საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №187 ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ
მიღების თარიღი 05.07.2005
ძალის დაკარგვა 02.02.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №187
სარეგისტრაციო კოდი 430180000.22.023.007725
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №187 ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:8.5pt; margin-right:0in; margin-bottom:5.65pt; margin-left:0in; text-align:center; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:4.25pt; margin-right:0in; margin-bottom:4.25pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.2in; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; background:navy; font-size:14.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.180.000.22.023.007.525
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №187
2005 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების გავლის პირობებს.
მუხლი 2🔗.
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 3🔗.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი განმარტება:
ა) სამინისტროს დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) – სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და ტერიტორიული ორგანო;
ბ) სტაჟირება – სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში) ან/და დაწესებულებებში ამ წესით რეგულირებადი არაანაზღაურებადი საქმიანობა;
გ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;
დ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;
ე) უფლებამოსილი პირი – მინისტრის მიერ უფლებამოსილების დელეგირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე დანიშნული პირი, რომელსაც ენიჭება უფლება დანიშნოს ან/და გაანთავისუფლოს კანდიდატი (სტაჟიორი).
მუხლი 4🔗.
ეს წესი არ ვრცელდება სამინისტროს დაწესებულებებში შემავალ ტერიტორიულ ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, თუ მინისტრის მიერ სხვა რამ არ იქნა დადგენილი.
თავი II. სტაჟიორის სტატუსი
მუხლი 5🔗.
1. სტაჟიორად შეიძლება დანიშნულ იქნეს შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, თუ გამონაკლისის სახით მინისტრის მიერ სხვა რამ არ იქნა დადგენილი.
2. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო კურსი.
მუხლი 6🔗.
1. კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს სტაჟირების კომისია (შემდგომში – კომისია).
2. კომისიის რაოდენობასა და შემადგენლობას შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი.
3. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. წარდგინებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ მინისტრს ან სხვა დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს კომისია.
5. სტაჟიორის დანიშვნა ფორმდება მინისტრის ან სხვა უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტით.
6. გამონაკლის შემთხვევებში მხოლოდ მინისტრს შეუძლია სტაჟიორად დანიშნოს პირი კონკურსის გავლის გარეშე.
მუხლი 7🔗.
კანდიდატმა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს უნდა წარუდგინოს შევსებული განაცხადის ფორმა სტაჟირებაზე (დანართი 1).
მუხლი 8🔗.
1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 1 წლით და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
2. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა შესაბამისი სერტიფიკატი (არსებობის შემთვევაში) ან ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ.
მუხლი 9🔗.
1. სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში და დაწესებულებაში, როგორც წესი, არ აღემატება შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის ნახევარს.
2. სამინისტროს ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში და დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მინისტრის მიერ.
თავი III. სტაჟიორის უფლებები
მუხლი 10🔗.
სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ხელმძღვანელობის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) გაეცნოს სამინისტროს სისტემის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს ისინი დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და დაწესებულების ხელმძღვანელის მითითებითა და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით შეასრულოს კონკრეტული, ცალკეული დავალებები, რომლებიც შეიძლება შეეხებოდეს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების საქმიანობის საკითხებს.
მუხლი 11🔗.
1. სტაჟიორს უფლება აქვს დასაბუთებული თხოვნით მიმართოს კომისიას მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.
2. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმაციის საფუძველზე, აგრეთვე სტაჟიორის პროფესიული ჩვევებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის გადაყვანის შესახებ სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან დაწესებულებაში.
თავი IV. სტაჟიორის მოვალეობები
მუხლი 12🔗.
1. სტაჟიორი მოვალეა:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სამინისტროს შესაბამისი იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას;
გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების მოსამსახურეებთან.
2. სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების პერიოდში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელის უშუალო მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის ჩვენებით. პირადი მოსწრების დღიური (ასეთის არსებობის შემთხვევასი) სტაჟიორმა უნდა წარუდგინოს კომისიას შესაბამის გასაუბრებაზე მის მიერ გაწეული მუშაობის შედეგების მოსმენისას.
მუხლი 13🔗.
1. სტაჟიორი ვალდებულია ყოველდღიურად საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცხადება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან დაწესებულებაში.
