⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.07.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №201 ,,სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული და ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2005
ძალის დაკარგვა 14.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №201
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.007581
გამოქვეყნების წყარო სსმ, 90, 02/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,600 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2005 მიღება
14.07.2006 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
0 1
1 2
საქართველოს რაიონები
1. აბაშა
2. ბოლნისი
3. გარდაბანი
4. გორი
5. გურჯაანი
6. დედოფლისწყარო
7. ზუგდიდი
8. თელავი
9. ლაჩხუთი
10. მარნეული
11. მცხეთა
12. ოზურგეთი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №201 ,,სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული და ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal; font-style:italic;} h6 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.581 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №201 2005 წლის 26 ივლისი ქ. თბილისი  სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული და ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების დებულების დამტკიცების შესახებ „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს 2003 წლის 3 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე I, 2003 წელი, №14) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული და ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების დებულების დამტკიცების შესახებ”. 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. დებულება ადგენს ბუნებრივი და ანთროპოგენური პროცესების შედეგად ნიადაგის ფუნქციის მოშლის, მისი შედგენილობის რაოდენობრივ და ხარისხობრივ გაუარესებასა და ნიადაგების ბუნებრივ-სამეურნეო დაქვეითების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესს. 2. დებულება „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების შესახებ” შემუშავებულია „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 თავის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე. 3. ზიანის რაოდენობის გაანგარიშებისათვის გამოიყენება ნიადაგური, აგროქიმიური, გეობოტანიკური, ნიადაგურ-მელიორაციული, გეოლოგიური და სხვა აუცილებელი გამოკვლევებით მიღებული მასალები. 4. დეგრადირებული ნიადაგების დეგრადაციის ხარისხის გამოვლენა ხორციელდება ქვეყანაში არსებული ნორმატივებისა და მეთოდიკების საფუძველზე. 5. გამოკვლევების წარმოება შეუძლიათ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს (შემდგომში – საქმიანობის სუბიექტი), რომელთაც გააჩნიათ ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის შესწავლა-გამოკვლევასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების ლიცენზია. 6. გარემოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელ თანხაზე პრეტენზია წარედგინება იმ საქმიანობის სუბიექტებს, რომელთა საქმიანობის შედეგად მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგებისა და მიწების დეგრადაცია. 7. გარემოსათვის მიყენებულ ზიანად არ ჩაითვლება წიაღით სარგებლობისათვის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების თანახმად მიწის ფართობების დარღვევა, თუ წიაღით მოსარგებლე პროექტის შესაბამისად განახორციელებს სარეკულტივაციო სამუშაოებს. თავი II. