⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.03.2008)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №480 ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.06.2005
ძალის დაკარგვა 31.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №480
სარეგისტრაციო კოდი 190010000.22.033.007506
გამოქვეყნების წყარო სსმ, 79, 04/07/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,234 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2005 მიღება
31.03.2008 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №480 ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.007.506 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №480 2005 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე და 37-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციოა-ნალიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვ. ჩეჩელაშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მუშაობის ორგანიზაციას, სტრუქტურას, საქმიანობის პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს. 2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის საქმიანობა განისაზღვრება წინამდებარე დებულებით. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. დეპარტამენტი მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან. 5. დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) უზრუნველყოს სამინისტროს სისტემაში ახალი პროგრამული პროდუქტების შექმნისას თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შემუშავება; ბ) უზრუნველყოს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში (შემდგომში – ქვედანაყოფები) და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულებები) არსებული მონაცემთა ბაზების გაერთიანება ერთიან მონაცემთა ბაზაში და ამ ინფორმაციის საიმედო და ეფექტური მომსახურება, მოიძიოს სამინისტროსათვის საინტერესო ინფორმაცია, შეაგროვოს და გადამუშავებული სახით მიაწოდოს დაინტერესებულ ქვედანაყოფებს და დაწესებულებებს; გ) უზრუნველყოს ინფორმაციის დაცვის საიმედოობა თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დ) უზრუნველყოს ქვედანაყოფები, დაწესებულებები და რეგიონალური სამსახურები (შემდგომში – სამსახურები) სტანდარტული საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული ტექნიკით; ე) უზრუნველყოს ქვედანაყოფებს, დაწესებულებებსა და სამსახურებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული მუშაობა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ზუსტი კონფიგურირება, აგრეთვე სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება; ვ) ქვედანაყოფებისა და დაწესებულებების სპეციფიკის გათვალისწინებით შეიმუშავოს ახალი პროგრამული პროდუქტები და მოახდინოს ამ პროგრამული სისტემების დანერგვა სამსახურებში, მოახდინოს პროგრამული სისტემების ცვლილებები ახალი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, გამოიკვლიოს და დაადგინოს შემოსული ინფორმაციის დამუშავების მეთოდები და ალგორითმები, მათ საფუძველზე შეიმუშავოს ტექნიკური პროექტები და დავალებები; ზ) მომხმარებლების ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით, კონსოლიდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიმუშავოს საცნობარო, საძიებო, ანალიტიკური და ექსპერტული კომპიუტერული სისტემები; თ) ერთიან მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით შეიმუშავოს ანალიტიკურ-სტატისტიკური ფორმები და ერთეულები და უზრუნველყოს ამ ინფორმაციის მიწოდება დაწესებულებებისა და სამსახურებისათვის; ი) მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის სახელმწიფო ფინანსების ფაქტობრივი მაჩვენებლების ამსახველი სტატისტიკურ-საინფორმაციო კრებულების შედგენა-გამოცემის სამუშაოებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის და შესრულების მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ფორმების დამუშავებაში; კ) უზრუნველყოს სამინისტროს ვებგვერდის ადმინისტრირება და მასზე საჯარო ინფორმაციის განთავსება.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებემოსილია: ა) ქვედანაყოფებისგან, დაწესებულებებისა და სამსახურებისგან გამოითხოვოს დეპარტამენტის ფუნქციების შესასრულებლად საჭირო მონაცემები და ინფორმაცია; ბ) მოიძიოს, შეაგროვოს და გადაამუშაოს სამინისტროს საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესებისათვის საჭირო ინფორმაცია; გ) დაიცვას სამინისტროს სისტემაში არსებული ინფორმაცია თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დ) შეიმუშაოს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახალი პროგრამული სისტემები და მოახდინოს მათი დანერგვა სამინისტროს მთელ სისტემაში; ე) განახორციელოს პროგრამული სისტემების ცვლილებები ახალი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, გამოიკვლიოს და დაადგინოს სამინისტროში შემოსული ინფორმაციის დამუშავების მეთოდები და ალგორითმები, მათ საფუძველზე შეიმუშაოს ტექნიკური პროექტები და დავალებები; ვ) შეიმუშაოს ანალიტიკურ-სტატისტიკური ფორმები და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სახელმწიფო ფინანსების ფაქტობრივი მაჩვენებლების ამსახველი სტატისტიკურსაინფორმაციო კრებულების შედგენა გამოცემის სამუშაოებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის და შესრულების მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ფორმების დამუშავებაში; ზ) დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის მეშვეობით სამინისტროს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი; 2. დეპარტამენტის უფროსი იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, აგრეთვე მოადგილის და დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის ფუნქციებითა და ამოცანებით განსაზღვრულ საკითხებს, დადგენილი წესით აბარებს ანგარიშს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; 3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი; 4. დეპარტამენტის უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ქსელების ადმინისტრირებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) პროგრამული უზრუნველყოფისა და ვებტექნოლოგიების სამმართველო; გ) ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველო.     მუხლი 6🔗. ქსელების ადმინისტრირებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) უზრუნველყოს ქვედანაყოფებს, დაწესებულებებსა და სამსახურებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული საიმედო მუშაობა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა. სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელების მომსახურება; ბ) უზრუნველყოს ინფორმაციის დაცვა არასანქცირებული შეღწევადობისაგან; გ) უზრუნველყოს ინფორმაციის დაცვის საიმედოობა თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დ) უზრუნველყოს სამინისტროს ლოკალური ქსელის გამართული მუშაობა; ე) სამინისტროს კომპიუტერული პარკის აღრიცხვა და ახალი ტექნიკის შეძენა-ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღება.     მუხლი 7🔗. პროგრამული უზრუნველყოფისა და ვებ – ტექნოლოგიების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) უზრუნველყოს სამინისტროს ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, მისი საიმედო, ეფექტური ფუნქციონირება და მონაცემთა დაცვა; ბ) უზრუნველყოს ქვედანაყოფები, დაწესებულებები და სამსახურები საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით; გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ქვედანაყოფებისათვის, დაწესებულებებისა და ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება ერთიანი მონაცემთა ბაზიდან; დ) შეიმუშაოს ახალი პროგრამული პროდუქტები მონაცემთა დამუშავების, ანალიზისა და სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად.     მუხლი 8🔗. ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) შემოსული ინფორმაციის დამუშავების მეთოდების კვლევა და დადგენა, მათ საფუძველზე ტექნიკური პროექტებისა და დავალებების შემუშავება; ბ) ერთიანი მონაცემთა ბაზიდან გამომავალი ინფორმაციის ანალიზი და ქვედანაყოფების, დაწესებულებებისა და სამსახურების მოთხოვნათა შესაბამისად, სათანადო ფორმების შემუშავება; გ) სამინისტროსათვის საინტერესო ინფორმაციის მოპოვების ახალი, ალტერნატიული წყაროების გამოვლენა.     მუხლი 9🔗. 1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის წინაშე და ასრულებენ მათ დავალებებს.     მუხლი 10🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 11🔗. დასკნითი დებულებები დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.