საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.06.2007
ძალის დაკარგვა 14.05.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №477
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.010540
გამოქვეყნების წყარო სსმ, 96, 06/07/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.05.2008
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 46.35pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.540
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №477
2007 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის წესდების დამტკიცების შესახებ
,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის თანდართული წესდება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №509 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ”.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის წესდება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი– თბილისის ბოტანიკური ბაღი (შემდგომში – ბოტანიკური ბაღი) ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
2. ბოტანიკური ბაღის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. ბოტანიკური ბაღი შექმნილია ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ბაზაზე.
4. ბოტანიკური ბაღი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.
5. ბოტანიკურ ბაღს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
მუხლი 2🔗. ბოტანიკური ბაღის მიზნები და ამოცანები
1. ბოტანიკური ბაღის მიზანია:
ა) სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
გ) სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
დ) მცენარეთა ინტროდუქციის, აკლიმატიზაციის და ბიომრავალფეროვნების დაცვის განხორციელება;
ე) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და გავრცელება;
ვ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
ზ) ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;
თ) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებასა და გადამზადებაში მონაწილეობის მიღება.
2. ბოტანიკური ბაღი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, საპროექტო და ტექნოლოგიური საქმიანობა.
თავი II
ბოტანიკური ბაღის მართვა
მუხლი 3🔗. ბოტანიკური ბაღის მართვის ორგანოები და ბოტანიკური ბაღის სტრუქტურა
1. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საბჭო, ხოლო საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს ბოტანიკური ბაღის დირექტორი.
2. ბოტანიკური ბაღის სტრუქტურული ერთეულია სამეცნიერო განყოფილება, ლაბორატორია, ცენტრი და სექტორი.
მუხლი 4🔗. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საბჭო
1. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საბჭო, რომელიც შედგება 10 წევრისაგან.
2. სამეცნიერო საბჭო:
ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით ირჩევს ბოტანიკური ბაღის დირექტორს;
ბ) ბოტანიკური ბაღის დირექტორის წარდგინებით ისმენს ანგარიშს ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტის შესრულებაზე;
გ) უფლებამოსილია კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით ხელშეკრულება შეუწყვიტოს ბოტანიკური ბაღის დირექტორს;
დ) სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უზრუნველყოფს ამ მიმართულებათა სწორად განხორციელებას;
ე) ღია კონკურსის საფუძველზე ფარული კენჭისყრით ირჩევს ბოტანიკური ბაღის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი;
ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ შემუშავებული ბოტანიკური ბაღის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს;
თ) ითანხმებს ბოტანიკური ბაღის დირექტორის მიერ შემუშავებულ წესდების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს;
ი) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს;
კ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას განსახილველად წარუდგენს ბოტანიკური ბაღის საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს;
ლ) განიხილავს სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს;
მ) იღებს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ჟურნალების გამოცემის თაობაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;
ნ) ამ წესდებით დადგენილი წესით ქმნის კონკურსის სამდივნოს დირექტორისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით;
ო) დირექტორისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის და არჩევნების ორგანიზების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას.
მუხლი 5🔗. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
1. სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს წევრების არჩევის, მაგრამ არანაკლებ სამეცნიერო საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 2/3 არჩევის შემდეგ, წევრების პირველ სხდომაზე.
2. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც.
3. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
4. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.
5. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
6. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ან ბოტანიკური ბაღის პერსონალიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს.
7. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაოდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას.
მუხლი 6🔗. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეცნიერო საბჭოს წევრთა მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები.
2. სამეცნიერო საჭოს თავმჯდომარე აირჩევა ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
ბ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას;
გ) ხმის უფლებით მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებებში;
დ) მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას;
ე) სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს თავისი მოადგილის კანდიდატურას.
4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაოდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას.
5. სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.
6. მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს.
მუხლი 7🔗. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საბჭოს არჩევა
1. სამეცნიერო საბჭოს წევრები აირჩევიან ბოტანიკური ბაღის მეცნიერთა საერთო კრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით 5 წლის ვადით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. ბოტანიკური ბაღის მეცნიერთა საერთო კრება შედგება ბოტანიკურ ბაღში მომუშავე სამეცნიერო პერსონალისაგან. ბოტანიკური ბაღის მეცნიერთა საერთო კრება მოიწვევა დირექტორის მიერ სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
3. ბოტანიკური ბაღის მეცნიერთა საერთო კრებას უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს წევრად პირის/პირების არჩევამდე 1 კვირით ადრე განსაზღვროს სამეცნიერო საბჭოს წევრის საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
4. სამეცნიერო საბჭოს წევრის კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან და დირექტორის/დირექტორის მოადგილის თანამდებობასთან.
5. არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირს.
6. სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს ბოტანიკური ბაღის დირექტორი.
7. სამეცნიერო საბჭოს არჩევნებში ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. თითოეული მეცნიერი ხმას აძლევს პირადად. არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მოიპოვებენ ყველაზე მეტ ხმას.
8. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრობის ორი ან მეტი ყველაზე ნაკლები ხმების მქონე კანდიდატი დააგროვებს ხმათა თანაბარ რაოდენობას, დირექტორის მიერ მათთვის ინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტური ტარდება არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი.
9. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დროს ვერ იქნა არჩეული საკმარისი რაოდენობის სამეცნიერო საბჭოს წევრი, დირექტორის მიერ დარჩენილ ადგილებზე ინიშნება ხელახალი არჩევნები.
10. სამეცნიერო საბჭოს წევრის ვადამადე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, დირექტორი ნიშნავს სამეცნიერო საბჭოს წევრის დამატებით/რიგგარეშე არჩევნებს. სამეცნიერო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.
11. სამეცნიერო საბჭო ანგარიშვალდებულია მეცნიერთა საერთო კრების წინაშე.
მუხლი 8🔗. ბოტანიკური ბაღის საარჩევნო კომისია
1. ბოტანიკურ ბაღში სამეცნიერო საბჭოს არჩევნების მიზნით ბოტანიკური ბაღის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება სამეცნიერო საბჭოს საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება დაწესებულების თანამშრომლებისაგან.
2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:
ა) სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატი;
ბ) ბოტანიკური ბაღის დირექტორი ან მისი ნათესავი;
გ) დირექტორის მოადგილე ან მისი ნათესავი.
3. ამ წესდების მიზნებისათვის ,,ნათესავი“ გულისხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირს.
4. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ბოტანიკური ბაღის დირექტორი.
5. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი ნაკლებია დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობაზე, კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საზოგადოების წარმომადგენელი.
7. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი აღემატება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობას, საარჩევნო კომისიის წევრების გამოსავლენად დირექტორის მიერ საჯაროდ ტარდება წილისყრა.
8. კომისია პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს ხმათა უბრალო უმრავლესობით.
მუხლი 9🔗. ბოტანიკური ბაღის დირექტორის უფლებამოსილება
1. ბოტანიკური ბაღის მართვას ახორციელებს დირექტორი.
2. ბოტანიკური ბაღის დირექტორი:
ა) შეიმუშავებს ბოტანიკური ბაღის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს შესათანხმებლად;
ბ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ბოტანიკური ბაღის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს სამინისტროსთან;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებსა და ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, ადგენს სამეცნიერო თანამდებობების დაკავების კონკურსის წესსა და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს არჩევის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეცნიერო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებულ, ამ წესდებით გათვალისწინებულ ვადებს;
ე) ითანხმებს ბოტანიკური ბაღის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ვ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე პირი;
ზ) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ბოტანიკური ბაღის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე;
თ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ი) ბოტანიკური ბაღის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით;
კ) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
ლ) უფლებამოსილია არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილე/მოადგილეები;
მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც დროებით განახორციელებს დირექტორისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს დირექტორის არყოფნისას, თუ დირექტორის მიერ არ იქნება დანიშნული დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.
ნ) ხელს უწყობს მეცნიერ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
ო) ბოტანიკური ბაღის ტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით ამტკიცებს ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტს;
პ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ჟ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ბოტანიკური ბაღის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
რ) ამტკიცებს ბოტანიკური ბაღის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, წახალისების სახესა და გამოყენების წესს;
ს) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
უ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს;
ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ბოტანიკური ბაღის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები.
4. დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩანის ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
დ) გარდაცვალებისას;
ე) 65 წლის ასაკის მიღწევისას.
5. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
მუხლი 10🔗. ბოტანიკური ბაღის დირექტორის არჩევის წესი
1. ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე პირმა, რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.
2. ბოტანიკური ბაღის დირექტორის არჩევა ხდება 4 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ.
3. ბოტანიკური ბაღის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ღია კონკურსის წესით თანამდებობაზე ირჩევს ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საბჭო.
4. დირექტორის არჩევნების მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს დირექტორის საკონკურსო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის პირობებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.
5. დირექტორის კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ქმნის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს.
6. სამეცნიერო საბჭოს მიერ შექმნილი სამდივნო განიხილავს კანდიდატთა განცხადებებს და წარმოდგენილ საბუთებს. კონკურსის სამდივნო შედგება ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საბჭოს წევრების, ბოტანიკური ბაღის სხვა მეცნიერების ან/და დამხმარე პერსონალისაგან, რომლებიც სამდივნოს ფუნქციების განხორციელებისას ექვემდებარებიან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. კონკურსის სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
7. სამდივნო დირექტორების კანდიდატურებს წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს, რომელიც კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამის საფუძველზე ირჩევს დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. დირექტორების კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ სამეცნიერო საბჭოს წევრთა 1/3-ისა.
9. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.
