საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №383 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის” დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.07.2005
ძალის დაკარგვა 17.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №383
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.007582
გამოქვეყნების წყარო სსმ, 89, 01/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №383 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის” დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:black;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; color:black;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; color:black; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:.25in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:black;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:35.4pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 45.0pt 1.0in 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.582
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №383
2005 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის” დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის” შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ივლისის №653 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის” თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მეცნიერების განვითარებას, მეცნიერთა პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას, მეცნიერების სტანდარტის ამღლებას, საქართველოს მეცნიერებისთვის მსოფლიო მეცნიერების მიღწევებში თავისი წვლილის შეტანის შესაძლებლობას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ კვლევას, ჯანდაცვის გაძლიერებას, ეროვნულ კეთილდღეობასა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
2. ფონდი ხელს უწყობს საქართველოში სამეცნიერო და საინჟინრო კვლევის პოტენციალის გაძლიერებას, უზრუნველყოფს საქართველოში სამეცნიერო და ტექნოლოგიური რესურსების მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს, ამზადებს წინადადებებს სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტების განსახორციელებლად, ხელს უწყობს სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის.
3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან საქართველოს მთავრობის შეთანხმებებით.
4. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბით და ქართულ-ინგლისური წარწერით.
5. ფონდის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, კოსტავას №47/57 0179.
მუხლი 2🔗. ფონდის მიზნები და ამოცანები
1. ფონდის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მეცნიერების განვითარებას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ კვლევას, ჯანდაცვის გაძლიერებას, ეროვნულ კეთილდღეობას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
2. ფონდის ამოცანებია:
ა) გრანტებისა და ხელშეკრულებების საშუალებით სამეცნიერო და საინჟინრო კვლევის პოტენციალის გაძლიერებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიზნით ხელი შეუწყოს როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების განხორციელებას;
ბ) განსაზღვროს და მოიზიდოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სხვადასხვა ფონდებიდან და კერძო პირებიდან შესაბამისი ფინანსური რესურსები, რაც საჭიროა უნივერსიტეტების, ეროვნული ინსტიტუტების, კვლევითი ცენტრების და შესაბამისი ორგანიზაციების მიერ სამეცნიერო და საინჟინრო კვლევების ჩასატარებლად;
გ) სპეციალური პროგრამებისა და გრანტების საშუალებით ხელი შეუწყოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის (ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორიული, კულტურული, არქეოლოგიური, სოციო-ეკოლოგიური ძეგლები) მეცნიერული მეთოდებით შესწავლას, დაცვასა და განვითარებას;
დ) უზრუნველყოს საქართველოში არსებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური რესურსების მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, მოამზადოს წინადადებები სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტების განსახორციელებლად;
ე) ხელი შეუწყოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში;
ვ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის, უწყებათაშორის შეთანხმებათა და ხელშეკრულებათა პროექტების მომზადებაში; ზ) ჩაატაროს სამეცნიერო კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები და სიმპოზიუმები, გამოაცხადოს კონკურსები სხვადასხვა სახის გრანტებისა და პრემიების მოსაპოვებლად;
თ) პოპულარიზაცია გაუწიოს მეცნიერებაში ფუნდამენტური, გამოყენებითი კვლევებისა და განათლების განვითარების ეროვნულ პოლიტიკას.
3. დასახულ ამოცანათა გადასაწყვეტად ფონდი:
ა) შეიმუშავებს მექანიზმებს ახალგაზრდა მეცნიერთა სტიმულირებისათვის და ხელს უწყობს მათ სრულფასოვან მეცნიერებად ჩამოყალიბებას, უფლებამოსილია დანიშნოს სხვადასხვა სახის სტიპენდიები;
ბ) ხელს უწყობს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მეცნიერებატევადი პროდუქციის წარმოებისათვის, აღიარებული საბაზო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების წარმოებაში დანერგვისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით;
გ) ხელს უწყობს ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დამუშავებისა და დანერგვის პროცესს, მონაწილეობს ინფორმატიზაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაში, ქვეყნის ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცის ფორმირებასა და მსოფლიოს საინფორმაციოსაკომუნიკაციო სივრცეში მის ინტეგრაციას;
დ) ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ აწყობს სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების მიღწევათა გამოფენებს, ატარებს სემინარებს, კონგრესებს, სიმპოზიუმებს და სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს. მონაწილეობას იღებს პარტნიორი ქვეყნების ანალოგიური ხასიათის ღონისძიებებში. ხელს უწყობს მეცნიერთა გაცვლის პროცესს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან;
ე) რეკომენდაციას აძლევს და მეთოდოლოგიურ დახმარებას უწევს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოლაპარაკებებსა და დებს ხელშეკრულებებს საქართველოსა და საზღვარგარეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, უფლებამოსილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინოს საქართველო საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში;
ზ) ანიჭებს ეროვნულ სამეცნიერო ჯილდოებსა და პრემიებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის.
მუხლი 3🔗. ფონდის ფინანსები
1. ფონდის სახსრები იქმნება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;
ბ) საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციების და სამეცნიერო ფონდების სახსრების მოზიდვით, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან მიღებული გრანტებითა და სხვა შემოსავლებით;
გ) საქველმოქმედო შემოწირულობებით;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლებით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ამოცანების უზრუნველყოფას.
3. ფონდი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
მუხლი 4🔗. ფონდის ქონება
1. ფონდს თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცემა სახელმწიფო ქონება უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების წესით.
