⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.04.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №257 ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.07.2005
ძალის დაკარგვა 17.04.2006
გამომცემი ორგანო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ნომერი №257
სარეგისტრაციო კოდი 140080000.40.036.007584
გამოქვეყნების წყარო სსმ, 89, 01/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,556 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.07.2005 მიღება
17.04.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №257 ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 27.0pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.007.584 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის  ბრძანება №257  2005 წლის 25 ივლისი ქ. თბილისი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის II პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს და სამოქმედოდ იქნეს შემოღებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის თანდართული დებულება (დანართი №1). 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სამსახურის უფროსის 2000 წლის 27 ოქტომბრის №31 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დებულება. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 4. კონტროლი წინამდებარე ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამსახურის აპარატის უფროსს, სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკ გ. სალაძეს. სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი            ო. ქველიძე დანართი №1 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით (საკანონმდებლო მაცნე, 01.05.2003წ., №39) დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების” მე-15 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური) ფუნქციონირებს სამსახურის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომელიც წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწესრიგებს სამსახურის ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს. 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით. თავი II. აპარატის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 2🔗. აპარატის ამოცანები 1. აპარატის ძირითადი ამოცანაა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მაკოორდინირებელი ფუნქციების განხორციელება, სამსახურის უფროსისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური, საინფორმაციო და სამართლებრივი უზრუნველყოფა. 2. თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად აპარატი უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და მასალები სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან.     მუხლი 3🔗. აპარატის ფუნქციები     დაკისრებული ამოცანების გათვალისწინებით, აპარატის ფუნქციები მოიცავს: ა) სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას; ბ) სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირების მიერ სამსახურის უფროსის ბრძანებების, აგრეთვე სიტყვიერი მითითებებისა და განკარგულებების შესრულებაზე კონტროლს, მათი საქმიანობის წარმართვას არსებული ნორმატიული აქტების შესაბამისად; გ) სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებზე დაკისრებული ფუნქციების ან ცალკეულ დავალებათა შესრულების მდგომარეობის შესწავლა და შედეგების სამსახურის უფროსისთვის მოხსენება; დ) სამსახურის შიდანორმატიული დოკუმენტების (ბრძანებები, ინსტრუქციები), აგრეთვე სხვა – ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ე) სამსახურის უფროსის მოხსენებების, გამოსვლების და ანგარიშების მომზადება; ვ) სამსახურის უფროსის ოპერატიული თათბირების ორგანიზება და თათბირის ოქმის შედგენა; ზ) სამსახურის უფროსის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხის რეგულირება; თ) სამსახურის სამართლებრივ უზრუნველყოფასა და ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; ი) სამსახურის ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავება; კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; ლ) სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება; მ) სამსახურის უფროსის ბრძანებით დაკისრებულ სხვა მოვალეობათა განხორციელება.  თავი III. აპარატის ორგანიზაცია და მმართველობა     მუხლი 4🔗. აპარატის ორგანიზაცია 1. აპარატის შიდასტრუქტურული ორგანიზაცია ეფუძნება ერთმმართველობისა და ცენტრალიზების პრინციპებს. აპარატი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას მის საქმიანობაზე. 2. აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სამსახურის საშტატო განრიგის მიხედვით.     მუხლი 5🔗. აპარატის ხელმძღვანელობა 1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. აპარატის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.     მუხლი 6🔗. აპარატის უფროსის კომპეტენცია აპარატის უფროსი: ა) უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს; ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს აპარატის საქმიანობას; გ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს აპარატში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) რეგულარულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის უფროსს აპარატის საქმიანობის შესახებ; ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს აპარატის სტრუქტურის, საშტატო ერთეულების, მუშაობის ორგანიზაციის, აპარატის პირადი შემადგენლობის წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, აგრეთვე მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; ვ) აკონტროლებს აპარატის საქმისწარმოებას; ზ) აპარატის ქვედანაყოფებისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად, გასცემს მითითებებსა და განკარგულებებს; თ) აკონტროლებს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ი) კონტროლს უწევს სამსახურის სტრუქტურული    დანაყოფების მიერ სამსახურის უფროსის ბრძანებების, სიტყვიერი მითითებებისა და განკარგულებების შესრულებას; კ) სამსახურის უფროსთან შუამდგომლობს აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; ლ) ასრულებს სამსახურის უფროსის კონკრეტულ დავალებებს; მ) პასუხს აგებს აპარატის წინაშე დასმული ამოცანების ზუსტ და დროულ შესრულებაზე.     მუხლი 7🔗. აპარატის უფროსის მოადგილის კომპეტენცია აპარატის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარტის უფროსის მოადგილე, რომელიც მოქმედებს აპარატის უფროსის კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „ე” პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა.     