მუხლი 11🔗. ბოტანიკური ბაღის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
1. ბოტანიკური ბაღის სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება, ცენტრი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
2. ბოტანიკური ბაღის სტრუქტურული ერთეული:
ა) შეიმუშავებს და ბოტანიკური ბაღის დირექტორს წარუდგენს ბოტანიკური ბაღის სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტისა და დებულების პროექტებს;
ბ) სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებს;
გ) ითანხმებს სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის კონკურსის ჩატარების წესს და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
3. ბოტანიკური ბაღის სტრუქტურულ ერთეულს მართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულს შესაბამისი დარგის მიხედვით;
ბ)შეიმუშავებს სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი პერსპექტიული საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად;
გ)დირექტორის წინაშე აყენებს სამეცნიერო თანამდებობიდან პირის გათავისუფლების ან პირის დაწინაურების საკითხს;
დ)ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.
მუხლი 12🔗. ბოტანიკური ბაღის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი
1 სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საბჭო ღია კონკურსის წესით ირჩევს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს 4 წლის ვადით და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს ბოტანიკური ბაღის დირექტორი.
თავი III
ბოტანიკური ბაღის პერსონალი
მუხლი 13🔗. ბოტანიკური ბაღის პერსონალი
1. ბოტანიკური ბაღის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.
2. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
3. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება შემდეგი მეცნიერები:
ა) მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
4. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება:
ა) ბოტანიკური ბაღის დირექტორი;
ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები.
5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ბოტანიკურ ბაღში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
6. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო, სამეცნიერო-დამხმარე, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება ბოტანიკური ბაღის საშტატო განრიგით.
მუხლი 14🔗. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:
ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.
3. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.
მუხლი 15🔗. მეცნიერთა უფლებები და მოვალეობები
1. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) დამოუკიდებლად განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
გ) თანამდებობრივი სარგოს მიღების გარდა დამატებით მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში; აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის დაფინანსებით, მიუხედავად სამუშაო ადგილის შეცვლისა;
დ) ისარგებლოს ბოტანიკური ბაღის ბიბლიოთეკით და ბოტანიკური ბაღის სხვა ქონებით;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. მეცნიერი ვალდებულია:
ა) დაიცვას ბოტანიკური ბაღის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
გ) გაუფრთხილდეს ბოტანიკური ბაღის ქონებას;
დ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.
თავი IV
ბოტანიკური ბაღის ქონება და დაფინანსების წყაროები. ბოტანიკური ბაღის სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 16🔗. ბოტანიკური ბაღის სახელმწიფო კონტროლი
ბოტანიკური ბაღის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს ბოტანიკური ბაღის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონიმიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს ბოტანიკურ ბაღს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
მუხლი 17🔗. ბოტანიკური ბაღის ქონება
1. ბოტანიკურ ბაღს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს შესაბამისი ქონება, რომელიც ბოტანიკური ბაღის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დადგენილი წესის თანახმად.
2. ბოტანიკური ბაღის დირექტორი საქართველოს კანონმდელობის შესაბამისად განკარგავს დაწესებულების ფინანსებსა და ქონებას, მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ბოტანიკური ბაღს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ბოტანიკური ბაღის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
5. ამ მუხლის მესამე პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6. ბოტანიკურ ბაღს უფლება არ აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (კერძოდ, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.
მუხლი 18🔗. ბოტანიკური ბაღის დაფინანსება
1. ბოტანიკური ბაღის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სამეცნიერო გრანტებით მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გადმოცემული სახსრები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) შემოწირულობები;
ვ)საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ბოტანიკური ბაღის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
3. ბოტანიკურ ბაღში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ბოტანიკური ბაღის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 19🔗. ბოტანიკური ბაღის ბალანსის შედგენა და შემოწმება
ბოტანიკური ბაღი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. ბოტანიკური ბაღის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 20🔗. ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ბოტანიკური ბაღის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე.
3. ბოტანიკური ბაღის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ბოტანიკური ბაღის დირექტორი. ლიკვიდატორის საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
4. ლიკვიდატორი:
ა) დანიშვნისთანავე ადგენს ბალანსს;
ბ) ბოტანიკური ბაღის ცნობილ კრედიტორებს სპეციალური შეტყობინებით აცნობენ ბოტანიკური ბაღის ლიკვიდაციის შესახებ. თუ კრედიტორების მისამართი უცნობია, შეტყობინება ლიკვიდაციის თაობაზე ხდება საჯარო განცხადებით;
გ) ამთავრებს მიმდინარე საქმეებს, ასრულებს ბოტანიკური ბაღის ვალდებულებებს;
დ) უფლებამოსილია დაამთავროს სასამართლო პროცესი ან მორიგებით დაასრულოს დავები;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
5. ბოტანიკური ბაღის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
თავი V
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
მუხლი 21🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ბოტანიკური ბაღის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდელობით დადგენილი წესით.
თავი VI
გარდამავალი დებულებები
მუხლი 22🔗. გარდამავალი დებულება
1. ბოტანიკური ბაღის პირველი სამეცნიერო საბჭოს შექმნამდე მის უფლებამოსილებებს ახორციელებს ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
2. ბოტანიკური ბაღის პირველი სამეცნიერო საბჭოს არჩევნების ჩატარება ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში.
3. სამეცნიერო საბჭომ დირექტორის არჩევა უზრუნველყოს არა უგვიანეს 30 დღისა.