თიანეთის მრავალდარგოვანი კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.01.2006
ძალის დაკარგვა 06.08.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.008025
გამოქვეყნების წყარო სსმ, 7, 20/01/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მრავალდარგოვანი კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Dumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:26.95pt 42.5pt 26.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.025
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №23
2006 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
თიანეთის მრავალდარგოვანი კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. თიანეთის მრავალდარგოვანი კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თიანეთის მრავალდარგოვანი კოლეჯის წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თიანეთის მრავალდარგოვანი კოლეჯის
წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. თიანეთის მრავალდარგოვანი კოლეჯი (შემდგომში – კოლეჯი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით და წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით ,,განათლების შესახებ”, ,,ზოგადი განათლების შესახებ”, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე წესდებით.
3. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიში ბანკში და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა (შტამპი, ბლანკიანი ქაღალდი).
4. კოლეჯს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს დადოს გარიგებები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, თავისი საქმიანობის განსახორციელებლად ააშენოს, შეიძინოს, დაიქირაოს, დააგირაოს მოძრავი და უძრავი ქონება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და იტვირთოს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
5. კოლეჯის იურიდიული მისამართია: თიანეთი, რუსთაველის ქ. 22.
მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი
1. კოლეჯი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები.
2. კოლეჯში განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება.
3. საგანმანათლებლო დაწესებულება ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.
4. კოლეჯი ამზადებს საშუალო რგოლის სპეციალისტებს შემდეგ სპეციალობებში:
ა) დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა;
ბ) ეკონომიკა და მართვა;
გ) სოციალური უზრუნველყოფის სამართალი და ორგანიზაცია;
დ) საგადასახადო საქმე;
ე) სამართალმცოდნეობა.
5. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირთან. იგი ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობას.
მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი
1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით.
2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.
3. კოლეჯში სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ უფასო (სახელმწიფო დაკვეთა) საგანმანათლებლო პროგრამით.
4. კოლეჯში სწავლება შესაძლებელია მიმდინარეობდეს ექსტერნატის წესითაც.
5. კოლეჯში კონტინგენტის შევსება ხდება ნებისმიერ კურსზე გადმოყვანის წესით.
6. საგანმანათლებლო პროცესი კოლეჯში განისაზღვრება საქართველოს კანონებით ,,განათლების შესახებ”, ,,ზოგადი განათლების შესახებ”, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗. კოლეჯის დირექტორი და ადმინისტრაცია
1. დირექტორი არის კოლეჯის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძღვანელობს კოლეჯის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში.
2. კოლეჯის დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები. კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი, პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეადგინოს დადგენილი წესის შესაბამისად პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკი.
4. დირექტორი უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოსთან თანხმობით დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებებთან.
5. ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულებაში მომსახურე ყველა პირისათვის.
6. კოლეჯის ადმინისტრაცია შედგება დირექტორის, დირექტორის ორი მოადგილის, მთავარი ბუღალტრის, სამხედრო ხელმძღვანელისა და საქმეთა მმართველისაგან.
7. დირექტორი პედაგოგიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯის შინაგანაწესს.
8. დირექტორი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;
დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;
ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი.
მუხლი 5🔗. პედაგოგები
1. კოლეჯის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნებიან სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმართველი პირები (მასწავლებელი, მეთოდისტი და სხვები). კოლეჯის პედაგოგიური კადრებით დაკომპლექტება ვაკანტურ ადგილებზე ხორციელდება იმ პირთაგან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლება.
2. პედაგოგთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს კანონებით ,,განათლების შესახებ” და ,,ზოგადი განათლების შესახებ”, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე წესდებით.
3. კოლეჯის პედაგოგებს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღონ სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყ-ვეტაში;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვრონ მეცადინეობის ჩატარების ფორმები, სტუდენტთა სწავლა-აღზრდის მეთოდები და საშუალებანი, გამოიყენონ სწავლების ექსპერიმენტული მეთოდიკა, დადგენილი წესების მიხედვით;
გ) გაუზიარონ მუშაობის გამოცდილება სხვა სასწავლო დაწესებულების მასწავლებლებს.
