აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.05.2007
ძალის დაკარგვა 14.07.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №131
სარეგისტრაციო კოდი 170050000.22.027.010327
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 11/05/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 49.35pt .5in 48.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.050.000.22.027.010.327
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №131
2007 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე
,,ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №398 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლისა და მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ სპეციალური შტამპის – აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესს.
მუხლი 2🔗
1. აპოსტილი წარმოადგენს შტამპს ზომით 10X10 სმ, რომელშიც განთავსებულია შესაბამისი ტექსტი.
2. აპოსტილი დაისმება ოფიციალურ დოკუმენტზე (შემდგომში – დოკუმენტი), საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №398 ბრძანებულებით დადგენილი წესით.
3. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იყენებს გერბიან, ორენოვან ბეჭედს, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 3🔗
1. აპოსტილით დამოწმება ხორციელდება დოკუმენტის მფლობელის ან სხვა ნებისმიერი პირის მომართვის საფუძველზე.
2. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის, დოკუმენტის წარმომდგენი პირი ავსებს განცხადების სპეციალურ ფორმას (დანართი №1).
3. დადგენილი წესით შევსებული განცხადება აპოსტილით დასამოწმებელ დოკუმენტთან და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად ბარდება სამინისტროს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
მუხლი 4🔗
1. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე სამინისტროს პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ნოტარიატის დეპარტამენტი.
2. სამინისტროს ის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები, ასევე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტების გაცემა, ვალდებული არიან, დოკუმენტის გაცემაზე/ხელმოწერაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერის, ასევე, იმ ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშები, რომლებიც შეიძლება დასმულ იქნეს მათ მიერ გაცემულ დოკუმენტზე, გადასცენ ნოტარიატის დეპარტამენტს. აღნიშნული ვალდებულება ძალაშია მაშინაც, როდესაც იცვლება დოკუმენტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირი, ბეჭედი ან შტამპი.
მუხლი 5🔗
1. აპოსტილის დასმა რეგისტრირდება ჟურნალში, სადაც აღინიშნება:
ა) აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) წარმომდგენი პირის ვინაობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;
ბ) დოკუმენტის წარმომდგენი პირის მიერ შევსებული განცხადების რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;
გ) დოკუმენტის დასახელება;
დ) დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა, ხოლო ხელმოუწერელი დოკუმენტის შემთხვევაში – ბეჭდის ან შტამპის დამსმელი ორგანოს მითითება;
ე) აპოსტილით დოკუმენტის დამმოწმებელი ორგანოს დასახელება;
ვ) აპოსტილის რიგითი ნომერი და დამოწმების თარიღი;
ზ) აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო.
2. აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.
მუხლი 6🔗
1. ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული, აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, სამუშაო დღის ბოლოს აპოსტილის შტამპი და სარეგისტრაციო ჟურნალი გადასცეს ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსს.
2. აპოსტილის შტამპი, ბეჭედი და სარეგისტრაციო ჟურნალი ინახება ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსთან სამუშაო ადგილზე, სათანადოდ დაცულ ადგილას (ლითონის სეიფში).
3. აპოსტილის შტამპის, ბეჭდის გამოყენებასა და სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსს.
4. სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი მთლიანობის დარღვევა ან დაკარგვა.
დანართი №1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტს
მოქალაქის _________________________________
განცხადება
I. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ:
ა) დოკუმენტის წარმომდგენი პირი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გ) საკონტაქტო ტელეფონი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
II. აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტი (დოკუმენტები), მისი რაოდენობა და რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე, ნომერი, ხელმომწერი პირის სტატუსი):
1) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
6) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
7) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
8) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
9) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
10) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
III. აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
IV. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(ლარი)
განცხადების შემომტანი პირის ხელმოწერა დოკუმენტის მიმღები პირის ხელმოწერა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოტანის თარიღი ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი/მრჩეველი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რიცხვი/თვე/წელი