⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.04.2009)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.09.2007
ძალის დაკარგვა 28.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №308
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.010845
გამოქვეყნების წყარო სსმ, 133, 25/09/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,627 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.09.2007 მიღება
28.04.2009 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 53.4pt 45.0pt 54.15pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.845 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №308 2007 წლის 21 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 2​1 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის დებულება თანდართული სახით. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ე. ტყეშელაშვილი დანართი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას. 2. საგამოძიებო სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურული ერთეული, რომელიც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​1, 378-ე, 378​1, 378​2, 379-ე 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულთა წინასწარ გამოძიებას, დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, საქართველოს კანონი ,,პატიმრობის შესახებ“, საქართველოს კანონი ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები. 4. სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს ხელისუფლებას.     მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები სამსახურის საქმიანობას საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების ხელშეუხებლობის, მისი ღირსების პატივისცემის, ჰუმანიზმის, სამართლიანობის, თანასწორუფლებიანობისა და საჯაროობის ზოგადსამართლებრივი პრინციპები.     მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის კონფიდენციალურობა სამსახურს არა აქვს უფლება გაამჟღავნოს მოქალაქის პირადი ცხოვრების, მისი პატივისა და ღირსების შემლახავი, აგრეთვე კანონმდებლობით დაცული სხვა ინფორმაცია. ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის, ან წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულთა დანაშაულის გამოძიება და პრევენცია; ბ) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, სხვა ქვეყნის სამართალდამცავ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ჩამდენი პირის ან პირების დადგენა, მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; დ) მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალებების, მითითებების შესრულება, საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას, კომპეტენციის ფარგლებში, მათთვის დახმარების გაწევა; ე) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა სფეროში კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; ვ) დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან თანამშრომლობა.     მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) აღმოსავლეთის განყოფილება; ბ) დასავლეთის განყოფილება. 2. სამსახურის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. 3. სამსახური ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. სამსახურის საქმიანობას კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომელიც ახორციელებს სამსახურის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი ქართული წარწერით: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ,,საგამოძიებო სამსახური“, აგრეთვე შტამპი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.     მუხლი 6🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. სამსახურის უფროსი თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და თავის საქმიანობას ახორციელებს მათი ხელმძღვანელობით. 3. სამსახურის განყოფილების უფროსებს, გამომძიებლებსა და სხვა თანამშრომლებს სამსახურის უფროსის წარდგინებით ან მის გარეშე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 4. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამსახურს, აწესრიგებს სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურსათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; გ) თვალყურს ადევნებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; დ) კონტროლს უწევს გამომძიებლების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დაცვას; ე) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომელთა შორის; ვ) დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური წესით დასჯის ან წახალისების ზომების გამოყენების შესახებ; ზ) დეპარტამენტის თავმჯდომარეს პერიოდულად (წელიწადში არანაკლებ ერთისა) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე; თ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას სამსახურის თანამშრომელთა შორის; ი) მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს აღმოსავლეთის განყოფილების უფროსი.     მუხლი 7🔗. სამსახურის განყოფილება სამსახურის განყოფილება: ა) ახორციელებს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი დანაშაულების გამოძიებასა და პრევენციას ტერიტორიული პრინციპის მიხედვით; ბ) ახორციელებს დანაშაულის ხერხების, სახეების, მეთოდების აღრიცხვასა და სტატისტიკურ დამუშავებას. ასევე, მის კომპეტენციაში შემავალ დანაშაულზე ჩატარებული საგამოძიებო საქმიანობის ანალიზს; გ) იღებს სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულის შესახებ განცხადებებსა და შეტყობინებებს, ახორციელებს მათ რეგისტრაციასა და სათანადო რეაგირებას, ჩადენილ დანაშაულთა გახსნას, მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოძიებას, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 8🔗. განყოფილების უფროსი განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს განყოფილების საქმიანობას, აწესრიგებს განყოფილების გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, პასუხისმგებელია განყოფილებისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; გ) წარუდგენს წინადადებებს სამსახურის უფროსს განყოფილების თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური წესით დასჯის ან წახალისების ზომების გამოყენების შესახებ; დ) ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას მოსამსახურეებს შორის; ე) სამსახურის უფროსს პერიოდულად (წელიწადში არანაკლებ ერთხელ) წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე.     