⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.05.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №197 ,,ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ

მიღების თარიღი 18.07.2005
ძალის დაკარგვა 17.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №197
სარეგისტრაციო კოდი 300310000.00(0).023.007567
გამოქვეყნების წყარო სსმ, 84, 18/07/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,600 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.07.2005 მიღება
17.05.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №197 ,,ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:4.0pt; margin-right:-4.3pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:42.55pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:red; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.023.007.567 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №197 2005 წლის 18 ივლისი ქ. თბილისი ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ „საქართველოს ტყის კოდექსის” (სსმ I, 1999 წ., №28(35), მუხ. 148) 59-ე მუხლის მე-9 ნაწილით დადგენილი სამართლებრივი ნორმის შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ”. 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი დებულება ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ტყის კოდექსის 59-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოში ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესს. 2. ტენდერისა და აუქციონის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო (შემდეგში – „საბჭო”). 3. ტენდერის და აუქციონის ჩატარების საჯაროობას უზრუნველყოფს და მის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ყველა ტექნიკურ სამუშაოს ასრულებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახური. 4. ტყით სარგებლობის ლიცენზია არის ხე-ტყის დამზადებისა (ტყითსარგებლობა მერქნის მიღების მიზნით) და ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქციისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. ლიცენზია გაიცემა და ხელშეკრულება იდება „საქართველოს ტყის კოდექსის” 56-ე, 57-ე და 58-ე მუხლებით დადგენილ შემთხვევებში, ამავე მუხლებით გათვალისწინებული ვადებით. 6. ტენდერი ტყის ფონდის რესურსებით სარგებლობისათვის არის ტყით სარგებლობის უფლების მოპოვების პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვითაც გამარჯვებულზე გაიცემა ლიცენზია ან მასთან დაიდება ხელშეკრულება. 7. აუქციონი ტყის ფონდის რესურსებით სარგებლობისათვის არის ტყით სარგებლობის განხორციელების უფლების მოპოვების პროცედურა, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ ტენდერზე წარდგენილი პროექტები თანაბრად აკმაყოფილებს ტენდერის პირობებს.     მუხლი 2🔗. ტყით სარგებლობის ლიცენზია ან/და ხელშეკრულება 1. ტყით სარგებლობის ლიცენზიით ან/და ხელშეკრულებით განისაზღვრება: ა) ტყით სარგებლობის ადგილი; ბ) ტყით სარგებლობის სახე; გ) ტყით სარგებლობის ვადები; დ) ასათვისებელი რესურსის სახე და ოდენობა; ე) რესურსების მოპოვების დასაშვები ფორმები და მეთოდები; ვ) რესურსის ღირებულება, გადასახადები და მოსაკრებლები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) ტყით მოსარგებლის უფლებები და პასუხისმგებლობა. 2. დაუშვებელია სახელმწიფო ტყის ფონდის ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე სახის ტყით სარგებლობისათვის ერთზე მეტი ლიცენზიის გაცემა ან ერთზე მეტი ხელშეკრულების დადება. 3. ლიცენზია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტარდება სახელმწიფო რეგისტრაციაში და ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტს გადაეცემა ტენდერის ან აუქციონის დამთავრებიდან ორ კვირაში. 4. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ლიცენზია გაიცემა და ხელშეკრულება დაიდება სამინისტროს მიერ, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატყეო ურთიერთობების სფეროში მოქმედი შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების, მისი ორგანოს ან სხვა შესაბამისი სამსახურის მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. ლიცენზიის ფორმას და მისი აღრიცხვის წესს შეიმუშავებს და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (ბრძანებით) ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 5. გაცემული ლიცენზია და დადებული ხელშეკრულება არ უნდა გაუქმდეს ხელშეკრულების მონაწილის ან ლიცენზიის მფლობელის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამონაცვლე პირის დადგენის ან ასეთ პირად აღიარების შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. ასეთ შემთხვევაში გაცემული ლიცენზიისა და დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტყითმოსარგებლის ყველა ვალდებულება გადადის უფლებამონაცვლე პირზე.     მუხლი 3🔗. ტენდერის ან აუქციონის მოწყობის ფორმები 1. საბჭოს მიერ ეწყობა ღია ტენდერი და აუქციონი. 2. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ (მათ შორის, უცხო ქვეყნების) პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი „საქართველოს ტყის კოდექსით„ დადგენილი წესით განახორციელონ შესაბამისი ტყითსარგებლობა.     მუხლი 4🔗. ტენდერის ან აუქციონის მომზადებისა და ჩატარების ეტაპები 1. ტენდერის ან აუქციონის მომზადება და ჩატარება გულისხმობს: ა) სატენდერო-სააუქციონო ობიქტების (საგნის) განსაზღვრას; ბ) ტექნიკური და კომერციული კონსულტანტების მოწვევით სატენდერო-სააუქციონო დოკუმენტაციების მომზადებას; გ) ტენდერის ან აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნებას; დ) ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადებების მიღებას; ე) შემოსული განცხადებების განხილვას, შეფასებას და გამარჯვებულის გამოვლენას; ვ) საბჭოს სხდომის ოქმის გაფორმებას; ზ) მინისტრის შესაბამისი ბრძანების (ადმინისტრაციული აქტის) მომზადებასა და მის გამოცემას; თ) ლიცენზიის გაცემას ან ხელშეკრულების დადებას. 2. ტენდერი ან აუქციონი გაიმართება თითოეული რეგიონის მიხედვით (რეგიონალურ ჭრილში). სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე დასაშვებია ტენდერის ან აუქციონის გამართვა სამინისტროს შესაბამისი რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ადგილზე.     მუხლი 5🔗. ტენდერის ან აუქციონის ჩატარების ძირითადი პრინციპები 1. ტენდერის ან აუქციონის ჩატარების თარიღს, ადგილსა და დროს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახური. 2. ტენდერის ან აუქციონის ჩატარების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახური განცხადებას აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, მათ შორის აუცილებლად გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში”. 3. განცხადება ტენდერის ან აუქციონის ჩატარების თაობაზე ქვეყნდება მის ჩატარებამდე 30 დღით ადრე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ტენდერის ან აუქციონის ჩატარების თარიღი, ადგილი და დრო; ბ) განაცხადების ჩაბარების უკანასკნელი ვადა (მისამართის, თარიღისა და დროის მითითებით); გ) საბჭოს მისამართი (სადაც შესაძლებელია შესაბამისი ინფორმაციის მიღება და სატენდერო-სააუქციონო დოკუმენტაციის მიღება), ტელეფონისა და ფაქსის მითითებით. 4. განცხადებები მიიღება დალუქულ კონვერტებში და მათი გახსნა ხდება უშუალოდ საბჭოს სხდომაზე, პრეტენდენტების თანდასწრებით. 5. განაცხადების მიღების ვადის დამთავრების შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები პრეტენდენტებს უბრუნდებათ კონვერტის გაუხსნელად. 6. ტენდერი ითვლება ჩაშლილად, თუ პრეტენდენტები თანაბრად აკმაყოფილებენ ტენდერის პირობებს. ასეთ შემთხვევაში დაინიშნება აუქციონი. 7. ტენდერში ან აუქციონის მონაწილე პრეტენდენტებს ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდებათ.     