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება     მუხლი 2🔗. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება 1. ნიადაგი – დედამიწის ზედა, ნაყოფიერი ფენა, რომელიც ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთმოქმედების პროდუქტია. 2. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაცია – წარმოადგენს ბუნებრივი და ანთროპოგენური უარყოფითი ზემოქმედების შედეგად ნიადაგის ფუნქციის მოშლას, მისი შემადგენლობისა და თვისებების რაოდენობრივ და ხარისხობრივ გაუარესებას და მიწის ბუნებრივ-სამეურნეო მნიშვნელობის დაქვეითებას. 3. ტექნოლოგიური დეგრადაციის ქვეშ იგულისხმება ნიადაგის თვისებების, ფიზიკური მდგომარეობისა და აგრონომიული მახასიათებლების გაუარესება, რომელიც წარმოიქმნება ნიადაგის საექსპლოატაციო დატვირთვის შედეგად, ყველა სახის მიწათმოქმედების დროს. 4. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ხარისხის ქვეშ იგულისხმება მათი მდგომარეობის დახასიათება, რომელიც აისახება შემადგენლობისა და თვისებების გაუარესების მაჩვენებლებით. დეგრადაციის უკიდურეს ხარისხს წარმოადგენს ნიადაგის საფარის მოსპობა. 5. ნიადაგის ფიზიკური დეგრადაცია – ხასიათდება ნიადაგის აგებულების დარღვევით და მათი ფიზიკური თვისებების კომპლექსური გაუარესებით. 6. ნიადაგების აგროგამოფიტვა – ნიშნავს არასწორი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად ნიადაგის საფარის დაშლას, რომელსაც, როგორც წესი, თან ახლავს ფიზიკური დეგრადაცია და იწვევს ნიადაგის ნაყოფიერების დაცემას. 7. ნიადაგის ეროზია – ნიადაგის ზედა ფენის რღვევა, დაშლა, გადაადგილება, ჩამორეცხვა გეოლოგიური (ეროზია, მეწყერი, ღვარცოფი) და ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად. 8. მლაშობი ნიადაგი – წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგი, რომელიც ხასიათდება უარყოფითი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით და მნიშვნელოვნად აბრკოლებს მცენარის ზრდა-განვითარებას. 9. ბიცობი ნიადაგი – ნიადაგი, რომლის პროფილში ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოხატულია ზედაპირიდან 100 სმ-ის ფარგლებში. 10. დაჭაობება – პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნიადაგში ტენიანობის გაზრდის შედეგად და თან სდევს მცენარეულობის, მიკროფლორისა და ჟანგვა-აღდგენის რეჟიმის შეცვლა, რკინის ქვეჟანგისა და დაუშლელი ორგანული ნივთიერებების დაგროვება. 11. მჟავე ნიადაგი – ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე რეაქცია (6,0-ზე დაბალი). 12. ძლიერ დაქვიანებული ნიადაგი – ნიადაგი, რომლის ზედაპირის 20-40% დაფარულია 5,0 სმ-ზე მეტი დიამეტრის ქვებით. 13. რეკულტივაცია – სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად დაზიანებული მიწების აღდგენასთან ერთად არის მისი სასოფლოსამეურნეო ათვისებაც. 14. საკვები ელემენტების შემცველობის დაცემა – სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის უზრუნველმყოფი მაკრო და მიკროელემენტების შემცველობის მკვეთრი შემცირება. თავი III. ძირითადი დებულებანი     მუხლი 3🔗. ნიადაგების დეგრადაციის ტიპები ნიადაგის დეგრადაციის გამომწვევი ძირითადი პროცესებია: ა) ტექნოგენური დეგრადაცია; ბ) ეროზია; გ) დამეწყვრა; დ) ღვარცოფების წარმოშობა; ე) დამლაშება; ვ) გაბიცობება; ზ) დაჭაობება; თ) აგროგამოფიტვა; ი) გაეწერება (გამჟავიანება); კ) დაქვიანება; ლ) საკვები ელემენტების შემცველობის დაცემა.     