⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.11.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №338 ,,გორაბერეჟოულის ინდუსტრიული ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.07.2005
ძალის დაკარგვა 27.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №338
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.007537
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,609 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.07.2005 მიღება
27.11.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №338 ,,გორაბერეჟოულის ინდუსტრიული ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.537 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №338 2005 წლის 6 ივლისი  ქ. თბილისი გორაბერეჟოულის ინდუსტრიული ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების და საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად, ვბრძანებ: 1. გორაბერეჟოულის ინდუსტრიული ტექნიკუმი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის გორაბერეჟოულის ინდუსტრიული ტექნიკუმის დებულება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის-გორაბერეჟოულის ინდუსტრიული ტექნიკუმის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. გორაბერეჟოულის ინდუსტრიული ტექნიკუმი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით და წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. 2. ტექნიკუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „განათლების შესახებ„, წინამდებარე დებულებით. 3. ტექნიკუმი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა. 4. ტექნიკუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა. 5. იურიდიული მისამართია: ჩოხატაურის რაიონი, სოფ. გორაბერეჟოული.     მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი 1. ტექნიკუმი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები. 2. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება. 3. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგად განათლებასთან ერთად ან უამისოდ. 4. საშუალო პროფესიული საგანმათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს. 5. ტექნიკუმი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით. 6. ტექნიკუმი თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამების ფარგლებში, სათანადო წესით, ხელშეკრულების საფუძველზე, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან იგი ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობას.     მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი 1. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 2. საგანმანათლებლო პროცესი ტექნიკუმში განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ„ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 4🔗. დაწესებულების დირექტორი 1. დირექტორი არის დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირი, იგი ხელმძღვანელობს დაწესებულების მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში. 2. გორაბერეჟოულის ინდუსტრიული ტექნიკუმის დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრი. 3. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი. პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეადგინოს დადგენილი წესის შესაბამისად პედაგოგთა კვალიფიკაციის და ატესტაციის გავლის გრაფიკი. 4. დირექტორი უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოსთან თანხმობით დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებებთან. 5. „განათლების შესახებ„ საქართველოს კანონით და სხვა აქტებით და დაწესებულების დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად მასში მითითებულ პირთათვის. 6. დირექტორი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის; გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს; დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები; ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი.     მუხლი 5🔗. პედაგოგები 1. ტექნიკუმის პედოგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმმართველი პირები: მასწავლებელი, საწარმოო სწავლების ოსტატი, მეთოდისტი და სხვა. 2. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით ან მის გარეშე. 3. პედაგოგთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ„ და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 6🔗. მოსწავლეები 1. ტექნიკუმის მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია სასწავლებელში. 2. ტექნიკუმში მიიღებიან მოსწავლეები არა უმეტეს 15 წლის ასაკიდან, ცალკეული სპეციალობის დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი. 3. დაწესებულებაში სწავლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დასწრებული სწავლის ფორმით, რომელსაც აფინანსებს ცენტრალური ბიუჯეტი, სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად. 4. ტექნიკუმს შეუძლია მოემსახუროს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებას, შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით. 5. მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით „ბავშვთა უფლებების კონვენციით„, საქართველოს კანონით „განათლების შესახებ„ და სხვა ნორმატიული აქტებით. 6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან: ა) დაიცვან ტექნიკუმის შინაგანაწესი; ბ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს; გ) გაუფრთხილდნენ ტექნიკუმის ქონებას; დ) შიანგანაწესის სიტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებული იქნეს დისციპლინური ზომები, მათ შორის გარიცხვაც.     მუხლი 7🔗. პედაგოგიური საბჭო 1. ტექნიკუმის პედაგოგიური საბჭო არის დაწესებულების მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ„ და ამ დებულებით. 2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი. 3. საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს. 4. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საეთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა. 5. პედაგოგიური საბჭო შედგება დაწასებულების პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, რომელთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-სა და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულების პედაგოგთა რიცხვი ათს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. 6. პედაგოგიური საბჭო ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით წარადგენს თავის წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) დაწესებულების სამეურვეო საბჭოში. 7. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდები და სახელმძღვანელოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებულთაგან. 8. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს ყველა პედაგოგი.     მუხლი 8🔗. სამეურვეო საბჭო 1. ტექნიკუმში შემოსავლების მოზიდვისა და სახსრების რაციონალურად გამოყენების მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. სამეურვეო საბჭო შედგება თავმჯდომარისა და წევრებისაგან, რომლის რაოდენობა, არჩევის (დანიშვნის) და საქმიანობის წესები განისაზღვრება ტექნიკუმის ამ დებულებით. 3. სამეურვეო საბჭოს 2 წევრი ირჩევა ღია კენჭისყრით ტექნიკუმის მოსწავლეთა მშობლებისაგან. 4. სამეურვეო საბჭოში ღია კენჭისყრით 3 წევრი აირჩევა ტექნიკუმის პედაგოგიური კოლექტივისაგან. 5. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა სამეურვეო საბჭოს წევრებიდან ფარული კენჭისყრით.     მუხლი 9🔗. დაფინანსება 1. ტექნიკუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოსავლები, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბიუჯეტიდან ანაგრიშსწორების შემდგომ უნდა მოხმარდეს კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, ამ სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია. 3. ტექნიკუმის ბიუჯეტის პროექტს ადგენს ტექნიკუმის დირექტორი, განსაზღვრავს სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოები და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორი. 4. ტექნიკუმს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიზიდოს და განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობით იჯარით გასცეს როგორც საკუთარი, ისე მფლობელისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემული ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს. 5. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტექნიკუმის საბიუჯეტო სახსრებს განკარგავს დირექტორი.     მუხლი 10🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. ტექნიკუმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 2. ტექნიკუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 11🔗. ტექნიკუმის ქონება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განასახორციელებლად ტექნიკუმს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. ტექნიკუმი მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით     მუხლი 12🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ტექნიკუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ტექნიკუმის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ტექნიკუმის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ„ და „გ„ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლი მე-2 პუნქტის „ა„ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ტექნიკუმი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ტექნიკუმის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. 6. ტექნიკუმი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამის ახსნა-განმარტება.     მუხლი 13🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა ტექნიკუმის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.     მუხლი 14🔗. დაწესებულების ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. ტექნიკუმი იქმნება განუსაზღვრელი ვადით. 2. ტექნიკუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. ტექნიკუმის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებები საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორაბერეჟოულის ინდუსტრიული ტექნიკუმი წარმოადგენს გორაბერეჟოულის ინდუსტრიული ტექნიკუმის უფლებამონაცვლეს.