საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის №5 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის დღის სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.08.2007
ძალის დაკარგვა 26.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №615
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.010738
გამოქვეყნების წყარო სსმ, 114, 14/08/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის №5 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის დღის სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.738
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №615
2007 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის №5 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის დღის სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის №5 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ახმეტის დღის სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებად.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის დღის სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების თანდართული წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის დღის სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახმეტის დღის სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) ახორციელებს იმ ბავშვთა სააღმზრდელო მომსახურებას, რომელთა ოჯახებიც ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის სრულყოფილ ზედამხედველობას დღის განმავლობაში და ემსახურება ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
2. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. დაწესებულება დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,განათლების შესახებ“, ,,ზოგადი განათლების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.
4. დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. დაწესებულების მისამართია: ახმეტა, ჭავჭავაძის ქ. №15.
მუხლი 2🔗. ცენტრის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1. დაწესებულების საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ბავშვის კეთილდღეობა. დაწესებულება ხელმძღვანელობს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა“ და „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მიერ აღიარებული პრინციპებით.
2. დაწესებულება აღიარებს თითოეული ბავშვისადმი ინდივიდუალური მიდგომის აუცილებლობას.
3. დაწესებულება მომსახურების დაგეგმვისა და მიწოდების პროცესში აღიარებს ოჯახისა და ბავშვის თანამონაწილეობას, მათი ინტერესების სრული გათვალისწინებით, თუ კი ეს ინტერესები მიმართულია ბავშვის კეთილდღეობისაკენ.
4. დაწესებულებაში მომსახურების მიღება არის მომხმარებლის თავისუფალი არჩევანი და არა იძულებითი ღონისძიება, ისევე როგორც მომსახურების შეწყვეტა.
5. დაწესებულების საქმიანობა არის აგებული გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპზე, თითოეული მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით.
7. დაწესებულება ითვალისწინებს ბავშვისა და მისი ოჯახის ინტერესებს მომსახურების დაგეგმვისა და მიწოდების პროცესში.
8. დაწესებულება უზრუნველყოფს დღის განმავლობაში ბავშვთა მოვლასა და აღზრდას, რაც გულისხმობს:
ა) კვებას;
ბ) ფსიქოლოგიურ მომსახურებას;
გ) ფორმალური განათლების ხელშეწყობას: როგორიცაა გაკვეთილების მომზადებაში დახმარება, დამატებითი მომზადება უცხო ენაში, კომპიუტერში და სხვა;
დ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ინტერაქტიული თამაშების, დისკუსიების, ლიტერატურული კითხვის, როლური თამაშებისა და სხვა მეთოდებით;
ე) შემოქმედებითი უნარების განვითარებას, როგორიცაა: თიხასა და ხეზე მუშაობა, ხატვა, ძერწვა, სიმღერა და სხვა;
ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და პრაქტიკული საყოფაცხოვრებო უნარების განვითარებას;
ზ) კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებში აღსაზრდელთა ჩართვას.
მუხლი 3🔗. აღზრდის პროცესის ორგანიზება
1. დაწესებულებაში აღზრდის პროცესის ორგანიზება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად.
2. დაწესებულებაში ინახება ბავშვის პირადი საქმე, რომელიც მოიცავს:
ა) ბავშვის სახელს და გვარს, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაციას, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს;
ბ) დაწესებულებაში ბავშვის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მათ შორის სოციალური მუშაკის რეკომენდაციას ბავშვის დაწესებულებაში მიღების აუცილებლობის ან მიზანშეწონილობის შესახებ;
გ) ინფორმაციას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, გადატანილი დაავადებებისა და ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ;
დ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგინა ბავშვის მეურვემ, მზრუნველმა ან მშობელმა.
მუხლი 4🔗. დაწესებულებაში აღსაზრდელთა მიღების წესი
1. დაწესებულებაში მიიღებიან 6-დან 18 წლამდე ასაკის ის აღსაზრდელები, რომელთა ოჯახებიც ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის სრულყოფილ ზედამხედველობას დღის განმავლობაში.