მუხლი 4🔗. ნიადაგების დეგრადაციის ხარისხის დადგენა 1. ნიადაგისა და მიწის დეგრადაციის ხარისხის შესაფასებლად გამოიყენება ინდიკატური მაჩვენებლები, რომლის მიხედვით დგინდება ბუნებრივ-სამეურნეო დანიშნულების მიწების დანაკარგების ზღვრული მაჩვენებლები. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის სრული დახასიათებისათვის საჭიროა აგრეთვე დამატებითი მაჩვენებლების შეტანა. 2. ნიადაგების დეგრადაციის თითოეული, ინდიკატური მაჩვენებელი ხასიათდება ხუთი ხარისხით: 0 – არადეგრადირებული (დაურღვეველი); 1 – სუსტად დეგრადირებული; 2 – საშუალოდეგრადირებული; 3 – ძლიერდეგრადირებული; 4 – ძალზე ძლიერდეგრადირებული (დარღვეული). 3. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ხარისხი განისაზღვრება №2 ცხრილის შესაბამისად. 4. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ხარისხის დადგენა შესაძლებელია მოცემული ყველა ინდიკატური და დამატებითი მაჩვენებლებით. თუ არსებობს ნიადაგის დეგრადაციის ხარისხის შეფასების ორი ან მეტი განსხვავებული ინდიკატური მაჩვენებელი, მაშინ აიღება ის მაჩვენებელი, რომლის დეგრადაციის ხარისხი უფრო მაღალია. თავი IV. გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება     მუხლი 5🔗. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციით გარემოსათვის მიყენებული ზიანის რაოდენობის გაანგარიშება 1. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციით გარემოსათვის მიყენებული ზიანის რაოდენობის განსაზღვრა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების სამსახურების მიერ. 2. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციით გამოწვეული ზიანის გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან ამოღებული დეგრადირებული სავარგულების სანაცვლო ახალი მიწების ათვისების საბაზისო ნორმატივი Nნ ლარებში (ცხრილი №1), რომელიც რეგლამენტირებულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონით. 3. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ხარისხის ცვლილებების გათვალისწინებით ზიანის რაოდენობის განსაზღვრისათვის გამოიყენება გადაანგარიშების კოეფიციენტები (kხ) (ცხრილები №№2,3), ხოლო ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციით ცალკეული შემთხვევების დროს გადაანგარიშების კოეფიციენტი (kხ) №№2,4 ცხრილების გამოყენებით. 4. განსაკუთრებულად დაცული ტერიტორიის ფარგლებში ნიადაგების დეგრადაციის შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების სამსახურებს ადგილობრივ მმართველობით ორგანოებთან შეთანხმებით შეუძლიათ შეიყვანონ დეგრადაციის ხარისხის ცვლილებების გადასაანგარიშებელი კოეფიციენტის (kხ) ნაცვლად შემდეგი მნიშვნელობები: ა) ბუნებრივი ნაკრძალების მიწის დეგრადაციის შემთხვევაში – 3,0; ბ) ბუნებისდაცვითი, გამაჯანსაღებელი და ისტორიულ-კულტურული დანიშნულების მიწის დეგრადაციის შემთხვევაში – 2,0; გ) რეკრეაციული დანიშნულების მიწის დეგრადაციის შემთხვევაში – 1,5; დ) სხვა მიწების დეგრადაციის შემთხვევაში – 1,0. 5. ბუნებრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით და ნიადაგების დეგრადაციის ტიპების მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ადგილობრივი სამსახურების ერთობლივი გადაწყვეტილებით ახდენენ კოეფიციენტების კორექტირებას. 