მუხლი 6🔗. სატენდერო-სააუქციონო დოკუმენტაცია ყოველი ტენდერისა ან აუქციონისათვის შესაბამის დოკუმენტაციას ამზადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახური, რომელშიც აისახება სრული ინფორმაცია სატენდერო-სააუქციონო ობიექტისა და ტყით სარგებლობის სახის შესახებ. სატენდერო-სააუქციონო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მაჩვენებლებს: ა) ტყით სარგებლობის სახეს: ბ) სარგებლობის განხორციელების ადგილმდებარეობას; გ) ტყის ფონდის რესურსის მოცულობას; დ) ტყით სარგებლობის ვადას; ე) რესურსის ღირებულებას (მოსაკრებლების ოდენობას რესურსით სარგებლობისათვის), ასევე სალიცენზიო მოსაკრებლების ოდენობას.     მუხლი 7🔗. სატენდერო-სააუქციონო მოთხოვნები 1. ტენდერში ან აუქციონში მონაწილე პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული წესდების ასლი: გ) მოსაპოვებელი რესურსის სახე და მოცულობა; დ) მონაცემები ტყით სარგებლობის განხორციელების ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ; ე) რესურსით სარგებლობის განხორციელების სასურველი ადგილმდებარეობის შესახებ. 2. პრეტენდეტმა განაცხადი უნდა წარმოადგინოს ორმაგი დაბეჭდილი კონვერტით. გარეთა კონვერტზე აღინიშნება მხოლოდ საბჭოს დასახელება და მისამართი. შიდა კონვერტზე მიეთითება პრეტენდენტის დასახელება და მისამართი. 3. პრეტენდენტის მიერ ფოსტით გამოგზავნილი ან უშუალოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურში, მიღების თარიღისა და დროის აღნიშვნით. 4. ტენდერში ან აუქციონში არ დაიშვებიან ან მონაწილეობიდან მოიხსნებიან: ა) პრატენდენტები, რომლებმაც წარადგინეს არასწორი ან გაყალბებული ინფორმაცია: ბ) პრეტენდენტები, რომლებმაც დროულად არ წარმოადგინეს ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია. 5. გადაწყვეტილებას ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ამა თუ იმ პრეტენდენტის დაუშვებლობის ან მოხსნის შესახებ იღებს საბჭო.     მუხლი 8🔗. ტენდერის ან აუქციონის ჩატარების წესი 1. ტენდერის ან აუქციონის ჩატარებისას საბჭო ხელმძღვანელობს ამ დებულებით და თავისი დებულებით. 2. ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენისას უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდეტს, რომელიც ტენდერის ჩატარებამდე ახორციელებდა ტყით სარგებლობას და ასრულებდა გარემოსდაცვით მოთხოვნებსა და ტყითსარგებლობის დოკუმენტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 3. პრეტენდენტს თანაბარ პირობებში უპირეტესობა მიენიჭება მხოლოდ ტყეკაფის გამოყოფისათვის საჭირო სამუშაოთა დაფინანსების შემთხვევაში. თუ ასეთმა ინვესტორმა ვერ გაიმარჯვა კონკურსში, მას ტყეკაფის გამოყოფის მიზნით გაწეული ხარჯები უნაზღაურდება გამარჯვებულის მიერ. სხვა შემთხვევაში ლიცენზია არ გაიცემა და ხელშეკრულება არ დაიდება. 4. თუ განიხილება მხოლოდ ერთი შემოსული განცხადება, ლიცენზია გაიცემა ან ხელშეკრულება დაიდება ამ განაცხადში მითითებული მონაცემების ტენდერის პირობებთან შესაბამისობის დადგენით. თუ პრეტენდენტი ვერ დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს, ტენდერი ჩაითვლება ჩაშლილად. 5. ტენდერში გამარჯვებულად ითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და ტყითსარგებლობის უფლების მისაღებად წარადგენს გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესაბამის, ეკონომიკურად და ტექნიკურად ყველაზე მისაღებ პროექტს. 6. აუქციონში გამარჯვებულად ითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და ტყითსარგებლობის უფლების მისაღებად სახელმწიფოს ყველაზე მეტ თანხას სთავაზობს. 7. ტენდერის ან აუქციონის შედეგები ფორმდება ოქმით.     მუხლი 9🔗. ლიცენზიის ან ხელშეკრულების მოქმედების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტის წესი 1. გაცემული ლიცენზიის ან დადებული ხელშეკრულების მოქმედება შეიძლება შეიზღუდოს, შეჩერდეს ან შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „საქართველოს ტყის კოდექსით„ დადგენილ შემთხვევებში. 2. სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი  ამ დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.