საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.05.2006
ძალის დაკარგვა 06.07.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №509
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.008720
გამოქვეყნების წყარო სსმ, 75, 05/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 46.35pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.720
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №509
2006 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ
,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის დროებითი წესდება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღის დროებითი წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ბოტანიკური ბაღი (შემდგომში – ბოტანიკური ბაღი) არის ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების შესაბამისად შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. ბოტანიკური ბაღი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.
2. ბოტანიკურ ბაღს აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი და ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
3. წინამდებარე დროებითი წესდების დანიშნულებაა ბოტანიკური ბაღის სტატუსის, ამოცანებისა და მიზნების სამართლებრივი, ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობის განსაზღვრა. დროებითი წესდება არეგულირებს ბოტანიკური ბაღის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციით და ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ბოტანიკური ბაღის წესდების დამტკიცებამდე.
მუხლი 2🔗. ბოტანიკური ბაღის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. ბოტანიკური ბაღის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო კადრების მომზადებაში მონაწილეობა.
2. ბოტანიკური ბაღი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე საქმიანობა, მათ შორის, საპროექტო და ტექნოლოგიური საქმიანობა.
მუხლი 3🔗. ბოტანიკური ბაღის მართვა
1. ბოტანიკურ ბაღს მართავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. კონკრეტული საკითხის მომზადების ან/და შესწავლის მიზნით დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები/კომისიები სათათბირო ხმის უფლებით.
მუხლი 4🔗. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
1. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს ბოტანიკური ბაღის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმებით ამტკიცებს ბოტანიკური ბაღის საშტატო განრიგს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ბოტანიკური ბაღის სტრუქტურასა და სტრუქტურული ერთეულების დროებით დებულებებს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობებზე;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შესარჩევად;
ე) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით დადგენილი სახელფასო ფონდის ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს ბოტანიკური ბაღის საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;
ვ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან;
ზ) ბოტანიკური ბაღის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ბოტანიკური ბაღის ფინანსურ სახსრებს;
ი) დანიშვნიდან 4 თვის ვადაში სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მონაწილეობით შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ბოტანიკური ბაღის წესდების პროექტს ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
კ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ბოტანიკური ბაღის შინაგანაწესს;
ლ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
მ) უფლებამოსილია არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი/შემსრულებლები;
ნ) ასრულებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პასუხისმგებელია ბოტანიკური ბაღის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე.
მუხლი 5🔗. ბოტანიკური ბაღის პერსონალი
1. ბოტანიკური ბაღის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.
2. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
3. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება:
ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა.
4. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან:
ა) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
ბ) დირექტორის მოადგილის/მოადგილეების მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც თანამდებობაზე ინდივიდუალური აქტით ნიშნავს დირექტორი.
5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ამავე დაწესებულებაში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს ბოტანიკური ბაღის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
6. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება საშტატო განრიგით.
7. ბოტანიკური ბაღის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არ არიან ადმინისტრაციული თანამდებობის პირები.
მუხლი 6🔗. ბოტანიკური ბაღის საშტატო განრიგის დამტკიცება
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშვნიდან 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს ბოტანიკური ბაღის საშტატო განრიგის შემუშავებას და სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენას. საშტატო განრიგს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 7🔗. ბოტანიკური ბაღის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. ბოტანიკური ბაღის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე.
2. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
მუხლი 8🔗. საკონკურსო კომისია
1. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობებზე კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს ბოტანიკური ბაღის საკონკურსო კომისია.
2. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისია შედგება 7 წევრისაგან, მათ შორის, არის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბოტანიკური ბაღის არა უმეტეს 2 თანამშრომელი და მოწვეული სპეციალისტები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას კონკურსში. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სამეცნიერო თანამდებობზე კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისია შედგება 8 წევრისაგან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისა, შედის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
4. საკონკურსო კომისიის სხდომებს თავმჯდომარეობს ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
5. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება არანაკლებ 5 წევრისა. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.
6. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 9🔗. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
1. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი (ასპირანტი) ან აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
მუხლი 10🔗. კონკურსის ჩატარების წესი
1. ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საშტატო განრიგის დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს ბოტანიკური ბაღის საშტატო განრიგის შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადებას, ხოლო სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების თანამდებობებზე დანიშვნიდან 1 კვირის ვადაში – სამეცნიერო თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადებას.
2. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობებზე კონკურსის შესახებ განაცხადი ქვეყნდება არა უგვიანეს 1 თვით ადრე საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე ყოველდღიურ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. საკონკურსო განაცხადი ასევე ქვეყნდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ბოტანიკური ბაღის ვებგვერდებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და გამოიკვრება ბოტანიკურ ბაღში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
3. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:
ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) კალენდარული ავტობიოგრაფია;
გ) დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, ხოლო დოქტორანტებისთვის (ასპირანტებისათვის) – ცნობა შესაბამისი საგანმანათლებლო (სამეცნიერო) დაწესებულებიდან;
დ) გამოქვეყნებული, მათ შორის, ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
ე) 1 სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების ხედვა (საკვლევი პრობლემები, მოსალოდნელი შედეგები, საჭირო რესურსები და ა.შ.) – მხოლოდ მათთვის, ვისაც სურთ სამეცნიერო სტრუქტული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება;
ზ) შესაბამისი დარგის 3 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი) (სასურველია);
თ) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი (სასურველია);
ი) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (სასურველია).
4. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა საკონკურსო კომისია ამტკიცებს:
ა) იმ პირთა ნუსხას, რომელთა საკონკურსო დოკუმენტაცია სრულყოფილად არის წარდგენილი და შეესაბამება ამ წესდებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) იმ პირთა ნუსხას, რომელთა საკონკურსო დოკუმენტაცია სრულყოფილად არ არის წარდგენილი ან/და არ შეესაბამება ამ წესდებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
5. საკონკურსო კომისია ატარებს გასაუბრებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებთან, რაც ფორმდება ოქმით.
6. საკონკურსო თანამდებობებზე კანდიდატთა შერჩევისას შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, პატენტები, მონაწილეობა სამეცნიერო სიმპოზიუმებში, კონფერენციებში, საგრანტო, მათ შორის, საერთაშორისო თემატიკაში.
7. საკონკურსო კომისიის დასკვნის საფუძველზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს წარდგენილ კანდიდატს შესაბამის თანამდებობაზე და აფორმებს მასთან შრომით ხელშეკრულებას არაუმეტეს 3 წლის ვადით.
მუხლი 11🔗. სამეცნიერო თანამდებობების დაკავების წესი
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ტარდება ამ წესდების მე-10 მუხლითა და ამ მუხლით დადგენილი წესით.
3. საკონკურსო კომისია სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ ისმენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციას განსახილველ კანდიდატურასთან დაკავშირებით.
მუხლი 12🔗. ქონება და ფინანსები
1. ბოტანიკურ ბაღს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს ქონება დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ბოტანიკურ ბაღს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ბოტანიკური ბაღის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
4. ბოტანიკური ბაღის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) გრანტებით მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები;
ე) საგამომცემლო საქმიანობის შედეგად მოპოვებული სახსრები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
5. ბოტანიკურ ბაღში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ბოტანიკური ბაღის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
6. ბოტანიკური ბაღი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. ბოტანიკური ბაღის საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ბოტანიკური ბაღის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც აკონტროლებს ბოტანიკური ბაღის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ბოტანიკური ბაღი ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს შესაბამისი ახსნა-განმარტებანი.
მუხლი 14🔗. დროებით წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი, ბოტანიკური ბაღის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. ბოტანიკური ბაღის დროებით წესდებაში ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ბოტანიკური ბაღის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.