6. ბუნებრივი პროცესებით გამოწვეული ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციით მიყენებულ ზიანის რეაბილიტაციის რეკომანდაციებს და დასკვნებს შეიმუშავებს, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით. აღნიშნული კომისიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციის საფუძველზე მუშავდება ღონისძიებათა პროგრამები, რომელსაც იხილავს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. მისი აღდგენის ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება შესაბამისი სამინისტროებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან. 7. დეგრადირებული ნიადაგებისა და მიწების გამოვლენისათვს ჩატარებული კვლევების დროს განისაზღვრება ფართობები და მათი დეგრადაციის ხარისხის ცვლილებები. 8. საწყის მასალად გამოიყენება ნიადაგური, აგროქიმიური, ნიადაგურ-ეროზიული გამოკვლევები და სხვა მონაცემები. აუცილებელია მათი შედარება წინა პერიოდის (დროის) გამოკვლევებთან და აგეგმვებთან. 9. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ხარისხის ცვლილებების გათვალისწინებით მიწათსარგებლობის გეგმაზე დაიტანება სავარგულების კონტურები, ნიადაგების სახესხვაობების და ნიადაგური რუკების გამოყენებით. 10. გამოითვლება ნიადაგების სახესხვაობების კონტურების ფართობები. 11. მონაცემები ფორმდება სპეციალური ფორმის მიხედვით და დაიყვანება მიწათმესაკუთრემდე, მიწათმფლობელამდე და მიწათმოსარგებლემდე. 12. ტერიტორიების ეკოლოგიური სიტუაციის და ეკოლოგიური მნიშვნელობის კოეფიციენტი (kე), შემოღებულია ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციით ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ჯამური ზემოქმედების აღრიცხვისათვის (ცხრილი №5). 13. ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციით მესაკუთრეზე მიყენებული ზიანის სიდიდის განსაზღვრისათვის, გათვალისწინებულია ყოველწლიური შემოსავლის დანაკარგები (kშ) და აღირიცხება წარმოების ფაქტობრივი მოცულობის 5 წლის საშუალო იმ ფასებით, რომლებიც მოქმედებდა ზიანის გაანგარიშების მომენტში და ემატება გარემოსათვის მიყენებულ ზიანს. 14. სასოფლოსამეურნეო მიწების აღდგენის დრო დგინდება მიწათმოწყობის პროექტით და ფორმულაში შეიყვანება გადაანგარიშების კოეფიციენტი (kა), რომელიც განსაზღვრავს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ნიადაგის აღდგენის პერიოდს (ცხრილი №6).  15. დეგრადირებული ნიადაგებისა და მიწების ყოველი კონტურისათვის ზიანის რაოდენობა გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით: Y=NნXSXKხXKეXKა+DშXS  სადაც:  Y– ნიადაგების და მიწების დეგრადაციის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა ლარებში;  Nნ – სასოფლოსამეურნეო ბრუნვიდან ამოღებული სავარგულების სანაცვლო ახალი მიწების ათვისების საბაზისო ნორმატივი ლარებში (ცხრილი 1);  S – დეგრადირებული ნიადაგების ფართობი (ჰა);  Kხ – ნიადაგების დეგრადაციის ხარისხის ცვლილებების გადასაანგარიშებელი კოეფიციენტი (ცხრილი №2ის გამოყენებით და №3ის ცხრილის მაჩვენებლით); ცალკეული შემთხვევების დროს (kხ) მნიშვნელობა შეიცვლება მე-2 ცხრილის გამოყენებით და მე-4 ცხრილის მაჩვენებლებით;  Kე – ტერიტორიების ეკოლოგიური სიტუაციისა და ეკოლოგიური მნიშვნელობის კოეფიციენტი (ცხრილი №5);  Kა – სასოფლოსამეურნეო მიწებიდან შემოსავლის გადაანგარიშების კოეფიციენტი, აღდგენის პერიოდის გათვალისწინებით (ცხრილი №6);  Dშ – კერძო საკუთრებაში მიწების ერთეული ფართობიდან ყოველწლიური შემოსავლის დანაკარგი ლარებში (მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით). თავი V. დასკვნითი ნაწილი     მუხლი 6🔗. დამატებების ან ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში დამატებები და ცვლილებები შედის საქართველოს მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ცხრილი №1 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის სანაცვლო ახალი მიწის ათვისების საბაზისო ნორმატივები