2. დაწესებულების მომსახურების შეწყვეტა არის ნებაყოფლობითი, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც განსაზღვრულია წესდებით. დაწესებულებაში ბავშვები მიიღებიან სოციალური მუშაკის რეკომენდაციის საფუძელზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოსთან შეთანხმებით.
მუხლი 5🔗. აღსაზრდელთა უფლებები და ვალდებულებები
1. დაწესებულების აღსაზრდელს უფლება აქვს:
ა) ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ;
ბ) თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს აღმზრდელის, დირექტორის ან დაწესებულების სხვა თანამშრომლის უკანონო და არამართლზომიერი ქმედებები იმავე დაწესებულებაში ან ზემდგომ ორგანოში;
გ) გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა;
დ) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან;
ე) განავითაროს თავისი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები;
ვ) ჩაერთოს მისთვის ინდივიდუალური გეგმის შედგენის პროცესში;
ზ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით უარი თქვას დაწესებულების მომსახურებაზე.
2. აღსაზრდელი ვალდებულია შეასრულოს დაწესებულების შინაგანაწესი, გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, პატივი სცეს სხვა აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს.
მუხლი 6🔗. დაწესებულების ექიმი და ფსიქოლოგი
1. დაწესებულების აღსაზრდელთა სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს ექიმი-სპეციალისტი, რომელაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი შემდეგ სპეციალობებში: ,,საოჯახო მედიცინა“, ,,პედიატრია“ და ,,შინაგანი მედიცინა“.
2. ექიმი დაწესებულებაში:
ა) ახორციელებს აღსაზრდელთა პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
ბ) ახორციელებს სანიტარიულ-ჰიგიენურ და ეპიდრეჟიმზე უზრუნველყოფას;
გ) უზრუნველყოფს კვების პროფუქტების უსაფრთხოებას და კვების რაციონის შესაბამისობას დადგენილ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმებთან;
დ) გადამდები დაავადებების გავრცელებისაგან აღსაზრდელთა დაცვის მიზნით ახორციელებს დაწესებულების თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას.
3. აღსაზრდელთა ჰარმონიული ფსიქოსოციალური განვითარების მიზნით, დაწესებულებაში საკონსულტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს ფსიქოლოგი, რომელიც ბავშვებთან და მათი ოჯახის სხვა წევრებთან ახორციელებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას.
მუხლი 7🔗. დაწესებულების აღმზრდელები:
აღმზრდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) პატივი სცეს აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს;
გ) აღსაზრდელებთან მუშაობა წარმართოს მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით;
დ) აირჩიოს აღსაზრდელთან მიდგომის ისეთი მეთოდები, სწავლების ფორმა და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღსაზრდელთა საუკეთესო ინტერესების დაცვას და განხორციელებას;
ე) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წარუდგინოს დაწესებულებას ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 8🔗. დაწესებულების მართვა:
დაწესებულების მართვას ახორციელებს:
ა) დირექცია;
ბ) სამეთვალყურეო საბჭო.
მუხლი 9🔗. დირექცია
1. დაწესებულების დირექცია შედგება დირექტორის, დირექტორის მოადგილისა და ბუღალტრისაგან.
2. დაწესებულებას მართავს დირექტორი, რომელიც ინიშნება 4 წლის ვადით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დირექტორად პირი შეიძლება დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. დირექტორის დანიშვნა ხორციელდება სამინისტროს მიერ ჩატარებული შესარჩევი კონკურსის შედეგად გამოვლენილი დირექტორობის კანდიდატების დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმების საფუძველზე.
4. დირექტორის კონკურსის ჩატარების წესსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
5. დირექტორობის შერჩეული კანდიდატურები წარედგინება დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დირექტორობის სასურველ კანდიდატს.
6. სამეთვალყურეო საბჭო სამინისტროს წარუდგენს შერჩეულ კანდიდატს, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს დაწესებულების დირექტორად.
7. დაწესებულების დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს ნიშნავს დაწესებულების დირექტორი. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, ხოლო რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში – დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
9. დაწესებულების დირექცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს დაწესებულების საქმისწარმოებას, ზედამხედველობს დაწესებულების წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
მუხლი 10🔗. დირექტორის უფლება-მოვალეობები
1. დაწესებულების დირექტორი:
ა) წარმართავს დაწესებულების საქმიანობას, ახდენს დირექციისა და სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის კოორდინაციას;
ბ) ზედამხედველობს დაწესებულების აღმზრდელობით, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ პროცესების ორგანიზაციაზე;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს დაწესებულების სახელით;
დ) უზრუნველყოფს თანამშრომლებთან შრომის ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას.