4. კოლეჯის მასწავლებლები ვალდებულნი არიან:
ა) უზრუნველყონ პედაგოგიური პროცესის მაღალი ეფექტიანობა, აღზარდონ დემოკრატიული პრინციპებით თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეები, განუვითარონ მათ დამოუკიდებლობა, ინიციატივობა, იზრუნონ მათი კულტურული და ფიზიკური განვითარებისათვის;
ბ) აქტიურად ჩააბან სტუდენტები ექსპერიმენტულ შემოქმედებით მუშაობაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მომავალ სპეციალისტს განუვითარდეს თანამედროვე ტიპის ეკონომიკური აზროვნება;
გ) პატივი სცენ მოსწავლეების პირად ღირსებას;
დ) სისტემატურად აიმაღლონ თავიანთი პროფესიული ცოდნის, იდეურ-პოლიტიკური და საერთო კულტურული დონე;
ე) დაიცვან კოლეჯის წესდება.
მუხლი 6🔗. მოსწავლეები
1. კოლეჯის მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია სასწავლებელში.
2. კოლეჯში მიიღება მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობების და-საუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკის ცენზი.
3. კოლეჯში სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად სწავლება შეიძლება განხორციელდეს დასწრებული სწავლების ფორმით და ექსტერნატის ფორმით, რომელსაც აფინანსებს შესაბამისი ბიუჯეტი.
4. კოლეჯის მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია ,,ადამიანის უფლებათა საყო-ველთაო დეკლარაციით”, საქართველოს კანონებით ,,განათლების შესახებ” და ,,ზოგადი განათლების შესახებ”, სხვა ნორმატიული აქტებით.
5. კოლეჯის მოსწავლეებს უფლება აქვთ:
ა) მონაწილეობა მიიღონ კოლეჯის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში;
ბ) ისწავლონ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საერთო გრაფიკის მიხედვით, კოლეჯის დამთავრების შემდეგ შეუდგნენ მუშაობას ან გააგრძელონ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
6. კოლეჯის მოსწავლეები ვალდებულნი არიან:
ა) დაწესებულ ვადებში შეასრულონ ყველა სახის დავალებანი, რაც გათვალისწინებულია სასწავლო გეგმითა და პროგრამებით;
ბ) გაუფრთხილდნენ სხვის ქონებას, დაიცვან ყოფითი და პირადი ჯიგიენა;
გ) დაიცვან კოლეჯის შინაგანაწესი და წესდება.
7. აკადემიური ჩამორჩენისათვის, კოლეჯის შინაგანაწესის დარღვევისათვის მოსწავლეთა მიმართ შეიძ-ლება მიღებულ იქნეს ზემოქმედების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის, გარიცხვაც.
8. მოსწავლეებს, რომლებმაც შეასრულეს სასწავლო გეგმით და პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭებათ კვალიფიკაცია მიღებული შესაბამისი სპეციალობის მიხედვით და მიეცემათ სერტიფიკატი კოლეჯის დამთავრების შესახებ.
მუხლი 7🔗. პედაგოგიური საბჭო
1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის კოლეჯის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონებით ,,განათლების შესახებ” და ,,ზოგადი განათლების შესახებ”, სხვა ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე წესდებით.
2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამაში და წესდებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების ჩაბარების საკითხი.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.
4. პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, რომელთა რიცხვი შეადგენს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს.
5. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობა აირჩევა ყოველწლიურად სასწავლო წლის დასაწყისში პირველ პედსაბჭოზე.
6. პედაგოგიური საბჭო წარადგენს 2-3 თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.
7. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებულთაგან.
8. პედაგოგიურ საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეჯის ყველა პედაგოგი.
მუხლი 8🔗. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის, განკარგვისა და კონტროლის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან კოლეჯის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 2-3 პედაგოგი, მოსწავლეთა მშობლები, კოლეჯის ადმინიატრაციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
3. პედაგოგიური საბჭო წესდებას განსაზღვრული წესითა და რაოდენობით ადგენს თავის წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) დაწესებულების სამეურვეო საბჭოში.
4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
5. სამეურვეო საბჭო იხილავს ფინანსური და მატერიალური სახსრების მოზიდვის პრობლემებს და განსაზღვრავს ამ სახსრების გამოყენებით ძირითად მიმართულებებს.
6. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას აქვს რეკომენდაციული ხასიათი ადმინისტრაციისადმი.
მუხლი 9🔗. დაფინანსება
1. კოლეჯის საფინანსო სახსრების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
დ) სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;
ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით და გრანტების სახით მიღებული შემოსავლები;
ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;
ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;
თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
2. კოლეჯის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. კოლეჯის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 10🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კოლეჯი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესა-ბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.
6. კოლეჯი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნის-თანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.
მუხლი 11🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
2. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 12🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა
კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13🔗. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
კოლეჯის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 14🔗. გარდამავალი დებულებები
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თიანეთის მრავალდარგოვანი კოლეჯი წარმოადგენს თიანეთის მრავალდარგოვანი კოლეჯის უფლებამონაცვლეს.