საქართველოს ადმინისტრაციული რაიონების მიხედვით, (ლარებში) № რაიონების დასახელება I ჰექტარი ურწყავი სახნავი ათვისების საბაზისო ნორმატივი I ჰექტარი ურწყავი სათიბ საძოვრის ათვისების საბაზისო ნორმატივი 1 2 3 4 1. გაგრის 30715 18429 2. გალის 34001 20400 3. გუდაუთის 30858 18515 4. გულრიფშის 30858 18515 5. სოხუმის 33858 20315 6. ოჩამჩირის 33858 20315 7. ქედის 28572 17143 8. ქობულეთის 34001 20400 9. ხელვაჩაურის 33429 20058 10. ხულოს 26429 15857 11. შუახევის 26429 15857 12. ახალგორის 26286 15772 13. აბაშის 33001 19800 14. ადიგენის 19715 11829 15. ამბროლაურის 22000 13200 16. ასპინძის 19715 11829 17. ახალქალაქის 28572 17143 18. ახალციხის 26429 15857 19. ახმეტის 26429 15857 20. ბაღდათის 28572 17143 21. ბოლნისის 30715 18429 22. ბორჯომის 19857 11915 23. გარდაბნის 34001 20400 24. გორის 30715 18429 25. გურჯაანის 30858 18515 26. დმანისის 28572 17143 27. დედოფლისწყაროს 30858 18515 28. დუშეთის 19715 11829 29. ვანის 28572 17143 30. ზესტაფონის 28572 17143 31. ზუგდიდის 31858 19115 32. თელავის 30858 18515 33. თერჯოლის 29715 17829 34. თეთრიწყაროს 27429 16457 35. თიანეთის 23858 14315 36. კასპის 28572 17143 37. ლაგოდეხის 29715 17829 38. ლანჩხუთის 30858 18515 39. ლენტეხის 16428 9857 40. მარნეულის 34001 20400 41. მესტიის 15429 9257 42. მარტვილის 28572 17143 43. მცხეთის 30715 18429 44. ნინოწმინდის 28572 17143 45. ოზურგეთის 30857 18515 46. ონის 17718 10543 47. საგარეჯოს 27429 16457 48. სამტრედიის 33429 20058 49. საჩხერის 24286 14572 50. სიღნაღის 28572 17143 51. ტყიბულის 19715 11829 52. ქარელის 28572 17143 53. ყვარლის 28572 17143 54. ყაზბეგის 14286 8572 55. ცაგერის 23143 13886 56. ჩოხატაურის 22429 13457 57. ჩხოროწყუს 26429 15857 58. წალენჯიხის 28572 17143 59. წალკის 25286 15172 60. წყალტუბოს 33858 20315 61. სენაკის 30858 18515 62. ჭიათურის 15429 9257 63. ხაშურის 28572 17143 64. ხარაგაულის 18715 11229 65. ხობის 30858 18515 66. ხონის 30858 18515 67. ჯავის 14286 8572 შენიშვნები: 1. სარწყავი სახნავის, სათიბ-საძოვრის ათვისების საბაზისო ნორმატივად აიღება 1 ჰექტარი ურწყავი სახნავის, სათიბსაძოვრის ათვისების ღირებულებების გაორკეცებული საბაზისო ნორმატივები. 2. ტყებუჩქნარიანი მიწის ფართობი, თუ სასოფლო-სამეურნეო სავარგულად გამოყენება პერსპექტივაში შეუძლებელია, სუსტად და საშუალოდ დამლაშებული, ბიცობიანი ან საშუალოდ ძლიერად ხირხიტიანი, ქვიანი და ეროზირებული მიწის გამოყოფისას ათვისების საბაზისო ნორმატივად აიღება 14286 გამრავლებული 0,2 კოეფიციენტზე. 3. ტყებუჩქნარიანი ფართობების დეგრადირებისას, რომელთა გამოყენება პერსპექტივაში შეიძლება სასოფლოსამეურნეო სავარგულად, ათვისების საბაზისო ნორმატივად აიღება 14286 ლარი.  ცხრილი №2 ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ხარისხის განსაზღვრა მაჩვენებლები დეგრადაციის ხარისხები 0 1 2 3 4 აბიოტური დანალექების (არანაყოფიერი) სიმძლავრე, სმ. <2 2-10 11-20 21-40 >40 მიწის ზედაპირთან შედარებით ჩაქცევის სიღრმე (მასის მთლიანობის დაურღვევლად), სმ. <20 20-40 41-100 101-200 >200 ფიზიკური თიხის ფრაქციის შემცველობის შემცირება, დეგრადაციის საწყისი დონიდან, %–ით <5 5-15 16-25 26-32 >32 ფიზიკური თიხის ფრაქციის შემცველობის შემცირება, დეგრადაციის საწყისი დონიდან, %–ით <5 5-15 16-25 26-32 >32 ნიადაგის სახნავი ფენის სიმკვრივის ზრდა, დეგრადაციის საწყისი დონიდან, %ით <10 10-20 21-30 31-40 >40 სტაბილური სტრუქტურის ფორიანობა კბ.