2. ფონდი მისი შესაბამისი სამსახურის მეშვეობით, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს სახელმწიფოს მიერ გადაცემული, აგრეთვე მის მიერ შეძენილი ქონების ფლობასა და სარგებლობას.
3. ფონდის მიერ უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა, აგრეთვე სხვა გადაწყვეტილებანი ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება განხორციელდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს თანხმობით.
მუხლი 5🔗. ფონდის სტრუქტურა და მართვა
ფონდის ხელმძღვანელი ორგანოებია:
ა) სამეთვალყურეო საბჭო – „ეროვნული სამეცნიერო საბჭო” (შემდგომში – საბჭო);
ბ) ფონდის დირექტორი.
მუხლი 6🔗. ფონდის ეროვნული სამეცნიერო საბჭო
1. საბჭო შედგება 16 წევრისაგან.
2. საბჭოს წევრები არიან:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
გ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი;
ზ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
თ) მაღალი მეცნიერული რეიტინგისა და რეპუტაციის მქონე სამეცნიერო სფეროს 8 წარმომადგენელი;
ი) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალი რეიტინგის მქონე 1 მეცნიერი (მონაცვლეობით თითო მეცნიერი ცალკეული ავტონომიიდან).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბჭოს წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი 6 წლის ვადით. ამ წევრების მესამედი ექვემდებარება განახლებას ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს მხოლოდ ერთი უფლბამოსილების ვადით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუქტებით გათვალისწინებულ საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.
5. ამ მუხლის მე-2 პუქნტის „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ უშუალოდ ან ამ მიზნით დანიშნული სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენელს უფლებამოსილება უწყდება მინისტრის ინდივიდუალური აქტით.
6. საბჭო:
ა) შეიმუშავებს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პოლიტიკას და კოლექტიურ ზედამხედველობას უწევს ფონდის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტს და მისი შესრულების ანგარიშს;
გ) ამტკიცებს ფონდის მუშაობის პრიორიტეტებს, გრანტების, სტიპენდიების, ჰონორარების, პრემიებისა და ჯილდოების მინიჭების წესს;
დ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ფონდის მუშაობის შედეგებს, რეკომენდაციებს მოხსენებისა და განაცხადების სახით, რაც შემდეგ ხდება საჯარო დოკუმენტი სამეცნიერო წრეებისა და ფართო საზოგადოებისათვის;
ე) აქვეყნებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ დეტალურ მონაცემებს.
7. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრების ხმების უბრალო უმრავლესობით.
8. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთაგან/მათ წარმომადგენელთაგან საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
9. საბჭოს სხდომებს ესწრება ფონდის დირექტორი, სათათბირო ხმის უფლებით.
10. საბჭოს ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს თავმჯდომარეს.
11. საბჭო იკრიბება წელიწადში 4-ჯერ მაინც. საბჭოს სხდომები ტარდება საჯაროდ. განაცხადები და მომავალი შეხვედრების თარიღები ცხადდება წინასწარ.
მუხლი 7🔗. ფონდის დირექტორი
1. ფონდის საქმიანობას ხელმძღვანელობს ფონდის დირექტორი. დირექტორს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი 6 წლის ვადით. არ შეიძლება ერთი და იგივე პირი დირექტორად დანიშნულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
2. ფონდის დირექტორი:
ა) მოქმედებს ფონდის სახელით და სპეცილური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
ბ) უზრუნველყოფს საბჭოს მიერ დამტკიცებული პოლიტიკისა და სამოქმედო სტრატეგიის განხორციელებას ამ დებულებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ანაწილებს სამუშაოს ფონდის აპარატის თანამშრომელთა შორის;
დ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ფონდის სახსრებს და რესურსებს;
ე) ფონდის ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს ფონდის საშტატო განრიგს, ადგენს ფონდის აპარატის თანამშრომელთა ანაზღაურების ოდენობებსა და პირობებს;
ვ) კონკურსის საფუძველზე სამსახურში იყვანს ფონდის აპარატის თანამშრომლებს, წყვეტს შტატგარეშე მოსამსახურეების დროებით მოწვევის საკითხს;
ზ) წარუდგენს საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშს ფონდის მუშაობისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗. ფონდის აპარატი
ფონდის დირექტორისა და საბჭოს საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ფონდის აპარატი, რომლის სტრუქტურა ყალიბდება ფონდის ამოცანების, ფუნქციებისა და შესაძლო დაფინანსების შესაბამისად და განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) ხელმძღვანელობა;
ბ) გენერალური ინსპექტორის სამსახური;
გ) იურიდიული სამმართველო;
დ) საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სამმართველო;
ე) საგეგმო, საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;
ვ) რესურსების მენეჯმენტის სამმართველო;
ზ) ფონდის ქონების მართვის სამსახური;
თ) საინფორმაციო ცენტრი;
ი) დარგობრივი სექციები.
მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 10🔗. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 11🔗. გარდამავალი დებულებანი
დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრთა განახლების პრინციპის უზრუნველსაყოფად საქართველოს პრეზიდენტის მიერ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” და „ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წევრთა პირველი შემადგენლობიდან 3 წევრი ინიშნება 2 წლის ვადით, 3 წევრი – 4 წლის ვადით, ხოლო 3 წევრი – 6 წლის ვადით, რის შესახებაც მიეთითება შესაბამისი წევრის დანიშნვის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის აქტში.