,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №121-13/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№540
სარეგისტრაციო კოდი
010220030.22.027.008728
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 76, 06/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.030.22.027.008.728

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №540-149/ნ

2006 წლის 5-2 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №121-13/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ“ 2006 წლის 17 იანვრის საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №121-13/ნ ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №6, მუხ. 51) დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) სასჯელაღსრულების დაწესებლებებში მყოფ პატიმართა და მსჯავრდებულთა ფსიქო-ნარკოლოგიური შემოწმება და სათანადო დასკვნების მომზადება.“;

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:

,,3. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების სამართლებრივ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი 5 წევრის შემადგენლობით, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

კომისიის აპარატის შემადგენლობაში შედიან:

 ა) კომისიის თავმჯდომარე;

 ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

 გ) მთავარი სპეციალისტი – იურისტი;

 დ) მთავარი სპეციალისტი;

 ე) უფროსი სპეციალისტი.“;

 გ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ვ“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები:

 ,,ვ) არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით განიხილოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ საკითხი და მოამზადოს სათანადო დასკვნა;

ზ) არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით განახორციელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა და მსჯავრდებულთა ფსიქონარკოლოგიური შემოწმება და მოამზადოს სათანადო დასკვნა;

თ) სამედიცინო კომისია დასკვნას მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო ავადმყოფთა საერთო პროფილის საავადმყოფოებში გაყვანის აუცილებლობის შესახებ (სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, სპეციალიზებული მკურნალობა) წარუდგენს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისთვის.“;

დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. კომისია საკითხს განიხილავს (გარდა 1-ლი პუნქტის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევისა) არა უმეტეს 10 წევრის შემადგენლობით.“;

ე) მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კომისიის გადაწყვეტილების მიღებისას ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში სავალდებულოა დაავადების შესაბამისი პროფილის ექიმის – კომისიის წევრის მონაწილეობა.

4. კომისია ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია წერილობით დააფიქსიროს განსხვავებული აზრი. გადაწყვეტილების მიღებისას ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.“.

 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

ლ. ჭიპაშვილი