საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №12 ,,საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 22.07.2005
ძალის დაკარგვა 27.09.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010340000.39.036.007577
გამოქვეყნების წყარო სსმ, 88, 27/07/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №12 ,,საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.39.036.007.577
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №12
2005 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „დ” და „ო” ქვეპუნქტების, 31-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს პროკურატურის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. ეს დებულება შემუშავებულია „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურის მუშაკთა (კანდიდატთა) კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საქართველოს პროკურატურის რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს.
თავი II. საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიზანი და ფუნქციები
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია:
ა) დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი პირის კონკურსის წესით შერჩევა;
ბ) დაკავებულ თანამდებობასთან პროკურატურის მუშაკის შესაბამისობის დადგენა;
გ) საკადრო რეზერვის შექმნა.
2. კომისიის ფუნქციებია:
ა) კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან და საქართველოს პროკურატურის რეზერვის ფორმირებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგება;
ბ) პროკურატურის მუშაკის (კანდიდატის) პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შეფასების პროცედურის წარმართვა;
გ) საქართველოს გენერალური პროკურორისათვის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) პროკურატურის მუშაკის (კანდიდატის) შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
3. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის წევრებს.
5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
6. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
მუხლი 5🔗. საპრეტენზიო კომისია
1. გენერალური პროკურორის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრების შემადგენლობასა და რაოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. კონკურსანტებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ ტესტირების შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება გონივრულ ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას და განმცხადებელს.
5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა საერთო ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
7. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
თავი III. კონკურსი
მუხლი 6🔗. თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა
თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ:
ა) გენერალური პროკურორი;
ბ) გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები;
გ) გენერალური პროკურორის თანაშემწეები და მრჩევლები;
დ) გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანაშემწეები და მრჩევლები;
ე) პირები სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;
ვ) რეზერვში ჩარიცხული პირები.
მუხლი 7🔗. კონკურსის გამოცხადება
1. პროკურატურის მუშაკის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსს ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი გენერალური პროკურორის წინადადებით.
2. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისიწინებულ მონაცემებს.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
4. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
5. სამდივნოს უფროსს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
6. სამდივნოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
7. სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებისათვის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღებას, მათ მიერ წარდგენილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენას.
8. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
მუხლი 8🔗. მოთხოვნები, რომელიც წაეყენება პროკურატურის მუშაკის თანამდებობაზე დასანიშნ პირს
1. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება პროკურატურის მუშაკის თანამდებობაზე დასანიშნ პირს, დადგენილია „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი და მე3 პუნქტებით.
2. პროკურატურის ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 20 აპრილის №5 ბრძანებით.
მუხლი 9🔗. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა სამდივნოში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;
ე) პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად);
ვ) შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
ზ) ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3/4);
თ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს მიერ გაცემული ანკეტა, სადაც მოცემულია კანდიდატის განათლებისა და შრომითი საქმიანობის აღწერა (დანართი №1).
2. კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ორკვირიანი ვადა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 10🔗. კონკურსის პირობები
1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს წერილობითი (ტესტირების) ან/და ზეპირი (გასაუბრების) ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.
2. ტესტირების ან გასაუბრების თემატიკა და პროგრამა უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 11🔗. ტესტირება
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას და პროგრამას პროკურატურის მუშაკის კანდიდატის მიერ დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
2. დადებითი შეფასების მისაღებად კონკურსანტმა სწორად უნდა უპასუხოს შეთავაზებული ტესტების საერთო რაოდენობის 85%-ს.
3. კონკურსის ტესტირების ფორმით ჩატარების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ქულათა რაოდენობის მიხედვით იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც გადალახეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მინიმალური ზღვარი.
მუხლი 12🔗. გასაუბრება
კონკურსანტის მიერ დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან მისი პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია გასაუბრების გზით.
მუხლი 13🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
ტესტირების ან გასაუბრების შემდეგ კომისია თავის სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს მათ დაუსწრებლად.
მუხლი 14🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება
1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას.
2. კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალცალკე.
3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
4. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა.
5. ერთი და იგივე შედეგის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმას, ვისაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის უფრო მეტი სტაჟი.
6. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე შედგება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 15🔗. კონკურსის შედეგები
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა სამდივნოს მეშვეობით წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს კონკურსის შედეგებს და მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
3. კონკურსის შედეგების შესახებ კომისია მოახსენებს გენერალურ პროკურორს კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
4. გენერალური პროკურორი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 16🔗. ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
თავი IV. პროკურატურის მუშაკის ატესტაცია
მუხლი 17🔗. ატესტაცია
1. ატესტირებას ექვემდებარება:
ა) პროკურატურის მუშაკი 3 წელიწადში ერთხელ;
ბ) პროკურატურის მუშაკი, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი.
2. ატესტირებას არ ექვემდებარება:
ა) გენერალური პროკურორი;
ბ) პროკურატურის მუშაკი, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით;
გ) პროკურატურის მუშაკი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება პროკურატურის სისტემაში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.
მუხლი 18🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. პროკურატურის მუშაკი, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.
3. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ორი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 19🔗. ატესტაციის ჩატარების წესი
1. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე პროკურატურის მუშაკის უშუალო ხელმძღვანელი საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში წარადგენს მუშაკის დახასიათებას (დანართი №2).
2. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
3. ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
4. პროკურატურის მუშაკთან გასაუბრება იმართება პროკურატურის შესაბამისი ორგანოს ან სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს.
