⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.04.2009)
გაუქმებულია:

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.06.2007
ძალის დაკარგვა 27.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-83
სარეგისტრაციო კოდი 340010000.22.032.010465
გამოქვეყნების წყარო სსმ, 87, 22/06/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 872 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.06.2007 მიღება
27.04.2009 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 45.1pt 45.1pt 45.1pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.465 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-83 2007 წლის 15 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო სამსახურის დებულება. 2. ბრძანებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილე ლილი ბეგიაშვილმა. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პ. ცისკარიშვილი საფინანსო და საბუღალტრო სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საფინანსო და საბუღალტრო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და წინამდებარე დებულებით. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე. სამსახურის საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები, ამოცანები და უფლება-მოვალეობანი 1. სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა; ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების სისწორის კონტროლი, ნაერთი ბალანსის მომზადება; გ) სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების ერთიანი მეთოდოლოგიური საფუძვლებით უზრუნველყოფა; დ) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაში სააღრიცხვო ინფორმაციის საფუძველზე რეზერვების გამოვლენა და მობილიზება; ე) უფლებამოსილების ფარგლებში პროგრამების, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე დასკვნების მომზადება და წარდგენა; ვ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შედგენა; ზ) სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება; თ) ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების მდგომარეობის შესწავლა ფიზიკური ინდიკატორების ჩვენებით; ი) საბიუჯეტო დაფინანსების სისტემატური ანალიზი, პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა. 2. სამსახურის უფლება-მოვალეობანია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისაგან დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისათვის ინფორმაციები და სხვა საჭირო მასალები; ბ) დადგენილ ვადებში და დამტკიცებული ფორმით მოითხოვოს და დაამუშაოს სამინისტროს სისტემის წლიური და კვარტალური ანგარიშები;  გ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში აწარმოოს ყველა სახის საკასო ოპერაციები; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს და სამინისტროს ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები სხვადასხვა საკითხებზე კომისიების შექმნის შესახებ; ე) დროულად განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები და მოამზადოს შესაბამისი პასუხები; ვ) პერიოდულად მოახსენოს სამინისტროს ხელმძღვანელობას სამსახურისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა და ვალდებულებათა განხორციელების შესახებ; ზ) დადგენილ ვადებში და დადგენილი ფორმით წარადგინოს სამინისტროს წლიური ბიუჯეტი; თ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოვალეობის შესრულება.     მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი: ა) კორდინაციას უწევს სამსახურის მუშაობას; ბ) სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურისათვის განსაზღვრული ვალდებულებებისა და ამოცანების დადგენილ ვადებში შესრულებაზე; გ) ეცნობა და ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ მასალებს და ზედამხედველობს სამსახურის საქმისწარმოებას. კოორდინაციას უწევს მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის ზეპირი განკარგულებებისა და მითითებების შესრულებას და კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ამ დავალებებსა და მითითებებს; დ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის საქმიანობის, სამსახურის მოხელეებისათვის პრემიის ან სხვა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ე) პერიოდულად ისმენს მოხელეთა ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. 3. სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე, წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საქმიანობის წარმართვის თაობაზე; ბ) ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში. 4. სამსახურს ჰყავს მთავარი ბუღალტერი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მოძრაობას; ბ) უზრუნველყოფს საბუღალტრო საბუთების გაფორმებას არსებული წესის შესაბამისად, მათ შენახვას და დადგენილი წესით არქივში გადაცემას.     მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.