მუხლი 8🔗. განყოფილების უფროსის კომპეტენცია განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) აპარატის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ; გ) აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების სტრუქტურის, საშტატო ერთეულების, მუშაობის ორგანიზაციის, განყოფილების პირადი შემადგენლობის წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; დ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს; ე) აკონტროლებს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) წინადადებით შედის აპარატის უფროსთან განყოფილების თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების თაობაზე; ზ) კონტროლს უწევს განყოფილების მიერ აპარატის უფროსის კონკრეტული დავალების შესრულებას და განსაზღვრავს მასზე პასუხისმგებელ პირს; თ) ზედამხედველობას უწევს განყოფილებაში საიდუმლო საქმისწარმოების რეჟიმის მოთხოვნათა შესრულებაზე; ი) პასუხს აგებს განყოფილების წინაშე დასმული ამოცანების ზუსტ და დროულ შესრულებაზე. IV. აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები     მუხლი 9🔗. აპარატის სტრუქტურა 1. აპარატის სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით და მასში ცვლილებების შეტანა წარმოადგენს მხოლოდ სამსახურის უფროსის კომპეტენციას. 2. აპარატის სტრუქტურულ შემადგენლობაში შედის: ა) იურიდიული განყოფილება, რომელიც სტრუქტურულად მოიცავს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის ქვეგანყოფილებას, აგრეთვე ანალიტიკურ ქვეგანყოფილებას; ბ) სამდივნო (რომელსაც გააჩნია განყოფილების სტატუსი და სტრუქტურულად მოიცავს საიდუმლო საქმისწარმოების კონტროლისა და არქივის ჯგუფებს); გ) პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი.     მუხლი 10🔗. იურიდიული განყოფილება  1. იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს: სამსახურის უფროსის ბრძანებების, ინსტრუქციების, სხვა შიდანორმატიული დოკუმენტებისა და ინდივიდუალურსამართლებრივი აქტების შემუშავებას, საქართველოს პარლამენტთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამსახურის ურთიერთობის სამართლებრივ-ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას, სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. 2. იურიდიული განყოფილების ამოცანებია: ა) სამსახურში შემოსული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, მათზე დასკვნების მომზადება და მიმოწერის წარმოება სამსახურის ან სამსახურის აპარატის უფროსის სახელით; ბ) სამსახურის ინტერესების წარმოდგენა სასამართლო ორგანოებში; გ) სამსახურის ხელმძღვანელობისათვის სამართლებრივი ხასიათის საცნობარო მასალების მომზადება და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივი კონსულტაცია; დ) უწყებრივი ნორმატიული აქტებისა და სამსახურში შემოსული საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე აქტების სისტემატიზირებული აღრიცხვის უზრუნველყოფა; ე) სამსახურის შიდანორმატიული აქტების, დოკუმენტებისა და მათი პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან და უწყებრივ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაზე კონტროლი. 3. იურიდიული განყოფილების პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის ქვეგანყოფილების ამოცანებია: ა) საქართველოს პარლამენტთან სამსახურის ურთიერთობის სამართლებრივ-ორგანიზაციული საკითხების მოგვარება; ბ) სამსახურში შესამუშავებელი სამართლებრივი აქტების ოპტიმალურ ვადებში მომზადებისა და დამტკიცების უზრუნველყოფა; გ) საკანონმდებლო აქტების სისტემატიზაცია სამსახურის შიდა კომპიუტერულ ქსელში განსათავსებლად; დ) სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი უწყებრივი ნორმატიული აქტების პერიოდული კოდიფიცირება. 4. იურიდიული განყოფილების ანალიტიკური ქვეგანყოფილების ამოცანებია: ა) ბეჭდვითი და ელექტრონული მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ინფორმაციის მოპოვებისა და სამსახურის ერთიან საინფორმაციო ბანკში განთავსების უზრუნველყოფა; ბ) ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური მოვლენების მონიტორინგი, ანალიტიკური ხასიათის ცნობების მომზადება განსაზღვრული თემატიკის მიხედვით, ოფიციალური კორესპონდენციებითა და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობების დამუშავება და შედარებითი ანალიზი.     მუხლი 11🔗. სამდივნო 1. სამდივნო უზრუნველყოფს სამსახურის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას, საიდუმლოების რეჟიმის დაცვის და დოკუმენტების შესრულების კონტროლს. 2. სამდივნოს ამოცანებია: ა) სამსახურში შემოსული, სამსახურიდან გასული და შიდაუწყებრივი ბრუნვის დოკუმენტების აღრიცხვა, მოძრაობის უზრუნველყოფა; ბ) დოკუმენტების სახეზე ყოფნის შემოწმება; გ) სამსახურში შემოსული დოკუმენტების შესრულების კონტროლი; დ) ლიტერული საქმეების აღრიცხვა; ე) ოპერატიული საქმეების აღრიცხვა; ვ) თანამშრომლების სამსახურებრივი მივლინებების გაფორმება; ზ) სამსახურის საქმისმწარმოებლებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის საიდუმლო საქმისწარმოების შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება; თ) სამსახურიდან სხვადასხვა უწყებებში გასაგზავნი დოკუმენტების კონტროლი. 3. სამდივნოს არქივის ჯგუფის ამოცანებია: ა) სამსახურის დანაყოფების საქმეთა ნომენკლატურების შეთანხმება; ბ) არქივში შესანახად მიღებულ საქმეთა აღრიცხვა-განთავსება; გ) შენახვის ვადაგასული საქმეების და ცალკეული დოკუმენტების დადგენილი წესით განადგურება. 4. სამდივნოს საიდუმლო საქმისწარმოების კონტროლის ჯგუფის ამოცანებია: ა) აპარატის სეიფების, ლითონის კარადების და საიდუმლო დოკუმენტების შესანახი სხვა სათავსოებისა და მათი გასაღებების აღრიცხვა; ბ) საიდუმლო დოკუმენტების გამრავლების წესების დაცვის კონტროლი; გ) სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებში საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების მდგომარეობის, აგრეთვე დოკუმენტების სახეზე ყოფნის შემოწმება.     მუხლი 12🔗. პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის ამოცანებია: ა) მასობრივი ინფორმაციების საშუალებებში, უწყებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტების კომენტარების, აგრეთვე სამსახურის სახელით, ოფიციალური განცხადებების გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ბ) მასმედიასთან ურთიერთობის რეგულირება სამსახურის ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად.     მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულებები ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების ან დამატებების შეტანა ხორციელდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.