მუხლი 9🔗. სამსახურის გამომძიებლის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის გამომძიებელი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​1, 378-ე, 378​1, 378​2, 379-ე 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულზე დაიწყოს და აწარმოოს წინასწარი გამოძიება; ბ) ჩაატაროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება; გ) გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით; დ) გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიება; ე) პირს წარუდგინოს სასამართლოს დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით; ვ) კანონით დადგენილი წესის დაცვით, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს მისცეს წერილობითი დავალება ოპერატიულ-სამძებრო და სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით; ზ) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა; თ) მოითხოვოს საქმეში თარჯიმნის, სპეციალისტის, ამოსაცნობი პირის მონაწილეობა; ი) გამოიტანოს დადგენილება პირის დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები; კ) უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა კანონით დადგენილი წესით, შექმნას მისი საქმიანობის ხელშემწყობი პირობები; ლ) კანონით დადგენილი წესით შეასრულოს ბრალდებულისა და დამცველის მოთხოვნები საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა; მ) გაათავისუფლოს არასმქონენი იურიდიული დახმარების გადასახადისაგან; ნ) გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და საქმის მასალები პროკურორს ან სასამართლოს; ო) გაასაჩივროს პროკურორის მითითება ზემდგომ პროკურორთან; პ) მოიპოვოს, დაამუშავოს და გააანალიზოს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და განახორციელოს საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვა; ჟ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია; რ) შეიმუშაოს ერთობლივი ღონისძიებები სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად; ს) სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გამოიძახოს ფიზიკური პირი, დაკითხოს იგი და მოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტები; ტ) ითანამშრომლოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველოსა და სხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; უ) დაამუშაოს და გააანალიზოს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და მასალა, მოახდინოს მასზე შესაბამისი რეაგირება; ფ) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 2. სამსახურის გამომძიებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად ვალდებულია: ა) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს დანაშაულის შესახებ შემოსული ინფორმაცია, დაუყოვნებლივ მოახდინოს მათზე რეაგირება; ბ) აწარმოოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება, გამოავლინოს ბრალდებულის მამხილებელი, გამამართლებელი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოებები; გ) შეისწავლოს დანაშაულის გამომწვევი მიზეზები და პირობები, მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად; დ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეებზე; ე) შეასრულოს მოსამართლის, პროკურორის წერილობითი დავალებები და მითითებები საგამოძიებო მოქმედებების შესრულების თაობაზე; ვ) შესაძლებლობა მისცეს დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს კანონის შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი დაცვის უფლება; ზ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები; თ) განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული ადამიანის უფლებები. 3. გამომძიებელი უფლებამოსილია მოქალაქის უფლებების შეზღუდვა განახორციელოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში. მოქალაქის უფლებების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გამომძიებელი მოქალაქეს წარუდგენს თავის პირადობის მოწმობას, განუმარტავს უფლებების კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველს.     მუხლი 10🔗. სამსახურის სხვა თანამშრომლები 1. სამსახურის შეუფერხებელი საქმიანობისათვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ იქმნება სხვა საშტატო ერთეულები, დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად. 2. სამსახურის სხვა თანამშრომლების უფლებები და მოვალეობებია: ა) სამსახურში დაწყებულ წინასწარ გამოძიებათა რეგისტრაცია სისხლის სამართლის საქმეთა ნორმების მიხედვით ,,რეგისტრირებულ დანაშაულთა აღრიცხვის ჟურნალში“, აღნიშნული ჟურნალის ელექტრონული ვერსიის წარმოება; ბ) სამსახურში შემოსული და გასული დოკუმენტაციის აღრიცხვა; გ) მოქალაქეთა განცხადებებისა და შუამდგომლობების მიღება და კანონით დადგენილ ვადაში პასუხის გაცემაზე კონტროლი; დ) საჯარო ინფორმაციის კანონით დადგენილი წესით გაცემის უზრუნველყოფა; ე) საგამოძიებო სამსახურის სტატისტიკური მონაცემების შეჯამება; ვ) სამსახურის არქივზე კონტროლის განხორციელება; ზ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოვალეობები და შესაბამის თანამდებობის პირთა კონკრეტული მითითებების შესრულება.     მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებანი ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.