სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება ძალადაკარგული ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 17.01.2006
ძალის დაკარგვა 01.06.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 300280010.16.009.008046
გამოქვეყნების წყარო სსმ, 10, 26/01/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (12)
| 1 | ელექტროქურა, გადასატანი ელექტროქურა |
| 2 | „არისტონის” ტიპის წყლის გამაცხელებლები |
| 3 | „ატმორის” ტიპის წყლის გამაცხელებლები |
| 4 | კონდიციონერი „ზაფხული” |
| 5 | კონდიციონერი „ზაფხულ-ზამთარი” |
| 6 | წყლის სატუმბი ელექტროძრავი |
| 7 | სარეცხი მანქანა |
| 8 | კომპიუტერი |
| 9 | ელექტრორადიატორი |
| 10 | წყლის გამაცხელებელი |
| N | დენმიმღები |
| დღე- ღამეში | ზამთრის თვეებში (ნოემბერი- აპრილი) |
დოკუმენტის ტექსტი
სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 52.05pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.16.009.008.046
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №1
2006 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის, აგრეთვე საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის მიზნითა და „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:
1. დამტკიცდეს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის თანდართული დროებითი წესი.
2. დადგენილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2006 წლის 31 მარტამდე.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმხჯდომარე გ. თავაძე
სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი
სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის, აგრეთვე საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის მიზნითა და „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1🔗
1. საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი ადგენს სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ (შემდგომში – კომპანია) სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ უმრიცხველოდ დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის პირობებს.
2. აღნიშნული წესი არ ეხება მომხმარებელთა იმ კატეგორიას, რომელთაც გააჩნიათ გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყო.
მუხლი 2🔗
1) უმრიცხველო მოხმარება – ელექტროენერგიის მოხმარება, როცა მრიცხველი არ არსებობს ან ტექნიკურად გაუმართავია.
2) უბანი – მომხმარებელთა ოპტიმალური ჯგუფი, მაგრამ არა უმეტეს 70 მომხმარებლისა, რომლებსაც აქვთ ერთი საერთო მრიცხველი.
3) საერთო მოხმარების მრიცხველი – აღრიცხვის კვანძი, რომელიც აღრიცხავს უბნის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამურ მნიშვნელობას დანაკარგების ჩათვლით.
მუხლი 3🔗
უბნის ყველა კატეგორიის მომხმარებლის მიერ მთლიანად დახარჯული ელექტროენერგია აღირიცხება ენერგოკომპანიის მიერ გამანაწილებელი ტრანსფორმატორის (ფიდერის) 0.4 კვ ძაბვის მხარეზე დამონტაჟებული ერთი ან მეტი სამფაზიანი მრიცხველით.
მუხლი 4🔗
1. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში შეამოწმოს მომხმარებლის კუთვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს გამართულობა და აღნიშნულის საფუძველზე შეადგინოს აქტი ინდივიდუალური ხელსაწყოს გამართულობის ან გაუმართაობის შესახებ.
2. აქტი შედგენილ უნდა იქნეს ორ, თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მომხმარებელს, ხოლო მეორე კომპანიას დარჩება.
3. მომხმარებელს უფლება აქვს დაესწროს ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს შემოწმებას.
4. ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით დადგენილი წესით ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს შემოწმების შემდეგ, როდესაც მრიცხველი გამართულია, მომხმარებელი გადის ამ წესის რეგულირების სფეროდან და კომპანია ვალდებულია, მომხმარებელზე დახარჯული ელექტროენერგიის დარიცხვა აწარმოოს ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს ჩვენების შესაბამისად.
5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი (მომხმარებლები) მიმართავს კომპანიას ელექტროენერგიის აღრიცხვის ხელსაწყოს გამართულობის თაობაზე და ერთი თვის ვადაში არ მოხდება კომპანიის მიერ ელექტროენერგიის აღრიცხვის ხელსაწყოს გამართულად ცნობა, ან არ მიიღებს განმცხადებელი წერილობით დასაბუთებულ პასუხს აღნიშნული ხელსაწყოს გაუმართაობის შესახებ, (გარდა გამანაწილებელი კომპანიის ბრჯენების არარსებობისა), ჩაითვლება, რომ ასეთი ელექტროენერგიის აღრიცხვის ხელსაწყო გამართულია.
