ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 13.08.2007
ძალის დაკარგვა 27.06.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №987
სარეგისტრაციო კოდი 200010000.22.033.010752
გამოქვეყნების წყარო სსმ, 117, 20/08/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:225.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:1.9pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.752
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №987
2007 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის, 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 217-ე მუხლის მე-8-11 ნაწილებისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული რედაქციით:
ა) „ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქცია“ (დანართი 1);
ბ) „ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის“ ფორმა (დანართი 2).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 ნოემბრის №1442 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი 1
ინსტრუქცია
ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის შევსების წესის შესახებ
1. ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივის რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრება ფიზიკურ პირებს, რომლებიც:
ა) რეალიზაციას უკეთებენ 6 თვემდე ვადით საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ან/და 2 წლამდე ვადით საკუთრებაში არსებულ მატერიალურ აქტივებს (გარდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივების ან/და ფასიანი ქაღალდების რეალიზაციისა);
ბ) საგადასახადო წლის განმავლობაში საჩუქრად (უსასყიდლოდ) იღებენ 1000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონებას, გარდა I-II რიგის მემკვიდრეებისაგან, აგრეთვე ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მემკვიდრეებისაგან მიღებული ქონებისა;
გ) წარმოადგენენ III-IV რიგის მემკვიდრეებს და საგადასახადო წლის განმავლობაში შესაბამისი პირებიდან მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიიღეს 150000 ლარის და მეტი ღირებულების ქონება.
2. გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები დეკლარაციას საგადასახადო ორგანოში წარადგენენ საგადასახადო აღრიცხვის, ხოლო საგადასახადო აღრიცხვის არარსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება აქტივის გადაცემიდან (რეგისტრაციიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150000 ლარის და მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ქონების (შემოსავლის) მიღებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული წლის განმავლობაში ყოველი 5 თვის შემდგომი თვის 15 რიცხვისათვის თანაბარ ნაწილებად.
3. დეკლარაციაში შესაბამის უჯრებში მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (თუ ასეთი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საგადასახადო ორგანოს მიერ), და პირადი ნომერი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით. ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები, რომლებსაც დეკლარაციის შევსების დღისათვის მინიჭებული არა აქვთ საიდენტიფიკაციო ნომერი, ვალდებული არიან დადგნენ საგადასახადო აღრიცხვაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დეკლარაციის შევსება ხდება გადამხდელის მიერ გარდა III ნაწილისა, რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
5. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადამხდელის ხელმოწერით. ამასთან, სახელი და გვარი, ხელმოწერის თარიღი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მიეთითება სრულად.
6. დეკლარაციის ფორმის I ნაწილში მიეთითება:
ა) უჯრებში „მატერიალური აქტივის გადაცემის სახე“ – მატერიალური აქტივების გადაცემის სახის (რეალიზაცია, ჩუქება, მემკვიდრეობა) გათვალისწინებით შესაბამისი უჯრა აღინიშნება „V“ ნიშნით;
ბ) უჯრაში „დეკლარაციის ტიპი“ – თუ დეკლარაცია პირველადია „V“ ნიშნით აღინიშნება უჯრა „პირველადი“. თუ დეკლარაცია წარმოდგენილია ადრე წარდგენილი დეკლარაციის დაზუსტების (კორექტირების) მიზნით, მაშინ „V“ ნიშნით აღინიშნება უჯრა „დაზუსტებული“;
გ) უჯრებში „დეკლარაციის წარდგენის თარიღი“ – დეკლარაციის წარდგენის რიცხვი, თვე, წელი; მაგალითად, 2007 წლის 5 ივნისი ჩაიწერება შემდეგი თანამიმდევრობით: 05. 06. 2007წ.;
დ) პირველ სტრიქონზე — სრულად აღინიშნება მატერიალური აქტივების რეალიზატორის (ჩუქებით, მემკვიდრეობით მიმღების) სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები.
7. დეკლარაციის ფორმის II ნაწილში მიეთითება:
ა) პირველ უჯრაში – რეალიზებული, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივების დასახელება (საცხოვრებელი სახლი, ბინა მრავალსართულიან სახლში, ავტოფარეხი, მიწის ნაკვეთი, იურიდიულ პირში კუთვნილი წილი და ა.შ.) აღწერილობა და მისამართი. მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ადგილი, შასისა და ძრავის ნომრები; საწარმოში წილის რეალიზაციის, ჩუქების ან მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში – ამ საწარმოს დასახელება და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი; იმ შემთხვევაში, თუ ხდება ერთდროულად რამდენიმე მატერიალური აქტივის რეალიზაცია, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღება, დეკლარაციას შეიძლება დაერთოს ასეთი ქონების ჩამონათვალი, (მისამართის (ადგილსამყოფლის) მითითებით) დანართის სახით.
