⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.01.2009)
გაუქმებულია:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.10.2007
ძალის დაკარგვა 20.01.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №611
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.011029
გამოქვეყნების წყარო სსმ, 152, 30/10/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,176 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.10.2007 მიღება
20.01.2009 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 46.3pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.011.029 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №611 2007 წლის 24 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:  მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველოს“ თანდართული დებულება.  მუხლი 2🔗. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.  მუხლი 3🔗. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დ. კეზერაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 2. სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტები და წინამდებარე დებულება. 3. სამმართველო, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს-ს), კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. 4. სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინაშე. 5. სამმართველოს აქვს გერბიანი ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველო – Ministry of Defence of Georgia. Central Division of the NATO Classified Information“ და შტამპები, აგრეთვე ტიტულოვანი ბლანკი, რომელიც გამოიყენება შიდა და გარე მიმოწერისთვის.     მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები 1. სამმართველოს ამოცანებს განეკუთვნება: ა) საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა და აღნიშნული ინფორმაციის დასაცავად ,,ნატო“-სთან თავსებადი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება; ბ) ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელება და ,,ნატო“-ს უსაფრთხოების ოფისის (NATO Office of Security) რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა; გ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების საქმიანობაზე კოორდინაციისა და კონტროლის გაწევა; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ,,ნატო“-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის უზრუნველყოფა. 2. სამმართველოს ფუნქციებს განეკუთვნება: ა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში ,,ნატო“-ს უსაფრთხოების მოთხოვნებთან თავსებადი საკანონმდებლო ბაზის, პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება; ბ) გაუწიოს კოორდინაცია და კონტროლი სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არსებული ქვერეგისტრების საქმიანობას და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციული, პერსონალური (კადრების) და საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას; გ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში, დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით იმ თანამდებობების განსაზღვრა, რომელთა საქმიანობის სფერო უშუალოდ მოიცავენ ,,ნატო“-სთან თანამშრომლობის საკითხებს და საჭიროებენ დაშვებას ,,ნატო“-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან; დ) უზრუნველყოს ,,ნატო“-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის დადგენილი პროცედურის თანახმად გაცემა: მოიპოვოს საჭირო დოკუმენტაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი კანდიდატურების შესახებ, დაადგინოს განაცხადში არსებული ინფორმაციის შესაბამისობა, მოამზადოს დაშვების სპეციალური სერტიფიკატები (NATO/EAPC(PfP) Personnel Security Clearance) და წარუდგინოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად; ე) განახორციელოს ,,ნატო“-ს საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული კლასიფიცირებული ინფორმაციისა და ,,ნატო“-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პერსონალის ცენტრალიზებული აღრიცხვა; ვ) გაუწიოს კონტროლი ცენტრალურ რეგისტრში და ქვერეგისტრებში არსებული ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ,,სიცოცხლის ციკლის“ (lifecycle) მიმდინარე მდგომარეობას: ინფორმაციას მიღებული, გავრცელებული, გაგზავნილი, თარგმნილი, გამრავლებული ან განადგურებული კლასიფიცირებული დოკუმენტების და მათთან დაშვებული პერსონალის შესახებ; ზ) ჩაატაროს ქვერეგისტრების ყოველწლიური ინსპექტირება და აცნობოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ,,ნატო“-ს უსაფრთხოების ოფისს შემოწმების შედეგები; თ) ჩაატაროს საქართველოს კანონმდებლობითა და ,,ნატო“-ს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული ღონისძიებები კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნების ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევებში და აცნობოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ,,ნატო“-ს უსაფრთხოების ოფისს შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები; ი) შეიმუშაოს საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის დროს კლასიფიცირებული ინფორმაციის ევაკუაციის გეგმები და სამოქმედო ინსტრუქციები; კ) შეიმუშაოს ე.წ. ,,საგანმანათლებლო პროგრამა“ და ჩაატაროს რეგულარული ტრეინინგები კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირებისათვის ინფორმაციის უსაფრთხოების ნორმებისა და მათზე დაკისრებული ვალდებულებების ცოდნის გავრცელების მიზნით; ლ) აცნობოს ,,ნატო“-ს უსაფრთხოების ოფისს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ქვერეგისტრებში განხორციელებული ნებისმიერი ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ; მ) ,,ნატო“-ს უსაფრთხოების ოფისის ინსპექტირების დროს ჩააბაროს ანგარიში კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ; ნ) უზრუნველყოს ,,ნატო“-ს უსაფრთხოების ოფისის ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული რეკომენდაციების შესრულება.     მუხლი 3🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ხელმძღაველობს სამმართველოს უფროსი. 2. სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 3. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, მათ მიმართ წახალისების ან დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; გ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული საჯარო მოსამსახურეების მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე; დ) კონტროლს უწევს საიდუმლოების დაცვის ნორმების უზრუნველყოფას; ე) უზრუნველყოფს სამმართველოს ეფექტურ ფუნქციონირებას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) წარადგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საქართველოში ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე; თ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებებულებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას; ი) აბარებს ანგარიშს საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ,,ნატო“-ს უსაფრთხოების ოფისს ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ; კ) შუამდგომლობს თავდაცვის მინისტრთან სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ლ) შუამდგომლობს სამმართველოს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე.     მუხლი 4🔗. სამმართველოს სტრუქტურა და უფლებამოსილება 1. სამმართველოს სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 2. სამმართველოს საქმიანობას უზრუნველყოფენ საშტატო განრიგით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები, რომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ,,ნატო“-ს უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნებითა და აღნიშნული დებულებით. 3. საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას და მათი განხორციელებისას უზრუნველყოფენ საიდუმლოების რეჟიმის დაცვას და სამმართველოს ინფორმაციულ-ანალიტიკურ, მაკონტროლებელ, საკონსულტაციო და ორგანიზაციულ საქმიანობას, ასევე მონაწილეობენ ,,ნატო“-ს უსაფრთხოების მოთხოვნებთან თავსებადი საკანონმდებლო ბაზის, პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში. 4. სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი სამმართველოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.