საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების წარმოების წესის და ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.01.2006
ძალის დაკარგვა 04.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 200030000.22.033.008019
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 17/01/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | 2 |
| 8 | 9 |
| საბაჟო გადასახდელების დასახელება | საბაჟო გადასახდელის ძირითადი თანხა |
| № | „საგადასახადო მოთხოვნა” |
| დარიცხული თანხის ოდენობა | სულ დარიცხული თანხა |
| საბაჟო გადასახდელის ძირითადი თანხა | ჯარიმა |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების წარმოების წესის და ფორმების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 52.05pt 56.75pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.030.000.22.033.008.019
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №45
2006 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების წარმოების წესის და ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბაჟო კოდექსის 74-ე და 137-ე მუხლების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის IV და VI კარების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს:
ა) საგადასახადო მოთხოვნა (დანართი №1);
ბ) პირზე „საგადასახადო მოთხოვნის“ წარდგენის სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი №2);
გ) შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ (დანართი №3);
დ) საგადასახადო მოთხოვნა მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ (დანართი №4).
მუხლი 2🔗. თუ საბაჟო გადასახდელების გადამხდელმა განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა დადგენილი/დარიცხული საბაჟო გადასახდელები, ჯარიმა და საურავი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი საბაჟო ორგანო, საბაჟო გადასახდელების იძულებით გადახდევინებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗. საბაჟო ორგანოში, საბაჟო სფეროში ურთიერთდახმარების საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (რომლითაც გამოვლინდება სხვაობები საქართველოს საბაჟო ორგანოში დეკლარირებულ და ინფორმაციის გამცემ უცხოეთის საბაჟო ორგანოების მონაცემებში), ინფორმაციის შედარებაზე მომუშავე შესაბამისი საბაჟო სამსახური ვალდებულია გამოვლენილ სხავაობაზე ინფორმაცია წერილობით მოახსენოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს/მის მოადგილეს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მასალების ასლები გადაეგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით, შესაბამის რეგიონალურ საბაჟოს, სადაც მოხდა საქონლის/სატრანსპორტო საშუალების გაფორმება და საგადასახადო დეპარტამენტს.
მუხლი 4🔗. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის საფუძველზე, შესაბამის რეგიონალურ საბაჟოში ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 72 საათისა, რეგიონალური საბაჟოს უფროსი/მისი მოადგილე წერლობითი ბრძანებით (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს ავალებს კამერალური შემოწმების ჩატარებას.
მუხლი 5🔗. თუ კამერალური შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს საბაჟო გადასახდელების თანხის ცვლილებას (შემცირებას ან გაზრდას), მაშინ კამერალური შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს შემოწმების აქტს საბაჟო გადასახდელების გადამხდელის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად და აწერს ხელს მასზე. აქტი დგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 120-ე მუხლით დადგენილი წესით, რეგიონალური საბაჟოს უფროსის/მისი მოადგილის წერლობითი ბრძანების (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის) მიღებიდან 10 დღეში. აღნიშნულ აქტს ამტკიცებს რეგიონალური საბაჟოს უფროსი/მისი მოადგილე.
მუხლი 6🔗. შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე რეგიონალური საბაჟოს უფროსი/მისი მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას:
ა) საბაჟო გადასახდელებისა და საგადასახადო სანქციების თანხის დარიცხვის შესახებ;
ბ) დამატებითი ღონისძიებების ჩატარების შესახებ.
მუხლი 7🔗. გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, პირს ეგზავნება „საგადასახადო მოთხოვნა“ საბაჟო გადასახდელების ვადაგადაცილებული დავალიანების, საგადასახადო სანქციების თანხის გადახდისა და გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის შესახებ. გაგზავნილი „საგადასახადო მოთხოვნა“ აღირიცხება „პირზე „საგადასახადო მოთხოვნის“ წარდგენის სარეგისტრაციო ჟურნალში“ (დანართი №2)
მუხლი 8🔗. საგადასახადო სამართალდარღვევით განხორციელებულ ოპერაციებზე საბაჟო გადასახდელების და სანქციების (ჯარიმა, საურავი) დარიცხვა და ამოღება ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების რიგითობას ირჩევს საბაჟო ორგანო.
მუხლი 10🔗. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების დროულობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებაზე პასუხისმგებელია რეგიონალური საბაჟოს უფროსი.
მუხლი 11🔗. საქართველოს საბაჟო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე კამერალური შემოწმების აქტი დგება და პირს ერიცხება სანქციები (საურავი, ჯარიმა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის VII კარით განსაზღვრული წესით. საბაჟო ორგანოები სარგებლობენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე, 130-ე, 131-ე, 132-ე, 135-ე, 136-ე, 137-ე, 138-ე (საბაჟო გადასახდელების დაბრუნების კუთხით), 141-ე, 142-ე (ბანკების მიერ საბაჟო გადასახდელების გადამხდელის ანგარიშებზე ოპერაციების შეჩერების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის კუთხით) და 144-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ზურაბ ანთელიძეს.
მუხლი 13🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საბაჟო დეპარტამენტი
საგადასახადო მოთხოვნა
№----------------- “-----------------------------“ --------------------------------“ 200 წ.