სმ./გრ. >0.2 0.11-0.2 0.06-0.1 0.0-20.05 <0.02 ფილტრაციის კოეფიციენტი, მ/დღეღამეში >1,0 0.3-1.0 0.1-0.3 0.01-0.1 <0.1 ნიადაგის ზედაპირის დაქვიანება, %ით <5 5-15 16-35 36-70 >70 ნიადაგური პროფილის შემცირება ( + ჰორიზონტის) დეგრადაციის საწყისი დონიდან, %–ით <3 3-25 26-50 51-75 >75 ნიადაგის პროფილში ( + ) ჰუმუსის რაოდენობის შემცირება, %ით <5 5–10 10–25 25–40 >40 ნიადაგის ზედაპირის გადარეცხვისა და წყლით გამოწვეული ხრამების სიღრმე, სმში <20 20-40 41-100 10-200 >200 ნატრიუმის შემცველობის გაზრდა ნიადაგში, %თ <5 5-25 25-40 40-55 >55 ნიადაგგრუნტის მინერალიზებული (>3 გრ/ლ) წყლების დონის აწევა, სმში >7 5.1-7.0 3.15.0 2.0-3.0 <2 ნიადაგის ზედაპირის გადარეცხვისა და წყლით გამოწვეული ხრამების სიღრმე, სმში <20 20–24 41–100 101–200 >200 ჰუმუსოვან (სახნავი) ფენაში ტოქსიკური მარილების შემცველობა, დამლაშება–ბიცობი ნიადაგებისათვის, %ით <0,15 <3 0,15-0,25 35 0„25-0,5 5-10 0,35-0,5 10-15 >0,5 >15 ნატრიუმის შემცველობის გაზრდა, %ით <5 5-25 25-40 40-55 >55 შენიშვნა: ნიადაგში 32%-ზე მეტ ფიზიკური თიხის ფრაქციის შემცველობის შემცირება, დეგრადაციის საწყისი დონიდან, არ ვრცელდება ტენიანი სუბტროპიკული ზონის მძიმე გრანულომეტრიული შედგენილობის მქონე ნიადაგებზე. ცხრილი №3 ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ხარისხის ცვლილების გათვალისწინებით გადაანგარიშების კოეფიციენტი (Kხ) დეგრადაციის ხარისხი წინა გამოკვლევებით დეგრადაციის ხარისხი საკონტროლო გამოკვლევების მიხედვით 0 1 2 3 4 0 1 2 3 4 0 0.2 0 0.5 0.3 0 0.8 0.6 0.3 0 1.0 0.8 0.5 0.2 0 ცხრილი №4 ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის ცალკეული შემთხვევების დროს გაანგარიშების კოეფიციენტი (Kხ) დეგრადაციის სახე დაანგარიშების კოეფიციენტი დამლაშება მინერალიზებული (>3 მგ/ლ) გრუნტის წყლების დონის ამოწევა ნიადაგის ზედაპირთან ხევების, ხრამების წარმოქმნა და არსებულის გაღრმავება 1.5 2.0 3.0 ცხრილი №5 ტერიტორიების ეკოლოგიური სიტუაციების და ეკოლოგიური მნიშვნელობის კოეფიციენტი (Kე) № საქართველოს რაიონები Kე № საქართველოს რაიონები Kე № საქართველოს რაიონები Kე 1. აბაშა 1,5 1. ახალგორი 1,4 1. ადიგენი 1,2 2. ბოლნისი 2. ახალქალაქი 2. ამბროლაური 3. გარდაბანი 3. ახალციხე 3. ასპინძა 4. გორი 4. ახმეტა 4. ბორჯომი 5. გურჯაანი 5. ბაღდათი 5. დუშეთი 6. დედოფლისწყარო 6. დმანისი 6. თიანეთი 7. ზუგდიდი 7. ვანი 7. ლენტეხი 8. თელავი 8. ზესტაფონი 8. მესტია 9. ლაჩხუთი 9. თერჯოლა 9. ონი 10. მარნეული 10. თეთრიწყარო 10. საჩხერე 11. მცხეთა 11. კასპი 11. ტყიბული 12. ოზურგეთი 12. ლაგოდეხი 12. ცაგერი 13. სამტრედია 13. მარტვილი 13. ჩოხატაური 14. წყალტუბო 14. ნინოწმინდა 14. ყაზბეგი 15. სენაკი 15. საგარეჯო 15. ჭიათურა 16. ხობი 16. სიღნაღი 16. ხარაგაული 17. გაგრა 17. ქარელი 17. ჯავა 18. გალი 18. ყვარელი 19. გუდაუთა 19. ჩხოროწყუ 20. გულრიფში 20. წალენჯიხა 21. სოხუმი 21. წალკა 22. ოჩამჩირე 22. ხაშური 23. ქობულეთი 23. ქედა 24. ხელვაჩაური 24. ხულო 25. ხონი 25. შუახევი  ცხრილი №6 სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწებიდან შემოსავლების გაანგარიშების კოეფიციენტი აღდგენის დროის გათვალისწინებით (ა) აღდგენის პერიოდის ხანგრძლივობა გაანგარიშების კოეფიცინტი აღდგენის პერიოდის ხანგრძლივობა გადაანგარიშების კოეფიციენტი 1 წელი 2 წელი 3 წელი 4 წელი 5 წელი 67 წელი 0.9 1.7 2.5 3.2 3.8 4.6 8-10 წელი 11-15 წელი 16-20 წელი 21-25 წელი 26-30 წელი 31 და მეტი წელი 5.6 7.0 8.2 8.9 9.3 10.0