⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.11.2008)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 11.06.2007
ძალის დაკარგვა 04.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №623
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.010434
გამოქვეყნების წყარო სსმ, 82, 14/06/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,220 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.06.2007 მიღება
04.11.2008 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 46.35pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.434 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №623 2007 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ალექსიშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მუშაობის ორგანიზაციას, სტრუქტურას, საქმიანობის პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს. 2. დეპარტამენტი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის საქმიანობა განისაზღვრება წინამდებარე დებულებით. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტებით, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით და წინამდებარე დებულებით. 4. დეპარტამენტი მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან, სხვა უწყებებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან. 5. დეპარტამენტის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მინისტრი და დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; ბ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და ჩატარება; გ) საკადრო რესურსების მართვის (მიღება, განთავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის შექმნა; დ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ჩანაწერების შეტანა მოხელეთა შრომის წიგნაკებში; ე) საჯარო მოსამსახურეებისათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; ვ) საჯარო მოსამსახურეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; ზ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება; თ) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება და გაკონტროლება; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის აქტების მომზადება; კ) საჯარო მოსამსახურეთა სწავლების პროცესის მართვა, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; ლ) პერსონალის მართვის მეთოდებისა და სისტემის შესწავლა, ანალიზი, აუდიტი, რეკომენდაციებისა და პროგნოზების მომზადება.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) დეპარტამენტის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) გამოითხოვოს და მიიღოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, უშუალოდ აგრეთვე მოადგილის, კონსულტანტებისა და დაქვემდებარებული სამმართველოების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის ფუნქციებითა და ამოცანებით განსაზღვრულ საკითხებს, დადგენილი წესით აბარებს ანგარიშს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის შემადგენლობაშია სამი სამმართველო: ა) ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველო; ბ) სასწავლო პროცესის მართვის სამმართველო; გ) პერსონალის მართვის ანალიზის სამმართველო.     მუხლი 6🔗. ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველო სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სისტემის კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტება; ბ) კადრების რაოდენობრივი შემადგენლობისა და მონაცემთა აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების და შრომის წიგნაკების წარმოება და დაცვა დადგენილი წესით, საკადრო მონაცემთა ინფორმაციული ბანკის შექმნა; გ) ბრძანებათა პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, გადაადგილებისა და განთავისუფლების, შვებულების, მივლინების, საპენსიო უზრუნველყოფის და შრომისუუნარობის შესახებ; დ) კადრების შერჩევის, მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ორგანიზაცია და კონტროლი; ე) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სპეციალური წოდებებისა და საკლასო ჩინების მინიჭებასთან დაკავშირებული მუშაობის ორგანიზება; ვ) სისტემის მუშაკთა დასაჯილდოებელი მასალის მომზადება; ზ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა ატესტაციის და კონკურსების ჩატარების კოორდინაცია; თ) მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დროულად განხილვა და მათზე რეაგირება სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; ი) საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლების და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად წარმოდგენა შესაბამის ორგანოში; კ) სამინისტროს აპარატში შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება.     მუხლი 7🔗. სასწავლო პროცესის მართვის სამმართველო სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) არსებული პრიორიტეტებიდან და სამინისტროს სტრატეგიული მიმართულებებიდან გამომდინარე მოხელეთა სწავლების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; ბ) ტრეინინგის საჭიროების, ანალიზისა და შედეგების შეფასების მეთოდიკის დამუშავება-სრულყოფისა და რეალიზაციის უზრუნველყოფა; გ) სასწავლო გეგმის მომზადება, ორგანიზება, კოორდინირება და გაცნობა, სწავლების პროცესის განხორციელება; დ) მოწვეულ პედაგოგებზე და სპეციალისტებზე შრომითი ხელშეკრულების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ე) დისკუსიების, თემატური სემინარებისა და კონფერენციების მოწყობა; ვ) სწავლების ინსტრუქტორებისა და ასისტენტების (სწავლების პროცედურის წამყვანების) მომზადება; ზ) სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა; თ) მოხელეთა კვალიფიკაციის მონიტორინგში მონაწილეობა – სწავლების შედეგების შესახებ მასალებს აწვდის ხელმძღვანელობას, რაც გათვალისწინებული იქნება მოხელეთა ატესტაციის, ასევე დაწინაურების, ჩამოქვეითებისა და განთავისუფლების დროს; ი) სასწავლო პროცესში გამოცდების, ტესტირებების ჩატარება და მოწმობების გაცემა; კ) დაწესებულებაში მიმდინარე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული ტრეინინგების ტექნიკური დახმარების და სასწავლო პროექტების კოორდინირება; ლ) საუნივერსიტეტო და აკადემიურ წრეებთან, სხვა სასწავლო დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება.     მუხლი 8🔗. პერსონალის მართვის ანალიზის სამმართველო სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია: ა) პერსონალის ანალიზი ასაკობრივი სტრუქტურის, ქალთა და მამაკაცთა თანაფარდობის, განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიხედვით; ბ) კადრების სპეციალიზაციის ანალიზიდადგენა – რა განათლების მქონე ადამიანთა მოთხოვნა არსებობს; გ) პერსონალის სამუშაოს, ასევე სამუშაო პირობების შესწავლა-ანალიზი, შეესაბამება თუ არა სამუშაოს მოცულობა და სირთულე ქვედანაყოფის რაოდენობასა და შემადგენლობას, სამუშაო დროის მართვისა და გამოყენების ანალიზი; დ) ყოველი თანამდებობისთვის პროფესიულ-საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა; ე) ყოველი მოხელის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშგების სისტემის შექმნა, მიღებული ანგარიშების ანალიზი; ვ) კონკურსებსა და ატესტაციებში, კადრების შერჩევაში მონაწილეობის მიღება, ანალიზი, პერსონალის შიდა მოძრაობაზე ატესტაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების შედეგების გავლენის ანალიზი, ვაკანსიების შევსების სისტემის ანალიზი; ზ) პერსონალის დენადობის მიზეზების შესწავლა, ანალიზი; თ) არსებული პრემიალური სისტემის ანალიზი, ახალი სისტემის შემუშავება; ი) პერსონალზე წახალისებებისა და დისციპლინური გადაცდომების გავლენის ანალიზი; კ) მივლინებების ეფექტურობის ანალიზი, ანგარიშგების სისტემის შემუშავება; ლ) პერსონალს შორის ურთიერთობების, ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის არსებობის შესწავლა-ანალიზი; მ) პერსონალში ანონიმური სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება; ნ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ანალიზის შედეგად რეკომენდაციებისა და პროგნოზების შემუშავება.