ე) უფლებამოსილია თანამშრომლებს ვადამდე შეუწყვიტოს შრომის ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და წესის გათვალისწინებით;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს;
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს;
თ) დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების ბიუჯეტს;
ი) უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
2. დირექტორი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს;
გ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო და დაწესებულების ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;
დ) უზრუნველყოს სააღმზრდელო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი;
ე) მიაწოდოს ინფორმაცია სამეთვალყურეო საბჭოს დაწესებულების სააღმზრდელო და საფინანსო საქმიანობის შესახებ.
3. დირექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან მის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელებისას, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია განიხილოს დაწესებულების დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი და მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მუხლი 11🔗. სამეთვალყურეო საბჭო
1. დაწესებულებაში იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა შეიძლება იყოს არანაკლებ 4 და არა უმეტეს 6 წევრისა.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ინიშნებიან ოთხი წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში აუცილებლად შედიან:
ა) 1 წევრი – სოციალური მუშაკი;
ბ)1 წევრი – აღმზრდელთა საბჭოს წარმომადგენელი;
გ) სამინისტროს მიერ დანიშნული 1 სხვა წევრი;
დ) სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების ან მეწარმეთა წარმომადგენელს.
5. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ აირჩევა სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა მესამედს და დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით.
7. სამეთვალყურეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს ფარული კენჭისყრით.
მუხლი 12🔗. სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები
სამეთვალყურეო საბჭო:
ა) მოიზიდავს შემოსავლებს;
ბ) აკონტროლებს დაწესებულების შემოსავლების რაციონალურად განკარგვას;
გ) ამტკიცებს დირექტორის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს;
დ) ამტკიცებს დაწესებულების სამოქმედო გეგმას;
ე) ირჩევს დირექტორობის კანდიდატურებიდან სასურველ კანდიდატურას და დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სამინისტროს;
ვ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს შინაგანაწესს;
ზ) ამტკიცებს დაწესებულების საქმიანობასა და ფინანსურ ანგარიშს;
თ) დაწესებულების თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის წესს, ხოლო კონკურსის შედეგების მიხედვით დანიშნული თანამშრომლების შემდგომში შეფასების მიზნით – თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმებსა და წესს.
მუხლი 13🔗. აღმზრდელთა საბჭო
1. დაწესებულების აღმზრდელებს აქვთ გაერთიანების უფლება. აღმზრდელები შეიმუშავებენ წინადადებებს დაწესებულების დირექციისა და სამეთვალყურეო საბჭოსადმი დაწესებულების მართვასთან და საქმიანობასთან დაკავშირებით.
2. დაწესებულების აღმზრდელები, იმ აღმზრდელთა შემადგენლობიდან, რომლებიც დაწესებულებაში ახორციელებენ ბავშვის მოვლას და აღზრდას, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით 2 წლის ვადით ირჩევს აღმზრდელთა გაერთიანების თავმჯდომარეს და თავიანთ წარმომადგენელს სამეთვალყურეო საბჭოში.
მუხლი 14🔗. დაწესებულების ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად დაწესებულებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
3. დაწესებულების წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 15🔗. დაწესებულების დაფინანსება
1. დაწესებულების საფინანსო სახსრების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. დაწესებულების სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. დაწესებულების სახსრების სხვა მიზნებისათვის გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 16🔗. სახელმწიფო კონტროლი დაწესებულების საქმიანობაზე
1. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს დაწესებულების მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დაწესებულების მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები დაწესებულების ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. დაწესებულებას უფლება არა აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად.
5. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 17🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 18🔗. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაწესებულების ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
4. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 19🔗. გარდამავალი დებულებანი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის დღის სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება წარმოადგენს ახმეტის №5 საჯარო სკოლის უფლებამონაცვლეს.