„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის N2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-112
სარეგისტრაციო კოდი
340170000.22.032.016039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110720007, 21/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება№2-112

2011 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნ ორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,      ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №2-66 ბრძანებით (სსმ III, 11.05.2010წ., №53, მუხ. 801) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილ ება და დებულების :

  1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

  1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია :

  ა) დონორებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა;

       ბ) პროექტებთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის განხორციელება დონორების შესაბამისი სახელმძღვანელოების, დონორების პოლიტიკის, კრიტერიუმების , რეგულაციების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

  გ) აგრა რულ სექტორში განსახორციელებელი პროექტების კოორდინაცია, მათი შესრულების უზრუნველყოფა.“.

  2. მე-3 მუხლს დაემატოს „დ “ და „ე “ პუნქტ ები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „დ) პროექტებთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა განახორციელოს დონორების პოლიტიკის, კრიტერიუმების, რეგულაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

  ე) უზრუნველყოს პროექტების განხორციელების ამსახველი შესაბამისი ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის შენახვა დონორთა მოთხოვნების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. “.

  3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის გ ) ქვეპუნქტი ჩამოყა ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, კერძოდ , პროექტების ფინანსური მენეჯმენტის, მონიტორინგის, შეფასებისა და სხვა საკითხების შესახებ. “.

 4 . მე-5 მუხლ ი ჩამოყა ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

  დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

 ა) პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველო;

 ბ) დონორთა საქმიანობის კოორდინაციის სამმართველო. “ .

 5. მე-6 მუხლ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები

1. პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველო ახორციელებს:

 ა) დონორებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით აგრარულ სექტორში პროექტების დაგეგმ ვასა და მართვას დონორთა ან საქართველოს მთავრობის შეთანხმებების შესაბამისად ;

ბ) პროექტების ფინანსურ მენეჯმენტს, ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესყიდვების განხორციელებას დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად;

გ) შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამის რეაგირებას.

2. დონორთა საქმიანობის კოორდინაციის სამმართველო ახორციელებს:

ა) საქართველოს აგრარულ სექტორში მოქმედი დონორი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე პროექტების/პროგრამების საერთო კოორდინაციას და მათ შესახებ ანალიტიკური მასალების სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

ბ) საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზის შექმნას და მის რეგულარულ განახლებას. “.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის N2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.07.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის N2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის N2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.07.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-112. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.22.032.016039.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის N2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის N2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის N2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის N2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-112, 20.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1416006/