საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №351 ,,მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.07.2005
ძალის დაკარგვა 06.08.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №351
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.007550
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №351 ,,მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.5501
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №351
2005 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის №206 ბრძანებით, საქართველოს კანონების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” მე-5 მუხლისა და „ზოგადი განათლების შესახებ” 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იგი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
2. მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, სხვა ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე წესდებით.
3. მარტვილის აგროეკონომიკურ ტექნიკუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში და იურიდიული პირებისთვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.
4. ტექნიკუმის იურიდიული მისამართია: მარტვილი, სოფ. ნაგვაზაო.
მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი
1. მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის მიზანია მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები.
2. ტექნიკუმში მიიღებიან მხოლოდ საბაზო განათლების მქონე პირები.
3. საშუალო პროფესიული განათლების საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს.
4. აგროეკონომიკური ტექნიკუმი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.
5. მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო დაფინანსების და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სათანადო წესით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, იგი ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობას.
მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი
1. მარტვილის აგროეკონომიკურ ტექნიკუმში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანურობის პრინციპით.
2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.
3. საგანმანათლებლო პროცესი ტექნიკუმში განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗. ტექნიკუმის დირექტორი
1. ტექნიკუმის დირექტორი არის დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირი, იგი ხელმძღვანელობს ტექნიკუმის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს ტექნიკუმს სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში.
2. ტექნიკუმის დირექტორი ინიშნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ.
3. ტექნიკუმის დირექტორი უფლებამოსილია გადაწყიტოს საკადრო საკითხები. კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი, პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად დადგენილი წესის თანახმად შეადგინოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკი.
4. ტექნიკუმის დირექტორი უფლებამოსილია პედაგოგიური საბჭოს თანხმობით, ტექნიკუმის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან.
5. „განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ტექნიკუმის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ტექნიკუმის მომსახურე ყველა პირისათვის.
მუხლი 5🔗. პედაგოგები
1. ტექნიკუმის პერსონალს მიეკუთვნება სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის წარმმართველი პირები (მასწავლებელი, საწარმოო სწავლების ოსტატი, მეთოდისტი და სხვა).
2. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით ან მის გარეშე.
3. პედაგოგთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 6🔗. მოსწავლეები
1. ტექნიკუმის მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია ტექნიკუმში.
2. ტექნიკუმში მიიღებიან მოსწავლეები 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობების დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი.
3. ტექნიკუმში სწავლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დასწრებული სწავლების ფორმით, რომელსაც აფინანსებს ცენტრალური ბიუჯეტი სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად.
4. ტექნიკუმს შეუძლია მოემსახუროს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით.
5. მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით”, „ბავშვთა უფლებების კონვენციით”, საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 7🔗. პედაგოგიური საბჭო
1. პედაგოგიური საბჭო „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს.
2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.
3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებულების ნებისმიერ პედაგოგს.
5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც.
6. პედაგოგიური საბჭო წარმართავს ტექნიკუმის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს ტექნიკუმის საგანმანათლებლო პროგრამაში და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი.
7. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.
8. პედაგოგიური საბჭო სამეურვეო საბჭოში წარადგენს 5 წევრს.
9. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებულთაგან.
10. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს ტექნიკუმის ყველა პედაგოგი.
მუხლი 8🔗. სამეურვეო საბჭო
1. ტექნიკუმში მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან: ტექნიკუმის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი დამსაქმებელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი.
3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.
4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმას დააგროვებს.
6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.
მუხლი 9🔗. ტექნიკუმის ქონება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ტექნიკუმს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. ტექნიკუმი მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. დაფინანსება
1. ტექნიკუმის საფინანსო სახსრების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით და გრანტების სახით მიღებული შემოსავლები;
ე) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;
ვ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;
ზ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
2. ტექნიკუმის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ტექნიკუმის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 11🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ტექნიკუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს სასწავლებლის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ტექნიკუმის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ტექნიკუმი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ტექნიკუმის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.
6. ტექნიკუმი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.
მუხლი 12🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა
ტექნიკუმის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13🔗. ტექნიკუმის შექმნა და ლიკვიდაცია
1. ტექნიკუმი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
2. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, ტექნიკუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
მუხლი 14🔗. გარდამავალი დებულებები
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმი წარმოადგენს მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის უფლებამონაცვლეს.