⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.02.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №101 ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.07.2005
ძალის დაკარგვა 08.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №101
სარეგისტრაციო კოდი 480010000.22.030.007580
გამოქვეყნების წყარო სსმ, 90, 02/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,844 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.07.2005 მიღება
08.02.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №101 ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.25in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:35.45pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:35.45pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:35.45pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.75in 46.3pt .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.007.580 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  ბრძანება №101 2005 წლის 26 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე და მე-17 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ს. ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს საგარეო პოლიტიკური საქმიანობის საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფა და ევროპის საბჭოსთან საქართველოს ურთიერთობების კოორდინაცია.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, სამინისტროს დებულების, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებებისა და ამ დებულების საფუძველზე.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. თავი II. დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებანი     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ძირითად ფუქციებს განეკუთვნება: ა) საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების საერთაშორისო-სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობა; გ) საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; დ) საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების საერთო ზედამხედველობა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა, შენახვა; ე) საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის თაობაზე წინადადებათა მომზადება და საქართველოს შესაბამის უწყებებში წარდგენა; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, ტექსტების შემუშავების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების მიზნით გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება აუცილებელი წესით და/ან ამგვარ საკითხებზე მოლაპარაკების წარმართვა; ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოდგენა საერთაშორისო ორგანიზაციებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში; თ) ევროპის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკის წარმართვის საკითხებზე რეკომენდაციათა შემუშავება; ი) საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის ყოველწლიური პროგრამების შემუშავება და ამ პროცესის ზედამხედველობა; კ) ევროპის საბჭოს ჩარჩოებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების საერთო ზედამხედველობა და ამ ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობის კოორდინაცია; ლ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; მ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებიდან და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების მონიტორინგი და ანალიზის კონტროლი.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) დადგენილი წესით მოამზადოს წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ; ბ) საქართველოს დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ან დამოუკიდებლად აწარმოოს მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში; გ) აუცილებელი წესით მიიღოს მონაწილეობა საქართველოს საერთაშორისო ხელშკრულებების დადებასთან, ტექსტის მიღებასთან, შეწყვეტასთან ან შეჩერებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში; დ) აუცილებელი წესით ჩაატაროს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების საერთაშორისო-სამართლებრივი ექსპერტიზა; ე) განახორციელოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების საერთო ზედამხედველობა, ამ მიზნით მოახდინოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქართველოს სამინისტროების ამ მიმართულებით საქმიანობის კოორდინაცია; ვ) მოამზადოს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარუდგინოს წინადადებები საგარეო პოლიტიკის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დიპლომტიური სამსახურის საკითხებზე საკანონმდებლო და სხვა სახის ნორმატიული აქტების მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე, ასევე, აუცილებელი წესით მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ასეთი წინადადების შემუშავებაში; ზ) მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო-სამართლებრივ საკითხებზე მოწყობილ სემინარებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; თ) კომპეტენციის ფარგლებში იქონიოს კავშირები ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან; ი) დაამყაროს ურთიერთობა საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმისა, გამოითხოვოს მათგან თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია; კ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებიდან და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიიღოს ანგარიში მათ მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ; ლ) თავისი ფუნქციების შესრულების მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებთან, ასევე საქართველოში აკრედიტებულ უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება; მ) დეპარტამენტის თანამშრომლების საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება; ნ) დონორებიდან თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო დახმარების მოზიდვა სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურებთან შეთანხმებით და მოზიდული დახმარების ათვისება; ო) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მის კომპეტენციაში არსებული საკითხების დარეგულირების მიზნით. თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა     მუხლი 7🔗. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 8🔗. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) განუსაზღვრავს დეპარტამენტის თანამშრომლებს შესასრულებელი ვალდებულებების სფეროს და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას; დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) წარმოადგენს დეპარტამენტს; ვ) ზედამხედველობას უწევს თანამშრომელთა მიერ შრომითი დისციპლინის დაცვის კონტროლს; ზ) დეპარტამენტის ერთერთ თანამშრომელს ავალებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას და კონტროლს უწევს მას; თ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და რესურსების გამოყოფაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ფუნქციების განსახორციელებლად; კ) დეპარტამენტის თანამშრომლის დანიშვნა, დაწინაურება, გადაყვანა, დაქვეითება, როტაციის ან სხვა სახით მივლინება, შვებულებაში გასვლა, წახალისება, რანგის მინიჭება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, ხელმძღვანელობის ინიციატივით სამუშაოდან გათავისფლება ხდება დირექტორის წარდგინების ან წერილობითი თანხმობის საფუძველზე და დადგენილი წესების თანახმად; ლ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფის მიზნით; მ) ყოველი წლის ბოლოს აბარებს მინისტრს დეპარტამენტის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშს.     მუხლი 9🔗. 1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ეკისრება იგივე მოვალეობები და ენიჭება იგივე უფლებები, რაც დეპარტამენტის დირექტორს. დეპარტამენტის დირექტორის ყოფნისას მოადგილე უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მასთან შეთანხმებით, ხოლო დირექტორის არყოფნისას – დამოუკიდებლად.     მუხლი 10🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ორმხრივი ურთიერთობების სამმართველო; ბ) მრვალმხრივი და ევროპის საბჭოსთან ურთიერთობის სამმართველო; გ) საკონვენციო და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის სამმართველო.     მუხლი 11🔗. ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს ძირითად ფუქციებს განეკუთვნება: ა) საქართველოს ორმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების საერთაშორისო-სამართლებრივი ექსპერტიზა აუცილებელი წესით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წინადადების არსებობის შემთხვევაში სათანადო მომართვის არსებობისას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ორმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის თაობაზე წინადადებათა მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; დ) საქართველოს ორმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, ტექსტების შემუშავების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების მიზნით გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება აუცილებელი წესით და/ან ამგვარ საკითხებზე მოლაპარაკების წარმართვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი დახმარების გაწევა სამინისტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის.     მუხლი 12🔗. მრავალმხრივი და ევროპის საბჭოსთან ურთიერთობების სამმართველოს ძირითად ფუქციებს განეკუთვნება: ა) საქართველოს მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების საერთაშორისო-სამართლებრივი ექსპერტიზა აუცილებელი წესით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წინადადების არსებობის შემთხვევაში სათანადო მომართვის არსებობისას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის თაობაზე წინადადებათა მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, ტექსტების შემუშავების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების მიზნით გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება აუცილებელი წესით და/ან ამგვარ საკითხებზე მოლაპარაკების წარმართვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის წარმოდგენა საერთაშორისო ორგანიზაციებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში; ვ) ევროპის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკის წარმართვის საკითხებზე რეკომენდაციათა შემუშავება; ზ) საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის ყოველწლიური პროგრამების ზედამხედველობა; თ) ევროპის საბჭოს ჩარჩოებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების საერთო ანალიზი; ი) ევროპის საბჭოდან მიღებული მასალების შესწავლა, ანალიზი და/ან დანიშნულებისამებრ გადაგზავნა; კ) ევროპის საბჭოს ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა; ლ) ევროპის საბჭოს ექსპერტთა ვიზიტების მომზადება; მ) ევროპის საბჭოსთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება; ნ) ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედ და დროებით კომიტეტებსა და ქვეკომიტეტებთან საქართველოს თანამშრომლობის კოორდინაცია, მონაწილეობის მიღება მათ მუშაობაში.     მუხლი 13🔗. საკონვენციო და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის სამმართველოს ძირითად ფუქციებს განეკუთვნება: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია დადგენილი წესით; ბ) დადგენილი წესით დეპარტამენტში შესაბამისი მომართვის შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან, ძალაში შესვლასთან, შეწყვეტასა და გაუქმებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გატარება, ამ მიმართულებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის ზედამხედველობა წერილობითი მიმართვის საფუძველზე; გ) საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ხელშემკვრელი მხარის ან დეპოზიტარის ინფრმირება და მათგან შეტყობინების მიღება; დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვაშენახვა; ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გატარება; ვ) საქართველოს სახელით საერთაშორისო ხელშეკრულებების დეპოზიტარის ფუნქციის შესრულება; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის თაობაზე წინადადებათა მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; თ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებიდან და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების მონიტორინგი და ანალიზის კონტროლი.     მუხლი 14🔗. 1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსები: ა) სამმართველოების უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავენ სამმართველოების საქმიანობას; ბ) ანაწილებენ სამმართველოებში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებენ სამმართველოების მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს; დ) ანგარიშს წარუდგენენ დეპარტამენტის დირექტორსა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სამმართველოების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ე) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებებით ახორციელებენ ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.     მუხლი 15🔗. 1. დეპარტამენტის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით. თავი IV. დასკვნითი დებულებები     მუხლი 16🔗. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.