5. ატესტაცია ტარდება ზეპირი (გასაუბრების) ან/და წერილობითი (ტესტირების) ფორმით. ატესტაციის თემატიკას პროკურატურის მუშაკის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
6. პროკურატურის მუშაკის ატესტაციაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროკურატურის მუშაკი კომისიის გადაწყვეტილებით იღებს უარყოფით შეფასებას.
7. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას პროკურატურის მუშაკის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს პროკურატურის მუშაკის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას დადგენილი თემატიკის შესაბამისად და უსვამს კითხვებს სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მუხლი 20🔗. პროკურატურის მუშაკის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით.
2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას;
ე) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს.
3. კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბუთებით მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ პროკურატურის მუშაკს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ.
5. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის პროკურატურის მუშაკის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 21🔗. ატესტაციის შედეგები
1. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მოახსენებს გენერალურ პროკურორს ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
2. გენერალური პროკურორი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას პროკურატურის მუშაკის წახალისების, სპეციალური წოდების მინიჭების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიის წარდგინების საფუძველზე გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით პროკურატურის მუშაკებს ეძლევათ დანამატი თანამდებობრივი სარგოს 50 პროცენტამდე ოდენობით.
თავი V. საქართველოს პროკურატურის რეზერვი
მუხლი 22🔗. საქართველოს პროკურატურის რეზერვის მიზანი
საქართველოს პროკურატურის რეზერვის (შემდგომში – რეზერვი) მიზანს წარმოადგენს:
ა) პროკურატურის მუშაკთა კანდიდატების შერჩევა საქართველოს პროკურატურაში არსებული ვაკანსიების დასაკავებლად;
ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პროკურატურის სისტემაში პირისათვის სამსახურის ადგილის გამოძებნა;
გ) სამსახურიდან გათავისუფლებული პირებისათვის სამსახურის ახალი ადგილის გამოძებნა.
მუხლი 23🔗. რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვა
რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვას აწარმოებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
მუხლი 24🔗. თანამდებობაზე დანიშვნა რეზერვიდან
1. პროკურატურის სისტემაში ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისია გენერალურ პროკურორს წარუდგენს რეზერვში ჩარიცხულ იმ პირთა მონაცემებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს.
2. გენერალური პროკურორი თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამის კანდიდატს მისი განცხადების საფუძველზე.
მუხლი 25🔗. რეზერვში ჩარიცხულ პირთა რეზერვიდან ამორიცხვა
რეზერვში ჩარიცხული პირი რეზერვიდან ირიცხება:
ა) გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში;
ბ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადების შემთხვევაში;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად ცნობის შემთხვევაში;
ე) სხვა სამუშაოდან მაკომპრომეტირებელი საფუძვლით დათხოვნის შემთხვევაში;
ვ) ორი წლის განმავლობაში მისი პროკურატურის ორგანოებში დაუნიშნავობის შემთხვევაში, თუ თანამდებობაზე დაუნიშნავობა გამოწვეულია რეზერვში ჩარიცხული პირის მიზეზით.
მუხლი 26🔗. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი
1. რეზერვში ჩარიცხულ პირს რეზერვში ყოფნის პერიოდი ეთვლება საერთო შრომით სტაჟში.
2. რეზერვში ჩარიცხული პირის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 113-120-ე მუხლებით.
თავი VI. დასკვნითი დებულება
მუხლი 27🔗.
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება გენერალური პროკურორის ბრძანებით.
დანართი №1
კანდიდატის განათლებისა და შრომითი საქმიანობის აღწერა
1. სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. დაბადების წელი, თვე და რიცხვი –––––––––––––––––––––––––
3. დაბადების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. ოჯახური მდგომარეობა –––––––––––––––––––––––––––––––––
5. განათლება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის, მობილურის ნომერი
7. უცხო ენის ფლობა (საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად):
ე ნ ა წ ე რ ა კ ი თ ხ ვ ა მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ა
8. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა –––––––––––––––––––––––
9. კვალიფიკაციის ამაღლება –––––––––––––––––––––––––––––––
10. სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო შრომები, პუბლიკაციები
11. შრომითი საქმიანობა ––––––––––––––––––––––––––––––––––
--------------------------------------------
--------------------------------------------
--------------------------------------------
--------------------------------------------
ხელმოწერა ––––––––––––––––––––
დანართი №2
პროკურატურის მუშაკის დახასიათება
სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაკავებული თანამდებობა –––––––––––––––––––––––––––––––––
--------------------------------------------
სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი –––––––––––––––––––––
საკითხთა ჩამონათვალი, რომელთა გადაწყვეტაშიც მონაწილეობა მიიღო პროკურატურის მუშაკმა
--------------------------------------------
--------------------------------------------
--------------------------------------------
--------------------------------------------
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები ––––––––––––––––––––
წახალისებები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
--------------------------------------------
--------------------------------------------
--------------------------------------------
--------------------------------------------
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები –––––––––––––––––––––
--------------------------------------------
--------------------------------------------
--------------------------------------------
--------------------------------------------
უარყოფითი ჩვევები –––––––––––––––––––––––––––––––––––––
წინადადებები პროკურატურის მუშაკის შესაძლო წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების ან სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ
--------------------------------------------
--------------------------------------------
--------------------------------------------
--------------------------------------------
ხელმოწერა –––––––––––––
რიცხვი, თვე და წელი –––––––––––––––