაში) ვალდებულია წარმოადგინოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. 5. პირი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა, შეიძლება ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში.     მუხლი 13🔗. ჩაშლილი კონკურსი კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განცხადება. აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს აცხადებს წამოაყენოს კანდიდატი თანამდებობაზე დასანიშნად. თავი IV ატესტაცია     მუხლი 14🔗. ატესტაციის მიზანი მოხელეთა ატესტაციის მიზანია თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა და მის სისტემაში დასაქმებულ მოხელეთა პროფესიული დონის კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.     მუხლი 15🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ატესტაციას ექვემდებარება: ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ; ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი; დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს.     მუხლი 16🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს თავდაცვის მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ ეცნობება ერთი თვით ადრე.     მუხლი 17🔗. ატესტაციის ჩატარების წესი 1. J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას და იმ მოხელეთა სიებს, რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას. 2. ატესტაცია ტარდება ზეპირი ან/და ტესტირებული ფორმით, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის თანდასწრებით. ტესტირებული ატესტაციისათვის ტესტირების თემატიკას საჯარო მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს თავდაცვის მინისტრი. 3. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის სტრუქტურული ხელმძღვანელობის მიერ. დახასიათება ასახავს მოხელის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებას და მუშაობის ანაზღაურებას. 4. მოხელეს უფლება აქვს გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას. 5. კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მოხელეზე წარდგენილ დახასიათებას, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.     მუხლი 18🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. გასაუბრების ან ტესტირების შედეგების გათვალისწინებით კომისია იღებს ერთ-ერთ შემდგომ გადაწყვეტილებას: ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) არ შეესებამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას; ე) არ შეესებამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს. 2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3-4 პუნქტებით დადგენილი წესით. 3. კენჭისყრის შედეგები მოხელეს ეცნობება დაუყოვნებლივ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მოხელის ხელმოწერით. საატესტაციო ფურცელი დაერთვის მოხელის პირად საქმეს.     მუხლი 19🔗. ატესტაციის შედეგები 1. ატესტაციის შედეგები მინისტრს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. 2. მინისტრი ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, პირის წახალისების, გათავისუფლების ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.     მუხლი 20🔗. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით ატესტაციებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი V მოხელეთა რეზერვი     მუხლი 21🔗. მოხელეთა რეზერვის შექმნის მიზანი თავდაცვის სამინისტროში მოხელეთა რეზერვის შექმნის მიზანია: ა) ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევა; ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე კონკურსის წარმატებით ჩაბარების ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის გამოძებნა.     მუხლი 22🔗. რეზერვში ჩარიცხვის წესი 1. რეზერვში ჩარიცხვას ექვემდებარებიან: ა) პირები, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო; ბ) პირი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა გამოცდა მოხელეობაზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო არ დაინიშნა თანამდებობაზე. 2. რეზერვში არ ჩაირიცხება: ა) პირი, რომელსაც სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ უფლება აქვს, მაგრამ არ სურს ჩაირიცხოს რეზერვში; ბ) პირი, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლდა სამსახურის ვადის გასვლის გამო.     მუხლი 23🔗. რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვა და მისი სტატუსი 1. რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვას აწარმოებს საკონკურო-საატესტაციო კომისია. 2. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 113-120-ე მუხლებით. თავი VI დასკვნითი დებულებანი     მუხლი 24🔗. ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.