ბ) მე-2 უჯრაში – ქონების მემკვიდრეობით (ჩუქებით) მიღების შემთხვევაში ნათესაური კავშირი ქონების მესაკუთრესთან (მაგ.: ,,ბიძა“ ,,დისშვილი“ ,,მეუღლე“ და ა.შ.). ნათესაური კავშირის არარსებობის შემთხვევაში სტრიქონში შეიტანება – ,,X“.
გ) მე-3 უჯრაში – ნათესაური კავშირის გათვალისწინებით შესაბამისი ციფრი, კერძოდ:
გ.ა) I-II რიგის მემკვიდრეები (მეუღლეები, შვილები, შვილიშვილები, მშობლები, ნაშვილები, მშვილებელი, დები და ძმები, დისშვილები და ძმისშვილები.) – ,,1“;
გ.ბ) III-IV რიგის მემკვიდრეები (ბებიები და პაპები, ბებიების და პაპების დედ-მამები, ბიძები, მამიდები, დეიდები) – ,,2“;
გ.გ) ნათესაური კავშირის არარსებობის შემთხვევაში – ,,0“;
დ) მე-4 უჯრაში – მატერიალური აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში ხელშეკრულებაში მითითებული თანხა. მემკვიდრეობით ან ჩუქებით მატერიალური აქტივის მიღებისას ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლის მიხედვით;
ე) მე-5 უჯრაში – მატერიალური აქტივის შეძენაზე ან მის მიღებაზე გაწეული გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) მე-6 უჯრაში – დასაბეგრი შემოსავალი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით.
ამასთან პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას (მ.შ. დაქირავებულნი) ამ დეკლარაციის შევსებისას არ გამოიყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებულ შეღავათებს (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათებისა). შეღავათების გამოყენების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მათ შეუძლიათ საგადასახადო ორგანოებში წარადგინონ დეკლარაცია გადასახადის გადაანგარიშებისა და ანაზღაურების მოთხოვნით.
მაგალითი:
ფიზიკურმა პირმა, რომელიც N საწარმოს დაქირავებული პირია, III – რიგის მემკვიდრეობით მიიღო 165 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ქონების მიღებასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 180 ლარი (ნოტარიუსის მომსახურება და სხვა). თავის მხრივ აღნიშნული პირი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეს. შესაბამისად მასზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათები.
მოცემულ შემთხვევაში:
ფიზიკური პირი ამ დეკლარაციის შევსებისას გაითვალისწინებს მხოლოდ 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით მინიჭებულ შეღავათს და დეკლარაციის მიხედვით მისი დასაბეგრი შემოსავალი იქნება 14 820 ლარი (165 000 – 180 – 150 000).
რაც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეღავათს, თუ აღნიშნული შეღავათი არ იქნა გავრცელებული ფიზიკური პირის მიღებული ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლების დაბეგვრისას, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია გადასახადის გადაანგარიშებისა და ანაზღაურების მოთხოვნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
ზ) მე-7 უჯრაში – გადასახდელი გადასახადის თანხა, რომელიც გამოითვლება დასაბეგრი შემოსავლის (უჯრა 6) გამრავლებით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთზე აღნიშნული თანხა შემცირდება ამ ქონების მიხედვით გადახდილი (მათ შორის, წინა საგადასახადო პერიოდებში) საშემოსავლო გადასახადის თანხით (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 190🔗);
თ) მე-8 უჯრაში – მატერიალური აქტივის რეგისტრაციის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ი) მე-9 უჯრაში – დარიცხული გადასახადის გადახდის ვადები და თანხები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად იშიფრება 2 წელზე გაწერილი შესაბამისი ვადებისა და თანხების მითითებით.
8. საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება 1 ლარამდე ნულდება.
9. დეკლარაციაში ასახული მონაცემების სისწორე და უტყუარობა დასტურდება გადამხდელის ხელის მოწერით.
10. დეკლარაციის III ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
დანართი 2