საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 17.01.2006
ძალის დაკარგვა 11.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №121
სარეგისტრაციო კოდი 010220030.22.027.008021
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 17/01/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.09.2006
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 1.0in 28.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.030.22.027.008.021
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №121-13/ნ
2006 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში მიმდინარე რეფორმის გარდამავალ ეტაპზე აუცილებელია შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისია, რომელიც მიიღებს დასკვნას პატიმართა და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე განსაზღვრავს სამკურნალო დაწესებულებაში მათი განთავსების საკითხს.
აღნიშნულიდან გამომდინარე და ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
1. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისია.
2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გ.მიქანაძეს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ლ. ჯუღელს.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
ლ. ჭიპაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის (შემდგომში – კომისია) ამოცანებს, დაკომპლექტებისა და უფლებამოსილების წესს.
2. კომისია წარმოადგენს სპეციალური უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე, დადგენილი წესით სერტიფიცირებულ პირთა ჯგუფს, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. კომისიის ფუნქციები
1. კომისიის ფუნქციებია:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და შეფასების შემდეგ მათი შესაბამის დაწესებულებაში განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა და მსჯავრდებულთა ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სათანადო დასკვნის მომზადება.
მუხლი 3🔗. კომისიის ამოცანები და მიზნები
1. კომისიის ამოცანები და მიზნებია:
ა) შეისწავლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მათთვის სათანადო სამედიცინო დახმარების საჭიროებისამებრ აღმოჩენის მიზნით;
ბ) განახორციელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა და მსჯავრდებულთა პროფილაქტიკური კომისიური შემოწმებები;
გ) პატიმარ და მსჯავრდებულ ავადმყოფთა კონსულტაციური და სადიაგნოსტიკო მომსახურებისთვის შეარჩიოს და განსაზღვროს მათთვის აუცილებელი მკურნალობის ტაქტიკა და რეჟიმი.
მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისია შედგება 37 წევრისაგან, რომელთაც, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ნიშნავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2. კომისია დაკომპლექტებული უნდა იქნეს დადგენილი წესით სერტიფიცირებული ექიმებით შემდეგი სპეციალობების მიხედვით:
ა) ჯანდაცვის ორგანიზაცია – 2 სპეციალისტი;
ბ) ნევროლოგია – 2 სპეციალისტი;
გ) ფთიზიატრია-პულმონოლოგია – 5 სპეციალისტი;
დ) ფსიქიატრია – 2 სპეციალისტი;
ე) კარდიოლოგია – 2 სპეციალისტი;
ვ) თერაპია – 2 სპეციალისტი;
ზ) ქირურგია – 2 სპეციალისტი;
თ) ოფთალმოლოგია – 2 სპეციალისტი;
ი) უროლოგია – 2 სპეციალისტი;
კ) ინფექციური სნეულებები – 2 სპეციალისტი;
ლ) გინეკოლოგია – 2 სპეციალისტი;
მ) დერმატო-ვენეროლოგია – 2 სპეციალისტი;
ნ) ნარკოლოგია – 2 სპეციალისტი;
ო) ონკოლოგია – 2 სპეციალისტი;
პ) ენდოკრინოლოგია – 2 სპეციალისტი;
ჟ) ჰემატოლოგია – 2 სპეციალისტი;
რ) რევმატოლოგია – 2 სპეციალისტი.
სულ 17 სპეციალობის 37 ექიმი-სპეციალისტი.
მუხლი 5🔗. კომისიის უფლებები და მოვალეობები
1. კომისია უფლებამოსილია:
ა) სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით განახორციელოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა როგორც კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნის, ასევე შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი ექიმის მიერ კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენილი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე;
ბ) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს შორის დადებული სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს მსჯავრდებულთა და პატიმართა გამოსაკვლევად და სამკურნალოდ შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება;
გ) განახორციელოს სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებებში სასწრაფო წესით გადაყვანილ პატიმართა და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, განსაზღვროს მათი სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანის საფუძვლიანობა, სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის სავარაუდო ვადები;
დ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში განახორციელოს იმ ავადმყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რომელთა სტაციონარში დაყოვნების ვადა აღემატება 15 კალენდარულ დღეს; მიიღოს გადაწყვეტილება მათთვის მკურნალობის გაგრძელების ან სამკურნალო დაწესებულებიდან გაწერის შესახებ, რის თაობაზეც ჩანაწერი კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის მიერ ფიქსირდება ავადმყოფობის ისტორიაში;
ე) განახორციელოს სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში (მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებებში) მყოფ ძნელად სადიაგნოსტიკო ავადმყოფთა შემთხვევების განხილვა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციისა და კლინიკური შეცდომის ანალიზი.
2. კომისია საკითხს იხილავს არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით. ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის გადაწყვეტილების მიღებისას სავალდებულოა დაავადების შესაბამისი პროფილის ექიმის – კომისიის წევრის მონაწილეობა.
4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია წერილობით დააფიქსიროს განსხვავებული აზრი. გადაწყვეტილების მიღებისას ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისია ანგარიშვალდებულია და სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე პასუხს აგებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე.
6. კომისიის წევრთა წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მოადგილე. კომისიის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
2. კომისიის თავმჯდომარე (ან მისი მოადგილე) უფლებამოსილია ექიმ-სპეციალისტთა კომისიის დასკვნის საფუძველზე გასცეს განაწესი, რომლის საფუძველზეც ხდება ავადმყოფთა გეგმური წესით სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.