2. სტაჟიორი ვალდებულია გაეცნოს სამინისტროსა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და დაწესებულების დებულებას და შინაგანაწესს.
თავი V. სამინისტროს მოვალეობები
მუხლი 14🔗.
სამინისტრო თავისი შესაძლებლობის ფარგლებში სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 15🔗.
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
მუხლი 16🔗.
სამინისტროს შესაბამის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამსახურს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
თავი VI. კომისია
მუხლი 17🔗.
1. სტაჟიორობის კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს კომისია.
2. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობიდან ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
6. კომისიის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამსახური.
7. კომისია, როგორც წესი, გასაუბრებას აწყობს წელიწადში ორჯერ.
8. გადაწყვეტილებას გასაუბრების გადადების შესახებ იღებს კომისიის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.
თავი VII. სტაჟირების გავლის სხვა პირობები
მუხლი 18🔗.
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის დანაყოფში გამოუცხადებლობა;
ბ) პირადი განცხადება;
გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
დ) ამ წესის მე19 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი კომისიის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
მუხლი 19🔗.
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი დადგენილი წესით დაინიშნა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან დაწესებულებაში თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ.
მუხლი 20🔗.
სტაჟირებას კოორდინაციას უწევს სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამსახური, რომელიც ვალდებულია სტაჟირების საკითხზე 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარეს და მინისტრს.
თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 21🔗.
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.
PPPP
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
განაცხადი სტაჟირებაზე
1. გვარი, სახელი ---------------------------------------------------------------------
2. დაბადების ადგილი, თარიღი ---------------------------------------------------
3. მოქალაქეობა ----------------------------------------------------------------------
4. პირადობის მოწმობის ნომერი--------------------------------------------------
5. ოჯახური მდგომარეობა---------------------------------------------------------
6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული
ფოსტა, ფაქსი:---------------------------------------------------------------------
7. განათლება ( როდისრომელი სასწავლებელი დაამთავრეთ)
როდიდან როდემდე სასწავლებელი ფაკულტეტი
8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად?
-----------------------------------------------------------------------------------
9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) და დიპლომის №
სპეციალობა კვალიფიკაცია დიპლომის №
10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე:
შეაფასეთ ენის ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად.
ენა წერა კითხვა მეტყველება
11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
12. რატომ აირჩიეთ აღნიშნული სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიონალური გეგმები და მიზნები
13. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რომელ სტრუქტურული ქვედანაყოფში (დაწესებულება) გსურთ სტაჟირების გავლა. მიუთითეთ სამი სტრუქტურული ქვედანაყოფი (ან დაწესებულება) პრიორიტეტების მიხედვით.
14. თქვენი ინტერესთა სფეროები
15. რა სახის გრანტები და სტიპენდიები გაქვთ მოპოვებული წარსულში:
როდის ორგანიზაცია-დაწესებულება თანხის ოდენობა
16. შრომითი საქმიანობა
როდიდან-როდემდე უწყება, ორგანიზაცია თანამდებობა მისამართი
17. ხართ თუ არა საზღვარგარეთ ნამყოფი კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა
პროფესიული მიზნით: სად, როდის?
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
18. რეკომენდაცია
(მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი და გვარი და საკონტაქტო მონაცემები)
19. გთხოვთ ცალკე ფურცელზე დეტალურად დაასაბუთოთ თუ რას ელით სტაჟირებისაგან
დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები ფორმატისა და შინაარსის შესახებ.
ფორმატი
არაუმეტეს ერთი ნაბეჭდი გვერდისა 1,5 ინტერვალით
შინაარსი
თქვენი პროფესიული მიზნები;
რა როლს ითამაშებს სტაჟირება აღნიშნული მიზნების მისაღწევად?
რატომ აირჩიეთ თქვენს მიერ ზემოთ მითითებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი (დაწესებულება) სტაჟირებისათვის?
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი წვლილი აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფის (დაწესებულება) საქმიანობაში?
20. გთხოვთ, წარმოადგინოთ ცალკე ფურცელზე შემდეგი საბუთები:
ა.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ. თქვენი აქტუალური CV;
გ. ფოტოსურათი;
დ. დიპლომას ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან)
ე. რეკომენდაცია/შუამდგომლობა.
21. შენიშვნები
შევსების თარიღი
პირადი ხელმოწერა.