(რიცხვი) (თვე)
რეგიონალური საბაჟო ------------------------------------------------------------------------------------------
მისამართი -------------------------------------------------------------------------------------------------------
პირის რეკვიზიტები ---------------------------------------------------------------------------------------------
(გვარი, სახელი/დასახელება)
საიდენტიფიკაციო ნომერი
მისამართი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საბაჟო კოდექსის 74-ე და 137-ე მუხლების, საგადასახადო კოდექსის
----------------------------------------------------------------------------------------------------- საფუძველზე
(მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზე მოხდა საბაჟო გადასახდელების დარიცხვა)
გადასახდელად დაგერიცხათ:
საბაჟო გადასახდელების დასახელება
საბაჟო გადასახდელის ძირითადი თანხა
ჯარიმა
საურავი
სულ
ექვემდებარება გადახდას არა უგვიანეს
შენიშვნა
მოსაკრებელი
საბაჟო გადასახადი
აქციზი
დღგ
სულ
საბაჟო გადასახდელების გადახდის ადგილი და წესი -----------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 39-42 მუხლებით.
„საგადასახადო მოთხოვნა” შეიძლება გასაჩივრდეს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.
რეგიონალური საბაჟოს უფროსი --------------------------------------------------------------------------
ბ.ა
დანართი №2
პირზე „საგადასახადო მოთხოვნის” წარდგენის სარეგისტრაციო ჟურნალი
№
„საგადასახადო მოთხოვნა”
პირის დასახელება
საიდენტიფიკაციო ნომერი
დარიცხვის საფუძველი
საბაჟო გადასახდელის სახე
№
თარიღი
1
2
3
4
5
6
7
გაგრძელება
დარიცხული თანხის ოდენობა
სულ დარიცხული თანხა
საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა პირს (თარიღი)
შენიშვნა
საბაჟო გადასახდელის ძირითადი თანხა
ჯარიმა
საურავი
8
9
10
11
12
13
დანართი №3
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საბაჟო დეპარტამენტი
შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ
№ ------ “--------------“----------------------------------“ 200 წ.
რეგიონალური საბაჟო ------------------------------------------------------------------------------------------
მისამართი ------------------------------------------------------------------------------------------------------
პირის რეკვიზიტები -------------------------------------------------------------------------------------------
(გვარი, სახელი/დასახელება)
საიდენტიფიკაციო ნომერი
მისამართი --------------------------------------------------------------------------------------------------------
200 წ. “-------------“--------------------------------“ მდგომარეობით გერიცხებათ საგადასახადო დავალიანება ----------------------------------------- ლარის ოდენობით, მათ შორის: ძირითადი საბაჟო გადასახდელები --------------------------------- ლარი,
ჯარიმა ----------------------------- ლარი,
საურავი ------------------------------ ლარი
საქართველოს საბაჟო კოდექსის 74-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე თქვენი საწარმოს ქონების მიმართ, სახელმწიფოს სასარგებლოდ, წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შემდგომ საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენს მიმართ განხორციელდება საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებები.
მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს შეტყობინების მიღების მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებები საჩივრდება საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.
შეტყობინება შედგენილია 3 ეგზემპლარად და ეგზავნება გადასახადის გადამხდელს და მარეგისტრირებელ ორგანოს.
რეგიონალური საბაჟოს უფროსი --------------------------------------------------------------------------
ბ.ა.
დანართი №4
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საბაჟო დეპარტამენტი
საგადასახადო მოთხოვნა მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე
გადახდევინების მიქცევის შესახებ
№---------------------------- “----------------------“--------------------------------“ 200 წ.
(რიცხვი) (თვე)
რეგიონალური საბაჟო --------------------------------------------------------------------------------------
მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------------------
მესამე პირის რეკვიზიტები --------------------------------------------------------------------------------
(გვარი, სახელი/დასახელება)
მისამართი ----------------------------------------------------------------------------------------------------
საიდენტიფიკაციო ნომერი
პირის რეკვიზიტები ------------------------------------------------------------------------------
(გვარი, სახელი/დასახელება)
საიდენტიფიკაციო ნომერი
მისამართი ----------------------------------------------------------------------------------------------------
საბაჟო კოდექსის 74-ე და 137-ე მუხლების, საგადასახადო კოდექსის------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საფუძველზე (მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა რომლის საფუძველზე მოხდა საბაჟო გადასახდელების დარიცხვა)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საგადასახადო მოთხოვნის შინაარსი: (მათ შორის: მესამე პირის დავალიანების ოდენობა გადასახადის გადამხდელის მიმართ, მესამე პირისაგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა და მესამე პირის მფლობელობაში არსებული იმ ქონების მითითება, რომელიც არის გადასახადის გადამხდელის საკუთრება)
ამ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში ვალდებული ხართ უშუალოდ საბაჟო ორგანოს გადაუხადოთ მასში აღნიშნული თანხა ან გადასცეთ თქვენს მფლობელობაში არსებული გადასახადის გადამხდელის ქონება
ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება საგადასახადო კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, თქვენი საბანკო ანგარიშებიდან საინკასო დავალებით კუთვნილი თანხის ჩამოწერა.
თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 39-4-ე მუხლებით.
,,საგადასახადო მოთხოვნა” შეიძლება გასაჩივრდეს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.
საგადასახადო მოთხოვნას თან ერთვის გადასახადის გადამხდელის თანხმობა.
საბაჟო ორგანოს უფროსი -----------------------------------------------------------------------------------
ბ.ა.