მუხლი 5🔗
1. საერთო მოხმარების მრიცხველზე მიერთებული ყველა უმრიცხველო მომხმარებლის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საერთო მოხმარების მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის (ტექნიკური დანაკარგების გამოკლებით) განაწილება აბონენტებს შორის განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, გარდა სამფაზა მომხმარებლებისა, რომელთაც უნდა გააჩნდეთ გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყო და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია უნდა გამოაკლდეს საერთო მოხმარების მრიცხველზე აღრიცხულ ელექტროენერგიას.
2. შეთანხმების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრისა და ამოღებული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიასა და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო მომხმარებლებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) შორის თვეში ერთხელ უნდა მოხდეს შედარების აქტის გაფორმება, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) საერთო მოხმარების მრიცხველის ჩვენება (კვტს);
ბ) ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგები (კვტს);
გ) თითოეული აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია (კვტს).
3. შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე კომპანია შეადგენს და მომხმარებელს წარუდგენს გადახდის ქვითარს, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად მოცემული უნდა იყოს მომხმარებლის მიერ გადასახდელი ელექტროენერგიის საფასური, ასევე მომხმარებელთა პრეტენზიების განმხილველი სამსახურის მისამართი.
4. კომპანია ვალდებულია, ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც მიერთებულია საერთო მოხმარების მრიცხველზე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია საერთო მოხმარების მრიცხველის ჩვენების და მასზე მიერთებული მომხმარებლების მიერ დახარჯული ელექტროენერგიისა და გადახდილი თანხების შესახებ.
5. მომხმარებელი, რომელმაც ან რომლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმაც ხელი მოაწერა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ თანხმობას, ვალდებულია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადაიხადოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული ქვითრის მიხედვით. თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, აბონენტი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის ამ წესების მე-6 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ უბანზე ერთი აბონენტის მიერ უმრიცხველოდ მოხმარებული ელექტროენერგიის გასაშუალოებული მნიშვნელობა განისაზღვრება ფორმულით:
K x Eაღ _ (E1+E2+E3+E4)
E= ———————————————, სადაც
n
ა) E – უმრიცხველო აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტს);
ბ) n – მოცემულ უბანზე უმრიცხველო მომხმარებელთა რაოდენობა;
გ) Eაღ – მოცემულ უბანზე მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარება ნორმატიული დანაკარგების ჩათვლით (კვტს);
დ) K = 1 –ΔWნ – კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს დანაკარგებს 0.4კვ ძაბვის ქსელში, შესაბამისად, როცა აღრიცხვა ხდება ტრანსფორმატორის 0.4 კვ ძაბვის შემყვანზე;
ე) ΔWნ – ძაბვის ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგები ფარდობით ერთეულში, რომელიც განისაზღვრება 0.08-ით;
ვ) E1 – მოცემულ უბანზე ყველა ოჯახის მიერ დანართ 1-ში მოცემული ელექტროხელსაწყოების (შემდეგში – ელექტროხელსაწყო) მიერ დახარჯული ჯამური ელექტროენერგია. თითოეული ოჯახის მიერ გამოყენებული ელექტროხელსაწყო აღიწერება ენერგოკომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ და შეიტანება მომხმარებლის ინდივიდუალურ ბარათში, მისი საპასპორტო მონაცემების ჩვენებით. აღნიშნული ელექტროხელსაწყოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია გამოითვლება ფიქსირებული დადგმული სიმძლავრისა და მუშაობის ხანგრძლივობის საფუძველზე, წარმოდგენილი დანართი 1-ის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს გააჩნია დანართ 1-ში მოცემული ელექტროხელსაწყო, მის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის მეტი სიზუსტით განსაზღვრისათვის გასაშუალებულ მნიშვნელობას (E) უნდა დაემატოს ელექტროხელსაწყოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა დანართი 1-ის მიხედვით.
ზ) E2 – მოცემულ უბანში არსებული სამფაზა მომხმარებლების (ელექტროსახერხი, ელექტროსა-დურგლო დაზგა, ელექტროწისქვილი, სტაციონარული ელექტროშესადუღი აპარატი და სხვ.) მიერ ჯამურად მოხმარებული ელექტროენერგია. თითოეული მომხმარებლის მოხმარება აღირიცხება სამფაზა მრიცხველით და ფიქსირდება მფლობელის ბარათში;
თ) E3 – მოცემულ უბანში არსებული კომერციული, საბიუჯეტო და სხვა მომხმარებლების მიერ მოხმარებული მთლიანი ელექტროენერგია, გარდა მოსახლეობისა. თითოეული ასეთი მომხმარებელი მიერთებულია საერთო მოხმარების მრიცხველზე, ხოლო მათი მოხმარება უნდა გაიზომოს ინდივიდუალური მრიცხველით და შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდეს აბონენტის ბარათზე (კვტს).
