„სს „თელასის“ 10(6) კვ და 380/220 ვ ძაბვის საფეხურის გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურის დადგენის შესახებ“

მიღების თარიღი 20.07.2007
ძალის დაკარგვა 20.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 300220000.16.008.010637
გამოქვეყნების წყარო სსმ, 104, 23/07/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 968 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.07.2007 მიღება
20.03.2008 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„სს „თელასის“ 10(6) კვ და 380/220 ვ ძაბვის საფეხურის გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურის დადგენის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 42.5pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.290.000.16.009.010.637 საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)     დადგენილება №12 2007 წლის 20 ივლისი ქ. თბილისი სს ,,თელასის“ 10(6) კვ და 380/220 ვ ძაბვის საფეხურის გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურის დადგენის შესახებ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 46​2 მუხლის თანახმად სემეკი ადგენს გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურს, რომელიც აუნაზღაურდება შესაბამის ლიცენზიატს. ეს დადგენილება დროებითია და მისი მიზანია მოაწესრიგოს სს ,,თელასის“ საშუალო და დაბალი ძაბვის ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების ფინანსური საკითხები და უზრუნველყოს აღნიშნული მიერთების ხარჯების სამართლიანი და ეფექტური განაწილება მომხმარებელთა კატეგორიებს, აგრეთვე მომხმარებლებსა და სს ,,თელასს“ შორის. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე და 46​2 მუხლების, სს ,,თელასის“ 2007 წლის 12 თებერვლის №1–04/26, 26 თებერვლის №1–04/34, 29 მარტის №1–04/225 და 5 ივნისის №1–04/373 წერილებით წარმოდგენილი მასალების, შპს ,,ენერგოქსელპროექტის“ 2007 წლის 29 ივნისის №01–05/71 წერილით წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე კომისიამ დაადგინა:     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურში შედის სს ,,თელასის“ 10(6) კვ და 380/220 ვ ძაბვის გამანაწილებელ ქსელებთან ახალი მომხმარებლების მიერთების ყველა სამუშაო დამკვეთსა და სს ,,თელასს“ შორის აღრიცხვის საანგარიშსწორებო კვანძამდე (ჩათვლით). აღრიცხვის საანგარიშსწორებო კვანძის განთავსების ადგილი განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სს ,,თელასის“ გამანაწილებელ ქსელებთან ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურის დადგენის საფუძველია დანახარჯები, რომლებიც აუცილებელია ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთების განსახორციელებლად. სს ,,თელასის“ განაწილების ქსელზე მიერთების სრული ტექნოლოგიური ციკლი მოიცავს სამუშაოთა კომპლექსს, რომელიც იწყება ტექნიკური პირობის გაცემით და მთავრდება გამანაწილებელ ქსელში მომხმარებლის ჩართვითა და ძაბვის მიწოდების ოპერაციის განხორციელებით. 3. მიერთების საფასური ერთჯერადი გადასახდელია, რომელსაც სრულად იხდის მომხმარებელი სს ,,თელასის“ მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამუშათა კომპლექსის შესრულების შემდეგ, ძაბვის მიწოდების ოპერაციის განხორციელებამდე. ამასთან, ამ სამუშაოთა კომპლექსის შესრულების ვადა და მიერთების საფასურის საავანსო და ეტაპობრივი გადახდის ვალდებულება განისაზღვრება სს ,,თელასსა“ და მომხმარებელს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით. 4. მხარეთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ან მესაკუთრის შეცვლა არ წარმოადგენს მიერთების საფასურის მეორედ გადახდის ან შეცვლის საფუძველს. 5. მიერთების საფასურით ანაზღაურებული მიერთების სამუშაოთა ხარჯები არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს გამანაწილებელი კომპანიის განაწილებისა და გატარების ტარიფებში.     მუხლი 2🔗. სს ,,თელასის“ გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 1. სს ,,თელასს“ გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური უდგინდება მისაერთებელი სიმძლავრის ერთეულზე (1 კვტ) ძაბვების მიხედვით იმ მომხმარებლებისათვის, რომელთა მიერ მოთხოვნილი სიმძლავრე 380/220 ვ ძაბვის საფეხურზე ნაკლებია 1000 კვტ-ზე, ხოლო 10(6) კვ ძაბვის საფეხურზე – 2000 კვტ-ზე. 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის და მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე: ა) მიერთების მთლიანი ხარჯების 25%-ის დაფინანსება უზრუნველყოს სს ,,თელასმა,“ ხოლო დანარჩენი 75% – გადახდილ იქნეს ახალი მომხმარებლების მიერ მიერთების საფასურის სახით; ბ) დამტკიცდეს სს ,,თელასის“ გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების საფასური ყოველ 1 კვტ მისაერთებელ სიმძლავრეზე ძაბვების მიხედვით: 10(6) კვ – 298,0 ლარი; 380/220 ვ – 378,0 ლარი. 3. 35 კვ და უფრო მაღალი ძაბვის საფეხურებზე, აგრეთვე ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულზე მეტი სიმძლავრის მოთხოვნის მქონე ახალი მომხმარებლის მიერთების საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, მიერთების საფასური დგინდება სს ,,თელასის“ მიერ სათანადო განაცხადისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.     მუხლი 3🔗. აღრიცხვა, ანგარიშგება და მიერთების საფასურის კორექტირება 1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სს ,,თელასი“ ვალდებულია განცალკევებულად აღრიცხოს მიერთების საფასურით მიღებული შემოსავლები და არ დაუშვას მიერთების საფასურით მომხმარებლების მიერ ანაზღაურებული ხარჯების ასახვა განაწილებისა და გატარების ტარი-ფებში. 2. სს ,,თელასმა“ გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია – ყოველკვარტალურად, ხოლო მიერთების სამუშაობზე გაწეული ხარჯების, მიერთების საფასურით მიღებული შემოსავლებისა და მათი გამოყენების შესახებ სრული ანგარიში – ყოველწლიურად წარუდგინოს სემეკს, წლიურ ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად. 3. ამ დადგენილებით დამტკიცებული მიერთების საფასური დაწესებულია დროებით და მისი კორექტირება, როგორც წესი, ხორციელდება წელიწადში ერთხელ სს ,,თელასის“ ან სემეკის ინიციატივით. 4. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მის ამოქმედებამდე არსებობდა მიერთების ხელშეკრულება მომხმარებელსა და სს ,,თელასს“ შორის ან სს ,,თელასის“ მიერ გაცემული იყო ტექნიკური პირობა მის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ.     მუხლი 4🔗. გარდამავალი დებულება სს ,,თელასმა“ 2008 წლის 1 ოქტომბრამდე წარუდგინოს სემეკს ინფორმაცია ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში მის გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოებზე გაწეული ხარჯებისა და მიერთების საფასურით მიღებული შემოსავლების შესახებ.     მუხლი 5🔗. დადგენილების ამოქმედება დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ. თავმჯდომარე                      გ. თავაძე