⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.02.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №1/2005 ,,საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი ღია კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.06.2005
ძალის დაკარგვა 03.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №1/2005
სარეგისტრაციო კოდი 010220020.15.008.007486
გამოქვეყნების წყარო სსმ, 74, 17/06/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,164 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.2005 მიღება
03.02.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №1/2005 ,,საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი ღია კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:13.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-style:italic;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:21.3pt 42.55pt 14.2pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტარცეიო კოდი 010.220.020.15.008.007.486 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №1/2005 2005 წლის 17 ივნისი ქ. თბილისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი ღია კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ​1“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი ღია კონკურსის დებულება №1 დანართის შესაბამისად.     მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1​ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.     მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე     გ. ქავთარაძე კომისიის მდივანი  გ. ჩალაგაშვილი დანართი №1 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი ღია კონკურსის დ ე ბ უ ლ ე ბ ა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი ღია კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ საფუძველზე. დებულება განსაზღვრავს კონკურსის ორგანიზების საკითხებს, ჩატარების წესსა და პირობებს.     მუხლი 1🔗. კონკურსის მიზანი კონკურსის მიზანია საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევა და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.     მუხლი 2🔗. სპეციალური ჯგუფი – სამდივნო 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო), კონკურსის საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად, განკარგულებით ქმნის სპეციალურ ჯგუფს – სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო). 2. სამდივნო იქმნება ცესკოს აპარატის თანამშრომლებისაგან. 3. სამდივნოს ევალება კონკურსის საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის (შემდგომში – საკონკურსო დოკუმენტაცია) მიღება, შემოწმება და რეგისტრაცია. 4. სამდივნოს მუშაობას ხელმძღვანელობს ცესკოს ერთ-ერთი წევრი. 5. სამდივნო საქმიანობას წყვეტს ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისთანავე.     მუხლი 3🔗. კონკურსის გამოცხადება და კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 1. ცესკო განკარგულებით აცხადებს კონკურსს. 2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი (შემდგომში – კონკურსში მონაწილე) კონკურსში მონაწილედ ჩაითვლება ამ დებულების შესაბამისად ცესკოში საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციის შემდეგ. 3. არასწორად, არასრულყოფილად ან რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილ საკონკურსო დოკუმენტაციას ცესკო არ განიხილავს. 4. ცესკო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაციის დამთავრებიდან 5 დღის ვადაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აქვეყნებს კონკურსში მონაწილეთა სიას.     მუხლი 4🔗. საკონკურსო დოკუმენტაცია 1. კონკურსში მონაწილეობისათვის სამდივნოს უნდა წარედგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია: ა) განცხადება ცესკოს სახელზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა.ა) კანდიდატის სახელი, გვარი; ა.ბ) განათლება (უმაღლესი); ა.გ) სპეციალობა; ა.დ) სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); ა.ე) სამუშაო ადგილი და თანამდებობა; ა.ვ) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა; ა.ზ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); ა.თ) საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); ბ) განცხადებას ხელს უნდა აწერდეს განმცხადებელი და მას უნდა დაერთოს: ბ.ა) განმცხადებლის 2 ფოტოსურათი; ბ.ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი; ბ.გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ბ.დ.) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი; ბ.ე.) განმცხადებლის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება). 2. განმცხადებელი საკონკურსო დოკუმენტაციას სამდივნოს წარუდგენს პირადად. 3. თუ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) განმცხადებელს. შესწორებული საკონკურსო დოკუმენტაცია ცესკოს 2 დღეში უნდა დაუბრუნდეს. 4. კონკურსში მონაწილეს კონკურსის განმავლობაში უფლება აქვს გამოითხოვოს საკონკურსო დოკუმენტაცია ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი (საოლქო საარჩევნო კომისიის ნომერი და დასახელება) შესაბამისი განცხადებით.     მუხლი 5🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა 1. ცესკო საკონკურსო დოკუმენტაციას განიხილავს კონკურსში მონაწილეთა დაუსწრებლად. 2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 33-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით ცესკო უფლებამოსილია კონკურსის მონაწილე მოიწვიოს გასაუბრებისათვის.     მუხლი 6🔗. კენჭისყრა 1. ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. 2. კონკურსში მონაწილეებს კენჭი ეყრებათ ცალცალკე. 3. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 4. თუ არჩეულ პირთა რაოდენობა ერთ საარჩევნო ოლქში ხუთზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. 5. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. 6. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. 7. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ.     მუხლი 7🔗. ხელახალი კონკურსი 1. თუ კონკურსის შედეგად ყველა საოლქო საარჩევნო კომისია სრულად ვერ დაკომპლექტდა, ცესკო აცხადებს ხელახალ კონკურსს. 2. ხელახალი კონკურსის პირობები განისაზღვრება ამ დებულებით.       მუხლი 8🔗. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის განკარგულება 1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის შესახებ ცესკოს განკარგულებაში უნდა მიეთითოს: ა) კომისიის წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის ნომერი და დასახელება, რომლის წევრადაც იგი აირჩა. 2. ცესკოს გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკონკურსო დოკუმენტაცია და არჩეული წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-18 მუხლის მე6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 3. ცესკო აქვეყნებს საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა სიას.     მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულება ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლის წარმოდგენის მოთხოვნა ამოქმედდეს 2006 წლის პირველი იანვრიდან.