საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №88 ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 27.06.2005
ძალის დაკარგვა 08.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.007514
გამოქვეყნების წყარო სსმ, 80, 05/07/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №88 ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.75in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.007.514
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №88
2005 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე და 261 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. ზურაბიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა კონტროლს.
მუხლი 2🔗.
გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებით, სხვა სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით.
მუხლი 3🔗.
გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
თავი II
გენერალური ინსპექციის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 4🔗.
გენერალური ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი მოკვლევა, სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ დასკვნების მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლი;
გ) სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
დ) მინისტრის ბრძანებების და დავალებების, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულების კონტროლი;
ე) მინისტრის დავალებით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 5🔗.
გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა მიერ კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა;
ბ) სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაბამის რეკომენდაციათა შემუშავება და სათანადო წინადადებათა მომზადება სამინისტროს საქმიანობის ცალკეული სფეროების რეფორმირების მიზნით.
მუხლი 6🔗.
1. გენერალური ინსპექციის ძირითადი უფლებამოსილებანი:
ა) ინსპექცია უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო დოკუმენტი, მასალა და ინფორმაცია;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩამოართვას ახსნა-განმარტება წერილობითი და ზეპირი ფორმით სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებს.
2. სამინისტროს სისტემის ყველა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს გენერალური ინსპექციის კანონიერი მოთხოვნა.
3. საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან გენერალური ინსპექციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ინსპექციის უფროსი აკეთებს წარდგინებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ.
თავი III
გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა
მუხლი 7🔗.
გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მუხლი 8🔗.
ინსპექციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს გენერალურ ინსპექციას, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებისათვის;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების ჯეროვან შესრულებასა და სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობას;
დ) მინისტრის დავალებითა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 9🔗.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 10🔗.
გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცება და მასში სათანადო ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.