ი) E4 – გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს მქონე და საერთო მოხმარების მრიცხველზე მიერთებული სააბონენტო სექტორის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია (კვტს);
მუხლი 7🔗
სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ ვალდებულია შექმნას საკმარისი რაოდენობის ფულის მიმღები პუნქტები, მათ შორის, მოძრავი, რომლებიც იმუშავებენ მომხმარებლისთვის ხელსაყრელ ადგილზე და რეგლამენტით.
მუხლი 8🔗
საერთო მოხმარების მრიცხველიდან აღრიცხვის საშუალებების ჩვენების აღება ხდება არანაკლებ თვეში ერთხელ, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის და ამ საერთო მრიცხველზე მიერთებული მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის თანდასწრებით.
მუხლი 9🔗
1. მომხმარებელმა ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში ან წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 10 სამუშაო დღეზე ნაკლები ქვითრის მიღებიდან.
2. წერილობითი შეტყობინება, ასევე გადახდის ქვითარი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მომხმარებლის გვარი და სახელი;
ბ) მომხმარებლის მისამართი;
გ) ელექტროენერგიის ტარიფი;
დ) მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა;
ე) მიმდინარე გადასახდელის ოდენობა;
ვ) ძველი დავალიანების ოდენობა;
ზ) სულ გადასახდელი თანხა.
მუხლი 10🔗
მომხმარებლებისათვის, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გადაუხდელობის მიზეზით არ მოხდება ღამის საათებში, შაბათ-კვირას, ოფიციალურ სადღესასწაულო დასვენების ან მათ წინა დღეს.
მუხლი 11🔗
კომპანიამ გამოიყენოს მაქსიმალური ძალისხმევა საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლის ელექტროხელსაწყოების ინვენტარიზაციის მიზნით და მხოლოდ ამის შემდეგ აწარმოოს დარიცხვა ამ წესების მე-5 მუხლის შესაბამისად“.
მუხლი 12🔗
სს ,,საქართველოს გაერთიანებულმა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ“ 15 თებერვლამდე უზრუნველყოს საერთო მოხმარების მრიცხველების დაყენება და მათზე მომხმარებელთა მიერთება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პრინციპის შესაბამისად.
დანართი 1
სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ აბონენტების დენმიმღებების სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების
ცხრილი
N
დენმიმღები
დადგმული სიმძლავრის მინიმალური ზღვარი კვტ.
მუშა-საათების რაოდენობა თვეში
სთ.
დღე-
ღამეში
ზამთრის თვეებში
(ნოემბერი-
აპრილი)
ზაფხულის თვეებში
(მაისი-
ოქტომბერი)
1
ელექტროქურა,
გადასატანი ელექტროქურა
3.0
1.0
2-1
60
30
2
„არისტონის” ტიპის წყლის გამაცხელებლები
2.0
3-2
90
60
3
„ატმორის” ტიპის წყლის გამაცხელებლები
5.0
1
30
30
4
კონდიციონერი „ზაფხული”
1
2
-
60
5
კონდიციონერი „ზაფხულ-ზამთარი”
1.5
2
60
60
6
წყლის სატუმბი ელექტროძრავი
1.5
-
20
20
7
სარეცხი მანქანა
1.0
-
10
10
8
კომპიუტერი
0.4
2
60
60
9
ელექტრორადიატორი
1.5
4
120
-
10
წყლის გამაცხელებელი
1.5
2
60
60
შენიშვნა: ელექტროხელსაწყოების დადგმული სიმძლავრე განისაზღვრება ადგილზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ელექტრომოწყობილობების საპასპორტო მონაცემების საფუძველზე. თუ ვერ დგინდება მათი საპასპორტო მონაცემები, მაშინ ასეთი ხელსაწყოების მიერ დახარჯული ელექტროენერგია განისაზღვრება დანართ 1-ში მითითებული დადგმული სიმძლავრის მინიმალური ზღვრისა და თვეების მუშა საათების რაოდენობის მიხედვით“.