⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.12.2008)
გაუქმებულია:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №290 ,, ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.06.2005
ძალის დაკარგვა 29.12.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №290
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.007477
გამოქვეყნების წყარო სსმ, 71, 14/06/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,126 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.06.2005 მიღება
29.12.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №290 ,, ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Dumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.477 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ბრძანება №290 2005 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმის თანდართული წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.  ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმის წ ე ს დ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმი „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამას. 2. ტექნიკუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებებით და სხვა ნორმატიული აქტებით, წინამდებარე წესდებითა და ტექნიკუმის შინაგანაწესით. 3. ტექნიკუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, აქვს ანგარიშსწორების ანგარიში სახელმწიფო ბანკში, გააჩნია იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები. 4. ტექნიკუმი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან. 5. ტექნიკუმის იურიდიული მისამართია: ქ. ქარელი, ახალგაზრდობის ქ. №5.     მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი 1. ტექნიკუმი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები.  2. ტექნიკუმში განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვას საბაზო განათლება.  3. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგად განათლებასთან ერთად, ან უამისოდ. 4. ტექნიკუმის პროგრამის სტანდარტი შეესაბამება საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტს. 5. ტექნიკუმი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით. 6. ტექნიკუმი წინამდებარე წესდების საფუძველზე ახორციელებს სპეციალისტთა ფასიან მომზადებას.     მუხლი 3🔗. ტექნიკუმის უფლებამოსილებანი 1. ტექნიკუმი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორცილებს საქმიანობას. 2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია „განათლების შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 3. ტექნიკუმს საქართველოს კანონმდებლობის, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტებისა და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. 4. ტექნიკუმს უფლება აქვს: ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე; გ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განახორციელოს ცალკეულ პროფესიებში სწავლების შინაარსის სრულყოფა, აპრობაცია და გამოცდა; დ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სოციალურ პარტნიორებთან; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს სასწავლებლის ქონება და ფინანსური სახსრები; ვ) მოიზიდოს არასაბიუჯეტო და მატერიალური სახსრები; ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ტექნიკუმს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებთან, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთიანებები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით; თ) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით დაადგინოს ტექნიკუმის მართვის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები. 5. ტექნიკუმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას. 6. ტექნიკუმი უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.     მუხლი 4🔗. საგანმანათლებლო პროცესი 1. ტექნიკუმში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 3. ტექნიკუმში საგანმანათლებლო პროცესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესა-ხებ”, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიუ-ლი აქტებით.     მუხლი 5🔗. ტექიკუმის მართვა 1. ტექნიკუმის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე. 2. „განათლების შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებებისა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ტექნიკუმს მართავს დირექტორი, რომელიც ამასთანავე არის ტექნიკუმის წარმომადგენლობაზე უფლებამისილი პირი. 3. დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეც-ნიერების მინისტრი. 4. დირექტორი უფლებამოსილია: ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს ლიცეუმის პედაგოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის განრიგი. 5. დირექტორი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის; გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს; დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები; ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი. 6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს. 7. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად განაგებს ტექნიკუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს და პასუხისმგებელია მის მიზნობრივ გამოყენებაზე. 8. დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზებასა და სწორად წარმართვაზე. 9. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე. 10. დირექტორი პასუხისმგებელია ტექნიკუმის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე. 11. დირექტორის არყოფნის ან მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვა-ლეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარმოო მუშაობაში.     მუხლი 6🔗. პედაგოგიური საბჭო 1. პედაგოგიური საბჭო, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს არჩევით ორგანოს. 2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა. 3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. 4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებულების ნებისმიერ პედაგოგს. 5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც. 6. ტექნიკუმის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს დირექტორი. 7. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი. 8. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას. 9. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს. 10. პედაგოგიური საბჭო განიხილავს ლიცეუმში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას. 11. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 12. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.     მუხლი 7🔗. სამეურვეო საბჭო 1. ტექნიკუმში მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, ტექნიკუმის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი დამსაქმებელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი. 3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით. 4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. 5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს. 6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.     მუხლი 8🔗. მოსწავლეები 1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პროფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესასწავლად განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, ირიცხება ტექნიკუმში. 2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ადგენს პედაგოგიური საბჭო. 3. ტექნიკუმში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება: ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების სახე და მისი განხორციელების პირობები; ბ) განათლების მიღების ფორმა; გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრულების პირობები; დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. 4. მოსწავლეებს უფლება აქვთ: ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა; გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი; დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო პროგრამას; ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით, დადგენილი წესის შესაბამისად; ვ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას. 5. მოსწავლეები ვალდებულნი არიან: ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფლონ არჩეულ პროფესიას; ბ) დაიცვან ტექნიკუმის შინაგანაწესი; გ) პატივი სცენ თანატოლებს, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს; დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი; ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები, მათ შორის, გარიცხვა.     მუხლი 9🔗. პედაგოგიური მუშაკები 1. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. 2. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენი-ლი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას. 3. დირექტორსა და მუშაკებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) შესრულებული სამუშაო და მისი შესრულების პირობები; ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის; გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები. 4. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით. 5. ტექნიკუმის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში. 6. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვევაში, ტექნიკუმის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე. 7. ტექნიკუმის მუშაკი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; ბ) დაიცვას პროცესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს; გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები; ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით; ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით. 8. პედაგოგს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა. ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები; გ) მონაწილეობა მიიღოს ტექნიკუმის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში; დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებებითა და შეღავათით.     მუხლი 10🔗. ტექნიკუმის ქონება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ტექნიკუმს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. ტექნიკუმი მისთვის გაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 11🔗. დაფინანსება 1. ტექნიკუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები; ე) შემოწირულობებით, სხვადასვა პროგრამებში მონაწილეობით, გრანტებით მიღებული შემოსავლები; ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება; ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები; თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები. 2. ტექნიკუმის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ტექნიკუმის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 12🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ტექნკუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ტექნიკუმის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ტექნიკუმის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ტექნიკუმი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ტექნიკუმის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას. 6. ტექნიკუმი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.      მუხლი 13🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა ტექნიკუმის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 14🔗. ტექნიკუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ტექნიკუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებები საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმი წარმოადგენს ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმის უფლებამონაცვლეს.