საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.06.2007
ძალის დაკარგვა 27.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-82
სარეგისტრაციო კოდი 340010000.22.032.010470
გამოქვეყნების წყარო სსმ, 87, 22/06/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,383 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.06.2007 მიღება
27.04.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 47.9pt .5in 47.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.470 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-82 2007 წლის 15 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პ. ცისკარიშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 2. დეპარტამენტი, რომელიც შექმნილია სამინისტროს საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და წინამდებარე დებულებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და მინისტრის მოადგილეების წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ა) სხვა უწყებებიდან შემოსულ, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისთვის ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორცილებისათვის ხელშეწყობა; დ) სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის კოორდინაცია; ე) სამინისტროში და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით პარლამენტში წარდგენის პროცედურების კოორდინაცია; ვ) სასამართლოს დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ზ) მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და განხილვაში მონაწილეობის მიღება; თ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების და მოქმედ ნორმატიული აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებების მომზადება; ი) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის, სამინისტროში შესამუშავებელ კანონპროექტთა ნუსხის საბოლოო შეთანხმებისა და წარდგენის უზრუნველყოფის ორგანიზება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან; კ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია; ლ) სამინისტროს მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგი; მ) მინისტრის ბრძანებებითა და მოქმედი კანონმდებლობის სხვა აქტებით გათვალისწინებული ფუნქციები და ამოცანები.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) ახდენს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციებს, უფლებამოსილებებს და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი. 6. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე; ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას; გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში; დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) დეპარტამენტის უფროსის, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველო.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები 1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს: ა) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფას; ბ) სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადებას და აღნიშნული დავების განხილვაში მონაწილეობის მიღებას; გ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და შესრულების მიზნით, ნორმატიული აქტების და მათში შეტანილი ცვლილებების შესწავლას და აღრიცხვას; დ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფას; ე) სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფას; ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობაში წარდგენის პროცედურების ორგანიზებას; თ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის ორგანიზებას; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარადგინოს წინადადებები ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; კ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე სათანადო რეაგირებას; ლ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველო ახორციელებს: ა) სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებებისა და ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და მისი პერიოდულად განახლების ორგანიზებას; ბ) სამინისტროს მიერ დასადები ხელშეკრულების სამართლებრივ ექსპერტიზას (გარდა შრომითი და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა); გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მიერ ნაკისრ სახელშეკრულებო ვალდებულებათა (გარდა შრომითი და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) მონიტორინგის განხორციელება/ორგანიზებას, ასევე, ინსპექტირების ჯგუფის ან კოორდინატორის მიერ დაფიქსირებულ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევებზე შესაბამის რეაგირებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე დასკვნების შემუშავებას და წინადადებების მომზადებას განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისგან, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას; ვ) შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამის რეაგირებას.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა და სტრუქტურა 1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრვი მოვალეობების შესრულებაზე; დ) მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ე) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე; ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან; გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში. 5. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.     მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებანი დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.